“12. დაწყებითი საზოგადოება“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023)
“12. დაწყებითი საზოგადოება“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან
12.
დაწყებითი საზოგადოება
12.1
მიზანი და ორგანიზაცია
დაწყებითი საზოგადოება არის ეკლესიის მხარდაჭერით ოჯახზე ორიენტირებული ორგანიზაცია. იგი გათვლილია 18 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
12.1.1
მიზნები
დაწყებითი საზოგადოება ეხმარება ბავშვებს:
-
იგრძნონ მამაზეციერის სიყვარული და შეიტყონ მისი ბედნიერების გეგმის შესახებ.
-
შეიტყონ იესო ქრისტეს და მისი როლის შესახებ მამაზეციერის გეგმაში.
-
ისწავლონ იესო ქრისტეს სახარება და იცხოვრონ მისი მიხედვით.
-
იგრძნონ, ამოიცნონ სულიწმინდა და იმოქმედონ მისი გავლენის ქვეშ.
-
მოემზადონ წმინდა აღთქმებისთვის, დადონ და დაიცვან ისინი.
-
მიიღონ მონაწილეობა ხსნისა და ამაღლების საქმეში.
12.3.1
კლასები
იქ, სადაც საკმარისი რაოდენობის ბავშვებია, ისინი ასაკის მიხედვით კლასებად იყოფიან.
როგორც წესი, ბავშვები დაწყებითი საზოგადოებიდან ახალგაზრდა ქალებში ან დიაკვანთა ქვორუმში გადადიან. ეს ხდება იმ წლის იანვრიდან, როდესაც მათ 12 წელი უსრულდებათ.
12.1.4
სიმღერის დრო
სიმღერის დრო ეხმარება ბავშვებს იგრძნონ მამაზეციერის სიყვარული და შეიტყონ მისი ბედნიერების გეგმის შესახებ. როცა ბავშვები მღერიან სახარების პრინციპების შესახებ, სულიწმინდა მოწმობს მათი ჭეშმარიტების შესახებ.
დაწყებითი საზოგადოების პრეზიდენტობა და დირიჟორი ყოველთვიურად არჩევს სიმღერებს სახარების იმ პრინციპების გასაძლიერებლად, რომლებსაც ბავშვები გაკვეთილებზე და სახლში სწავლობენ.
12.1.5
ბაგა
ბაგა ეხმარება ბავშვებს 18 თვიდან 3 წლამდე იგრძნონ მამაზეციერის სიყვარული და შეიტყონ მისი ბედნიერების გეგმის შესახებ.
12.2
ხსნისა და ამაღლების საქმეში მონაწილეობის მიღება
12.2.1
იესო ქრისტეს სახარების მიხედვით ცხოვრება
12.2.1.2
სახარების შესწავლა
დაწყებითი საზოგადოების საკვირაო სკოლის შეკრებები. დაწყებითი საზოგადოების წევრი ხსნის შეკრებას.
განრიგი:
|
შეკრების ნაწილი |
ხანგრძლივობა |
|---|---|
შეკრების ნაწილი გახსნა (ლოცვა, ამონარიდი წმინდა წერილიდან ან რწმენის სიმბოლო და სიტყვით გამოსვლა - ყველაფერი ბავშვების მონაწილეობით). | ხანგრძლივობა 5 წუთი |
შეკრების ნაწილი სიმღერის დრო | ხანგრძლივობა 20 წუთი |
შეკრების ნაწილი კლასებში გადანაწილება | ხანგრძლივობა 5 წუთი |
შეკრების ნაწილი კლასები და გახსნითი ლოცვა | ხანგრძლივობა 20 წუთი |
ბაგა- ჯგუფის ხანგრძლივობა 18 თვიდან 3 წლამდე ბავშვებისთვის შეადგენს 50 წუთს. შეხედეთ თქვენს პატარებს. გთავაზობთ განრიგის ნიმუშს.
ბავშვების ზიარების შეკრების პრეზენტაცია. ბავშვების ზიარების შეკრების ყოველწლიური პრეზენტაცია ტარდება წლის ბოლო თვეების განმავლობაში.
დაწყებითი საზოგადოების პრეზიდენტობა და დირიჟორი ლოცვით გეგმავენ პრეზენტაციას. ეპისკოპოსობა იძლევა მითითებებს. ბავშვებს შეუძლიათ იმღერონ, სიტყვით გამოვიდნენ, გააზიარონ ისტორიები ან დამოწმებები.
