“38. ეკლესიის პოლიტიკა და მითითებები“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).
“38. ეკლესიის პოლიტიკა და მითითებები“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან
38.
ეკლესიის პოლიტიკა და მითითებები
38.1
ეკლესიაში მონაწილეობის მიღება
ჩვენს მამაზეციერს უყვარს თავისი შვილები. „ყველა ერთია ღვთისთვის“ და იგი იწვევს ყველას, „მივიდნენ მასთან და იგემონ მისი სიკეთე“ (2 ნეფი 26:33).
38.1.1
საეკლესიო შეკრებების დასწრება
უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ზიარების შეკრებების, სხვა საკვირაო შეკრებებისა და ღონისძიებების დასწრება ყველასთვის თავისუფალია. თავმჯდომარე პირი პასუხს აგებს იმაზე, რომ ყველა დამსწრე პატივისცემას გამოხატავდეს წმინდა გარემოს მიმართ.
დამსწრეები თავს უნდა არიდებდნენ ფაქტორებს, რომლებიც აფერხებს ან ყურადღებას უფანტავს მათ და ეწინააღმდეგება თაყვანისმცემლობის ან შეხვედრის სხვა მიზნებს. ეკლესიის სხვადასხვა შეხვედრებისა და ღონისძიებების ყველა ასაკობრივი და ქცევის მოთხოვნა დაცული უნდა იყოს. ეს მოითხოვს აშკარა რომანტიული ქცევისგან, ჩაცმულობისგან, ვარცხნილობისგან და ყოველივესგან, რაც იწვევს ყურადღების გაფანტვას, თავის შეკავებას. ის ასევე გამორიცხავს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ან სექსუალურ ორიენტაციაზე ან სხვა პიროვნულ მახასიათებლებზე საუბარს ისე, რომ ეს აფერხებდეს მაცხოვარზე ფოკუსირებულ შეხვედრებისგან ყურადღების გადატანას.
შეუსაბამო ქცევის შემჩნევისას ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი სიყვარულის სულისკვეთებით იძლევა კერძო რჩევებს. ის მოუწოდებს მათ, ვისაც იმ გარემოსთვის შეუსაბამო ქცევა აქვს, ყურადღება გაამახვილონ სივრცის სიწმინდის შენარჩუნებაზე, განსაკუთრებით მამაზეციერისა და მაცხოვრის თაყვანისცემაზე.
ეკლესიის სამლოცველოები არის კერძო საკუთრება და ის ექვემდებარება ეკლესიის პოლიტიკას. პიროვნებებს, რომლებსაც არ სურთ ამ მითითებების შესრულება, თავაზიანად სთხოვენ არ დაესწრონ საეკლესიო შეხვედრებსა და ღონისძიებებს.
38.2
წეს-ჩვეულებებისა და დალოცვების წესები
ზოგადი ინფორმაცია წეს-ჩვეულებებისა და კურთხევების შესახებ იხ. თავი 18. ინფორმაცია წეს-ჩვეულებებისა და კურთხევების შესახებ იხ. თავი 27 და28. ეპისკოპოსებს, შეკითხვების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ პალოს პრეზიდენტს. პალოს პრეზიდენტს, თუ მას ექნება შეკითხვები, შეუძლია დაუკავშირდეს რეგიონის პრეზიდენტობას.
38.3
სამოქალაქო ქორწინება
ეკლესიის ხელმძღვანელები აგულიანებენ წევრებს, იყვნენ ღირსნი სატაძრო ქორწინებისა, დაქორწინდნენ ტაძარში და ჩაიბეჭდონ იქ. თუმცა, თუ ეს დაშვებულია ადგილობრივი კანონმდებლობით, ეკლესიის ხელმძღვანელებს შეუძლიათ სამოქალაქო ქორწინების ჩატარება.
სამოქალაქო ქორწინება უნდა ჩატარდეს იმ ადგილის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ქორწინება ტარდება.
38.3.1
ვის შეუძლია სამოქალაქო ქორწინების ჩატარება
როდესაც ადგილობრივი კანონმდებლობით ნებადართულია, სამოქალაქო ქორწინების ცერემონიის ჩატარება შეუძლიათ ეკლესიაში მომსახურე შემდეგ მაღალი წოდების პირებს:
-
მისიის პრეზიდენტი
-
პალოს პრეზიდენტი
-
ოლქის პრეზიდენტი
-
ეპისკოპოსი
-
მრევლის პრეზიდენტი
ამ წოდებების ხელმძღვანელებს სამოქალაქო ქორწინების ჩატარება შეუძლიათ მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის. ასევე უნდა სრულდებოდეს ყველა შემდეგი პირობა:
-
ნეფე ან პატარძალი არის ეკლესიის წევრი ან აქვს ნათლობის თარიღი.
-
პატარძლის ან ნეფის წევრობის ჩანაწერი არის ან ნათლობის შემდეგ იქნება ეკლესიის იმ ერთეულში, რომელსაც ეს მაღალი წოდების პირი თავმჯდომარეობს.
-
ეკლესიის მაღალი წოდების პირი კანონიერად უფლებამოსილია განახორციელოს სამოქალაქო ქორწინება იმ იურისდიქციაში, სადაც ქორწინებას ექნება ადგილი.
38.3.4
სამოქალაქო ქორწინება ტარდება ეკლესიის შენობებში
ქორწინების ცერემონია შეიძლება ჩატარდეს ეკლესიის შენობაში, თუ ეს არ არღვევს ეკლესიის რეგულარული ფუნქციონირების განრიგს. ქორწინების ჩატარება შესაძლებელია კვირას ან ორშაბათს საღამოს. ეკლესიის შენობაში ჩატარებული ქორწინება უნდა იყოს უბრალო და წარმოსადეგი. მუსიკა უნდა იყოს წმინდა, მოწიწებული და მხიარული.
ქორწინებები შეიძლება ტარდებოდეს სამლოცველოში, კულტურის ცენტრში ან სხვა შესაფერის ადგილას. ქორწინებები უნდა ტარდებოდეს სამლოცველოს სწორად გამოყენების მითითებების თანახმად.
38.3.6
სამოქალაქო ქორწინების ცერემონია
სამოქალაქო ქორწინების ჩასატარებლად, ეკლესიის მაღალი წოდების პირი მიმართავს წყვილს და ამბობს: „გთხოვთ, მოკიდოთ ერთმანეთს მარჯვენა ხელი“. შემდეგ იგი ამბობს: [ნეფეს სახელი და გვარი] და [პატარძლის სახელი და გვარი], თქვენ ერთმანეთს მოკიდეთ მარჯვენა ხელი როგორც სიმბოლო იმ ფიცისა, რომელსაც ახლა დადებთ ღმერთისა და ამ მოწმეების წინაშე. (წყვილს შეუძლია, წინასწარ აირჩიოს ეს მოწმეები).
შემდეგ მაღალი წოდების პირი მიმართავს ნეფეს და ეკითხება: „[ნეფის სახელი და გვარი], იღებ თუ არა [პატარძლის სახელი და გვარი] როგორც კანონიერად დაქორწინებულ ცოლს და შენი ნებითა და არჩევნით საზეიმოდ ჰპირდები, რომ იქნები მისი მეწყვილე და კანონიერად დაქორწინებული მეუღლე, რომ მიეწებები მას და არავის სხვას; რომ დაიცავ ყველა კანონს, ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, რომელიც ეხება ქორწინების წმინდა მდგომარეობას და რომ გეყვარება იგი, პატივს სცემ და დააფასებ მას სიცოცხლის ბოლო წუთამდე?”
ნეფე პასუხობს: „კი“ ან „არა“.
შემდეგ ეკლესიის მაღალი წოდების პირი მიმართავს პატარძალს და ეკითხება: „[პატარძლის სახელი და გვარი], იღებ თუ არა [ნეფეს სახელი და გვარი] როგორც კანონიერად დაქორწინებულ ქმარს და შენი ნებითა და არჩევნით საზეიმოდ ჰპირდები, რომ იქნები მისი მეწყვილე და კანონიერად დაქორწინებული მეუღლე, რომ მიეწებები მას და არავის სხვას; რომ დაიცავ ყველა კანონს, ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, რომელიც ეხება ქორწინების წმინდა მდგომარეობას და რომ გეყვარება იგი, პატივს სცემ და დააფასებ მას სიცოცხლის ბოლო წუთამდე?”
პატარძალი პასუხობს: „კი“ან „არა“.
შემდეგ მაღალი წოდების პირი მიმართავს წყვილს და ამბობს: „მე, როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის უხუცესი, ჩემთვის ბოძებული კანონიერი უფლებამოსილების ძალით, გაცხადებ შენ, [ნეფის სახელი] და შენ, [პატარძლის სახელი] ცოლ-ქმრად, წესითა და კანონით დაქორწინებულ წყვილად თქვენი მიწიერი ცხოვრების დროით.
