2010-2019
“მე რომ მიცნობდეთ“
2016 წ. ოქტომბერი


“მე რომ მიცნობდეთ“

ჩვენ უბრალოდ ვიცით მხსნელის შესახებ, თუ ყოველთვის ვაღრმავებთ მის გაცნობას? როგორ ვეცნობით უფალს?

როცა მხსნელმა დაასრულა თავისი ქადაგება მთაზე, მან ხაზი გაუსვა მარადიულ ჭეშმარიტებას, რომ „მხოლოდ მამაზეციერის ნების შესრულებით მოიპოვებთ ძის ხსნის მადლს“.1.

მან განაცხადა:

“ყველა, ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.

„ბევრი მეტყვის იმ დღეს: უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწამეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?

„მაშინ მე განვუცხადებ მათ: მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო“. 2

ჩვენი ამ ეპიზოდის წვდომა იზრდება, როცა ვუფიქრდებით ტექსტის შთაგონებულ განხილვას. მნიშვნელოვანია, რომ უფლის ფრაზა მეფე იაკობის ბიბლიის ვარიანტში „მე არასოდეს გიცნობდით თქვენ“ ჯოზეფ სმითის თარგმანში შეიცვალა ფრაზით „თქვენ არასოდეს მიცნობდით მე“.3

ასევე განიხილეთ იგავი ათი ქალწულის შესახებ. გაიხსენეთ, რომ ხუთი უგუნური, მოუმზადებელი ქალწული წავიდა ლამფებისთვის ზეთის საშოვრად მას შემდეგ, რაც გაიგეს შეძახილი - წასულიყვნენ ნეფეს დასახვედრად.

„როცა ისინი წავიდნენ საყიდლად, მოვიდა ნეფე და გამზადებულნიც მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხშა.

„შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე!

„ ხოლო მან მიუგო და უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გიცნობთ“!4

ამ იგავის ჩვენზე მორგება უკეთესად ჩანს სხვა შთაგონებული განხილვის საფუძველზე. მნიშვნელოვანია, რომ ფრაზა: „არ გიცნობთ“, რაც მეფე იაკობის ბიბლიის ვერსიაშია გამოყენებული, ახსნილ იქნა ჯოზეფ სმითის თარგმანში როგორც „თქვენ არ მიცნობთ“. 5

ფრაზები „თქვენ არასოდეს მიცნობდით მე“ და „თქვენ არ მიცნობთ“ უნდა გახდეს ყოველი ჩვენგანისთვის ღრმა სულიერი განხილვის საგანი. ჩვენ უბრალოდ ვიცით მხსნელის შესახებ, თუ ყოველთვის ვაღრმავებთ მის გაცნობას? როგორ ვეცნობით უფალს? ეს სულის საკითხები ჩემი გზავნილის თემაა. მე დაჟინებით ვიწვევ სულიწმინდის დახმარებას ჩვენი ამ მნიშვნელოვანი თემის ერთობლივ განხილვაში.

გაცნობა

იესომ თქვა:

„მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით.

„მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცნობებოდათ“. 6

ჩვენ შევიცნობთ მამას, მისი საყვარელი ძის შეცნობით.

ამ მიწიერი ცხოვრების მიზანი არა მხოლოდ მამის ერთადერთი ძის შესახებ ცოდნის მოპოვებაა, არამედ მისი გაცნობის მცდელობაა. უფლის გაცნობაში დაგვეხმარება ოთხი მნიშვნელოვანი საფეხური: მის მიმართ რწმენის გამომჟღავნება, მის კვალზე სიარული, მისთვის მსახურება და მასში რწმენა.

უფალში რწმენის გამომჟღავნება

იესო ქრისტეს მიმართ რწმენის გამომჟღავნება ნიშნავს მის მიღწევებზე, წყალობაზე და მადლზე დაყრდნობა. 7 ჩვენ მიერ მხსნელის გაცნობა იწყება, ვენში სულიერების გაღვიძებასთან ერთად და ვცდით მის სწავლებებს იქამდე, სანამ ჩვენს სულში არ მივუჩენთ ადგილს მისი სიტყვების ნაწილს მაინც. 8 როცა ჩვენი რწმენა უფალში იზრდება, ჩვენ გვწამს მისი და დარწმუნებულნი ვართ მისი გამოსყიდვის, განკურნებისა და გაძლიერების ძალაში.

