“28. სატაძრო წეს-ჩვეულებები გარდაცვლილთათვის“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).
“28. სატაძრო წეს-ჩვეულებები გარდაცვლილთათვის“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან
28.
სატაძრო წეს-ჩვეულებები გარდაცვლილთათვის
28.0
შესავალი
ტაძარში შესრულებული წეს-ჩვეულებები შესაძლებელს ხდის ოჯახებისთვის მათ ერთად ყოფნას მარადისობაში და აძლევს მათ ღვთის გარემოცვაში ყოფნის სიხარულის განცდას.
იმისთვის, რომ მამაზეციერის შვილები დაუბრუნდნენ მას, ყოველმა მათგანმა უნდა მოინანიოს, გახდეს ხსნისა და ამაღლების წეს-ჩვეულებების ღირსი და პატივისცემას გამოატავდეს ყოველ წეს-ჩვეულებასთან დაკავშირებული აღთქმის მიმართ.
მამაზეციერმა იცოდა, რომ მრავალი მისი შვილი არ მიიღებდა ამ წეს-ჩვეულებებს მიწიერი ცხოვრების პერიოდში. მან უზრუნველყო მათთვის წეს-ჩვეულებების მიღებისა და მასთან აღთქმების დადების სხვა გზა. ტაძრებში შესაძლებელია ჩანაცვლებითი წეს-ჩვეულებების შესრულება. ეს ნიშნავს, რომ ცოცხალი პიროვნება მიიღებს წეს-ჩვეულებებს გარდაცვლილი პირის ნაცვლად. სულების სამყაროში გარდაცვლილებს აქვთ არჩევანი - მათ შეუძლიათ მათთვის ჩატარებული წეს-ჩვეულებების მიღება ან უარყოფა (იხ. მოძრვრება და ათქმები 138:19, 32–34, 58–59).
ეკლესიის წევრებს აგულიანებენ, დაადგინონ გარდაცვლილი ნათესავები, რომლებსაც არ მიუღიათ ხსნისა და ამაღლების წეს-ჩვეულებები. შემდეგ წევრები ასრულებენ წეს-ჩვეულებებს ამ ნათესავების სახელზე.
თუ წევრებს არ მოუმზადებიათ ოჯახური სახელები სატაძრო სამუშაოსთვის (იხ. 28.1.1), მათ ტაძარში დაახვედრებენ გარდაცვლილი ადამიანების სახელებს, რომლებსაც ესაჭიროებათ წეს-ჩვეულებები.
28.1
ზოგადი მითითებები ჩანაცვლებითი წეს-ჩვეულებების ჩასატარებლად
პიროვნებებისთვის, რომლებიც გარდაცვალების დროს 8 წლის ან 8 წელზე უფროსი ასაკის იყვნენ, შეიძლება ჩანაცვლებითი წეს-ჩვეულებების ჩატარება. ჩანაცვლებითი წეს-ჩვეულებების შესრულება ყველა გარდაცვლილისთვის შესაძლებელია მათი გარდაცვალებიდან 30 დღის შემდეგ (გარდა 28.3-ში მოცემული შემთხვევისა), თუ სრულდება შემდეგი პირობები:
-
გარდაცვლილის ახლო ნათესავი (მეუღლე, რომელთანაც გაყრილი არ არის, ზრდასრული შვილი, მშობელი ან დედმამიშვილი) წარადგენს სახელს ტაძარში სატაძრო წეს-ჩვეულების შესასრულებლად.
-
წეს-ჩვეულების შესრულების ნებართვას იღებენ გარდაცვლილის ახლო ნათესავისგან (მეუღლე, რომელთანაც გაყრილი არ არის, ზრდასრული შვილი, მშობელი ან დედმამიშვილი).
თუ ზემოთ აღწერილი არცერთი პირობა არ მიესადაგება, ჩანაცვლებითი წეს-ჩვეულებების შესრულება შესაძლებელი გახდება გარდაცვლილის დაბადებიდან 110 წლის შემდეგ.
28.1.1
გარდაცვლილი პიროვნებების სახელების მომზადება სატაძრო წეს-ჩვეულებებისთვის
სადაც შესაძლებელია, ინფორმაცია გარდაცვლილი ოჯახის წევრების იდენტიფიცირების შესახებ უნდა შეყვანილ იქნეს FamilySearch.org სატაძრო წეს-ჩვეულების ჩატარებამდე (იხ. 25.4.2).
28.1.1.1
ოჯახის წევრების სახელების წარდგენა
ჩანაცვლებითი სატაძრო წეს-ჩვეულებებისთვის სახელების წარდგენისას წევრებმა ზოგადად უნდა წარადგინონ იმ პიროვნებების სახელები, რომლებთანაც მათ ნათესაური კავშირი აქვთ.