(ალტერნატიული ფორმულირება კაპელანისთვის, რომელიც არ მსახურობს ეკლესიის მაღალი წოდების პირად: „კანონიერი უფლებამისლიების ძალით, რომელიც გამაჩნია, როგორც კაპელანს [სამხედრო მრევლში ან სამოქალაქო ორგანიზაციაში], გაცხადებთ [ნეფის სახელი] და [პატარძლის სახელი], ცოლ-ქმრად, წესითა და კანონით დაქორწინებულად თქვენი მიწიერი ცხოვრების დასრულებამდე“).
„ღმერთმა დალოცოს თქვენი კავშირი სიხარულით შთამომავლობაში და ხანგრძლივი ერთობლივი ცხოვრებით. უფალმა დაგლოცოთ იმ წმინდა ფიცის დაცვაში, რომელიც დადეთ. ამ დალოცვებს ვითხოვ თქვენთვის, უფალი იესო ქრისტეს სახელით, ამინ.
სურვილისამებრ შეგიძლიათ მოიწვიოთ ნეფე-პატარძალი, აკოცონ ერთმანეთს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კულტურულ ნორმებს.
38.4
ჩაბეჭდვის წესები
სატაძრო ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულებები აერთიანებს ოჯახებს სამარადისოდ, თუ წევრები ცდილობენ, პატივისცემით მოეპყრონ წეს-ჩვეულებების მიღების დროს დადებულ აღთქმებს. ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულებები მოიცავს:
-
ცოლისა და ქმრის ჩაბეჭდვას
-
შვილების მშობლებთან ჩაბეჭდვას.
ისინი, ვინც იცავენ თავიანთ აღთქმებს, შეინარჩუნებენ ჩაბეჭდვით უზრუნველყოფილ ინდივიდუალურ კურთხევებს. ეს იმ შემთხვევაშიც მართალია, თუ პიროვნების მეუღლემ დაარღვია აღთქმა ან განქორწინდა.
ერთგული შვილები, რომლებიც ჩაიბეჭდნენ მშობლებთან ან დაიბადნენ ართქმაში, შეინარჩუნებენ მარადიული დედ-მამობის დალოცვას. ეს ძალაში რჩება მაშინაც კი, თუ მათმა მშობლებმა გააუქმეს ქორწინების ჩაბეჭდვა, გაირიცხნენ ეკლესიის წევრობიდან ან უარი თქვეს წევრობაზე.
ჩაბეჭდვის წესებთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში წევრებმა უნდა ითათბირონ ეპისკოპოსთან. შეკითხვების შემთხვევაში ეპისკოპოსი უკავშირდება პალოს პრეზიდენტს. შეკითხვების შემთხვევაში პალოს პრეზიდენტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ თავიანთი ტაძრის ოლქის ტაძრის პრეზიდენტობას, რეგიონის პრეზიდენტობას ან პირველი პრეზიდენტობის ოფისს.
38.5
სატაძრო ტანისამოსი და სამოსელი
38.5.1
სატაძრო ტანისამოსი
სატაძრო შემოსვისა და ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულებების დროს ეკლესიის წევრები გამოწყობილნი არიან თეთრ ტანისამოსში. ქალბატონებს აცვიათ შემდეგი თეთრი ტანისამოსი: გრძელმკლავიანი ან სამი მეოთხედის სიგრძის მკლავით კაბა (ან ბოლოკაბა და გრძლემკლავიანი ან სამი მეოთხედის სიგრძის მკლავით კაბა), წინდები ან გეტრები, ფეხსაცმელი ან ფაჩუჩები.
მამაკაცებს აცვიათ შემდეგი თეთრი ტანისამოსი: გრძელმკლავიანი პერანგი, ჰალსტუხი ან პეპელა, შარვალი, წინდები, ფეხსაცმელი ან ფაჩუჩები.
შემოსვის ან ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულებების დროს ეკლესიის წევრები თეთრი სამოსელის ზემოდან იცვამენ დამატებით ცერემონიალურ ტანსაცმელს.
38.5.2
სატაძრო ტანისამოსის და სამოსელის შეძენა
მეურვეობისა და პალოს ხელმძღვანელები აგულიანებენ შემოსილ წევრებს, შეიძინონ საკუთარი სატაძრო ტანისამოსი. სატაძრო ტანისამოსისა და სამოსელის შეძენა შესაძლებელია საეკლესიო მაღაზიაში ან აქ store.ChurchofJesusChrist.org. პალოსა და მეურვეობის კლერკებს შეუძლიათ დაეხმარონ წევრებს ტანისამოსის შეკვეთაში.
38.5.5
სამოსელის ტარება და მოვლა
წევრები, რომლებიც იღებენ შემოსვას დებენ აღთქმას, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებენ სატაძრო სამოსელს.
სატაძრო სამოსელის ტარება არის წმინდა პრივილეგია. ეს არის მხსნელი იესო ქრისტეს კვალზე სიარულის შინაგანი ვალდებულების გარეგნული გამოხატულება.
ეს სამოსელი არის ტაძარში დადებული აღთქმების შეხსენება. თუ მას მთელი ცხოვრების განმავლობაში სათანადოდ ატარებთ, ის დაგიცავთ.
სამოსელი უნდა ატაროთ ტანსაცმელის ქვეშ. სურვილისამებრ შესაძლებელია ჩვეულებრივი საცვლების ტარება სატაძრო სამოსელის ზემოდან ან მის ქვეშ.
სატაძრო სამოსელი არ უნდა გაიხადოთ ისეთი ღონისძიებებისთვის, სადაც მისი გახდა აუცილებელი არ არის. არ უნდა ხდებოდეს მისი მორგება სხვადასხვა სტილის ტანსაცმელზე.
სამოსელი არის წმინდა და მას პატივისცემით უნდა მოეპყროთ. სატაძრო სამოსელის ტარებასთან დაკავშირებულ შეკითხებზე პასუხის მისაღებად შემოსილი წევრები უნდა ეძიებდნენ სულიწმინდის მითითებებს.
38.5.7
სატაძრო სამოსელისა და ცერემონიალური ტანისამოსის განადგურება
გაცვეთილი სატაძრო სამოსელის გასანადგურებლად წევრებმა უნდა ამოჭრან და გაანადგურონ მათზე დატანილი ჭდეები. შემდეგ წევრებმა ისე უნდა დაჭრან ქსოვილი, რომ ვერ მოხერხდეს მისი იდენტიფიცირება. ქსოვილის ნარჩენი შეგიძლიათ გადაყაროთ.
წევრებს შეუძლიათ გადასცენ სატაძრო სამოსელი ან ტანისამოსი სხვა შემოსილ წევრებს.
38.5.8
სატაძრო დასამარხი ტანისამოსი
თუ შესაძლებელია, გარდაცვლილი შემოსილი წევრები უნდა დაიმარხონ ან გაიარონ კრემაცია სატაძო ტანისამოსში. თუ კულტურული ტრადიციებისთვის ან დაკრძალვის პრაქტიკის თვალსაზრისით ეს მიუღებელია ან ართულებს საქმეს, ტანსაცმელი შეიძლება დაიკეცოს და გარდაცვლილის გვერდით დაიდოს.
მიცვალებულ მამაკაცებს აცვიათ სატაძრო თეთრი ტანისამოსი: გრძელმკლავიანი პერანგი, ჰალსტუხი ან პეპელა, შარვალი, წინდები, ფეხსაცმელი ან ფაჩუჩები. მიცვალებულ ქალბატონებს აცვიათ შემდეგი თეთრი ტანისამოსი: გრძელმკლავიანი ან სამი მეოთხედის სიგრძის მკლავით კაბა (ან ბოლოკაბა და გრძლემკლავიანი ან სამი მეოთხედის სიგრძის მკლავით კაბა), წინდები ან გეტრები, ფეხსაცმელი ან ფაჩუჩები.
ცერემონიალური სატაძრო სამოსელი იდება მიცვალებულზე, შესაბამისად შემოსვის მითითებებისა. სატაძრო მანტიას იცვამენ მარჯვენა მხარზე; ის თასმებით იკვრება წელის მარცხენა მხარეს. წინსაფარს იკეთებენ წელზე. სარტყელს ათავსებენ წელზე და იკრავენ ისე, რომ ბაფთა მარცხენა მხარეს მოექცეს. მამაკაცის ქუდი, როგორც წესი, იდება მიცვალებულის გვერდით, ჩასასვენებლის სახურავის დახურვამდე. შემდეგ ქუდს ახურავენ ბაფთით მარცხენა ყურზე. ქალის საბურველი შეიძლება მოთავსდეს ბალიშზე, კეფის უკან. დაკრძალვის ან კრემაციის წინ ქალის სახის საბურველით დაფარვას ოჯახი განსაზღვრავს.
38.6
მორალურ საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკა
38.6.1
აბორტი
უფალმა გვიბრძანა: „არ … მოკლა, არც რაიმე მსგავსი არ ჩაიდინო“ (მოძღვრება და აღთქმები 59:6). ეკლესია ეწინააღმდეგება არჩევით აბორტებს პირადი ან სოციალური მოხერხებულობისთვის. წევრები არ უნდა დაემორჩილონ, შეასრულონ, ხელი შეუწყონ, გადაიხადონ, დაეთანხმონ ან წაახალისონ აბორტი. გამონაკლისებია:
-
გაუპატიურების ან ინცესტის შედეგად დაფეხმძიმება.