ჭეშმარიტი რწმენა ფოკუსირებულია უფალზე და უფალში და მას ყოველთვის მივყავართ სამართლიანი ქმედებებისკენ. „რწმენა ქრისტეში არის პირველი პრინციპი გამოცხადებული რელიგიისა, ... ყოველივე მართალის საფუძველი ... და ყოველი გონიერი არსების მოქმედების პრინციპი“.9 რადგან გამომსყიდველის მიერ გაცხადებული სწორი პრინციპების მიხედვით მოქმედება არის მთავარი რამ ჭეშმარიტი რწმენის გამომჟღავნებისა და მიღების პროცესში, „რწმენა საქმის გარეშე მკვდარია“. 10 ჩვენ უნდა ვიყოთ „სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი“. 11

ღვთის სიტყვის მოსმენა და რწმენის სულიერი ძღვენის მიღება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, რადგან „რწმენა მოდისმოსმენისაგან, ხოლო მოსმენა - ქრისტეს სიტყვისაგან“. 12 ჩვენ ვეცნობით მას და მის ხმას მაშინ, როცა ვსწავლობთ და ვნადიმობთ მისი სიტყვით წმინდა წერილიდან. 13 ილოცეთ მამაზეციერისადმი ჭეშმარიტი ზრახვით 14 და ეძიეთ სულიწმინდის მუდმივ თანამგზავრობა. 15 ქრისტეს დოქტრინის შესწავლა და მისი გამოყენება ჩვენს ცხოვრებაში არის მის მიმართ რწმენის ძღვენის მიღების წინაპირობა. 16

უფალში რწმენის გამომჟღავნება აუცილებელი მოსამზადებელი ნაბიჯია იმისთვის, რომ მივყვეთ მას.

მის კვალზე სიარული

„როცა გალილეის ზღვის ნაპირას მიდიოდა, მან დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული და ანდრია, მისი ძმა. ბადეებს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ.

„უთხრა მათ: მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით.

„მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას“. 17

პეტრე და ანდრია მოძღვრის მოსმენისა და მიყოლების ძლიერი მაგალითები არიან.

მხსნელი ამის მსგავსად გვმოძღვრავს მე და თქვენ: „თუ ვინმეს სურს გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე იტვირთავდეს თავის ჯვარს და მომყვებოდეს“. 18 მისი ჯვრის ზიდვა არის საკუთარი თავის უარყოფა ყოველივესი, რაც არ არის ღმერთის და ყოველივე მიწიერის ლტოლვისა და უფლის მცნებების დაცვა. 19

მხსნელმა გვირჩია დავემსგავსოთ მას. 20 ასე რომ, თუ უფალს მივყვებით, უნდა მივბაძოთ მას. ჩვენ ვაგრძელებთ უფლის შეცნობის პროცესს, როცა მისი გამოსყიდვის ძალის მეშვეობით ვემსგავსებით მას.

იესომ თავისი მიწიერი მსახურების დროს მოგვინიშნა გზა, წინ გაგვიძღა და სრულყოფილი მაგალითი მოგვცა. “მისი ბუნების, სრულყოფილიბისა და თვისებების სწორი აღქმა” 21 უზრუნველყოფს მტკიცე მიზანსა და ნათელ გეზს, როცა ჩვენ მივყვებით მას თავდადებული მოწაფეობის გზაზე.

მხსნელის კვალზე სიარული ასევე გვაძლევს საშუალებას მივიღოთ რეალური ცოდნა იმისა, რომ “ის სიცოცხლის კურსი, რომელსაც მივდევთ”, 22 ღვთის ნებას შეესაბამება. ასეთი ცოდნა არ არის უცნობი საიდუმლოება და თავდაპირველად არ არის ფოკუსირებული ჩვენს საერო მიზნებზე ან ჩვეულებრივ მიწიერ საქმეზე. ურყევი, მდგრადი წინსვლა აღთქმულ გზაზე არის ცხოვრების ის კურსი, რომელიც ახარებს უფალს.

მორმონის წიგნში აღწერილი ლეხის სიზმარი გვისახავს გზას, რომელსაც უნდა მივყვეთ, სირთულეებს, რომელთა წინაშეც აღმოვჩნდებით და სულიერ წყაროს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ჩვენთვის და დაგვეხმარება მხსნელის გაყოლის და მასთან მიმავალ გზაზე. რთულ ვიწრო ბილიკზე სიარული არის ის, რასაც იგი ელის ჩვენგან. ხის ნაყოფის დაგემოვნება და უფალში „ღრმად მოქცევა“ 23 არის ის დალოცვები, რომლებიც იგი ნატრობს ჩვენთვის. ამიტომაც გვიწვევს და გვეუბნება:“გამომყევით“ 24

როგორც რწმენის გამოვლენა, ისევე იესო ქრისტეს მიყოლა აუცილებლად გვამზადებს მისი მსახურებისთვის.

