“34. ფინანსები და აუდიტი“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).
“34. ფინანსები და აუდიტი“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან.
34.
ფინანსები და აუდიტი
34.0
შესავალი
მეათედისა და შემოწირულობების ხარჯზე ეკლესია ახორციელებს უფლის ხსნისა და ამაღლების საქმეს (იხ. 1.2). ეს სახსრები წმინდაა. ისინი წარმოადგენს ეკლესიის წევრების მსხვერპლსა და რწმენას (იხ. მარკოზი 12:41-44).
34.2
მეურვეობის ფინანსური ხელმძღვანელობა
34.2.1
ეპისკოპოსობა
ეპისკოპოსს გააჩნია შემდეგი ვალდებულებები მეურვეობის ფინანსებთან დაკავშირებით. თავისი ვალდებულებების ნაწილს იგი გადასცემს თავის მრჩევლებსა და კლერკებს.
ეპისკოპოსი:
-
ასწავლის და შთააგონებს წევრებს, გადაიხადონ სრული მეათედი და უხვი შემოწირულობები (იხ. 34.3).
-
უზრუნველყოფს მეურვეობის სახსრების სწორად განკარგვასა და აღრიცხვას (იხ. 34.5).
-
ყოველთვიურად განიხილავს ფინანსურ ანგარიშგებას და უზრუნველყოფს ნებისმიერი პრობლემის დროულად მოგვარებას.
-
უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელებსა და კლერკებს კარგად ესმოდეთ პასუხისმგებლობა ეკლესიის წმინდა სახსრებზე.
-
ამზადებს და მართავს მეურვეობის წლიურ ბიუჯეტს (იხ. 34.6).
-
ყოველწლიურად ხვდება წევრებს მეათედის განცხადების მისაღებად.
34.2.2
მეურვეობის კლერკები
ეპისკოპოსი ნიშნავს მეურვეობის კლერკს ან მეურვეობის კლერკის ასისტენტს, მეურვეობის ფინანსური ჩანაწერების წარმოების მიზნით. კლერკები ყურადღებით იცავენ მიმდინარე პოლიტიკას ეკლესიის სახსრების დასაცავად და ეკლესიის ჩანაწერების სიზუსტის უზრუნველსაყოფად.
კლერკს გააჩნია შემდეგი პასუხისმგებლობა:
-
ეპისკოპოსობის წევრისგან მიღებული ნებისმიერი თანხის დარეგისტრირება და დეპოზიტზე შეტანა.
-
ფინანსური ანგარიშგების ყოველთვიური განხილვა და ნებისმიერი პრობლემის დროულად მოგვარების უზრუნველყოფა.
-
ეპისკოპოსობისთვის მეურვეობის წლიური ბიუჯეტის მომზადებაში დახმარების გაწევა (იხ. 34.6.1 და 34.6.2).
-
წევრების შემოწირულობების ჩანაწერებზე წვდომის უზრუნველყოფა და საჭიროებისამებრ დახმარების გაწევა.
საჭიროა, კლერკი იყოს მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელი და იქონიოს მოქმედი სატაძრო რეკომენდაცია.
34.3
შემოწირულობები
34.3.1
მეათედი
მეათედი არის პიროვნების ფულადი შემოსავლის ერთი მეათედი ნაწილის შემოწირულობა ღვთის ეკლესიას (იხ. მოძღვრება და აღთქმები 119:3-4; შემოსავალი გულისხმობს ფულად შემოსავალს). ყოველი წევრი, რომელსაც აქვს შემოსავლის წყარო უნდა იხდიდეს მეათედს.
34.3.1.2
მეათედის განცხადება
ყოველი წლის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე ეპისკოპოსი ხვდება ყოველ წევრს მეათედის განცხადების მისაღებად.
ყოველი წევრი უნდა შეხვდეს ეპისკოპოსს, რათა:
-
განუცხადოს ეპისკოპოსს თავისი მეათედის გადამხდელის სტატუსი.
-
დარწმუნდეს, რომ მისი შემოწირულობის ჩანაწერი ზუსტია.
სასურველია ოჯახის ყველა წევრის დასწრება, ბავშვების ჩათვლით.