-
თუ კომპეტენტური ექიმი ადგენს, რომ დედის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.
-
კომპეტენტური ექიმი ადგენს, რომ ნაყოფს აქვს მძიმე დეფექტები, რომლების გამოც ბავშვს დაბადების შემდეგ გადარჩენის შანსი არ აქვს.
ასეთი გამონაკლისებიც კი ავტომატურად არ ამართლებს აბორტს. აბორტი არის ყველაზე სერიოზული საკითხი. ის უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც პასუხისმგებელი პირები ლოცვით მიიღებენ დადასტურებას. ამ პროცესის ნაწილია, წევრების თათბირი ეპისკოპოსთან.
38.6.2
ძალადობა
ძალადობა არის სხვების არასათანადო მოპყრობა ან უგულებელყოფა, რომელიც იწვევს ფიზიკურ, სექსუალურ, ემოციურ ან ფინანსურ ზიანს. ეკლესიის პოზიციაა, რომ ძალადობის ატანა ნებისმიერი ფორმით დაუშვებელია. ისინი, ვინც შეურაცხყოფენ მეუღლეებს, შვილებს, ოჯახის სხვა წევრებს ან კიდევ ვინმეს, არღვევენ ღვთისა და ადამიანის კანონებს.
ყველა წევრს, განსაკუთრებით მშობლებსა და ხელმძღვანელებს, აგულიანებენ, იყვნენ ფხიზლად და გულმოდგინედ ახდენდნენ ყველაფერს იმისთვის, რომ დაიცვან ძალადობისგან შვილები და სხვა პიროვნებები. თუ წევრი შეიტყობს ძალადობის ფაქტებს, მან უნდა შეატყობინოს ეს სამოქალაქო ხელისუფლებას და გაიაროს კონსულტაცია ეპისკოპოსთან. ეკლესიის ხელმძღვანელები სერიოზულად უნდა მოეკიდონ შეტყობინებებს ძალადობის შესახებ და არ უნდა უგულებელყოფდნენ მათ.
ყველა ზრდასრულმა, ვინც ბავშვებთან ან ახალგაზრდებთან მუშაობს, მხარდაჭერის შემდეგ ერთი თვის პერიოდში უნდა გაიაროს ბაშვებისა და ახალგაზრდების დაცვის ტრენინგი (იხილეთ ProtectingChildren.ChurchofJesusChrist.org). ყოველ სამ წელიწადში მათ უნდა გაიმეორონ ეს ტრენინგი.
ძალადობის შემთხვევაში, ეკლესიის ხელმძღვანელების პირველი და უშუალო პასუხისმგებლობაა დაეხმარონ ძალადობის მსხვერპლს და მომავალში დაიცვან ძალადობისგან დაუცველი პირები. ხელმძღვანელი არ უნდა აგულიანებდეს პიროვნებას, დარჩეს შეურაცმყოფელ ან სახიფათო სახლში ან სიტუაციაში.
38.6.2.1
ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული ცხელი ხაზი
ზოგიერთ ქვეყანაში ეკლესიამ, პალოს პრეზიდენტებისა და ეპისკოპოსების დასახმარებლად, შექმნა კონფიდენციალური, ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული ცხელი ხაზი. ამ ხელმძღვანელებმა სასწრაფოდ უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე, როცა არსებობს პიროვნებაზე ძალადობის შანსი ან რისკი. მათ ასევე უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე, თუ შეიტყობენ, რომ წევრი უყურებს, ყიდულობს ან ავრცელებს ბავშვთა პორნოგრაფიას.
იმ ქვეყნებში, სადაც დახმარების ცხელი ხაზი არ არსებობს, ეპისკოპოსი, რომელიც შეიტყობს ძალადობის შესახებ, უნდა დაუკავშირდეს პალოს პრეზიდენტს. პალოს პრეზიდენტი უნდა ეძიოს მითითებები რეგიონალური იურიდიული მრჩევლისგან რეგიონალურ ოფისში.
38.6.2.2
ძალადობის შემთხვევაში რჩევის მიცემა
ძალადობის მსხვერპლს სერიოზული ტრავმა აქვს მიყენებული. პალოს პრეზიდენტი და ეპისკოპოსები გულითადი თანაგრძნობითა და ემპათიით ეპყრობიან მათ. ისინი უზრუნველყოფენ სულიერ მხარდაჭერასა და რჩევას, რათა დაეხმარონ ძალადობის მსხვერპლს ძალადობის გავლენის დაძლევაში.
ზოგჯერ მსხვერპლს აქვს სირცხვილისა ან დანაშაულის გრძნობა. მსხვერპლი არ არის ცოდვაში დამნაშავე. ხელძღვანელები ეხმარებიან მათ და მათ ოჯახებს, გაიგონ ღვთის სიყვარულისა და განკურნების შესახებ, რომელიც მოდის იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვისგან (იხ. ალმა 15:8; 3 ნეფი 17:9).
პალოს პრეზიდენტები და ეპისკოპოსები უნდა დაეხმარონ მოძალადეებს, მოინანიონ და შეწყვიტონ ძალადობრივი საქციელი. თუ ზრდასრულმა ადამიანმა სექსუალური ხასიათის ცოდვა ჩაიდინა ბავშვის მიმართ, მისი საქციელის შეცვლა ძალიან რთული იქნება. მონანიების პროცესი შეიძლება ძალიან გაგრძელდეს. იხ. 38.6.2.3.
ეკლესიის ხელმძღვანელებისგან შთაგონებული დახმარების მიღების გარდა მსხვერპლს, დამნაშავეებსა და მათ ოჯახებს შეიძლება პროფესიული კონსულტაცია დასჭირდეთ. მეტი ინფორმაცია იხილეთ 31.3.6.
38.6.2.3
ბავშვზე ან მოზარდზე ძალადობა
მოზარდზე ან ბავშვზე ძალადობა განსაკუთრებულად მძიმე ცოდვაა (იხ. ლუკა 17:2). ბავშვზე ან მოზარდზე ძლადობა რა კონტექსტშიც ის აქ გამოიყენება, მოიცავს შემდეგს:
-
ფიზიკური ძალადობა: ფიზიკური ძალადობის გამო სხეულისთვის მიყენებული ზიანი. ზოგიერთი ზიანი შეიძლება ვიზუალურად უხილავი იყოს.
-
სექსუალური ძალადობა ან ექსპლუატაცია: რაიმე სექსუალური აქტივობა ბავშვთან ან მსგავსი საქციელისთვის ხელის შეწყობა ან წახალისება. აქ გამოყენებულ კონტექსტში სექსუალურ ძალადობად არ განიხილება სექსუალური აქტივობა ორ არასრულწლოვანს შორის, რომლებიც დაახლოებით ერთი ასაკის არიან.
-
ემოციური ძალადობა: ისეთი სიტყვებისა და მოქმედებების გამოყენება, რაც სერიოზულად აზიანებს ბავშვის ან მოზარდის თავმოყვარეობას ან თვითშეფასების გრძნობას. ეს, როგორც წესი, გულისხმობს განმეორებით და ხანგრძლივ შეურაცხყოფას, მანიპულაციას და კრიტიკას, რომელიც აკნინებს და ამცირებს პიროვნებას. ეს შეიძლება მოიცავდეს უხეშ უგულებელყოფას.
-
ბავშვთა პორნოგრაფია: იხ. 38.6.6.
თუ ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი შეიტყობს ან დაეჭვდება ბავშვთა ან მოზარდთა ძალადობის შესახებ, მან დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს 38.6.2.1-ში მოცემული მითითებები. მან ასევე უნდა მიიღოს ზომები შემდგომი ძალადობისგან თავის დასაცავად.
საჭიროა ეკლესიის წევრობის საბჭო და ჩანაწერში შენიშვნის შეტანა, თუ ზრდასრული წევრი ძალადობს ბავშვზე ან მოზარდზე, როგორც ეს აღწერილია ამ ნაწილში. იხ. ასევე 38.6.2.5.
თუ არასრულწლოვანი ძალადობს ბავშვზე, პალოს პრეზიდენტი უკავშირდება პირველი პრეზიდენტობის ოფისს რჩევის მისაღებად.
38.6.2.4
მეუღლეზე ან სხვა ზრდასრულზე ძალადობა
ხშირად შეუძლებელი ხდება ძალადობის ერთი განმარტების მოძებნა, რომელიც ყველა სიტუაციას შეეფერება. პირიქით, არსებობს ძალადობის სისასტიკის სპექტრი. ეს სპექტრი მერყეობს მკვეთრი სიტყვების გამოყენებიდან სერიოზული ზიანის მიყენებამდე.
