2010-2019
სამართლიანი მოსამართლე
2016 წ. ოქტომბერი


სამართლიანი მოსამართლე

არის მხოლოდ ერთი გზა სამართლიანი სამართალისთვის, როგორც ამას იესო აკეთებს და ეს არის იყო ისეთი, როგორიც იგია

იესო, თავისი მიწიერი ცხოვრებისას, მოსიყვარულე მოსამართლე იყო, არაჩვეულებრივად ბრძენი და მომთმენი. იგი ცნობილია წმინდა წერილში, როგორც „მართალი მსაჯული“ (2 ტიმოთე 4:8; მოსე 6:57)და მან გვირჩია ასევე „სამართლიანი განსჯით განვსაჯოთ“ (see Joseph Smith Translation, მათე 7:1–2 [in მათე7:1, footnote a]) და „დავუჯეროთ სულიწმინდას, რომელიც კეთილისკენ გვიბიძგებს ... [და] სამართლიანად განვსაჯოთ“ მოძღვრება და აღთქმები 11:12).

ეს რჩევა, რომელიც უფალმა მისცა თორმეტ ნეფიელს, დაგვეხმარება განვსაჯოთ ისე, როგორც ამას უფალი აკეთებდა: „თქვენ ამ ხალხის მოსამართლენი იქნებით, , იმ განსჯის მიხედვით, რომელსაც გიბოძებთ თქვენ, რომელიც სამართლიანი იქნება. ასე რომ, როგორი ადამიანები უნდაიყოთ? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: როგორიც მე ვარ“. (3 ნეფი 27:27; emphasis added). ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება, რომ როცა მან მოგვცა რჩევა ვიყოთ მისი მსგავსნი, ეს ეხებოდა სართლიანად განსჯას.

უსამართლო განსჯა

გამოსახულება
მხსნელი ფარისევლებთან და მწიგნობრებთან

უსამართლო განსჯის სამარცხვინო მაგალითი აღწერილია იგავში დაკარგულ ცხვარზე, როცა ფარისევლები და მწიგნობრები ყველანი განიკითხავენ მხსნელს და მასთან ერთად სადილზე მყოფთ და ამბობენ: „ცოდვილებს ღებულობს და მათთან ჭამსო“..... (ლუკა15:2) - ამ დროს სულაც არ ახსოვდათ ის, რომ თავად არიან ცოდვილები. განმკითხველი გულის პატრონებმა, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა, არასდროს არ იცოდნენ დაკარგული ცხვრის გადარჩენის სიხარული.

გამოსახულება
მხსნელი მრუშობაში მხილებულ ქალთან

და ისევ „მწიგნობრებმა და ფარისევლებმა“ მოიყვანეს მხსნელთან „ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ“ (იოანე 8:3) რათა ენახათ, განსჯიდა იგი თუ არა მას მოსეს კანონის მიხედვიძთ (იხ. მუხლი 5). ). თქვენ იცით ამ ამბის დასასრული, როგორ დააშოშმინა ისინი უსამართლო განსჯის გამო და როგორ „სათითაოდგაიკრიბნენ სინდისმხილებულნი.(მუხლი 9; emphasis added). მან შემდეგ უთხრა ქალს “არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ.“ და ქალმა ადიდა უფალი იმ წუთიდან და იწამა მისი სახელი. (Joseph Smith Translation, John 8:11 [in იოანე 8:11, footnote c]).

გამოსახულება
მხსნელი ესაუბრება მრუშობაში მხილებულ ქალს

ყოველ ჩვენგანში არსებულ ბუნებრივ ქალსა და მამაკაცს აქვს მიდრეკილება განკიცხოს და უსამართლოდ განსაჯოს ანუ საკუთარი თავი მართალის პოზიციაში ჩააყენოს. ეს იაკობსა დ იოანესაც კი დაემართათ, მხსნელის ორ მოწაფეს. ისინი განრისხდნენ, როცა ადამიანები სამარიელთა სოფლიდან უპატივცემულოდ მოეპყრნენ მხსნელს (იხ.ლუკა 9:51–54)

გამოსახულება
მხსნელი ყვავილებთან

„დაინახეს ეს ... და უთხრეს: უფალო, თუ გინდა, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორც ელიამ გააკეთა.“

„მაგრამ ის მიბრუნდა მათკენ, გაუწყრა და უთხრა, არ იცით, ვისი სულისანი ხართ“?

„ვინაიდან ძე კაცისა მოვიდა არა ადამიანთა დასაღუპავად, არამედ სახსნელად!“ (მუხლები 54–56).