34.3.2
მარხვის შემოწირულობანი
ეკლესიის ხელმძღვანელები აგულიანებენ წევრებს, დაიცვან მარხვის კანონი. ეს გულისხმობს მარხვის უხვი შემოწირულობის გაღებას (იხ. 22.2.2).
მარხვის შემოწირულობის ფონდის გამოყენების მითითებები იხ. 22.5.2.
34.3.3
მისიონერული ფონდი
მეურვეობის მისიონერული ფონდის შემოწირულობები ძირითადად გამოიყენება მეურვეობის სრული დროის მისიონერთა შემოწირულობების ვალდებულების შესასრულებლად.
ზოგადი მისიონერული ფონდის შემოწირულობებს ეკლესია იყენებს საერთო მისიონერულ ძალისხმევაში.
34.7.3
შემოწირულობების დაბრუნება შეუძლებელია
ეკლესიისთვის შემოწირულობის სახით გადაცემული მეათედი და სხვა შემოწირულობები ეკუთვნის უფალს. ისინი უფალს მიუძღვნეს.
პალოს პრეზიდენტები და ეპისკოპოსები ატყობინებენ მეათედისა და შემოწირულობების გამღებებს, რომ ამ შემოწირულობების დაბრუნება შეუძლებელია.
34.4
მეათედისა და სხვა შემოწირულობების კონფიდენციალურობა
დონორის მიერ შეტანილი მეათედი და სხვა შემოწირულობა კონფიდენციალური ინფორმაციაა. მხოლოდ ეპისკოპოსს და მათ, ვინც უფლებამოსილია, განაგოს ან დაათვალიეროს ეს შემოწირულობები, აქვთ ამ ინფორმაციაზე წვდომა.
34.5
ეკლესიის სახსრების მართვა
პალოს პრეზიდენტი და ეპისკოპოსი უზრუნველყოფენ ეკლესიის სახსრების სათანადო გამოყენებას. ეპისკოპოსებსა და კლერკებს აგულიანებენ, სულ მცირე წელიწადში ერთხელ უყურონ ვიდეოს „წმინდა სახსრები. წმინდა ვალდებულებები“.
34.5.1
კომპანიონობის პრინციპი
კომპანიონობის პრინციპი მოითხოვს ორ პიროვნებას - ეპსიკოპოსობის წევრს და კლერკს ან ეპისკოპოსობის ორ წევრს - რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი ეკლესიის ფონდის ჩანაწერების გაკეთებაში და ფონდიდან სახსრების გაცემაში.
ხელმძღვანელებს დაცული უნდა ჰქონდეთ პაროლები და მათი გაზიარება დაუშვებელია (იხ. 33.9.1.1).
34.5.2
მეათედისა და სხვა შემოწირულობების მიღება
უფალმა აღჭურვა ეპისკოპოსები წმინდანების მეათედისა და სხვა შემოწირულობების მიღების ნდობით (იხ. მოძღვრება და აღთქმები 42:30-33); 119). მხოლოდ ეპისკოპოსებსა და მის მრჩევლებს შეუძლიათ მეათედისა და სხვა შემოწირულობების მიღება. ამ შემოწირულობების მიღება ეკრძალებათ მათ მეუღლეებს, ოჯახის სხვა წევრებს, კლერკებს ან მეურვეობის სხვა წევრებს.
34.5.3
მეათედისა და სხვა შემოწირულობების დადასტურება და ჩაწერა
შემოწირულობების დადასტურება და ჩანაწერა ხდება კვირას, მათი მიღების დღეს. ეპისიკოპოსობის წევრი და კლერკი ან ეპისკოპოსობის ორი წევრი ერთად ხსნიან კონვერტს. ისინი რწმუნდებიან იმაში, რომ კონვერტში ჩადებული თანხა ემთხვევა მეათედისა და სხვა შემოწირულობების ფორმაში მითითებულ თანხას. ისინი სათანადოდ აღნუსხავენ ყოველ შემოწირულობას. თუ თანხა კონვერტში განსხვავდება ფორმაში ჩაწერილი თანხისგან, ისინი რაც შეიძლება მალე უკავშირდებიან დონორს ამ შეუსაბამობის მოსაგვარებლად.