თუ ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი შეიტყობს ან დაეჭვდება ბავშვთა ან მოზარდთა ძალადობის შესახებ, მან დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს 38.6.2.1-ში მოცემული მითითებები. მან ასევე უნდა მიიღოს ზომები შემდგომი ძალადობისგან თავის დასაცავად.
ხელმძღვანელები ეძიებენ სულიწმინდის მითითებებს რათა დაადგინონ, პირადი კონსულტაცია თუ წევრობის საბჭო იქნება ყველაზე შესაფერისი გარემო ძალადობის საკითხთან მიმართებით. მათ ასევე შეუძლიათ, ითათბირონ თავიანთ უშუალო თავმჯდომარე ხელმძღვანელთან გარემოს შერჩევასთან დაკავშირებით. თუმცა მეუღლეზე ან ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანზე ძალადობა, რომელიც ქვემოთ აღწერილ პუნქტებს მოიცავს, წევრობის საბჭოს მოითხოვს
-
ფიზიკური ძალადობა: ფიზიკური ძალადობის გამო სხეულისთვის მიყენებული ზიანი. ზოგიერთი ზიანი შეიძლება ვიზუალურად უხილავი იყოს.
-
სექსუალური ძალადობა: იხილეთ 38.6.18.3-ში დაკონკრეტებული სიტუაციები.
-
ემოციური ძალადობა: ისეთი სიტყვებისა და მოქმედებების გამოყენება, რაც სერიოზულად აზიანებს პიროვნების თავმოყვარეობას ან თვითშეფასების გრძნობას. ეს, როგორც წესი, გულისხმობს განმეორებით და ხანგრძლივ შეურაცხყოფას, მანიპულაციას და კრიტიკას, რომელიც აკნინებს და ამცირებს პიროვნებას.
-
ფინანსური ძალადობა: ვინმეს ფინანსებით სარგებლობა. ეს შეიძლება მოიცავდეს პიროვნების ქონების, ფულის ან სხვა ძვირფასი ნივთების უკანონოდ ან უნებართვოდ გამოყენებას. ეს შეიძლება ასევე მოიცავდეს ვინმეზე ფინანსური ძალაუფლების მოტყუებით მოპოვებას. ეს შეიძლება მოიცავდეს ფინანსური ძალაუფლების გამოყენებას პიროვნების საქციელის დამორჩილებისთვის.
38.6.2.5
საეკლესიო მოწოდება, სატაძრო რეკომენდაცია და წევრობის ჩანაწერში შენიშვნის შეტანა
მოძალადე წევრებმა არ უნდა მიიღონ საეკლესიო მოწოდებები, არც სატაძრო რეკომენდაცია, სანამ არ მოინანიებენ და ეკლესიის წევრობის შეზღუდვები არ მოეხსნებათ.
თუ პირი სექსუალურად ან ემოციურად ძალადობდა ბავშვზე ან მოზარდზე, მისი წევრობის ჩანაწერში შენიშვნა უნდა შეიტანონ. მას არ უნდა მისცენ დავალებები ან მოწოდება, რომელიც ბავშვებთან ან მოზარდებთან კონტაქტს მოითხოვს. ეს გულისხმობს, რომ ამ პირებს არ უნდა მიეცეთ მზრუნველობის დავალებები იმ ოჯახებში, სადაც ახალგაზრდები ან ბავშვები არიან. ეს ასევე გულისხმობს, რომ მას მეწყვილედ არ უნდა დაუნიშნონ მოზარდი. ეს შეზღუდვები უნდა მოქმედებდეს მანამ, სანამ პირველი პრეზიდენტობა არ გასცემს შემიშვნის ამოშლის ნებართვას.
38.6.2.6
პალოსა და მეურვეობის საბჭოები
პალოსა და მეურვეობის საბჭოს შეკრებებზე, პალოს პრეზიდენტობები და ეპისკოპოსობა რეგულარულად განიხილავენ ეკლესიის პოლიტიკას და მითითებებს ძალადობის თავიდან აცილებისა და მასზე რეაგირების შესახებ. ხელმძღვანელები და საბჭოს წევრები ეძიებენ სულის მითითებებს, როცა ასწავლიან და განიხილავენ ამ სენსიტიურ საკითხს.
საბჭოს წევრებმა უნდა გაიარონ ბავშვთა და მოზარდთა დაცვის ტრენინგი (იხ. 38.6.2).
38.6.2.7
ძალადობასთან დაკავშირებული სამართლებლივი საკითხები
თუ წევრის ძალადობრივი ქმედებები არღვევს მოქმედ კანონმდებლობას, ეპისკოპოსმა ან პალოს პრეზიდენტმა უნდა მოუწოდოს წევრს, შეატყობინოს ეს ქმედებები სამართალდამცავ ორგანოს ან სხვა შესაბამის სამთავრობო ორგანოებს.
ეკლესიის ხელმძღვანელები და წევრები უნდა ასრულებდნენ ყველა კანონიერ ვალდებულებას სამოქალაქო ხელისუფლებისთვის ძალადობის ფაქტის შეტყობინებასთან დაკავშირებით.
38.6.4
შობადობის კონტროლი
დაქორწინებულ წყვილებს, რომლებსაც შვილების გაჩენა შეუძლიათ, აქვთ პრივილეგია, უზრუნველყონ ღვთის სულიერი შვილებისთვის მოკვდავი სხეულები, რომელთა აღზრდა და პატრონობა მათ ევალებათ (იხ. 2.1.3). გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რამდენი შვილი იყოლიონ და როდის, ძალიან პირადი საკითხია. ეს დაქორწინებული წყვილისა და უფლის შორის რჩება.
38.6.5
უბიწობა და ერთგულება
უფლის უბიწობის კანონია:
-
ქალსა და მამაკაცს შორის კანონიერი ქორწინების მიღმა სქესობრივი ურთიერთობისგან თავის შეკავება.
-
ერთგულება ქორწინებაში
ცოლ-ქმრული ფიზიკური სიახლოვე უნდა იყოს ლამაზი და წმინდა. ღმერთმა აკურთხა ეს ურთიერთობა შვილების შექმნის, ასევე ცოლსა და ქმარს შორის სიყვარულის გამოხატვის მიზნით.
38.6.6
ბავშვთა პორნოგრაფია
ეკლესია გმობს ბავშვთა პორნოგრაფიას ნებისმიერი ფორმით. თუ ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი შეიტყობს, რომ წევრი ჩართულია ბავშვთა პორნოგრაფიაში, მან დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს 38.6.2.1-ში მოცემული მითითებები.
38.6.8
ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება
ეკლესია გმობს ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრებას ნებისმიერი ფორმით.
38.10.6
ინცესტი
ეკლესია გმობს ინცესტის ნებისმიერ ფორმას. ინცესტი აქ გამოყენებული კონტექსტით, ნიშნავს შემდეგი ტიპის სექსუალურ ურთიერთობას:
-
მშობელსა და შვილს შორის.
-
შვილსა და პაპა-ბებიას შორის.
-
დედმამიშვილთა შორის.
-
ბიძა/დეიდა/მამიდასა და დისშვილ/ძმისშვილს შორის.
აქ გამოყენებულ კონტექსტში შვილი, შვილიშვილი, და-ძმა, დისშვილი/ძმისშვილი გოგონა და დისშვილი/ძმისშვილი ბიჭი მოიცავს ბიოლოგიურ, ნაშვილებ, ნახევარ ან აღზრდაზე აყვანილ ბავშვებს.
თუ ინცესტის მსხვერპლი არასრულწლოვანია, ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი რეკავს ძალადობის დახმარების ეკლესიის ხაზზე (თუ ასეთი არსებობს მის ქვეყანაში (იხ. 38.6.2.1). სხვა ქვეყნებში პალოს პრეზიდენტი ეძიებს მითითებებს რეგიონალური იურიდიული მრჩევლისგან რეგიონალურ ოფისში. მას ასევე ურჩევენ, ითათბიროს ოჯახური მომსახურების პერსონალთან ან კეთილდღეობისა და თვითუზრუნველყოფის მენეჯერთან რეგიონალურ ოფისში.
წევრის მიერ ინცესტის ჩადენის შემთხვევაში საჭიროა ეკლესიის წევრობის საბჭო და ჩანაწერში შენიშვნის შეტანა. ინცესტის შემთხვევაში ეკლესიას თითქმის ყოველთვის მოეთხოვება წევრობიდან გარიცხვა.
არასრულწლოვნის მიერ ინცესტის ჩადენის შემთხვევაში პალოს პრეზიდენტი, გადაწყვეტილების მისაღებად, უკავშირდება პირველი პრეზიდენტობის ოფისს.
ძალადობის მსხვერპლს ხშირად სერიოზული ტრავმა აქვს მიყენებული. ხელმძღვანელები გულითადი თანაგრძნობითა და ემპათიით ეპყრობიან მათ. ისინი უზრუნველყოფენ სულიერ მხარდაჭერასა და რჩევას, რათა დაეხმარონ ინცესტის დამანგრეველი შედეგის გავლენის დაძლევას.
