2010-2019
შაბათის მადლიერება
2016 წ. ოქტომბერი


შაბათის მადლიერება

უკანასკნელი დღეების წმინდანებისთვის შაბათი არის მადლიერებისა და სიყვარულის დღე.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, რომლებიც გაფანთულნი ხართ მთელს მსოფლიოში უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში. მე მადლიერი ვარ პრეზიდენტი თომას ს. მონსონის, რომელმაც მთხოვა, სიტყვით გამოვსულიყავი კონფერენციაზე ამ შაბათ დღეს. მე ვლოცულობ იმაზედ, რომ სულიწმინდამ ჩემი სიტყვები თქვენს გულთან მიიტანოს.

დღეს მე მსურს ვისაუბრო გულის გრძნობებზე. ერთ-ერთი რამ, რაზედაც დღეს მოვახდენ ფოკუსირებას, არის მადლიერება, განსაკუთრებით შაბათს.

ჩვენ მრავალი რამის გამო ვგრძნობთ მადლიერებას: უცნობი ადამიანის სიკეთის გამო, შიმშილის დროს მიღებული სადილისთვის, სახურავისთვის, რომელიც არ წვეთავს ქარიშხლის დროს, მოტეხილი ძვლის შეხორცებისთვის და ახალშობილის ღონიერი ტირილისთვის. მრავალ ჩვენგანს ეხსომება მადლიერების გრძნობა ასეთ მომენტებში.

უკანასკნელ დღეთა წმინდანთათვის შაბათი არის მადლიერებისა და სიყვარულის მომენტი და დღე. უფალმა ურჩია წმინდანებს 1831 წ. მისურიში, ჯექსონის ოლქში, რომ მათი ლოცვები და მადლიერება მიემართათ ზეცისკენ. წმინდანებს ადრეულ წლებში მიეცათ გამოცხადება იმის თაობაზე, როგორ დაეცვათ შაბათი დღე, როგორ ელოცათ და ემარხულათ. 1

მათაც და ჩვენც უფალმა გვითხრა, როგორ გამოვხატოთ მადლიერება და თაყვანი ვცეთ ღმერთს შაბათს. როგორც ხედავთ, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს სიყვარულს, რომელსაც ვგრძნობთ მათ მიმართ, ვინც ძღვენს გვიბოძებს. აი უფლის სიტყვები იმის შესახებ, როგორ გამოვხატოთ მადლიერება და სიყვარული შაბათს:

„ვაძლევ მათ მცნებას და ვეუბნები: გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულით, ძალით, გონებით და ღონით; და იესო ქრისტეს სახელით უნდა ემსახუროთ მას. ...

„ყველაფერში იყავით მადლიერნი უფლისა, თქვენი ღმერთის.

„უფალს, თქვენს ღმერთს, შეწირეთ სიმართლეში, გატეხილი გული და მოდრეკილი სულიც კი“. 2

და შემდგომ, უფალი გვაფრთხილებს იმ ხიფათის შესახებ, რომელიც გველის, თუკი დავივიწყებთ მამაზეციერისა და იესო ქრისტეს მიმართ სიყვარულისა და მადლიერების გამოხატვას, როგორც ამ ძღვენის მბოძებელთა მიმართ. „და არაფრით ისე არ განაწყენებს ადამიანი ღმერთს და არაფერზე ისე ძლაიან არ ღვივდება მისი რისცხოვის ცეცხლი, როგორც მათ წინააღმდეგ, რომელნიც არ აღიარებენ მის ხელს ყველაფერშ და არ იცავენ მის მცნებებს“. 3

მრავალი თქვენგანი, ვინც ახლა გვისმენს, უკვე ტკბება შაბათით, როგორც ისეთი დღით, როცა უნდა გავიხსენოთ ღმერთი და მადლობა გადავუხადოთ მას დალოცვებისთვის. თქვენ გახსოვთ ნაცნობი ჰიმნი:

როდესაც ცხოვრება გიწყობს განსაცდელს,

როდესაც გგონია, რომ მარტო ხარ შენ,

ჩამოთვალე ყველა შენი კურთხევა,

და მიხვდები, ღმერთმა გადაგარჩინა.

ჩამოთვალე ყველა შენი კურთხევა;

სათითაოდ და ერთად.

ჩამოთვალე ყველა შენი კურთხევა;

და ნახავ ღმერთია მარადჟამს შენთან. ...

