2010-2019
სიხარული და სულიერი გადარჩენა
2016 წ. ოქტომბერი


სიხარული და სულიერი გადარჩენა

როცა ჩვენი ცხოვრება ფოკუსირებულია იესო ქრისტეზე და მის სახარებაზე, ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ სიხარული, მიუხედავად იმისა, ხდება რამე ჩვენს ცხოვრებაში თუ არა.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, დღეს მინდა განვიხილო პრინციპი, რომელიც ჩვენი სულიერი გადარჩენის მთავარი ნაწილია. ეს არის ის პრინციპი, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი გახდება, როცა ჩვენს ირგვლივ იმატებს ტრაგედიები და აბსურდი.

ეს უკანასკნელი დღეებია, ასე რომ არავის არ უნდა უკვირდეს წინასწარმეტყველების აღსრულება. წინასწარმეტყველების მთელმა რიგმა - ესაიამ, პავლე მოციქულმა, ნეფიმ და მორმონმა წინასწარ განჭვრიტეს ამ სახიფათო დროის დადგომა, 1 რომ ჩვენს დროში მთელი სამყარო იქნებოდა შფოთვაში, 2 რომ ადამიანები „საკუთარი თავის მოყვარულნი გახდებოდნენ, ... ბუნებრივი სიყვარულის გარეშე, ... ღმერთზე მეტად სიამოვნებების მოყვარულნი“ 3 და მრავალი გახდებოდა სატანის მსახური, რომელიც ეხმარება მოწინააღმდეგის საქმეს. 4 ჭეშმარიტად, თქვენ და მე „ვებრძვით ...სიბნელის მმართველებს ამა ქვეყნისა, სულიერ ბოროტებას მაღალ საფეხურზე“. 5

იმ დროს, როცა ერებს შორის უარესდება კონფლიქტები, როცა მშიშარა ტერორისტები ნადირობენ უდანაშაულო ადამიანებზე და როცა ყველაფერში, დაწყებული ბიზნესიდან დამთავრებული სახელმწიფოთი კორუმპირებულია და ჩვეული ამბავია, რა დაგვეხმარება ჩვენ? რა დაეხმარება ყოველ ჩვენგანს პირად ჭიდილში და სასტიკ გამოწვევებში ამ უკანასკნელ დღეებში?

წინასწარმეტყველმა ლეხიმ გვასწავლა სულიერი გადარჩენის პრინციპი. პირველ რიგში, განიხილეთ მისი ვითარება: მას დევნიდნენ იერუსალიმში ჭეშმარიტების ქადაგებისთვის და უფალმა უბრძანა მას, დაეტოვებინა მისი ქონება და ოჯახთან ერთად გაქცეულიყო უდაბნოში. იგი კარავში ცხოვრობდა და უცნობი დანიშნულების ადგილას მიმავალი, რაც გზად შეხვდებოდა, იმით იკვებებოდა. გზად მას უწევდა ორი თავისი ვაჟის, ლამანისა და ლამუელის, ჯანყის ყურება, როგორ ეწინააღმდეგებოდნენ ისინი უფლის სწავლებებს და უტევდნენ თავიანთ ძმებს, ნეფისა და სემს.

ცხადია, ლეხიმ იცოდა წინააღმდეგობა, მღელვარება, გულგატეხილობა, ტკივილი, იმედგაცრუება და დარდი. თუმცა მაინც თამამად და თავდაუზოგავად აცხადებდა უფლისგან გაცხადებულ პრინციპს: „ადამიანები იმისთვის არიან, რომ სიხარული ჰქონდეთ“. 6 წარმოიდგინეთ! ყველა არსებული სიტყვიდან, რომლითაც შეეძლო ჩვენი მიწიერი ცხოვრების ბუნებისა და აზრის აღწერა, მან აირჩია სიტყვა სიხარული!

ცხოვრების მარშრუტი სავსეა შემოვლითი გზებითა და ჩიხებით, ყოველგვარი სირთულეებითა და დაბრკოლებებით. ყოველ ჩვენგანს ჰქონია დრო, როცა მწუხარებამ, წყრომამ და სასოწარკვეთილებამ თითქმის გვშთანთქა. და მაინც, ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვიქონიოთ სიხარული?

დიახ! პასუხი ხმამაღალი „კი“-ა! მაგრამ როგორ არის ეს შესაძლებელი? და რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისთვის, რომ მოვითხოვოთ სიხარული, რომელიც მამაზეციერმა მოგვიმზადა?