დღევანდელმა „ჩვეულებრივმა მოსამართლეებმა“ ანუ ეპისკოპოსებმა და მრევლის პრეზიდენტებმა (მოძღვრება და აღთქმები 107:74) თავი უნდა აარიდონ ნებისმიერ მსგავს განკიცხვის ბიძგს, როგორც ამ შემხვევაში იაკობმა და იოანემ. სამართლიანი განსჯა აღსარებას თანაგრძნობითა და გაგებით მოეკიდება. მაგალითად, გზააბნეული ახალგაზრდობა უნდა გამოდიოდეს ეპისკოპოსის კაბინეტიდან მხსნელის სიყვარულის შეგრძნებით, რომელიც მათ ეპისკოპოსის მეშვეობით იგრძნეს და უნდა ჩაიძირონ გამოსყიდვის სიხარულში და განკურნების ძალაში და არა დანაშაულისა და უპატივცემლობის გრძნობაში. თუ არა და ეპისკოპოსს შემთხვევით შეუძლია დაკარგული ცხვრის კიდევ უფრო შორს, უდაბნოში გადევნა (იხ. ლუკა15:4).

დისციპლინა

მიუხედავად ამისა, თანაგრძნობა არ აუქმებს დისციპლინის საჭიროებას. სიტყვა დისციპლინა მოდის ლათინური სიტყიდან „discere“ - მოსწავლე ან discipulus, რაც გულისხმობს მოწაფის გადაყვანას მიმდევრის ან მოსწავლის როლში. 1 უფლის მსგავსად დისციპლინირება ნიშნავს ასწავლო სიყვარულით და მოთმინებით. წმინდა წერილში უფალი შხირად იყენებს სიტყვას „დატუქსვა“ როცა საუბრობს დისციპლინაზე. (იხ. მაგალითად მოსია 23:21; მოძღვრება და აღთქმები 95:1). სიტყვა დატუქსვა მოდის ლათინური სიტყვიდან „chasten“,“ ლათინური castus, რაც ნიშნავს g “სუფთა,” დაchasten რაც ნიშნავს “გაწმენდა” ანუ დატუქსვა განწმენდის მიზნით2

ამა სოფელში მიწიერი მოსამართლე განიკითხავს ადამიანს და კეტავს მას ციხეში. მორმონის წიგნი კი ამის საპირისპიროს გვასწავლის, რომ როცა შეგნებულად ვცოდავთ, ჩვენ „საკუთარი თავის მოსამართლენი“ (ალმა 41:7) ვხდებით და ვაგზავნით საკუთარ თავს სულიერ ციხეში. ირონია იმაშია, რომ ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი მოსამართლე ფლობს გასაღებებს, რომლებიც ხსნის სულიერ ციხეს; „რამეთუ დატუქსვით ვამზადებ გზას მათი გამოხსნისთვის, ყოველგვარი ცდუნებიდან“. (მოძღვრება და აღთქმები 95:1; emphasis added). სამართლიანი სასამართლოს საქმენი მოწყალე და მოსიყვარულეა და მივყავართ გამოსყიდვისკენ და არა განკიცხისკენ.

ახალგაზრდა ჯოზეფ სმითი ოთხი წლის გამოსაცდელი ვადით იყო მოწოდებული დისციპლინისკენ, სანამ ოქროს ფირფიტებს მიიღებდა, „რადგან არ დაიცავი უფლის მცნებები“. 3 მოგვიანებით, როცა ჯოზეფმა დაკარგა მანუსკრიპტის 116 ფურცელი, იგი კვლავ მოწოდებულ იქნა დისციპლინისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნანობდა თავის საქციელს, უფალმა მოკლე ხნით წაართვა მას უპირატესობები, რადგან „ვინც მიყვარს იმას ვსჯი, რათა მათი ცოდვები მიტევებულ იქნას“. (მოძღვრება და აღთქმები 95:1).

ჯოზეფმა თქვა: „ანგელოზმა გაიხარა, როცა დამიბრუნა ურიმი და თუმიმი და მითხრა, რომ ღმერთი კმაყოფილი იყო ჩემი ერთგულებითა დ ათავმდაბლობით და ვუყვარდი მას ჩემს მიერ შეცდომის აღიარებისა და ბეჯითი ლოცვის გამო“. 4 რადგან უფალს სურდა, ესწავლებინა ჯოზეფისთვის გულის შეცვლის გაკვეთილი, მან მოითხოვა მისგან მტკივნეული მსხვერპლი - მსხვერპლი დისციპლინის აუცილებელი ნაწილია.