ზოგჯერ მსხვერპლს აქვს სირცხვილისა ან დანაშაულის გრძნობა. მსხვერპლი არ არის ცოდვაში დამნაშავე. ხელძღვანელები ეხმარებიან მას და მის ოჯახს, გაიგონ ღვთის სიყვარულისა და განკურნების შესახებ, რომელიც მოდის იესო ქრისტესგან და მისი გამოსყიდვისგან (იხ. ალმა 15:8; 3 ნეფი 17:9).
ეკლესიის ხელმძღვანელებისგან შთაგონებული დახმარების მიღების გარდა მსხვერპლს და მის ოჯახს შეიძლება პროფესიული კონსულტაცია დასჭირდეთ. მეტი ინფორმაცია იხილეთ 38.6.18.2.
38.6.12
ოკულტიზმი
ოკულტიზმი ფოკუსირებულია სიბნელეზე და ტყუილისკენ მიჰყავს ადამიანი. იგი ანგრევს რწმენას ქრისტეში.
ოკულტიზმი მოიცავს სატანის თაყვანისცემას. ის ასევე მოიცავს მისტიკურ ქმედებებს, რომლებიც არ არის ჰარმონიაში იესო ქრისტეს სახარებასთან. ასეთი აქტივობებია (თუმცა ამით არ შემოიფარგლება) მკითხაობა, წყევლა, განკურნების პრაქტიკა, რომელიც ღვთის მღვდლობის ძალის იმიტაციას ჰგავს (იხ. მორონი 7:11-17).
ეკლესიის წევრები არ უნდა იყვნენ ჩართულნი სატანის თაყვანისცემის არანაირ ფორმაში და არ უნდა იღებდნენ მონაწილეობას ოკულტიზმის არცერთ ფორმაში. ისინი არ უნდა ახდენდნენ ფოკუსირებას ასეთ სიბნელეზე საუბარში ან ეკლესიის შეხვედრებზე.
38.6.13
პორნოგრაფია
ეკლესია გმობს პონოგაფიის ნებისმიერ ფორმას. პორნოგრაფიის გამოყენება ნებისმიერი სახით ანგრევს კონკრეტული ადამიანის ცხოვრებას, ოჯახებსა და საზოგადოებას. ის ასევე რიყავს უფლის სულს. ეკლესიის წევრები თავს უნდა არიდებდნენ ნებისმიერ პორნო მასალას და ეწინააღმდეგებოდნენ მის გამოცემას, გავრცელებას და გამოყენებას.
პერსონალური რჩევა და წევრობის არაფორმალური შეზღუდვები, როგორც წესი, საკმარისია, როდესაც ვეხმარებით პიროვნებას, მოინანიოს პორნოგრაფიის გამოყენება. როგორც წესი, წევრობის საბჭოები არ ტარდება. თუმცა, თუ პორნოგრაფიის ინტენსიურმა ან იძულებითი გამოყენებამ წევრის ქორწინებას ან ოჯახს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, შესაძლოა საჭირო გახდეს საბჭო (იხ. 38.6.5). საბჭო საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ წევრი იღებს, აზიარებს, ინახავს ან ხშირად ათვალიერებს ბავშვების პორნოგრაფიულ სურათებს (იხ. 38.6.6).
38.6.14
ცრურწმენა
ყოველი ადამიანი ღვთის შვილია. ჩვენ ყველანი ვართ დები და ძმები, მისი ღვთიური ოჯახის შვილები (იხ. „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“). ღმერთმა „ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ტომი“ (საქმე 17:26). „ყველა ერთია“ მისთვის (2 ნეფი 26:33). მისთვის ყოველი არსება „ისევე ძვირფასია, როგორც მეორე“ (იაკობი 2:21).
ცრურწმენა არ შეესაბამება ღვთის გამოცხადებულ სიტყვას. ღვთის კეთილგანწყობა ან უკმაყოფილება დამოკიდებულია მის და მისი მცნებებისადმი ერთგულებაზე და არა ადამიანის კანის ფერზე ან სხვა ატრიბუტებზე.
ეკლესია მოუწოდებს ყველას, უარი თქვან ქედმაღლობაზე ან ცრურწმენაზე ნებისმიერი ჯგუფის ან ინდივიდის მიმართ. ეკლესიის წევრებმა უნდა გამოიჩინონ პატივისცემა ღვთის ყველა შვილის მიმართ. წევრები მისდევენ მხსნელის მცნებას - უყვარდეთ მოყვასი (იხ. მათე 22:35-39). ისინი ცდილობენ იყვნენ ყველას მიმართ კეთილგანწყობილი პირები, უარყონ ნებისმიერი სახის ცრურწმენა. ეს მოიცავს ცრურწმენებს რასის, ეთნიკურობის, ეროვნების, ტომის, სქესის, ასაკის, ინვალიდობის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, რელიგიური მრწამსის ან არარწმენის და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე.
38.6.15
ერთსქესიანთა მიზიდულობა და საქციელი
ეკლესია მოუწოდებს ოჯახებსა და წევრებს, მგრძნობიარობით, სიყვარულითა და პატივისცემით მოეპყრონ იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი სქესის მქონე ადამიანები იზიდავენ. ეკლესია ასევე ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების გაზრდას, რაც ასახავს მის სწავლებას სიკეთის, ინკლუზიურობის, სხვების მიმართ სიყვარულისა და ყველა ადამიანის მიმართ პატივისცემის შესახებ. ეკლესიას არ აქვს გარკვეული პოზიცია ერთსქესიანთა მიზიდულობის მიზეზებთან დაკავშირებით.
ღვთის მცნებები კრძალავს ყოველგვარ უბიწო ქცევას, ჰეტეროსექსუალურს თუ ერთსქესიანს. ეკლესიის ხელმძღვანელები მოძღვრავენ წევრებს, რომლებმაც დაარღვიეს უბიწოების კანონი. ხელმძღვანელები ეხმარებიან მათ, მკაფიოდ გაიგონ იესო ქრისტეს რწმენა და მისი გამოსყიდვა, მონანიების პროცესი და დედამიწაზე ცხოვრების მიზანი.
თუ წევრები გრძნობენ ერთსქესიანთა მიზიდულობას და ცდილობენ უბიწოების კანონით ცხოვრებას, ხელმძღვანელები მხარს უჭერენ და ამხნევებენ მათ გადაწყვეტილების მიღებაში. ასეთ წევრებს შეუძლიათ მიიღონ საეკლესიო მოწოდებები, ჰქონდეთ სატაძრო რეკომენდაცია და მიიღონ სატაძრო წეს-ჩვეულებები, თუ ისინი ღირსნი არიან. ეკლესიის წევრებს (მამაკაცებს) შეუძლიათ მიიღონ და გამოიყენონ მღვდლობა.
ყოველი წევრი, რომელიც იცავს აღთქმებს, მიიღებს ყველა დაპირებულ კურთხევას მარადისობაში მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა მას საშუალება, ამ ცხოვრებაში მიეღო მარადიული ქორწინებისა და დედ-მამობის კურთხევა (იხ. მოსია 2:41).
38.6.16
ერთსქესოვანთა ქორწინება
ეკლესია ადასტურებს როგორც წმინდა წერილებზე დაფუძნებულ დოქტრინალურ პრინციპს, რომ ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის აუცილებელია შემქმნელის გეგმისთვის მისი შვილების მარადიული დანიშნულების შესახებ. ეკლესია ასევე ადასტურებს, რომ ღვთის კანონი განსაზღვრავს ქორწინებას, როგორც კანონიერ კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის.
38.6.17
სქესობრივი განათლება
მშობლებს ეკისრებათ მთავარი პასუხისმგებლობა შვილების სქესობრივ განათლებაზე. მშობლებს უნდა ჰქონდეთ გულწრფელი, მკაფიო და მუდმივი საუბარი შვილებთან ჯანსაღი, სამართლიანი სექსუალობის შესახებ.
38.6.18
სექსუალური ძალადობა, გაუპატიურება და სექსუალური შეურაცხყოფის სხვა ფორმები
ეკლესია გმობს სექსუალურ ძალადობას. აქ გამოყენებულ კონტექსტში სექსუალური ძალადობა განიმარტება, როგორც სხვა პიროვნების მიმართ ძალდატანებით არასასურველი სექსუალური ქმედების ჩადენა. სექსუალური ქმედება იმ პირთან, რომელიც არ იძლევა ან არ შეუძლია კანონიერი თანხმობის მიცემა, ითვლება სექსუალურ ძალადობად. სექსუალურ ძალადობას შესაძლოა ჰქონდეს ადგილი მეუღლესთან ან პაემანზე. ბავშვის ან მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია იხ. 38.6.2.3.
სექსუალური ძალადობა მოიცავს ქმედებების ფართო სპექტრს, შევიწროებიდან გაუპატიურებამდე, ასევე სექსუალური ძალადობის სხვა ფორმებს. იგი შეიძლება გამოვლინდეს ფიზიკურად, სიტყვიერად ან სხვაგვარად. სექსუალური ძალადობის, გაუპატიურების ან სექსუალური შეურაცხყოფის სხვა ფორმების შესახებ რჩევისთვის იხ. 38.6.18.2.