ელიზა რ. სნოუ, მოწყალების საზოგადოების მეორე გენერალური პრეზიდენტი, ასეთ საინტერესო პასუხს გვთავაზობს: მისურის შტატის განადგურების სამარცხვინო კანონის გამო, რომელიც 1838 წ. 7 ცივ ზამთარში გამოიცა, იგი წმინდანებთან ერთად იძულებული გახდა, იმავე ზამთარს დაეტოვებინა შტატი. ერთხელ საღამოს ელიზას ოჯახს ღამის თევა პატარა ფაცხაში მოუწია, რომელსაც დევნილი წმინდანები იყენებდნენ. ფიცრებს შორის ამოვსებული ნაპრალები მეტწილად გახსნილი იყო, რადგან მათ წინამორბედებმა ისინი ცეცხლის დასანთებად გამოიყენეს. ასე რომ, ფიცრებს შორის იმხელა ნაპრალები იყო, რომ მათში ადვილად კატა გაძვრებოდა. სუსხიანი ზამთარი იყო. საჭმელი სულ მთლად გაიყინა.

იმ ღამეს სადღაც 80 ადამიანა მოიყარა თავი იმ პატარა (6.1 კვ.მ) ფაცხაში. უმრავლესობა მთელი ღამის განმავლობაში ფეხზე იდგა ან იჯდა, ცდილობდა რა გამთბარიყო. გარეთ მამაკაცთა ჯგუფი ღამეს ათევდა ცეცხლის ირგვლივ. ზოგნი ჰიმნებს მღეროდნენ, ზოგნი გაყინულ კარტოფილს წვავდნენ. ელიზამ ჩაიწერა: „წუწუნი არ ისმოდა. ყველა მხიარული იყო და გარეგნობით რომ ემსჯელათ, უცხოს ეკსკურსიაზე მყოფი ადამიანები და არა შტატის მმართველის მიერ დევნილები ვეგონებოდით.

ელიზას მიერ გაკეთებული ჩანაწერი იმ დამქანცველი, გაყინული საღამოს შესახებ გასაოცრად ოპტიმისტური იყო. მან განაცხადა: „ეს ძალიან მხიარული ღამე იყო. არავის, წმინდანების გარდა, არ შეუძლია იყონ ბედნიერები ნებისმიერ ვითარებაში“. 8

ესაა და ეს! წმინდანებს შეუძლიათ იყონ ბედნიერნი ნებისმიერ ვითარებაში. ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ სიხარული მაშინაც კი, როცა ცუდი დღე, კვირა ან წელიწადი გვქონდა!

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, სიხარული, რომელსაც განვიცდით, დიდად არ არის დაკავშირებული ჩვენი ცხოვრების ვითარებასთან და მთლიანად უკავშირდება ჩვენი ცხოვრების ფოკუსს.

როცა ჩვენი ცხოვრების ფოკუსი გადაგვაქვს ღვთის ბედნიერების გეგმაზე, როგორც ეს ეს-ესაა პრეზიდენტმა მონსონმა გვასწავლა, იესო ქრისტეზე და მის სახარებაზე, ჩვენ ვგრძნობთ სიხარულს მიუხედავად იმისა, რა ხდება ან არ ხდება ჩვენს ცხოვრებაში. სიხარული მოდის მისგან და მის გამო. იგი ყოველივე სიხარულის წყაროა. ჩვენ ამას ვგრნობთ შობის დროს, როცა ვმღერით: „გაიხაროს მსოფლიომ, უფალი მოგვევლინა“. 9 და ჩვენ შეგვიძლია ეს მთელი წლის განმავლობაში ვიგრძნოთ. უკანასკნელ დღეთა წმინდანთათვის იესო ქრისტე სიხარულია!