თუკი შენი ტვირთი ასე მძიმეა?

ისე მძიმე, როგორც ქრისტეს ჯვარი?

ჩამოთვალე ყველა შენი კურთხევა;

და ცხოვრება გაგიხდება ლაღი, 4

მე ვიღებ წერილებს უკანასკნელი დღეების ერთგული წმინდანებისგან, რომლებიც თვლიან, რომ მათი ტვირთი მძიმეა. ზოგიერთი მათგანი მიუახლოვდა ამ შეგრძნებას, მათი აზრით, ყველაფერი დამთავრდა. მე ვიმედოვნებ და ვლოცულობ იმაზედ, რომ რასაც ვიტყვი შაბათის მადლიერების შესახებ, დაგეხმაროთ ცხოვრების გალაღებაში და გულში სიმღერის დაწყებაში, განსაკუთრებით ყოველ ზიარებაზე, რომელსაც დაესწრებით.

ერთ-ერთი დალოცვა, რომლისთვისაც შეიძლება მადლიერნი ვიყოთ, არის ის, რომ საერთოდ ვიმყოფებით ზიარებაზე, სადაც ერთ ან ორ მოწაფესთან ერთად უფლის სახელით შევიკრიბეთ. არიან ისეთნი, ვინც სახლში ლოგინს არიან მიჯაჭვულნი. არიან ისეთნიც, ვისაც სურთ იყონ იქ, სადაც თქვენ იმყოფებით, მაგრამ საავადმყოფოებში მუშაობენ ან მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ ან გიცავენ სადმე უდაბნოში ან ჯუნგლებში და საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ. თუნდაც ის ფაქტი, რომ შეგვიძლია შევიკრიბოთ ერთ წმინდანთან მაინც და მივიღოთ ზიარება არის საკმარისი იმისთვის, რომ ვიგრძნოთ მადლიერება და სიყვარული ღმერთის სიკეთის გამო.

ჯოზეფ სმითისა და მისი აღდგენილი სახარების გამო, არის კიდევ ერთი დალოცვა - შესაძლებლობა ყოველ კვირას მივიღოთ ზიარება, რომელიც მოამზადეს, აკურთხეს და დაარიგეს ღვთის უფლებამოსილმა მსახურებმა. ჩვენ შეგვიძლია მადლიერნი ვიყოთ მაშინ, როცა სულიწმინდა დაგვიდასტურებს, რომ ზიარების ლოცვის სიტყვებს, რომლებიც მღვდლობის მატარებელი უფლებამოსილი პირის მიერ წარმოითქვა, მამაზეციერი პატივს სცემს.

ყველა დალოცვებიდან, რომლების ჩამოთვლაც შეგვიძლია, მიტევების გრძნობა, რომელიც გვებადება ზიარების მიღებისას, ყველაზე დიდია. ჩვენ ვიგრძნობტ უფრო დიდ სიყვარულსა და მადლიერებას მხსნელის მიმართ, რომლის უზომო მსხვერპლმა შესაძ₾ებელი გახადა ჩვენი ცოდვებისგან განწმენდა. როცა პურსა და წყალს ვიღებთ, ჩვენ ვიხსენებთ, რომ იგი ჩვენთვის დაიტანჯა. და როცა მადლიერებას ვგრძნობთ იმისთვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა, ჩვენ ვგრნობთ მის სიყვარულს ჩვენსადმი და ჩვენს სიყვარულს მის მიმართ.

სიყვარულის დალოცვა, რომელსაც ვიღებთ, გაგვიადვილებს მცნების დაცვას - „მარად გახსოვდეთ იგი“.5 თქვენ, ისევე, როგორც ახლა მე, შეგიძლიათ სულიწმინდის მიმართაც კი იგრძნოთ სიყვარული და მადლიერება, რომელიც, მამაზეციერის დაპირებისამებრ, მარად იქნება ჩვენთან, თუკი დავრჩებით ერთგულნი ჩვენი დაპირებებისა. ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ეს კურთხევები ყოველ კვირას და მადლიერნი ვიყოთ მათთვის.

