2010-2019
ქრისტეს დოქტრინა
2016 წ. ოქტომბერი


ქრისტეს დოქტრინა

ქრისტეს დოქტრინა ნებას გვრთავს, მივაღწიოთ სულიერ ძალას, რომელიც ამოგვიყვანს ამჟამინდელი სულიერი მდგომარეობიდან იმ მდგომარეობამდე, სადაც შევძლებთ ჩვენს სრულყოფილებას.

იესოს ვიზიტი ნეფიელებთან მისი აღდგომის შემდეგ გულმოდგინედ დაიგეგმა, რათა გვესწავლა დიდი მნიშვნელობის რამ. ყველაფერი დაიწყო ხალხისადმი მამის დამოწმებით, რომ იესო იყო მისი „ძე, რომელიც მოიწონა” 1, .... შემდეგ თავად იესო მოევლინა და დაამოწმა თავისი გამომსყიდველი მსხვერპლის შესახებ, 2 იწვევდა რა ადამიანებს მოსულიყვნენ და შეხებოდნენ ჭრილობებს გვერდში, ასევე ლურსმნების ნაკვალევს ხელებსა და ტერფებზე, 3 რათა „დაზუსტებით სცოდნოდათ“, რომ იგი იყო ქრისტე. ეს დამოწმებები ყოველგვარი ეჭვის გარეშე ამტკიცებს, რომ იესოს გამოსყიდვა იყო სრული და რომ მამამ, მხსნელის მოვლენით, აღასრულა თავისი აღთქმა. შემდეგ იესომ ასწავლა ნეფიელებს, როგორ მიეღოთ მამის ბედნიერების გეგმის ყოველი დალოცვა, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა ჩვენთვის მხსნელის გამოსყიდვის გამო და ამას ახდენდა მათთვის ქრისტეს დოქტრინის სწავლების გზით. 4

ჩემი დღევანდელი გზავნილი ფოკუსირებულია ქრისტეზე. წმინდა წერილი განმარტავს ქრისტეს დოქტრინას როგორც იესო ქრისტეში და მის გამოსყიდვაში რწმენის გამომჟღავნებას, მომანიებას, მონათვლას, სულიწმინდის მიღებას და ბოლომდე გაძლებას. 5

ქრისტეს დოქტრინა ნებას გვრთავს, მივიღოთ ქრისტეს გამოსყიდვის დალოცვები

ქრისტეს გამოსყიდვა ქმნის ისეთ პირობებს, რომ ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ „წმინდა მესიის მიღწევებს, მადლსა და წყალობას, „6 გავხდეთ სრულყოფილნი ქრისტეში, 7 მივიღოთ ყოველი სიკეთე8 და ვეზიაროთ მარადიულ ცხოვრებას.9

ქრისტეს დოქტრინა მეორე მხრივ არის საშუალება, თანაც ერთადერთი საშუალება, რომლითაც ჩვენ ვიღებთ ყოველივე დალოცვას, რომელიც ხელმისაწვდომი ხდება ჩვენთვის იესოს გამოსყიდვის გამო. ქრისტეს დოქტრინა გვრთავს ნებას მივწვდეთ სულიერ ძალას, რომელიც აგვამაღლებს ამჟამინდელი სულიერი მდგომარეობიდან იმ მდგომარეობამდე, როცა შევძლებთ გავხდეთ ქრისტეს მსგავსად სრულყოფილნი. 10 უხუცესმა დ. ტოდ კრისტოფერსონმა ასე გვასწავლა მეორედ დაბადების პროცესის შესახებ: „მეორედ დაბადება, ფიზიკური დაბადებისგან განსხვავებით, უფრო პროცესი და არა მოვლენაა. ამ პროცესში ჩართვა კი მიწიერი ცხოვრების მთავარი მიზანია“. 11

მოდით, შევისწავლოთ ქრისტეს დოქტრინის ყოველი ელემენტი.