თუ წევრებს აქვთ ეჭვი ან გაიგებენ სექსუალური ძალადობის შესახებ, მათ რაც შეიძლება მალე უნდა მიიღონ ზომები მსხვერპლისა და სხვების დასაცავად. ეს მოიცავს სამოქალაქო ხელისუფლებისთვის შეტყობინების გაგზავნას და ეპისკოპოსის ან პალოს პრეზიდენტის გაფრთხილებას. ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში წევრებმა უნდა შეასრულონ 38.6.2-ში მოცემული მითითებები.
38.6.18.2
თათბირი სექსუალური ძალადობის, გაუპატიურებისა და სექსუალური შეურაცხყოფის სხვა ფორმების მსხვერპლთათვის
სექსუალური ძალადობის, გაუპატიურების ან სექსუალური შეურაცხყოფის სხვა ფორმის მსხვერპლს სერიოზული ტრავმა აქვს მიყენებული. როდესაც ისინი ამას გაანდობენ ეპისკოპოსს ან პალოს პრეზიდენტს, ის გულწრფელი თანაგრძნობითა და ემპათიით ეპყრობა მათ. ის უზრუნველყოფს სულიერ კონსულტაციას და მხარდაჭერას, რათა დაეხმაროს მსხვერპლს ძალადობის დამანგრეველი შედეგების დაძლევაში. იგი ასევე რეკავს ეკლესიის ძალადობის ცხელ ხაზზე დახმარების მისაღებად, თუკი ეს შესაძლებელია.
ზოგჯერ მსხვერპლს აქვს სირცხვილისა ან დანაშაულის გრძნობა. მსხვერპლი არ არის დამნაშავე ცოდვაში. ხელძღვანელები არ ადანაშაულებენ მსხვერპლს. ისინი ეხმარებიან მსხვერპლს და მის ოჯახს, გაიგონ ღვთის სიყვარულისა და განკურნების შესახებ, რომელიც მოდის იესო ქრისტესგან და მისი გამოსყიდვისგან (იხ. ალმა 15:8; 3 ნეფი 17:9).
მიუხედავად იმისა, რომ წევრებს შეუძლიათ აირჩიონ ინფორმაციის გაზიარება ძალადობის ან შეურაცხყოფის შესახებ, ხელმძღვანელებმა არ უნდა გაამახვილონ ზედმეტი ყურადღება დეტალებზე. ეს შეიძლება იყოს საზიანო მსხვერპლისთვის.
ეკლესიის ხელმძღვანელებისგან შთაგონებული დახმარების მიღების გარდა მსხვერპლს და მის ოჯახს შესაძლოა პროფესიონალური კონსულტაცია დასჭირდეთ. მეტი ინფორმაცია იხილეთ 31.3.6.
38.6.18.3
წევრობის საბჭოები
წევრობის საბჭო შეიძლება საჭირო გახდეს იმ პირისთვის, რომელმაც სექსუალურად იძალადა ან შეურაცხყო ვინმე. წევრობის საბჭო აუცილებელია, თუ წევრმა ჩაიდინა გაუპატიურება ან მსჯავრდებულია სხვა სახის სექსუალური ძალადობისთვის.
38.6.20
თვითმკვლელობა
მიწიერი ცხოვრება არის ღვთის ძვირფასი ძღვენი - ძღვენი, რომელსაც უნდა ვაფასებდეთ და ვუფრთხილდებოდეთ. ეკლესია მტკიცედ უჭერს მხარს თვითმკვლელობის პრევენციას.
ადამიანების უმეტესობას, ვინც თვითმკვლელობაზე ფიქრობს, სურს ფიზიკური, გონებრივი, ემოციური ან სულიერი ტკივილისგან გათავისუფლება. ასეთ ადამიანებს ესაჭიროებათ სიყვარული, დახმარება და მხარდაჭერა ოჯახის, ეკლესიის ხელმძღვანელებისა და კვალიფიციური პროფესიონალებისგან.
ეპისკოპოსი უზრუნველყოფს ეკლესიასტურ მხარდაჭერას, თუ წევრი განიხილავს თვითმკვლელობას ან ჰქონდა მისი მცდელობა. იგი ასევე დაუყოვნებლივ ეხმარება წევრს პროფესიონალური დახმარების მიღებაში.
საყვარელი ადამიანების, ხელმძღვანელებისა და პროფესიონალების საუკეთესო ძალისხმევის მიუხედავად, თვითმკვლელობის თავიდან აცილება ყოველთვის არ არის შესაძლებელი. ის ტოვებს ღრმა გულისტკივილს, ემოციურ გადატრიალებას და უპასუხო კითხვებს საყვარელი ადამიანებისთვის და სხვებისთვის. ხელმძღვანელებმა რჩევა უნდა მისცენ ოჯახს და ანუგეშონ იგი. ისინი უზრუნველყოფენ აღზრდას და მხარდაჭერას.
არ არის სწორი, რომ ადამიანმა თავი მოიკლას. თუმცა მხოლოდ ღმერთს შეუძლია განსაჯოს პიროვვნების აზრები, ქმედებები და პასუხისმგებლობის დონე (იხ. 1 მეფეთა 16:7; მოძღვრება და აღთქმები 137:9).
მათ, ვინც საყვარელი ადამიანი თვითმკვლელობის გამო დაკარგეს, შეუძლიათ იესო ქრისტეში და მის გამოსყიდვაში იპოვონ იმედი და განკურნება.
38.6.23
ტრანსგენდერები
ტრანსგენდერები რთული გამოწვევების წინაშე დგანან. წევრებსა და არაწევრებს, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან როგორც ტრანსგენდერები - და მათ ოჯახსა და მეგობრებს - უნდა მოექცნენ მგრძნობიარობით, კეთილად, თანაგრძნობით და ქრისტეს მსგავსი სიყვარულის სიუხვით. ზიარების შეკრებაზე, სხვა საკვირაო შეხვედრებზე და ეკლესიის ღონისძიებებზე კარი ყველასთვის ღიაა (იხ. 38.1.1).
სქესი არის მამაზეციერის ბედნიერების გეგმის არსებითი მახასიათებელი. სქესში ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს -ში იგულისხმება დაბადებისას დაფიქსირებული ბიოლოგიური სქესი. ზოგიერთი ადამიანი განიცდის შეუსაბამობის გრძნობას თავის ბიოლოგიურ სქესსა და გენდერულ იდენტობას შორის. შედეგად ამისა, შესაძლოა მათი ტრანსგენდერად იდენტიფიცირება. ეკლესიას არ აქვს გარკვეული პოზიცია ადამიანების ტრანსგენდერად აღიარების მიზეზებზე.
ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება და მღვდლობის ზოგიერთი წეს-ჩვეულებები გენდერულად ნეიტრალურია. დაშვებულია ტრანსგენდერების მონათვლა და წევრად დამტკიცება, როგორც ეს მოცემულია 38.2.8.10 -ში. მათ ასევე შეუძლიათ ზიარებისა და მღვდლობის კურთხევების მიღება. თუმცა, მღვდლად კურთხევა და სატაძრო წეს-ჩვეულებები მიიღება დაბადებისას დაფიქსირებული სქესის მიხედვით.
ეკლესიის ხელმძღვანელები წინააღმდეგნი არიან იმისა, რომ წევრებმა სამედიცინო ან ქირურგიული ჩარევის შედეგად შეიცვალონ დაბადებისას დაფიქსირებული ბიოლოგიური სქესი საპირისპირო სქესზე („სქესის შეცვლა“). ხელმძღვანელები გვაფრთხილებენ, რომ მსგავსი ქმედებების განხორციელება გახდება ეკლესიის წევრობის შეზღუდვის მიზეზი.
ხელმძღვანელები ასევე გვაფრთხილებენ სოციალური ტრანსფორმაციის წინააღმდეგ. სოციალური ტრანსფორმაცია მოიცავს ჩაცმის ან დავარცხნის სტილის შეცვლას, ასევე სახელის ან ნაცვალსახელების შეცვლას, საკუთარი თავის ბიოლოგიური სქესის საპირისპიროდ წარმოჩენის მიზნით. ხელმძღვანელები გვაფრთხილებენ, რომ მათ, ვინც სოციალურ ტრანსფორმაციას ახდენენ, ეკლესიის წევრობის შეზღუდვას დაექვემდებარებიან.
შეზღუდვები ეხება მღვდლობის მიღებას ან გამოყენებას, სატაძრო რეკომენდაციის მიღებას ან გამოყენებას და ზოგიერთი საეკლესიო მოწოდების მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის წევრობის ზოგიერთი პრივილეგია შეზღუდულია, ეკლესიის ცხოვრების სხვა სფეროები ღიაა.