უფლის მსახურებაში

„აბა, როგორ ეცოდინება ადამიანს ბატონი, რომელსაც არ ემსახურა და რომელიც უცხოა მისთვის და შორს არის მისი აზრებიდან და გულის წადილიდან“? 25

ჩვენ უფრო სრულად შევიცნობთ უფალს, როცა ვემსახურებით მას და ვშრომობთ მის სასუფეველში. და როცა ასე ვიქცევით, იგი უხვად გვლოცავს ზეციური დახმარებით, სულიერი ძღვენით და გაზრდილი უნარით. ჩვენ არასდროს არ ვართ მარტონი მის ვენახში მუშაობისას.

მან განაცხადა: რადგან ვივლი თქვენ წინაშე. ვიქნები თქვენს მარჯვენა და მარცხენა მხარეს და სული ჩემი იქნება თქვენს გულებში და ჩემი ანგელოზები იქნებიან თქვენ გარშემო თქვენ ასამაღლებლად“.26

ჩვენ შევიცნობთ უფალს, როცა საუკეთესოდ ვცდილობთ ვიაროთ იქ, სადაც მას სურს და ვთქვათ ის, რაც მას სურს და გავხდეთ ისეთნი, როგორც მას სურს. 27 როცა მორჩილად ვაღიარებთ ჩვენს სრულ დამოკიდებულებას მასზედ, იგი ზრდის ჩვენს უნარს ვემსახუროთ უფრო ნაყოფიერად. თანდათანობით, ჩვენი სურვილები მის სურვილებს გაუთანაბრდება და მისი მიზნები ჩვენს მიზნებად იქცევა, ასე რომ აღარ „ვთხოვთ იმას, რაც მის ნებას ეწინააღმდეგება“. 28

მისი მსახურება მოითხოვს ჩვენგან მთელ გულს, ძალას, გონებასა და ღონეს. 29 შესაბამისად, სხვებისთვის უანგარო მსახურება ბუნებრივი ადამიანის ეგოისტორი მიდრეკილების საპირისპიროა. ჩვენ გვიყვარდება ისინი, ვისაც ვემსახურებით. და რადგან სხვების მსახურება ღმერთის მსახურებაა, ჩვენი სიყვარული მისა და ჩვენი დებისა და ძმების მიმართ იზრდება და ღრმავდება. ასეთი სიყვარული არის მოწყალების სულიერი ძღვენის გამოვლენა, თვით ქრისტეს სიყვარულისაც კი. 30

„ილოცე მამისადმი გულის მთელი ძალით, რათა აღივსოთ ამ სიყვარულით, რომელიც მან უბოძა ყველას, ვინც მისი ძის, იესო ქრისტეს მიმდევრები არიან; რათა ღვთის შვილებად იქცეთ; და როცა იგი გამოჩნდება, ჩვენ მისი მსგავსნი ვიქნებით, რათა ვიხილავთ მას ისეთს, როგორიც სინამდვილეშია; რათა გვქონდეს მისი იმედი; რათა განვიწმიდოთ და გავხდეთ მის მსგავსად სუფთანი“. 31

ჩვენ შევიცნობთ უფალს, როცა მისი სიყვარულით ვივსებით.

რწმენა უფლისა

განა შესაძლებელია გწამდეს იგი, მიჰყვებოდე მას, ემსახურებოდე, მაგრამ არ გწამდეს?

მე ვიცნობ ეკლესიის წევრებს, რომლებმაც მიიღეს წმინდა წერილში მოცემული პრინციპებისა და დოქტრინის ჭეშმარიტება, ასევე კათედრიდან ნაქადაგები, თუმცა მაინც ძალიან უჭირთ იმის დაჯერება, რომ სახარების ჭეშმარიტება ეხება მათ ცხოვრებასა და ვითარებებს. თითქოს სწამთ მხსნელი, მაგრამ არ სჯერათ, რომ უფლის დაპირებული დალოცვები ხელმისაწვდომია მათთვის ან ის, რომ ისინი მუშაობს მათ ცხოვრებაში. მე ასევე შემხვედრია დები და ძმები, რომლებიც პასუხისმგებლობით მსახურობენ მოწოდებებში, მაგრამ მათთვის აღდგენილი სახარება ჯერ არ იქცა ცოცხალ, ტრანსფორმირებად ძალად. ჩვენ შევიცნობთ უფალს მაშინ, როცა არა უბრალოდ გვწამს იგი, არამედ გვჯერა მისი და მისი გარანტიების.