აი რატომ ტოვებენ ჩვენი მისიონერები თავიანთ სახლებს სახარების საქადაგებლად. მათი მიზანი არაა ეკლესიის წევრთა რაოდენობის გაზრდა. ჩვენი მისიონერები ასწავლიან და ნათლავენ10 იმისთვის, რომ ადამიანებს მთელ მსოფლიოში მოუტანონ სიხარული! 11

ზუსტად ისე, როგორც მხსნელი გვთავაზობს სიმშვიდეს, რომლის „გააზრებასაც გონებით ვერ ვახერხებთ“. 12 იგი ასევე გვთავაზობს სიხარულის ძალას, სიღრმესა და სიდიდეს, რომელიც აღემატება ადამიანურ ლოგიკას ან მიწიერ წვდომას. მაგალითად, თითქოს და შეუძლებელია იგრძნო სიხარული, როცა შენი შვილი განუკურნებელი სენით არის დაავადებული ან სამსახურს კარგავ ან მეუღლე გღალატობს. თუმცა ეს ზუსტად ის სიხარულია, რომელსაც მხსნელი გვთავაზობს. მისი სიხარული მუდმივია, იგი გვარწმუნებს, რომ ჩვენი „ტანჯვა მხოლოდ ერთი მომენტია“ 13 და ჩვენს სასიკეთოდაა. 14

მაშინ, როგორ შეგვიძლია მოვითხოვოთ ეს სიხარული? ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ იმით, რომ „შევხედოთ ქრისტეს, როგორც „ყოველ აზრში“ 16 ჩვენი რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს“. 15 ჩვენ შეგვიძლია ლოცვაში გამოვხატოთ მადლიერება მის მიმართ და აღთქმების დაცვითაც, რომლებიც დავდეთ მასთან და ჩვენს მამაზეციერთან. როცა ჩვენი მხსნელი ხდება უფრო და უფრო რეალური ჩვენთვის და ჩვენ ვევედრებით, მოგვცეს თავისი სიხარული, ჩვენი სიხარული ამით გაიზრდება.

სიხარული ძლიერია და სიხარულზე ფოკუსირებას შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში ღვთის ძალა. ისე, როგორც ყველაფერში, იესო ქრისტე არის ჩვენი საბოლოო მაგალითი, „რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად დაითმინა ჯვარი“. 17 დაფიქრდით ამაზე! იმისთვის, რომ გაეძლო ეს დედამიწაზე არნახული ტანჯვა, მხსნელი სიხარულზე იყო ფოკუსირებული!

და რა სიხარული დაისახა უფალმა? რა თქმა უნდა, ის მოიცავდა განწმენდის, განკურნების და ჩვენი გაძლიერების სიხარულს; სიხარულს, რომელიც მოდის ყოველივე მომნანიებელი ადამიანის ცოდვების დაფარვით; სიხარული იმისა, რომ თქვენ და მე მოგვეცემა შინ დაბრუნების საშუალება - განწმენდილებს და ღირსეულებს, რათა ვიცხოვროთ ჩვენს ზეციურ მშობლებთან და ოჯახებთან.

თუ ჩვენ მოვახდენთ ფოკუსირებას სიხარულზე, რომელიც მოვა ჩვენთან, ან მათთან, ვინც გვიყვარს, რისი ბოლომდე გაძლებას შევძლებთ, რაც ამჟამად გვეჩვენება აურაცხელად, მტკივნეულად, შემაშინებლად, უსამართლოდ ან უბრალოდ შეუძლებლად?

ერთ-ერთმა მამამ სულიერად გაურკვეველ სიტუაციაში მოახდინა ფოკუსირება საბოლოო სიხარულზე, როცა განწმენდილი და უფალთან მართალი იქნებოდა. იმ სიხარულზე, რომელიც გაათავისუფლებს მას დანაშაულისა და სირცხვილისგან და გონების სიმშვიდის სიხარულზე. ამ ფოკუსირებამ მას გამბედაობა შემატა და მან აღიარა მეუღლესთან და ეპისკოპოსთან თავისი პრობლემა - პორნოგრაფია და მისი შემდგომი ურწმუნოება. ახლა იგი აკეთებს ყველაფერს, რაც ეპისკოპოსმა ურჩია და მთელი გულით ცდილობს თავისი ძვირფასი მეუღლის ნდობის დაბრუნებას.

ახალგაზრდა ქალმა გადაწყვიტა მოეხდინა უმანკოების სიხარულზე ფოკუსირება, რათა აეტანა მეგობრების დაცინვა, როცა იგი არ ჩაება პოპულარულ, გამომწვევ, სულიერად საშიშ სიტუაციაში.

მამაკაცმა, რომელიც ხშირად ამცირებდა მეუღლეს და ტკბებოდა შვილებზე სიბრაზის ამონთხევით, ფოკუსირება მოახდინა იმაზე, რომ იყოს ღირსი იყოლიოს სულიწმინდა მარადიულ თანამგზავრად. ასეთმა ფოკუსირებამ მისცა მას მოტივაცია უარი ეთქვა ბუნებრივ ადამიანზე, 18 რომლის როლსაც იგი ხშირად ასრულებდა და მოეხდინა ამისთვის საჭირო ცვლილებები.

