“7. ეპისკოპოსობა“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).
“7. ეპისკოპოსობა“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან
7.
ეპისკოპოსობა
7.1
ეპისკოპოსი და მისი მრჩევლები
ეპისკოპოსი ფლობს მღვდლობის გასაღებებს, რათა უხელმძღვანელოს ეკლესიის საქმეს მეურვეობაში (იხ. 3.4.1). ის თავის მრჩევლებთან ერთად შეადგენს ეპისკოპოსობას.
ეპისკოპოსს აკისრია ხუთი ძირითადი პასუხისმგებლობა:
-
მეურვეობის თავმჯდომარე მღვდელმთავარი.
-
აარონის სამღვდელოების პრეზიდენტი.
-
ის არის საერთო მოსამართლე.
-
იგი ახდენს ხსნისა და ამაღლების საქმის კოორდინირებას, მათ შორის გასაჭირში მყოფთა ზრუნვას.
-
ის ზედამხედველობს ჩანაწერებს, ფინანსებს და სამლოცველოს გამოყენებას.
ეპისკოპოსის უპირველესი პასუხისმგებლობაა მეურვეობის მომავალი თაობა (ბავშვები, ახალგაზრდები და ახალგაზრდა დასაოჯახებელი ზრდასრულები). იმისათვის, რომ მთელი ყურადღება ჰქონდეს გადატანილი თავის პასუხისმგებლობაზე, იგი მრავალ დავალებას უნაწილებს სხვებს (იხ. 4.2.5).
7.1.1
თავმჯდომარე მღვდელმთავარი
ეპისკოპოსი არის მეურვეობის სულიერი ხელმძღვანელი.
7.1.1.1
მეურვეობის ორგანიზაციები და მღვდლობის ქვორუმები
ეპისკოპოსი პასუხს აგებს მეურვეობის მოწყალების საზოგადოებაზე და ახალგაზრდა ქალების ორგანიზაციებზე. იგი უნაწილებს თავის მრჩევლებს საკვირაო სკოლის, დაწყებითი საზოგადოებისა და სხვა სამეურვეო პროგრამების ფუნქციონირების პასუხისმგებლობას.
ეპისკოპოსის პასუხისმგებლობა აარონის სამღვდელოების ქვორუმებთან მიმართებით გაწერილია 7.1.2-ში. მისი პასუხისმგებლობა უხუცესთა ქვორუმის მიმართებით გაწერილია 8.3.1-ში.
7.1.1.2
წეს-ჩვეულებები და კურთხევები
ეპისკოპოსი მართავს შემდეგ წეს-ჩვეულებებსა და კურთხევებს მეურვეობაში:
-
ზიარება
-
ბავშვებისთვის სახელის დარქმევა და კურთხევა
-
ჩანაწერებში დაფიქსირებული 8 წლის ასაკის ბავშვების ნათლობა და წევრად დამტკიცება (მოქცეულთათვის იხ. 31.2.3.2-ში).
-
აარონის მღვდლობის დამტკიცება და დიაკვნის, მასწავლებლისა და მღვდლის წოდებაზე ხელდასხმით კურთხევა
7.1.1.3
საბჭოები და შეკრებები
ეპისკოპოსი ხელმძღვანელობს მეურვეობის საბჭოს და მეურვეობის ახალგაზრდების საბჭოს (იხ. 29.2.5 და 29.2.6).
ეპისკოპოსობა გეგმავს ზიარების შეკრებებს და მეურვეობის სხვა შეკრებებს, რომლებიც ჩამოთვლილია თავი 29-ში.
7.1.1.4
მოწოდება და განთავისუფლება
მოწოდებასთან და განთავისუფლებასთან დაკავშირებული ეპისკოპოსის პასუხისმგებლობა გაწერილია თავი-ში.
7.2.1
აარონის სამღვდელოების პრეზიდენტი.