ტაძრის და მღვდლობის მოსამზადებელი შეკრება. დაწყებითი საზოგადოების პრეზიდენტობა ყოველ წელს გეგმავს ტაძრისა და მღვდლობის მოსამზადებელ შეკრებას. ეპისკოპოსობა იძლევა მითითებებს. შეკრება ტარდება 10 წლის ასაკის ბავშვებისთვის. მშობლების დასწრება მისასალმებელია.
12.2.1.3
მსახურება და ღონისძიებები
იმ წლის იანვრიდან, როცა ბავშვები 8 წლის ხდებიან, მათ შეუძლიათ დაწყებითი საზოგადოების ღონისძიებების დასწრება.
დაწყებითი საზოგადოების ღონისძიებები ტარდება ნებისმიერ დღეს, კვირისა და ორშაბათის საღამოს გარდა.
-
დაწყებითი საზოგადოების ღონისძიებები ტარდება თვეში ორჯერ, როცა ეს შესაძლებელია.
-
ბიჭები და გოგონები ცალ-ცალკე იკრიბებიან. თუმცა, შესაძლებელია გარკვეული ღონისძიებების ერთობლივად ჩატარება, განსაკუთრებით ადგილებში, სადაც მცირე რაოდენობის ბავშვებია.
ეპისკოპოსობა უზრუნველყოფს იმას, რომ ღონისძიებები ბიჭებისთვის და გოგოებისთვის დაწყებით საზოგადოებაში საკმარისი რაოდენობით და სამართლიანად ტარდება.
12.2.1.4
პირადი განვითარება
თავიანთ მცდელობებში უფრო მეტად დაემსგავსონ მხსნელს, ბავშვებს - დაწყებული იმ წლიდან, როცა მათ 8 წელი უსრულდებათ, იწვევენ დასახონ მიზნები სულიერი, სოციალური, ფიზიკური და ინტელექტუალური ზრდისთვის (იხ. ლუკა 2:52).
მიზნების დასახვის და ჩაწერის მიზნით მათ შეუძლიათ გამოიყენონ პირადი განვითარება: ბავშვების სახელმძღვანელო .
12.3
მეურვეობის დაწყებითი საზოგადოების ხელმძღვანელობა
12.3.1
ეპისკოპოსობა
ეპისკოპოსის მთავარი პასუხისმგებლობაა მომავალი თაობა, ბავშვების ჩათვლით. ეპისკოპოსს შეუძლია დანიშნოს მრჩეველი, რომელიც დაეხმარება დაწყებითი საზოგადოების ვალდებულებების შესრულებაში. ეპისკოპოსი ან მისი მრჩეველი რეგულარულად ხვდება დაწყებითი საზოგადოების პრეზიდენტს.
ეპისკოპოსი და მისი მრჩევლები რეგულარულად ესწრებიან დაწყებითი საზოგადოების გაკვეთილებს.
12.3.2
დაწყებითი საზოგადოების პრეზიდენტობა
ეპისკოპოსი მოიხმობს და ხელდასხმით ნიშნავს ზრდასრულ ქალბატონს, იმსახუროს მეურვეობის დაწყებითი საზოგადოების პრეზიდენტად.
პატარა ერთეულში დაწყებითი საზოგადოების პრეზიდენტი შეიძლება იყოს ერთადერთი დაწყებითი საზოგადოებისთვის მოხმობილი ხელმძღვანელი. ამ შემთხვევაში იგი მუშაობს მშობლებთან გაკვეთილების, სიმღერებისა და ღონისძიებების ორგანიზების მიზნით. თუ ერთეული საკმაოდ დიდია, შესაძლოა წევრების დამატებით მოწოდებებზე მოხმობა შემდეგი თანმიმდევრობით: მრჩევლები, დირიჟორები, მასწავლებლები და ბაგას ხელმძღვანელები, მდივნები და ღონისძიებების ხელმძღვანელები.
დაწყებითი საზოგადოების პრეზიდენტობა ეხმარება მშობლებს, მოამზადონ შვილები აღთქმის გზაზე შესვლისთვის და წინსვლისთვის.