თუ წევრი გადაწყვეტს, შეცვალოს თავისი სახელი ან მიმართვის ნაცვალსახელი, სასურველი სახელი შეიძლება ჩაიწეროს წევრობის ჩანაწერის სასურველი სახელის ველში. მეურვეობაში პირს შესაძლოა მიმართონ სასურველი სახელით.
სხვადასხვა პიროვნებების ერთეულებში გარემოებები მნიშვნელოვნად განსხვავდება. წევრები და ხელმძღვანელები ერთად თათბირობენ და ეძიებენ რჩევას უფლისგან. რეგიონის პრეზიდენტები დაეხმარებიან ადგილობრივ ხელმძღვანელებს, ფაქიზად მიუდგნენ ინდივიდუალურ სიტუაციებს. ეპისკოპოსები გადიან კონსულტაციას პალოს პრეზიდენტთან. პალოს პრეზიდენტებმა და მისიის პრეზიდენტებმა უნდა ეძიონ რჩევა რეგიონის პრეზიდენტობისგან (იხ. 32.6.3).
38.7
სამედიცინო და ჯანდაცვის პოლიტიკა
38.7.2
დაკრძალვა და კრემაცია
გარდაცვლილი პირის ოჯახი თავად წყეტს, დაკრძალავს ცხედარს თუ მოახდენს მის კრემაციას. ისინი პატივს სცემენ ცალკეული პირის სურვილს.
ზოგიერთ ქვეყანაში კანონი მოითხოვს კრემაციას. სხვა შემთხვევებში კრემაცია არ არის პრაქტიკული ან ოჯახი ვერ სწვდება მასთან დაკავშირებულ ხარჯებს. ნებისმიერ შემთხვევაში გარდაცვლილის სხეულს პატივისცემითა და მოწიწებით უნდა მოეკიდონ. წევრები უნდა დაარწმუნონ, რომ აღდგომის ძალა ყველა შემთხვევაში მოქმედებს (იხ. ალმა 11:42-45).
შეძლებისდაგვარად, გარდაცვლილი შემოსილი წევრი დაკრძალვისთვის ან კრემაციისთვის უნდა იყოს გამოწყობილი სატაძრო სამოსში 38.5.8).
38.7.3
დაბადებამდე გარდაცვლილი ბავშვები (მკვდრად შობილნი და მოშლილი ნაყოფი)
მშობლებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, ჩაატარონ ხსოვნის დღე თუ საფლავთან მსახურება.
დაბადებამდე გარდაცვლილი ბავშვებისთვის სატაძრო წეს-ჩვეულებები არ არის საჭირო. ეს არ უარყოფს იმის შესაძლებლობას, რომ ეს ბავშვები გახდნენ ოჯახის ნაწილი მარადისობაში. მშობლებს აგულიანებენ, ენდონ უფალს და ეძიონ მისი ნუგეში.
38.7.4
ევთანაზია
მიწიერი ცხოვრება არის ღვთის ძვირფასი ძღვენი. ევთანაზია არის ადამიანის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა, როცა იგი განუკურნებელი სენით არის დაავადებული ან სხვა მდგომარეობის გამო. ადამიანი, რომელიც მონაწილეობს ევთანაზიაში, მათ შორის, ეხმარება ვინმეს თვითმკვლელობით სიკვდილში, არღვევს ღვთის მცნებებს და შესაძლოა არღვევს ადგილობრივ კანონებს.
სიცოცხლის ბოლოს ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნების უკიდურესი ზომების შეწყვეტა ან მასზე უარის თქმა არ ითვლება ევთანაზიად (იხ. 38.7.11).
38.7.5
აივ ინფექცია და შიდს-ი
აივ-ის (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) ან შიდსის (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) მქონე პირები უნდა კეთილგანწყობით მივიღოთ ეკლესიის შეხვედრებზე და აქტივობებზე. მათი დასწრება არავის არ უქმნის ჯანმრთელობის მხრივ საფრთხეს.
38.7.8
სამედიცინო და ჯანდაცვის პოლიტიკა
კომპეტენტური სამედიცინო დახმარების ძიება, რწმენის გამოვლენა და მღვდლობის კურთხევების მიღება ერთიანობაში მუშაობს განკურნებაზე, უფლის ნებასთან თანხმობაში.
წევრებმა არ უნდა გამოიყენონ ან ხელი შეუწყონ სამედიცინო ან ჯანმრთელობის ისეთ პრაქტიკას, რომელიც ეთიკურად, სულიერად ან კანონიერად საეჭვოა. მათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, უნდა გაიარონ კონსულტაცია კომპეტენტურ სპეციალისტებთან, რომლებსაც აქვთ შესაფერისი ლიცენზია.
38.7.9
სამედიცინო მარიხუანა
ეკლესია ეწინააღმდეგება მარიხუანის გამოყენებას არა სამედიცინო დანიშნულებით. იხ. 38.7.14.
38.7.11
სიცოცხლის გახანგრძლივება (მათ შორის სიცოცხლის მხარდაჭერა)
წევრებმა არ უნდა იგრძნონ ვალდებულება, გააგრძელონ მიწიერი სიცოცხლე უკიდურესი საშუალებებით. ამ გადაწყვეტილებებს საუკეთესოდ იღებს ადამიანი, თუ ეს შესაძლებელია, ან ოჯახის წევრები. მათ ლოცვით უნდა ეძიონ კომპეტენტური სამედიცინო რჩევა და ღვთიური ხელმძღვანელობა.
38.7.13
ვაქცინაცია
კომპეტენტური სამედიცინო პროფესიონალების მიერ ჩატარებული ვაქცინაციები იცავს ჯანმრთელობას და ინარჩუნებს სიცოცხლეს. ეკლესიის წევრებს მოუწოდებენ დაიცვან თავი, შვილები და საზოგადოება ვაქცინაციის გზით.
საბოლოო ჯამში, ინდივიდებს ევალებათ საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება ვაქცინაციის შესახებ. თუ წევრებს პრობლემა აქვთ, მათ უნდა გაიარონ კონსულტაცია კომპეტენტურ სამედიცინო მუშაკებთან და ასევე ეძიონ სულიწმინდის ხელმძღვანელობა.
38.7.14
სიბრძნის სიტყვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
სიბრძნის სიტყვა არის ღმერთის ბრძანება. წინასწარმეტყველებმა განმარტეს, რომ მოძღვრება და აღთქმები 89 -ში მოცემული სწავლება მოიცავს თამბაქოზე, ძლიერ სასმელებზე (ალკოჰოლი) და ცხელ სასმელებზე (ჩაი და ყავა) უარის თქმას.
არსებობს სხვა მავნე ნივთიერებები და პრაქტიკა, რომლებიც არ არის მითითებული სიბრძნის სიტყვაში ან ეკლესიის ხელმძღვანელების მიერ. წევრებმა უნდა გამოიყენონ სიბრძნე და ლოცვით განსაჯონ, როგორ შეუწყონ ხელი საკუთარ ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ ჯანმრთელობას.
38.8
ადმინისტრაციული პოლიტიკა
38.8.1
შვილად აყვანა და მინდობით აღზრდა
ბავშვებისა და მინდობით აღზრდის უზრუნველყოფას შეუძლია დალოცოს ბავშვები და ოჯახები. მოსიყვარულე, მარადიული ოჯახების შექმნა შესაძლებელია შვილად აყვანის გზით. მოხვდებიან ბავშვები ოჯახში შვილად აყვანის თუ გაჩენის გზით - ისინი თანაბრად ძვირფასი კურთხევაა.
წევრები, რომლებიც ცდილობენ ბავშვების შვილად აყვანას ან მინდობით აღზრდას უნდა დაემორჩილონ შესაბამისი ქვეყნისა და მთავრობის ყველა მოქმედ კანონს.
38.8.4
მთავარი ხელმძღვანელების, მაღალი წოდების პირების და რეგიონის სამოცდაათთა წევრების ავტოგრაფები და ფოტოები
ეკლესიის წევრები არ უნდა ითხოვდნენ მთავარი ხელმძღვანელების, მაღალი წოდების პირების და რეგიონის სამოცდაათთა წევრების ავტოგრაფებს. ამის გაკეთება აკნინებს მათ წმინდა მოწოდებებს და შეხვედრების სულს. ეს ასევე ხელს უშლის მათ სხვა წევრების მისალმებაში.
წევრები არ უნდა ითხოვდნენ მთავარი ხელმძღვანელების, თანამდებობის მაღალი პირების და რეგიონის სამოცდაათთა წევრების ავტოგრაფებს.
38.8.7
საეკლესიო ჟურნალები
საეკლესიო ჟურნალებია:
-
მეგობარი ბავშვებისთვის.
-
ახალგაზრდების გასაძლიერებლად ახალგაზრდებისთვის.
-
ლიახონა ზრდასრულებისთვის.
პირველი პრეზიდენტობა მოუწოდებს ყველა წევრს, წაიკითხონ საეკლესიო ჟურნალები. ჟურნალებს შეუძლია დაეხმარონ წევრებს, შეისწავლონ იესო ქრისტეს სახარება, ცოცხალი წინასწარმეტყველების სწავლებები, იგრძნონ კავშირი მსოფლიო ეკლესიის ოჯახთან, შეხვდნენ გამოწვევებს რწმენით და დაუახლოვდნენ ღმერთს.