ახალ აღთქმაში მამამ სთხოვა მხსნელს, განეკურნა მისი შვილი. უპასუხა იესომ:

„თუ კი რამე შეგიძლიაო მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია“

„ბავშვის მამამ მყისვე შესძახა ცრემლით და თქვა: მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას.“ 32

მე მრავალჯერ მიფიქრია ამ მამის თხოვნის შესახებ: „უშველე ჩემს ურწმუნოებას“. საინტერესოა ის, რომ შესაძლოა, ამ კაცის ვედრებაში თავდაპირველად ჩადებული იყო დახმარების თხოვნა, ეწამა იესო, როგორც ჩვენი მხსნელი და მისი განკურნების ძალა. მან იქნებ უკვე აღიარა ქრისტე ღვთის ძედ. იქნებ მას დახმარება სჭირდებოდა დაეჯერა, რომ მოძღვრის განკურნების ძალა იმდენად ინდივიდუალური და პიროვნული იყო, რომ მის საყვარელ შვილსაც კი დალოცავდა. იქნებ მას ზოგადად სწამდა ქრისტე, მაგრამ არ სწამდა ასე სპეციფიკურად და პიროვნულად.

ჩვენ ხშირად ვმოწმობთ იმაზედ, რაც ვიცით, ჭეშმრიტებაა, მაგრამ იქნებ ყოველი ჩვენგანისთვის უფრო მართებული საკითხია გვწამს თუ არა ის, რაც ვიცით.

შესაფერისი მღვდლობის უფლებამოსილებით ჩატარებული წეს-ჩვეულებანი აუცილებელია იმისვის, რომ გწამდეს მხსნელი, მიხვიდე მის შეცნობამდე და საბოლოო ჯამში, იწამო ის, რაც ვიცით.

„მელქიცედეკის მღვდლობა კი წარმართავს სახარებას და ფლობს სასუფევლის სასწაულების გასაღებებს, ღვთის ცოდნის გასაღებსაც კი“.

„ასე რომ, მის წეს-ჩვეულებებში ვლინდება ღვთიური ძალა“. 33

ჩვენ გვჯერა უფლისა და შევიცნობთ მას, რადგან ღვთის ცოდნის გასაღები, რომელიც გამოიყენება მელქიცედეკის მღვდლობის მეშვეობით, ხსნის კარებს და თითოეული ჩვენგანისთვის შესაძლებელს ხდის, მივიღოთ ღვთიური ძალა ცხოვრებაში. ჩვენ გვწამს მხსნელი და ვიწყებთ მის შეცნობას, როცა მივყვებით მას წმინდა წეს-ჩვეულებების მიღებითა და ერთგული პატივისცემით და მისი გამოსახულების მიღებით. 34 ჩვენ გვწამს უფალი და შევიცნობთ მას, როცა პირადად განვიცდით მისი გამოსყიდვის ცვლილების, განკურნების, გაძლიერებისა და გაწმენდის ძალას. ჩვენ გვწამს მოძღვარი და შევიცნობთ მას, რადგან „მისი სიტყვის ძალაა ჩვენში [მისი ფესვები]“, 35 რაც ჩვენს გონებაში და გულებშია ჩაწერილი 36 და ჩვენ „ვთმობთ ყოველ ჩვენს ცოდვას მის შესაცნობად“. 37

გწამდეს უფალი ნიშნავს გჯეროდეს, რომ მისი უხვი დალოცვები ხელმისაწვდომია და გამოსაყენებელი ჩვენს პირად ცხოვრებაში და ოჯახებში. როცა მთელი ძალით მივყვებით აღთქმულ გზას, ჩვენს ნებას მივაბარებთ მის ნებას და ვემორჩილებით მისპრიორიტეტებს და ჩვენთვის განსაზღვრულ დროს, ჩვენ მთელი სულით მის რწმენაში შევდივართ. 38 მისი რწმენა ანუ მისი ძალისა და დაპირებების შეჭმარიტად მიღება, იწვევს ჩვენს ცხოვრებაში სიმშვიდესა და პერსპექტივას.

დაპირება და დამოწმება

მომავალში “ყოველი მუხლი მოიდრიკება და ყოველი ენა აღიარებს”39, რომ იესო არის ქრისტე. ამ დალოცვილ დღეს ჩვენ გვეცოდინება, რომ იგი ყოველ ჩვენგანს სახელით ცნობს. და მე ვმოწმობ და გპირდებით, რომ ჩვენ არა მხოლოდ გვეცოდინება უფალი, არამედ შევიცნობთ მას რწმენის გამოვლენის, მისი მიყოლებისა და მსახურების პროცესში, ასევე როცა გვჯერა მისი. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.