ეპისკოპოსს, როგორც მეურვეობაში აარონის სამღვდელოების პრეზიდენტს, ავალია შემდეგი პასუხისმგებლობა: მას ეხმარებიან მრჩევლები.
-
მხარს უჭერს მშობლებს ახალგაზრდების განსწავლაში.
-
ზედამხედველობს აარონის სამღვდელოების ქვორუმსა და ახალგაზრდა ქალების კლასებს. ეპისკოპოსი არის მღვდელობის ქვორუმების პრეზიდენტი (იხ. მოძღვრება და აღთქმები 107:87-88). მის პირველ მრჩეველს ავალია ქვორუმის მასწავლებლები. მეორე მრჩეველს ავალია დიაკვანთა ქვორუმი.
-
მეურვეობის ახალგაზრდა ქალების პრეზიდენტთან თათბირი.
-
ყოველ ახალგაზრდასთან რეგულარული შეხვედრები.
7.1.3
საერთო მოსამართლე
ეპისკოპოსი არის მეურვეობის მოსამართლე (იხ. მოძღვრება და აღთქმები 107:71-74.)). მას ეკისრება შემდეგი პასუხისმგებლობა:
-
დაეხმაროს ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს, მიიღონ სატაძრო რეკომენდაცია და იყვნენ მისი ღირსნი.
-
ჩაატაროს გასაუბრებები, როგორც ეს გაწერილია 31.2.
-
შეხვდეს მეურვეობის წევრებს, რომელნიც ეძიებენ სულიერ მითითებებს, აქვთ მძიმე პირადი პრობლემები ან ჩაიდინეს სერიოზული ცოდვა და დაეხმაროს მათ, დაეყრდნონ იესო ქრისტეს სამკურნალო ძალას.
-
საჭიროებისას, პალოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ჩაატაროს წევრობის საბჭოები. მითითებებისთვის იხილეთ თავი 32.
7.1.4
ხსნისა და ამაღლების საქმის კოორდინირება
ეპისკოპოსი ახდენს ხსნისა და ამაღლების საქმის კოორდინირებას მეურვეობაში (იხ. თავი 1). მას ამაში ეხმარებიან მრჩევლები და მეურვეობის სხვა ხელმძღვანელები.
7.1.4.1
მიწიერი საჭიროებების მქონე პირებზე ზრუნვის მცდელობის ხელმძღვანელობა
მეტი ინფორმაცია ეპისკოპოსის მიერ გასაჭირში მყოფთა ზრუნვის შესახებ იხ. 22.6.1.
7.1.5
ჩანაწერები, ფინანსები და სამლოცველოები
მეტი ინფორმაცია ჩანაწერების შესახებ იხ. თავი 33. მეტი ინფორმაცია ფინანსების შესახებ, მეათედის ჩათვლით, იხ. თავი 34. მეტი ინფორმაცია სამლოცველოების შესახებ იხ. თავი 35.
7.3
მეურვეობის აღმასრულებელი მდივანი და მეურვეობის აღმასრულებელი მდივნის ასისტენტი
ეპისკოპოსობა უწევს რეკომენდაციას მელქიცედეკის მღვდლობის მქონე პირს მეურვეობის აღმასრულებელი მდივნის პოზიციაზე მსახურებისთვის.
მას ეკისრება შემდეგი პასუხისმგებლობა:
-
ეპისკოპოსობასთან შეხვედრა და დღის წესრიგის მომზადება.
-
მეურვეობის საბჭოს წევრად მსახურება და მეურვეობის საბჭოს შეკრებებზე დასწრება.
-
ეპისკოპოსობისთვის შეხვედრების დანიშვნა.
7.4
მეურვეობის კლერკი და მეურვეობის კლერკის ასისტენტი
მეურვეობის კლერკისა და მეურვეობის კლერკის ასისტენტის მოვალეობები, როგორც ეს გაწერილია 33.4.2-ში.