მსხვერპლი

„ძველ დროში მსხვერპლი ნიშნავდა ვინმეს ან რაიმეს წმინდად გადაქცევას“, 5 რაც დამოკიდებულია სიტყვა დატუქსვა მნიშვნელობაზე - „განწმენდა“. მსგავსად, ძველ ისრაელში, პატიება მოდიოდა ცოდვის ან შეცოდების მსხვერპლშეწირვიდან. 6 მსხვერპლი არა მხოლოდ „მიუთითებდა იმ დიდსა და ბოლო მსხვერპლს,” ( ალმა34:14) არამედ ეხმარებოდა მსხნელის გამოსყიდვის მიმართ უფრო ღრმა მადლიერების გრძნობის გაჩენაში. როცა ჩვენ უარს ვამბობთ მსხვერპლშეწირვაზე, როგორც ჩვენი მონანიების ნაწილზე, ჩვენ ამით აბუჩად ვიგდებთ ან უგულებელვყოფთ ქრისტეს დიდ მსხვერპლს იგივე ცოდვის გამო და ტრივიალურამდე დაგვყავს მისი ტანჯვა - რაც უმადურობის უხეში ნიშანია.

მეორე მხრივ, მსხვერპლის ირონიით, ჩვენ ფაქტიურად ვიღებთ რაღაცას მარადიული ღირსებიდან - მის წყალობას და მიტევებას და საბოლოო ჯამში ყველაფერს, რაც მამას გააჩნია (მოძღვრება და აღთქმები 84:38).ალმა 42:18. მსხვერპლს, როგორც მონანიების პროცესის ნაწილს, ასევე აქვს სამკურნალო ბალზამის ძალა, რომელიც გვეხმარება შევცვალოთ „სინდისის ქენჯნა“ (ალმა 4:3) „სინდისის სიმშვიდით“. (7). მსხვერპლის გარეშე ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს საკუთარი თავის პატიება, რადგან რჩება მტანჯველი შეგრძნება ჩადენილის გამო.

მშობელი სამართლიანი მოსამართლეა

რამდენიმე ჩვენგანს მოუხმობენ ჩვეულებრივი მოსამართლეების როლზე, მაგრამ სამართლიანი განსჯის პრინციპები ყველას გვეხება, განსაკუთრებით მშობლებს, რომლებსაც ყოველდღიურად აქვთ საშუალება შვილების მიმართ გამოიყენონ ეს პრინციპები. ეფექტურად ასწავლოთ შვილს - აი რა არის კარგი მშობლის მთავარი როლი და სიყვარულით დისციპლინირება არის მართალი მოსამართლის მთავარი მახასიათებელი.

პრეზიდენტმა ჯოზეფ ფ. სმითმა გვასწავლა: „თუ შვილები უტიფარი და უმართავი გყავთ, მოთმინება გამოიჩინეთ მათ მიმართ, სანამ არ დაამარცხებთ სიყვარულით, ... და შემდეგ შეძლებთ თქვენი სურვილისამებრ მათი ხასიათის შეცვლას“. 8

აღსანიშნავია, რომ წინასწარმეტყველები ყოველთვის მიმართავდნენ ქრისტეს თვისებებს დისციპლინირებასთან დაკავშირებულ სწავლებებში. მოძღვრება და აღთქმები გვაძლევს ამ კარგად ცნობილ რჩევას დისციპლინის საკითხში:

„სამღვდელოება ვერ შეინარჩუნებს ვერც ძალას და ვერც ზეგავლენას შეგონების, მოთმინების, სირბილის, თავმდაბლობისა და ასევე ულევი სიყვარულის გარეშე;

„სიკეთითა და სუფთა ცოდნით, რომელიც დიდად გაგიმდიდრებთ სულს თვალმაქცობისა და ტყუილის გარეშე -

„განვკიცხოთ მკაცრად მაშინ, როცა სულიწმინდა გვიბიძგებს; და შემდგომ ვუჩვენოთ უფრო მეტი სიყვარული“ (მოძღვრება და აღთქმები 121:41–43).

ეს ნაწყვეტი გვასწავლის, რომ უნდა მივცეთ შენიშვნა მაშინ, როცა „სულიწმინდა გვიბიძგებს“ და არა წყრომა. სულიწმინდა და წყრომა შეუთავსებელია, რადგან „ის, ვისაც აქვს კამათის სული ჩემი კი არა, ეშმაკისაა, რომელიც ყოველი კამათის მამაა და იგი აღვივებს ადამიანთა გულებში წყრომას“. (3 ნეფი 11:29). პრეზიდენტი ჯორჯ ალბერტ სმითი გვასწავლიდა, რომ „არაკეთილი სიტყვები არ ითქმის უფლის შთაგონებით. უფლის სული არის სული სიკეთისა; იგი მოთმინების სულია; იგი მოწყალებისა და სიყვარულის, მიტევებისა და ბოლომდე გაძლების სულია. დამძიმებული გულების გასახსნელად და ურჩი სულების დასამორჩილებლად“.