38.8.8
ეკლესიის სახელი, სიტყვიერი ნიშანი და სიმბოლო
ეკლესიის სახელი, სიტყვიერი ნიშანი და სიმბოლო არის ეკლესიის მთავარი იდენტიფიკატორი.
სიტყვიერი ნიშანი და სიმბოლო. ეკლესიის სიტყვიერი ნიშანი და სიმბოლო (იხ. ილუსტრაცია ზემოთ) უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ იმ სახით, რა სახითაც ის დამტკიცებულია პირველი პრეზიდენტობისა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმის მიერ. ისინი არ უნდა იყოს გამოყენებული დეკორატიული ელემენტების სახით. ისინი ასევე არ უნდა გამოიყენებოდეს პირადი, კომერციული ან სარეკლამო დანიშნულებით.
38.8.10
კომპიუტერები
კომპიუტერები და პროგრამული უზრუნველყოფა, რომლებიც გამოიყენება სამლოცველოებში, უზრუნველყოფილია და იმართება ეკლესიის სათავო ოფისიდან ან რეგიონალური ოფისიდან. ხელმძღვანელები და წევრები იყენებენ ამ რესურსებს ეკლესიის მიზნების მხარდასაჭერად, მათ შორის ოჯახური ისტორიის საქმისთვის.
ამ კომპიუტერებზე არსებული ყველა პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს სათანადოდ ლიცენზირებული ეკლესიის სახელზე.
38.8.12
სასწავლო გეგმის მასალები
ეკლესია უზრუნველყოფს მასალებს, რათა დაეხმაროს წევრებს, ისწავლონ და იცხოვრონ იესო ქრისტეს სახარების მიხედვით. ეს მოიცავს წმინდა წერილებს, გენერალური კონფერენციის შეტყობინებებს, ჟურნალებს, სახელმძღვანელოებს, წიგნებს და სხვა რესურსებს. ხელმძღვანელები მოუწოდებენ წევრებს, გამოიყენონ წმინდა წერილები და სხვა რესურსები საჭიროებისამებრ, სახარების შინ შესწავლის მიზნით.
38.8.14
ჩაცმულობა და გარეგნობა
ეკლესიის წევრებს მოუწოდებენ, შესაფერისი ჩაცმისა და გარეგნობის არჩევისას გამოიჩინონ პატივისცემა სხეულის მიმართ. „შესაფერისი“ განსხვავდება სხვადასხვა კულტურებისთვის და შემთხვევებისთვის.
38.8.16
მარხვის დღეები
წევრებს შეუძლიათ იმარხულონ ნებისმიერ დროს. თუმცა ისინი, როგორც წესი, იცავენ მარხვას თვის პირველ კვირადღეს.
ტიპიური მარხვის დღე მოიცავს ლოცვას, 24 საათის განმავვლობაში საკვებისა და წყლის გარეშე ყოფნას (თუ ფიზიკური ჯანმრთელობა უწყობს ხელს) და მარხვის გულუხვ შემოწირუობას. მარხვის შემოწირულობა გამოიყენება გასაჭირში მყოფი ადამიანების დასახმარებლად (იხ. 22.2.2).
ზოგჯერ თვის პირველ კვირას ტარდება ადგილობრივი ან საერთაშორისო საეკლესიო შეკრებები. ასეთ შემთხვევაში პალოს პრეზიდენტობა განიხილავს მარხვისთვის ალტერნატიულ კვირადღეს.
38.8.17
აზარტული თამაშები და ლატარია
ეკლესია აზარტული თამაშების წინააღმდეგია და ყველას ურჩევს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ფორმის აზარტული თამაშებისგან. ეს ასევე ეხება სპორტულ ფსონებს და ეროვნულ ლატარიებს.
38.8.19
იმიგრაცია
წევრებს, რომლებიც რჩებიან მშობლიურ ქვეყნებში, ხშირად აქვთ შესაძლებლობა, იქ ააშენონ და გააძლიერონ ეკლესია. თუმცა სხვა ქვეყანში იმიგრაცია პირადი არჩევანია.
წევრები, რომლებიც სხვა ქვეყანაში გადადიან საცხოვრებლად, უნდა ემორჩილებოდნენ შესაბამის კანონებს (იხ. მოძღვრება და აღთქმები 58:21).
მისიონერები არ უნდა სთავაზობდნენ სხვების იმიგრაციის ხარჯების დაფარვას.
38.8.22
ქვეყნის კანონები
წევრები უნდა ემორჩილებოდნენ, პატივს სცემდნენ და მხარს უჭერდნენ იმ ქვეყნის კანონებს, სადაც ისინი ცხოვრობენ ან მოგზაურობენ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 58:21-22; რწმენის ისმბოლოები 1:12). ეს მოიცავს კანონს, რომელიც კრძალავს ქადაგებას.
38.8.25
წევრების კომუნიკაცია ეკლესიის სათავო ოფისთან
ეკლესიის წევრებს ეკრძალებათ მთავარ ხელმძღვანელებთან დარეკვა, ელექტრონული ან ჩვეულებრივი ფოსტით წერილების გაგზავნა დოქტრინალური კითხვების, პირადი გამოწვევების ან მოთხოვნების შესახებ. წევრებს მოუწოდებენ, მიმართონ ადგილობრივ ხელმძღვანელებს, მათ შორის მოწყალების საზოგადოების ან უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტს, როდესაც ეძიებენ სულიერ ხელმძღვანელობას (იხ. 31.3).
38.8.27
წევრები შეზღუდული შესაძლებლობებით
ხელმძღვანელებსა და წევრებს მოუწოდებენ, გაითვალისწინონ ყველა იმ პირის საჭიროება, ვინც მათ ერთეულის ფარგლებში ცხოვრობს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე წევრებს აფასებენ; მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. შეზღუდული შესაძლებლობები შეიძლება იყოს ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური ან ფიზიკური.
38.8.29
სხვა მრწამსი
ბევრ სხვა სარწმუნოებაში გვხვდება მრავალი რამ, რაც შთამაგონებელი, კეთილშობილური და უმაღლესი პატივისცემის ღირსია. მისიონერები და სხვა წევრები უნდა იყვნენ მგრძნობიარენი და პატივისცემით ეპყრობეოდნენ სხვების რწმენასა და ტრადიციებს.
38.8.30
პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივობა
ეკლესიის წევრებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ და სამთავრობო საქმეებში. მრავალ ქვეყანაში ეს შეიძლება გულისხმობდეს:
-
ხმის მიცემას.
-
პოლიტიკურ პარტიებში მსახურებას ან გაწევრიანებას.
-
ფინანსური დახმარების გაწევას.
-
პარტიის წარმომადგენლებთან და კანდიდატებთან კომუნიკაციას.
-
ადგილობრივ და ეროვნულ ხელისუფლებაში არჩეულ ან დანიშნულ თანამდებობებზე მსახურობას.
წევრებს ასევე მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ღირსეულ საქმეებში, რათა მათი თემები გახდეს საცხოვრებლად და ოჯახების აღსაზრდელად ჯანსაღი ადგილები.
ეკლესიის ადგილობრივი ხელმძღვანელები არ უნდა ახდენდნენ წევრების შეგროვებას პოლიტიკურ საკითხებში მონაწილეობის მისაღებად. ხელმძღვანელები ასევე არ უნდა ცდილობდნენ გავლენის მოხდენას წევრების მონაწილეობაზე.
ხელმძღვანელები და წევრები ასევე უნდა ერიდებოდნენ განცხადებებს ან ქცევას, რომელიც შეიძლება განიმარტოს, როგორც ეკლესიის მიერ რომელიმე პოლიტიკური პარტიის, პლატფორმის, პოლიტიკის ან კანდიდატის მხარდაჭერა.
38.8.31
წევრთა კონფიდენციალურობა
ეკლესიის ხელმძღვანელები ვალდებულები არიან, დაიცვან წევრების კონფიდენციალურობა. ეკლესიის ჩანაწერები, ცნობარები და მსგავსი მასალები არ უნდა გამოიყენებოდეს პირადული, კომერციული ან პოლიტიკური მიზნებისთვის.
38.8.35
დევნილები
როგორც გაჭირვებულებზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ნაწილი (იხ. მოსია 4:26), ეკლესიის წევრები სთავაზობენ საკუთარ დროს, ნიჭს და მეგობრობას დევნილთა მისასალმებლად, რათა მიიღონ ისინი როგორც თავიანთი თემის ნაწილი (იხ. მოსია 4:26).
38.8.36
ეკლესიის მიერ ფინანსური დახმარების გაწევის წესები
გაჭირვებულ წევრებს ურჩევენ, ესაუბრონ თავიანთ ეპისკოპოსს და ეკლესიის სათავო ოფისს და არ სთხოვონ ფული ეკლესიის სხვა წევრებს ან ხელმძღვანელებს.