ერთ-ერთმა კოლეგამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ მიამბო თავისი ბოლო ოც წლიანი მძიმე განსაცდელის შესახებ. მან თქვა: „მე ვისწავლე ტანჯვა -სიხარულით. ჩემი ტანჯვა შთაინთქა ქრისტეს სიხარულში“.19

რისი ბოლომდე გაძლებას შევძლებთ მე და თქვენ, როცა ფოკუსირებას მოვახდენთ სიხარულზე, რომელიც ჩვენთვის დასახულია?20 რომელი მონანიება იქნება შესაძლებელი? რომელი სისუსტე გადაიქცევა ძალად? 21 რომელი დასჯა გადაიქცევა დალოცვად? 22 რომელი გულგატეხილობა, თუნდაც ტრაგედი, გადაიქცევა ჩვენს სასიკეთოდ? 23 და რა ტიპის გამომწვევ მსახურების გაწევას შევძლებთ უფლისთვის? 24

როცა ბეჯითად მოვახდენთ ფოკუსირებას მხსნელზე და შემდეგ მივყვებით მის სიხარულზე ფოკუსირების მაგალითს, ჩვენ უნდა თავი ავარიდოთ იმას, რაც ჩვენი სიხარულისთვის ხელსშემშლელია. გახსოვთ კორიჰორი, ანტი-ქრისტე? კორიჰორი ადგილიდან ადგილზე დადიოდა და მხსენლის შესახებ მრავალ ტყუილს ამბობდა, სანამ იგი არ მოიყვანეს მღვდელმთავართან და მან ჰკითხა: „რატომ ამრუდებ უფლის გზებს? რატომ ასწავლი ხალხს, რომ არ იქნება ქრისტე და ართმევ მათ სიხარულს“? 25

ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ქრისტეს და მის დოქტრინას, ჩვენი სიხარულის წამრთმევი იქნება. ეს მოიცავს ადამიანთა ფილოსოფიას, რომელიც ასე უხვად მოიპოვება ინტერნეტში, ბლოგებში, რაც ზუსტად იმას ახდენს, რაც კორიჰორმა ჩაიდინა. 26

თუ შევხედავთ სამყაროს და მივყვებით მისი ბედნიერების ფორმულას, 27 ჩვენ ვერასდროს ვერ ვიგემებთ სიხარულს. არამართალნი შეიძლება განიცდიან მრავალფეროვან ემოციებს და გრძნობებს, მაგრამ ისინი ვერასდროს ვერ განიცდიან სიხარულს. 28 სიხარული ერთგულთა ძღვენია. 29 ეს არის ძღვენი, რომელიც მოდის, როცა ჩვენ ძლიერ ვცდილობთ ვიცხოვროთ მართალი ცხოვრებით, როგორც ეს გვასწავლა ქრისტემ. 30

მან გვასწავლა, როგორ ვიქონიოთ სიხარული. როცა ღმერთად ვირჩევთ მამაზეციერს31 და ვგრძნობთ მხსნელის მსხვერპლს ჩვენს ცხოვრებაში სიხარულით აღვივსებით. 32 ყოველთვის, როცა ჩვენ ვმოძღრავთ მეუღლეს ან შვილებს ვაძლევთ მიმართულებას, ყოველთვის, რომ ვპატიობთ ვინმეს ან პატიებას ვთხოვთ მათ, ჩვენ შეგვიძლია სიხარული განვიცადოთ.

ყოველ დღე მე და თქვენ ვირჩევთ ვიცხოვროთ ცელესტიალური კანონებით, ყოველ დღე, როცა ჩვენ ვიცავთ აღთქმებს და ვეხმარებით სხვებს, გააკეთონ იგივე, ჩვენ სიხარულს ვანიჭებთ საკუთარ თავს.

ყური დაუგდეთ მეფსალმუნის სიტყვებს: „წარმოვიდგენ უფალს ჩემს პირდაპირ მუდამ, რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ დავეცემი...სისავსე სიხარულისა [მისი] სახის წინაშე. „ 33 როცა ეს პრინციპი ჩვენს გულებში ჩაიბეჭდება, ყოველი დღე შეიძლება გახდეს სიხარულისა და ბედნიერების დღე. 34 მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.