34.5.4
მეათედისა და სხვა შემოწირულობების დეპოზიტზე შეტანა
დეპოზიტზე შეტანა უნდა ხდებოდეს მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ დაფიქსირებული თანხები შეესაბამება მიღებულ თანხებს.
სადაც ხელმისაწვდომია 24-საათიანი საბანკო მომსახურება, ეპისკოპოსობის წევრს და მელქიცედეკის მღვდლობის მქონე კიდევ ერთ პირს შეაქვთ თანხები დეპოზიტზე, კონვერტის გახსნისა და თანხის დადასტურების დღეს.
იქ, სადაც 24 საათიანი საბანკო მომსახურება არ არის ხელმისაწვდომი და ბანკები კვირაობით არ მუშაობს, ეპისკოპოსი ნიშნავს მელქიცედეკის მღვდლობის მქონე პირს, მომდევნო სამუშაო დღეს თანხის დეპოზიტზე შესატანად. მას ევალება:
-
თანხების დეპოზიტზე შეტანამდე მათი უსაფრთხოდ შენახვა.
-
დეპოზიტზე თანხის შეტანის ქვითრის მიღება, სადაც დაფიქსირებულია თარიღი და დეპოზიტზე შეტანილი თანხა.
34.5.5
ეკლესიის სახსრების დაცვა
წევრებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ეკლესიის სახსრებზე, არასოდეს უნდა დატოვონ ისინი სამლოცველოში ღამით, არც უყურადღებოდ უნდა დატოვონ ისინი ნებისმიერ დროს, მაგალითად, შეხვედრებისა და ღონისძიებების დროს.
34.5.7
პალოსა და მეურვეობის გადასახადების მართვა
არ შეიძლება პალოს ან მეურვეობის ხარჯების გაწევა ან გადახდა თავმჯდომარე თანამდებობის პირის ნებართვის გარეშე.
ყოველი გადახდა უნდა დამტკიცდეს ორი უფლებამოსილი პირის მიერ. ერთ-ერთი მათგანი უნდა იყოს პალოს პრეზიდენტობის ან ეპისკოპოსობის წევრი. მიუხედავად იმისა, რომ მრჩევლებს შესაძლოა ჰქონდეთ გადახდების დამტკიცების უფლებამოსილება, პალოს პრეზიდენტი ან ეპისკოპოსი ვალდებულია, გადახედოს თითოეულ გადახდას. ხელმძღვანელებმა არ უნდა დაამტკიცონ საკუთარი გადახდა.
ეპისკოპოსმა, მარხვის შემოწირულობების გამოყენებამდე ან საკუთარი ან თავისი ოჯახის საჭიროებებისთვის თანხის გამოყოფამდე უნდა მიიღოს პალოს პრეზიდენტის წერილობითი თანხმობა. ეპისკოპოსმა, მარხვის შემოწირულობის გამოყენებამდე ან პალოს პრეზიდენტისთვის და მისი ოჯახისთვის თანხის გამოყოფამდე, უნდა მიიღოს პალოს პრეზიდენტის წერილობითი თანხმობა. მითითებები იხ. 22.5.1.2 .
წევრი, რომელიც ითხოვს დახარჯული თანხის ანაზღაურებას, უზრუნველყოფს ნებისმიერ ქვითარს, ინვოისს ან ჩეკის ელექტრონულ ასლს. მან ასევე უნდა მიუთითოს საყიდლის მიზანი, თანხა და თარიღი.
თუ სახსრები ავანსის სახით გაიცემა, წევრმა უნდა წარადგინოს გადახდის მოთხოვნის ფორმა, სადაც მითითებულია მიზანი, თანხა და ტარიღი. ხარჯების დაფარვის შემდეგ წევრი (1) წარადგენს დახარჯული თანხების ქვითრებს ან ინვოისებს და (2) აბრუნებს დარჩენილ თანხას. დაბრუნებული თანხები ისევ უნდა დაბრუნდეს დეპოზიტზე.
34.5.9
ფინანსური ჩანაწერების წარმოება
ყოველმა პალომ და მეურვეობამ უნდა აწარმოოს მიმდინარე, ზუსტი ფინანსური ჩანაწერები.