პირველ რიგში, რწმენა იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის მიმართ. წინასწარმეტყველებმა გვასწავლეს, რომ რწმენა იწყება ქრისტეს სიტყვის გაგონებით. 12 ქრისტეს სიტყვები მოწმობს მისი გამომსყიდველი მსხვერპლშეწირვის შესახებ და გვასწავლის, როგორ უნდა მივიღოთ მიტევება, დალოცვები და ამაღლება. 13

როცა ქრისტეს სიტყვები გვესმის, ჩვენ რწმენას ვავლენთ იმით, რომ ვირჩევთ მივყვეთ მხსნელის მაგალითსა და სწავლებას. 14 ამის მოსახდენად ნეფი ასწავლიდა, რომ ჩვენ მთლიანად უნდა დავეყრდნოთ“ქრისტეს დამსახურებებს, რასაც ძალუძს ჩვენი ხსნა“. 15 რადგან იესო წინამიწიერ ცხოვებაში იყო ღმერთი, 16 ცხოვრობდა უმანკო ცხოვრებით 17 დაგამოსყიდვისას დააკმაყოფილა სამართალის ყოველი მოთხოვნილება ჩემთვის და თქვენთვის, 18 მას გააჩნდა ძალა და გასაღებები ყოველი ადამიანის აღდგომისთვის 19 და მან შესაძლებელი გახადა ის, რომ წყალობას მონანიების პირობებით სამართლიანობისთვის დაეძლია. 20 როგორც კი მივხვდებით, რომ შეგვიძლია მივიღოთ წყალობა ქრისტეს მიღწევების ხარჯზე, ჩვენ შევძლებთ „ვიქონიოთ რწმენა მონანიებისთვის“. 21 მაშასადამე, მთლიანად დაეყრდნო ქრისტეს მიღწევებს ნიშნავს გწამდეს, რომ მან გააკეთა ყველაფერი, რაც აუცილებელია ჩვენი ხსნითვის და შემდეგ ვიმოქმედოთ რწმენის საფუძველზე. 22

რწმენა ასევე არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ აღარ გვადარდებს ისე ძალიან ის, თუ რას ფიქრობენ ჩვენზე სხვები და უფრო მეტად გვაღელვებს ის, რასაც ფიქრობს ჩვენზე ღმერთი.

მეორე - მონანიება. ლამანიელი სამუელი გვასწავლიდა: „ თუ გწამთ ქრისტეს სახელი - მოინანიებთ ყოველივე თქვენს ცოდვას“. 23 მონანიება მამაზეციერის ძვირფასი ძღვენია, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენთვის მისი მხოლოდ შობილი ძის მსხვერპლის გამო, ეს არის პროცესი, რომელიც მამაზეციერმა მოგვივლინა და რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვიცვლებით ანუ მოვმართავთ ჩვენს აზრებს, მოქმედებებსა და საკუთარ თავს იმისკენ, რომ უფრო და უფრო დავემსგავსოთ მხსნელს. 24 ეს არ ეხება მხოლოდ დიდ ცოდვებს, ეს არის ყოველდღიური თვით შეფასებისა და გაუმჯობესების პროცესი, 25 რომელიც გვეხმარება ცოდვების, არასრულყოფილების, სისუსტეებისა და შეუსაბამობის დაძლევაში. 26 მონანიება არის მიზეზი იმისა, რომ გავხდეთ ქრისტეს „ჭეშმარიტი მიმდევრები“და ეს სიყვარულით აგვავსებს 27 და შიშისგან გვათავისუფლებს. 28 მონანიება არ არის სარეზერვო გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ჩვენი გეგმა - ვიცხოვროთ სრულყოფილად, ვერ განხორციელდა. 29 განუწყვეტელი მონანიება არის ის ერთადერთი გზა, რომელიც მოგვიტანს ხანგრძლივ სიხარულს და მოგვცემს შესაძლებლობას დავუბრუნდეთ მამაზეციერს და ვიცხოვროთ მასთან ერთად.