28.1.2
ვის შეუძლია გარდაცვლილთათვის წეს-ჩვეულებებში მონაწილეობის მიღება
მოქმედი სატაძრო რეკომენდაციის მქონე ყველა წევრს შეუძლია გარდაცვლილთათვის ნათლობებსა და წევრად დამკიცებაში მონაწილეობის მიღება. შემოსილ წევრებს მოქმედი სატაძრო რეკომენდაციით შეუძლიათ გარდაცვლილთათვის ყველა წეს-ჩვეულებაში მონაწილეობის მიღება. იხ. ასევე 26.3.
28.1.4
განრიგის შედგენა
წევრებს, გარდაცვლილთათვის წეს-ჩვეულებების შესასრულებლად, შესაძლოა დასჭირდეთ წინასწარი ჩაწერა. იხილეთ temples.ChurchofJesusChrist.org ყოველი ტაძრისთვის საკონტაქტო ინფორმაცია და ჩაწერის მოთხოვნილებები.
28.2
სატაძრო წეს-ჩვეულებების ჩატარება გარდაცვლილთათვის
ჩანაცვლებითი წეს-ჩვეულებების ჩატარებისას წევრს შეუძლია, იმოქმედოს მხოლოდ იმ გარდაცვლილი პიროვნებისთვის, რომელსაც დაბადებიდანვე იგივე სქესი აქვს, რაც წევრს.
28.2.1
გარდაცვლილთათვის ნათლობა და წევრად დამტკიცება
მოქმედი სატაძრო რეკომენდაციის მქონე ყველა წევრს შეუძლია ნათლობის დავალებებში მონაწილეობის მიღება. ეს დავალებები შეიძლება მოიცავდეს:
-
ჩანაცვლებით ნათლობებში და წევრად დამტკიცებაში მონაწილეობა.
-
ჩანაცვლებით ნათლობებში და წევრად დამტკიცებაში მოწმედ ყოფნა.
-
ტაძარში მოსიარულეთათვის დახმარების გაწევა.
მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელი პირები და აარონის სამღვდელოების მღვდლები შეიძლება მოიწვიონ გარდაცვლილთათვის ნათლობების ჩასატარებლად. მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელი პირები შესაძლოა ასევე მოიწვიონ გარდაცვლილთა წევრად დასამტკიცებლად.
მხოლოდ შემოსილ მამაკაცებს შეუძლიათ:
-
იმსახურონ ემბაზის ჩამწერად.
-
იმსახურონ წევრად დამტკიცების ჩამწერად.
28.2.2
შემოსვა (მათ შორის საწყისი წეს-ჩვეულებები)
გარდაცვლილთათვის ჩანაცვლებითი შემოსვის ჩატარებისას შემოსვის საწყისი წეს-ჩვეულებების ნაწილი ტარდება და იწერება ცალ-ცალკე (იხ. 27.2). შემოსილ წევრებს მოქმედი სატაძრო რეკომენდაციით შეუძლიათ ამ წეს-ჩვეულებებში ჩანაცვლებითი მონაწილეობის მიღება.
28.3.2
მეუღლესთან ჩაბეჭდვა და შვილების მშობლებთან ჩაბეჭდვა
ტაძარში გარდაცვლილ პირებს შეუძლიათ ჩაიბეჭდონ მეუღლეებთან, რომლებთანაც ისინი მიწიერ ცხვორებაში იყვნენ შეუღლებულნი. გარდაცვლილ პიროვნებებს შეუძლიათ ჩაიბეჭდონ გარდაცვლილ შვილებთან. შემოსილ წევრებს მოქმედი სატაძრო რეკომენდაციით შეუძლიათ ჩაბეჭდვის ჩანაცვლებით წეს-ჩვეულებებში მონაწილეობის მიღება.
28.3
განსაკუთრებული ვითარება
ამ ნაწილში ახსნილია ვითარებები, რომლებსაც 28.1 -ში მოცემული მითითებები შეიძლება არ შეესაბამებოდეს.
28.3.1
დაბადებამდე გარდაცვლილი ბავშვები (მკვდრად შობილნი და მოშლილი ნაყოფი)
დაბადებამდე გარდაცვლილი ბავშვებისთვის სატაძრო წეს-ჩვეულებები არ არის საჭირო. მეტი ინფორმაცია იხილეთ 38.7.3.
28.3.2
რვა წლამდე გარდაცვლილი ბავშვები
პატარა ბავშვები გამოსყიდულნი არიან იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით და „გადარჩენილნი არიან ზეცის ცელესტიალურ სასუფეველში“ (მოძღვრება და აღთქმები 137:10). ამიტომ, 8 წლამდე გარდაცვლილისთვის არ ტარდება ნათლობა ან შემოსვა. თუმცა, ბავშვებისთვის, რომლებიც არ დაიბადნენ აღთქმაში ან არ მიუღიათ ეს წეს-ჩვეულება ცხოვრებაში, შესაძლოა მშობლებთან ჩაბეჭდვა (იხ. 18.1).