ამ მიზნის მისაღწევად დაწყებითი საზოგადოების პრეზიდენტს შეუძლია დანიშნოს პრეზიდენტობის წევრი, რომელიც დაეხმარება მშობლებს ბავშვების ნათლობისა და წევრად დამტკიცების მზადების პროცესში. დაწყებითი საზოგადოების პრეზიდენტი შესაძლოა ეხმარებოდეს სხვა პრეზიდენტობის წევრს, რათა დაეხმაროს მშობლებს, მოამზადონ შვილები ტაძრისთვის და მღვდლობისთვის.
დაწყებითი საზოგადოების პრეზიდენტს აკისრია შემდეგი პასუხისმგებლობა: მას ეხმარებიან მრჩევლები.
-
მეურვეობის საბჭოში მსახურება.
-
დაწყებითი საზოგადოების რეგულარული შეკრებების ჩატარება, ეპისკოპოსთან და მის მრჩეველთან შეხვედრა.
-
ნათლობის მსახურების დაგეგმვა ბავშვებისთვის, რომლების სახელებიც ჩანაწერებში ფიქსირდება (როცა მას ამას სთხოვენ) (იხ. 18,7.2).
-
საკვირაო დაწყებითი საზოგადოების შეკრებების დაგეგმვა და გაძღოლა.
-
დაწყებით საზოგადოებაში კონკრეტულ ბავშვებზე, მასწავლებლებზე და ხელმძღვანელებზე მზრუნველობა.
-
დაწყებითი საზოგადოების ხელმძღვანელებისთვის და მასწავლებლებისთვის მათი მოვალეობის სწავლება და მათ მოწოდებებში გარკვევა (იხ. მხსნელის მსგავსად სწავლება [2016], 38).
-
დაწყებითი საზოგადოების ჩანაწერების, ანგარიშების, ბიუჯეტის და ფინანსების ზედამხედველობა.
12.3.4
დირიჟორები და პიანისტები
დირიჟორი და პიანისტი ასწავლის ბავშვებს იესო ქრისტეს სახარებას მუსიკისა და სიმღერის მეშვეობით.
თუ პიანინო ან პიანისტი არ არის, ხელმძღვანელებს შეუძლიათ ჩაწერილი მუსიკის გამოყენება.
12.3.5
მასწვლებლები და ბაგას ხელმძღვანელები
დაწყებითი საზოგადოების პრეზიდენტობა ურჩევს ეპისკოპოსობას კონკრეტული მამაკაცებისა და ქალების კანდიდატურებს დაწყებითი საზოგადოების მასწავლებლისა და ბაგას ხელმძღვანელების პოზიციებზე მსახურებისთვის. ეს წევრები მოხმობილნი არიან კონკრეტული ასაკის ბავშვების ჯგუფების სწავლებისა და მზრუნველობისთვის.
დაწყებითი საზოგადოების მასწავლებლები და ბაგას ხელმძღვანელები ასწავლიან მოდი და გამომყევი - დაწყებითი საზოგადოებისთვის (ასაკი 3-11) და შეხედეთ თქვენს პატარებს (ბაგა).
12.3.6
ღონისძიებების ხელმძღვანელები
დაწყებითი საზოგადოების ღონისძიებების ხელმძღვანელები მზრუნველობენ ბავშვებზე, როცა ისინი გეგმავენ მსახურებას და ღონისძიებებს იმ წლის იანვრიდან, როცა ბავშვებს 8 წელი უსრულდებათ (იხ. 12.2.1.3). მსახურების და ღონისძიებების შუაგული არის ხსნისა და ამაღლების საქმე. ისინი მხიარული და საინტერესო უნდა იყოს.
12.5
დამატებითი მითითებები და წესები
12.5.1
ახალგაზრდების უსაფრთხოება
როდესაც ზრდასრულები ბავშვებთან ურთიერთობენ ეკლესიის ტერიტორიაზე, ადგილზე სულ მცირე ორი პასუხისმგებელი ზრდასრული პირი უნდა იმყოფებოდეს.
ყველა ზრდასრულმა, ვინც ბავშვებთან მუშაობს, უნდა გაიაროს ბაშვებისა და ახალგაზრდების დაცვის ტრენინგი, მხარდაჭერის შემდეგ ერთი თვის პერიოდში (ProtectingChildren.ChurchofJesusChrist.org).