მონანიების მეშვეობით ჩვენ ვხდებით მორჩილნი ღვთის ნების მიმართ და დამჯერნი. თუმცა ეს ცალკე არ ხდება. როცა ღმერთის სიკეთესა და ჩვენი არარაობის აღიარებას30 დავამატებთ საუკეთესო მცდელობას ვიყოთ ღმერთის ნების მორჩილნი, 31 ჩვენს ცხოვრებაში მადლი შემოდის. 32 მადლი არის „ღვთიური დახმარებისა ან ძალის საშუალება, რომელიც გვეძლევა იესო ქრისტეს უხვი სიყვარულითა და წყალობით... იმისთვის, რომ ვაკეთოთ კეთილი საქმე, რომელსაც ვერ შევინარჩუნებდით, თუ მხოლოდ საკუთარი თავის ანაბარა ვიქნებოდით დარჩენილნი“. 33 რადგან მონანიების აზრია დავემსგავსოთ მხსნელს, რაც შეუძლებელია მოხდეს მხოლოდ საკუთარი ძალებით, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მხსნელის მადლი ჩვენს ცხოვრებებში საჭირო ცვლილებების მოსახდენად.

როცა ვინანიებთ, ჩვენ ვცვლით ძველ, მცდარ საქციელს, სისუსტეებს, არასრულყოფილებას და შიშს ახალი საქციელითა და შეხედულებებით, რასაც უფრო ახლოს მივყავართ მხსნელთან და გვეხმარება დავემსგავსოთ მას.

მესამე - ნათლობა და ზიარება. წინასწარმეტყველი მორმონი გვასწავლიდა, რომ „მონანიების პირველი ნაყოფი ნათლობაა“. 34 სრულად რომ ვთქვათ, მონანიებას თან უნდა ერთვოდეს ღვთის უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ ჩატარებული ნათლობა. ესკლესიის წევრთათვის ნათლობისა და სხვა შემთხვევების დროს დადებული აღთქმები განახლდება ზიარების მიღებასთან ერთად. 35

ნათლობისა და ზიარების წეს-ჩვეულებებში ჩვენ ვდებთ აღთქმას, რომ დავიცავთ მამისა და ძის მცნებებს, ყოველთვის გვემახსოვრება ქრისტე და ვიქნებით თანახმა, ავიღოთ საკუთარ თავზე ქრისტეს სახელი (ან მისი საქმე და თვისებები 36). 37 მხსნელი, თავის ჯერზე, დებს აღთქმას, რომ დაივიწყებს ანუ მოგვიტევებს ცოდვებს 38 და უფრო უხვად მოგვფენს თავის სულს. 39 ქრისტე ასევე დაგვპირდა, რომ მოგვამზადებს მარადიული ცხოვრებისთვის იმით, რომ დაგვეხმარება, დავემსგავსოთ მას.40

დუგლას დ. ჰოლმსი, ახალგაზრდა მამაკაცების გენერალური პრეზიდენტობის მრჩეველმა, დაწერა ასეთი რამ: “ნათლობის წეს-ჩვეულება და ზიარება წარმოადგენენ ახლად დაბადების როგორც შედეგის, ასევე პროცესის სიმბოლოს. ნათლობისას ჩვენ ვმარხავთ ძველ ხორცეულ ადამიანს და ამოვდივართ წყლიდან ახალი ცხოვრებისთვის.41. ზიარებისას, ჩვენ ვსწავლობთ, რომ ეს ცვლილება ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება, სადაც ცოტ-ცოტა, კვირიდან კვირაში, ჩვენ ვიცვლებით, როცა ვინანიებთ, ვდებთ აღთქმას და უფრო მეტად ვიღებთ სულიწმინდას [ვემსგავსებით მხსნელს]”.42