„... მაგრამ თუ გვაქვს კრიტიკის სული ... რომელიც გვანგრევს, იგი არასდროს არ მოდის მამაზეციერის სულიწმინდისგან და ყოველთვის საზიანოა.

„... სიკეთე არის ღვთის ძალა, რომელიც გვეძლევა ჩაკეტილი გულების გასახსნელად და ურჩი სულების მოსარჯულებლად.9

ჩვენი შვილების ჭეშმარიი პიროვნება

როცა მხსნელი ესტუმრა ნეფიელებს, მან რაღაც განსაკუთრებული გააკეთა ბავშვების მიმართ.

გამოსახულება
მხსნელი ნეფიელ ბავშვებთან

„და იყო ასე, რომ მან ასწავლა ბავშვებს და ემსახურა მათ მრავალ შეკრებილთ შორის ... . და გაუხსნა მათ ენა და მათ უამბეს თავიანთ მამებს დიადი და სოცარი რამ. ...

„და მათ ორივემ იხილეს ეს ბავშვები და უსმინეს მათ; დიახ, ჩვილებმაც კი გახსნეს ბაგე და წარმოთქვეს საოცრებანი“ (3 ნეფი26:14, 16).

ალბათ, ჩვილთა ბაგის გახსნის მეტად უფალი გაოგნებული მშობლების თვალებს და ყურებს ხსნიდა. ამ მშობლებს მიეცათ საშუალება, თვალი მოევლოთ მარადისობისთვის და ასევე მათი შვილების ჭეშმარიტი პიროვნებისა და წინამიწიერი მდგომარეობისთვის. განა ეს სამუდამოდ არ შეცვლიდა მშობლების ხედვასა და ქცევას თავიათი შვილებისადმი? მე მომწონს გოეთეს ეს ციტატა: „როგორც ხედავ ბავშვს ისე ეპყრობი მას და როგორც ეპყრობი ისეთი გამოვა იგი“. 10 გვახსოვდეს ბავშვის ჭეშმარიტი პიროვნება არის წინასწარჭვრეტის ძღვენი, რომელიც ღვთიურად შთააგონებს მართალი მოსამართლის ხედვას.

დასასრული

პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა გვასწავლა: „არასოდეს არ გახადოთ პრობლემის მოგვარება იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე სიყვარული პიროვნების მიმართ“. 11 რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პრინციპი მართალ მოსამართლეთა პროცესის ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებით საკუთარ შვილებთან.

არის მხოლოდ ერთი გზა სამართლიანი სამართალისთვის, როგორც ამას იესო აკეთებს და ეს არის იყო ისეთი, როგორიც იგია. ასე რომ, „რანაირი ქალები და მამაკაცები უნდა გახდეთ? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ისეთნი, როგორც მე ვარ“. (3 ნეფი 27:27). იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. See “disciple,” etymonline.com

  2. See Merriam-Webster’s Collegiate Dictionary, 11th ed. (2003), “chasten

  3. Karen Lynn Davidson and others, eds., Histories, Volume 1: Joseph Smith Histories, 1832–1844, vol. 1 of the Histories series of The Joseph Smith Papers (2012), 83.

  4. Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith (2007), 71; emphasis added.

  5. Guide to the Scriptures, “Sacrifice,” scriptures.lds.org.

  6. See Bible Dictionary, “Sacrifices.”

  7. მსხვერპლი, რომელსაც ჩვენ ყოველ კვირას ვწირავთ ზიაების მაგიდის საკურთხეველთან, არის მოდრეკილი გული და მმნანიებელი სული (იხ. 2 Nephi 2:7; 3 Nephi 9:20; Doctrine and Covenants 59:8). A broken heart is a repentant heart; a contrite spirit is an obedient spirit (see D. Todd Christofferson, “When Thou Art Converted,” Liahona, May 2004, 12).

  8. Teachings of Presidents of the Church: Joseph F. Smith (1998), 299.

  9. Teachings of Presidents of the Church: George Albert Smith (2011), 225, 226, 228; emphasis added.

  10. Attributed to Johann Wolfgang von Goethe, brainyquote.com.

  11. Thomas S. Monson, “Finding Joy in the Journey,” Liahona, Nov. 2008, 86.