ჩანაწერებისა და მოხსენებების გამოყენებისა და შენახვის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად კლერკებმა უნდა მიმართონ ეკლესიის სათავო ან რეგიონალური ოფისის მითითებებს. ფინანსური ჩანაწერები ინახება მიმდინარე წლის ამოწურვის შემდეგ მინიმუმ სამი წლის განმავლობაში.
34.6
ბიუჯეტი და ხარჯები
ბიუჯეტის პროგრამა უზრუნველყოფს თანხებს ეკლესიის საერთო ფონდიდან პალოსა და მეურვეობის ღონისძიებების ჩასატარებლად.
ღონისძიებების უმრავლესობა უნდა იყოს უბრალო, არ უნდა მოითხოვდეს დიდ თანხებს ან საერთოდ არ უნდა მოითხოვდეს თანხებს.
34.6.1
პალოსა და მეურვეობის ბიუჯეტი
ყოველი პალო და მეურვეობა ამზადებს და მართავს წლიურ ბიუჯეტს. პალოს პრეზიდენტი მართავს პალოს ბიუჯეტს, ეპისკოპოსი მართავს მეურვვეობის ბიუჯეტს.
მითითებები იხილეთ ქვემოთ:
-
გადახედეთ წინა წლის განმავლობაში დახარჯულ თანხებს რათა დარწმუნდეთ, რომ განმეორებადი ხარჯები გათვალისწინებულია.
-
სთხოვეთ ორგანიზაციებს, დეტალურად აღწერონ ბიუჯეტის საჭიროებები.
-
შეადგინეთ ბიუჯეტი დამტკიცებული საბიუჯეტო პრაქტიკის გამოყენებით.
34.6.2
ბიუჯეტი
34.6.2.1
ბიუჯეტის გამოყოფა
ბიუჯეტის თანხები გამოიყოფა კვარტალურად, გამომდინარე დასწრებიდან, შემდეგ კატეგორიებში:
-
ზიარების შეკრება
-
ახალგაზრდა მამაკაცები
-
ახალგაზრდა ქალები
-
7-10 წლის ასაკის დაწყებითი საზოგადოების ბავშვები
-
ახალგაზრდა დასაოჯახებელი ზრდასრულები
მნიშვნელოვანია დასწრების ზუსტი და დროული ანგარიშის ჩაბარება (იხ. 33.5.1.1).
34.6.2.2
ბიუჯეტის სათანადო გამოყენება
პალოს პრეზიდენტები და ეპისკოპოსები უზრუნველყოფენ ბიუჯეტის სახსრების გონივრულ ხარჯვას.
პალოს და მეურვეობის ბიუჯეტის სახსრები იხარჯება ყველა ღონისძიების, პროგრამის, სახელმძღვანელოსა და მარაგებზე.
34.6.2.3
გადაჭარბებული ბიუჯეტი
გადაჭარბებული ბიუჯეტის სახსრები არ უნდა იხარჯებოდეს. მეურვეობის გადაჭარბებული სახსრები უნდა დაუბრუნდეს პალოს.
34.7
აუდიტები
34.7.1
პალოს აუდიტის კომიტეტი
პალოს პრეზიდენტი ნიშნავს პალოს აუდიტის კომიტეტს. ეს კომიტეტი უზრუნველყოფს პალოსა და მეურვეობის ფინანსების განაგებას ეკლესიის პოლიტიკის შესაბამისად.
34.7.3
ფინანსური აუდიტი
პალოს აუდიტორები წელიწადში ორჯერ ამოწმებენ პალოს, მეურვეობისა და ოჯახური ისტორიის ცენტრების ფინანსურ ჩანაწერებს.
დანაყოფის თავმჯდომარე ხელმძღვანელმა და ფინანსებზე დანიშნულმა კლერკმა აუდიტის დროს უნდა შეძლონ კითხვებზე პასუხის გაცემა.
34.7.5
ეკლესიის სახსრების დაკარგვა, მოპარვა, გაფლანგვა ან მითვისება
რა შემთხვევაში უნდა დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ პალოს პრეზიდენტს ან პალოს აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარეს:
-
თუ ეკლესიის სახსრები დაიკარგა ან მოპარულ იქნა.
-
თუ ხელმძღვანელმა გაფლანგა ან მიითვისა ეკლესიის სახსრები.