ქრისტეს დოქტრინაში წეს-ჩვეულებანი და აღთქმები აუცილებელია. ზუსტად მღვდლობის წეს-ჩვეულებების ღირსეული მიღებისა და შესაბამისი აღთქმების დაცვით ჩვენს ცხოვრებაში ვლინდება ღვთური ძალა.43 უხუცესმა დ. ტოდ კრისტოფერსონმა აგვიხსნა, რომ „ეს ‘ღვთიური ძალა’ მოდის პიროვნებასთან სულიწმინდის გავლენის მეშვეობით“. 44

მეოთხე: სულიწმინდის ძღვენი. ნათლობის შემდეგ ჩვენ დამტკიცების წეს-ჩვეულების მეშვეობით გვეძლევა სულიწმინდის ძღვენი. 45 ეს ძღვენი, თუ ჩვენ მას მივიღებთ, ნებას გვრთავს, მუდამ ვიყოლიოთ თანამგზავრად ღმერთი 46 და უწყვეტად მიგვიწვდებოდეს ხელი იმ მადლზე, რომელიც არსებითად მოდის მის გავლენასთან ერთად.

სულიწმინდა, როგორც ჩვენი მარადიული თანამგზავრი, დამატებით გვაძლევს ძალას ჩვენი აღთქმების დასაცავად. 47 იგი ასევე გვასუფთავებს, 48 რაც ნიშნავს ჩვენს „ცოდვებისგან განთავისუფლებას და იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით ჩვენში სისუფთავისა და სიწმინდის მიღებას“. 49 განწმენდის პროცესი არა მხოლოდ გვწმენდს, არამედ გვიბოძებს საჭირო სულიერ ძღვენს ან მხსნელის ღვთიურ თვისებებს 50 და ცვლის თვით ჩვენს ბუნებასაც კი, 51 ისე რომ „აღარ გვაქვს სურვილი ვაკეთოთ ბოროტი“. 52 ყოველთვის, როცა ჩვენ რწმენის, მონანიების, წეს-ჩვეულებების, ქრისტეს მაგვარი მსახურებისა და სხვა მართალი მცდელობების მეშვეობით ვიღებთ სულიწმინდას, ჩვენ ვიცვლებით და ნაბიჯ-ნაბიჯ, ცოტ-ცოტა, ვემსგავსებით ქრისტეს. 53

მეხუთე: ბოლომდე გაძლება. წინასწარმეტყველი ნეფი გვასწავლიდა, რომ სულიწმინდის ძღვენის მიღების შემდეგ ჩვენ უნდა „ბოლომდე გავძლოთ ცოცხალი ღმერთის ძის მაგალითის მიბაძვაში“. 54 უხუცესმა დეილ ჯ. რენლანდმა ასე აღწერა ბოლომდე გაძლების პროცესი: „ჩვენ შეიძლება გავხდეთ სრულყოფილნი მხოლოდ მაშინ, როცა დაუღალავად, მრავალჯერ ... გამოვავლენთ რწმენას ქრისტეში, მოვინანიებთ, მივიღებთ ზიარებას ჩვენი ნათლობის აღთქმებისა და დალოცვების განახლებით და ჩვენი მარადიული თანამგზავრის სახით სულიწმინდის უფრო უხვი მიღებით. როცა ასე მოვიქცევით, ჩვენ უფრო დავემსგავსებით ქრისტეს და შევძლებთ ბოლომდე გაძლებას, რასაც არ უნდა მოითხოვდეს ეს“. 55

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სულიწმინდის მიღება და ცვლილება, რომელიც მოდის ამის გამო, დამატებით ქმნის ჩვენში რწმენას. გაზრდილ რწმენას კი უფრო მეტად მოვყავართ მონანიებისკენ. და ამის შემდეგ, როცა ჩვენ სიმბოლურად, ზიარების საკურთხეველზე, მსხვერპლად ვწირავთ საკუთარ გულსა და სულს, ჩვენ სულიწმინდას უფრო უხვად ვიღებთ. სულიწმინდის უფრო უხვ მიღებას კი მეორედ დაბადების გზისკენ უფრო მივყავართ. ამ პროცესის გაგრძელებით და სახარების ხსნის წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების მიღებით, ჩვენ „მადლს მადლზე“ ვიღებთ, სანამ არ მივიღებთ მის სისავსეს.56

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ქრისტეს დოქტრინა ცხოვრებაში

დებო და ძმებო, ქრისტეს დოქტრინის ცხოვრებაში გამოყენებით ჩვენ მივიღებთ როგორც სულიერ, ასევე მიწიერ დალოცვებს, განსაცდელშიც კი. საბოლოო ჯამში ჩვენ შევძლებთ „ჩავეჭიდოთ ყოველივე სიკეთეს“.57 მე ვმოწმობ, რომ ეს პროცესი მოხდა და გრძელდება ჩემს ცხოვრებაში, ნაბიჯ-ნაბიჯ, ცოტ-ცოტა.

მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ქრისტეს დოქტრინა საკუთარ ცხოვრერბაში, რადგან მხოლოდ იგი უზრუნველყოფს მამაზეციერთან დაბრუნების გზას. ეს არის მხსნელის მიღების და მის ძეთა და ასულებად გადაქცევის ერთადერთი გზა. 58 ფაქტიურად, ცოდვისგან განთავისუფლების და სულიერი წინსვლის ერთადერთი გზაა ქრისტეს დოქტრინის გამოყენება ჩვენს ცხოვრებაში. 59 იოანე მოციქული ასევე ასწავლიდა, რომ „ .ვინც ... არ მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, არა ჰყავს ღმერთი“60 და თავად იესომ უთხრა თორმეტ ნეფიელს, რომ თუ ჩვენ არ ვამჟღავნებთ რწმენას ქრისტეში, არ ვინანიებთ და არ ვინათლებით და ბოლომდე არ ვძლებთ, ჩვენ „მოგვკვეთენ და ცეცხლში ჩაგვყრიან, საიდანაც ვეღარ დავბრუნდებით“. 61

ასე რომ, როგორ შევძლებთ ქრისტეს დოქტრინის უფრო სრულად მორგებას ჩვენს ცხოვრებაზე? ერთ-ერთი ხერხია - ყოველ კვირას შეგნებულად დასახეთ მიზნად მოემზადოთ ზიარებისთვის და ლოცვით განიხილოთ, რაში უნდა შევიცვალოთ ყველაზე მეტად. შემდეგ შეგვიძლია მსხვერპლად შევწიროთ ზიარების საკურთხეველზე თუნდაც ერთი რამ, რაც გვაკავებს იმისგან, რომ დავემსგავსოთ იესო ქრისტეს და რწმენით შევევედროთ დახმარებისთვის, ვთხოვოთ საჭირო სულიერი ძღვენი და დავდოთ აღთქმა, რომ უკეთესობისკენ შევიცვლებით მომავალი კვირის განმავლობაში. 62 როცა ასე მოვიქცევით, სულიწმინდა უფრო უხვად შემოვა ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენ გვექნება დამატებითი ძალა იმისთვის, რომ დავძლიოთ ჩვენი მრავალი სახის არასრულყოფილება.

მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არის სამყაროს მხსნელი და რომ მისი სახელი ერთადერთია, რომლითაც ჩვენ შევძლებთ გადარჩენას. 63 ყოველი კეთილი შესაძლებელი ხდება მისი წყალობით. 64 მაგრამ იმისთვის, რომ სინამდვილეში „ჩაეჭიდო ყოველივე სიკეთეს“, 65 მარადიული ცხოვრების ჩათვლით, ჩვენ უნდა უწყვეტად ვიყენებდეთ ქრისტეს დოქტრინას ცხოვრებაში. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.