შაბათი ასევე არის სრულყოფილი დრო იმისთვის, რომ გავიხსენოთ ჩვენ მიერ ნათლობის წყალში დადებული აღთქმა - ყოველთვის გვიყვარდეს და ვემსხურებოდეთ მამაზეციერის შვილებს, რომლებიც ჩვენს შორის არიან. შაბათს ამ დაპირების აღსრულება შეიძლება გამოიხატებოდეს მთელი გულის წადილით კლასში ან ქვორუმში მონაწილეობის მიღებით იმ მიზნით, რომ ჩვენს დებსა და ძმებს შორის აღიზარდოს სიყვარული და რწმენა, ან კიდევ ხალისით ვიმსახუროთ მიღებულ მოწოდებაში.

მე მადლიერი ვარ იმ მრავალი კვირისთვის, როცა დიაკვანთა ქვორუმს ვასწავლიდი ბაუნთიფულში, იუტაში, ასევე საკვირაო კლასს აიდაჰოში. ის დროც კი მახსოვს, როცა ჩემი მეუღლის ასისტენტად ვმსახურობდი ბაგა ჯგუფში, სადაც ჩემი მთავარი დავალება იყო სათამაშოების ძირიდან აღება და მიცემა.

წლები გავიდა, სანამ სულიწმინდის დახმარებით მივხვდი, რომ ჩემს უბრალო მსახურებას უფლისთვის მამაზეციერის შვილების ცხოვრებაში მნიშვნელობა ჰქონდა. ჩემდა გასაკვირვად ზოგიერთ მათგანს დავამახსოვრდი და მადლობას მიხდიდნენ კვირაობით მათთვის მსახურებისთვის, თუმცა მაშინ ახალბედა ვიყავი.

რადგან ჩვენ ზოგჯერ ვერ ვხედავთ ჩვენი კვირაობით მსახურების შედეგებს, შეიძლება ვერ შევნიშნოთ სხვების უფლისადმი ერთობლივი მსახურების ეფექტი. მაგრამ უფალი, ერთგული და თავმდაბალი მსახურების დახმარებით, ჩუმად აშენებს თავის სასუფეველს პატარა ფანფარებით დიდებულ ათასწლეულ მომავალში. სულიწმინდაა საჭირო ამ ჩინებულების დასანახად.

მე გავიზარდე ნიუ-ჯერსის მრევლში, სადაც ზიარებაზე სულ რამდენიმე ადამიანი და ერთი ოჯახი გვყავდა - ეს ჩემი ოჯახი იყო. სამოცდათხუთმეტი წლის წინ მე მოვინათლე ფილადელფიაში, პენსილვანიასა და ნიუ-ჯერსში ერთადერთ არსებულ სამლოცველოში. და თუ პრინსტონში, ნიუ-ჯერსიში, ადრე ერთი პატარა მრევლი იყო, ახლა იქ ორი დიდი მეურვეობაა. და სულ რამდენიმე დღის წინ ათასობით ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა პილადელფიის პენსილვანიის მიძღვნის ცერემონიაში.

მე, როგორც ახლაგაზრდა მამაკაცი, მომიწვიეს ოლქის მისიონერის პოზიციაზე ნიუ-მექსიკოს ერთადერთ სამლოცველოში, ალბუქვერქუში, სადაც ჩვენ კვირაობით ვმსახურობდით. დღეს იქ ტაძარი და მრავალი პალოა.

მე ალბუქვერქიდან წამოვედი მასაჩუსეტში, რათა კემბრიჯში მევლო სკოლაში. როუდ აილენდისა და მასაჩუსეტსის ტერიტორიაზე ერთი სამლოცველო და რაიონი იყო. მე ამ მშვენიერი სოფლის გორაკებშე პაწაწინა მრევლში ზიარებაზე დასასწრებად მანქანით დავდიოდი. მათ უმეტესობა ან პატარა გადაკეთებულ სახლებში იკრიბებოდა ან კიდევ პატარა ნაქირავებ შენობებში. ახლა ბელმონტში, მასაჩუსეტსში, ღვთის წმინდა ტაძარი და პალოებია, რომლებიც მთელ ტერიტორიაზეა გადაჭიმული.

მაშინ ნათლად ვერ ვხედავდი, რომ უფალი უხვად მოჰფენდა თავის სულს ადამიანებზე ზიარების იმ მცირერიცხოვან შეკრებებზე. მე ვგრძნობდი ამას, მაგრამ ვერ ვხედავდი უფლის მასშტაბსა და დროს თავისი სასუფევლის ასაშენებლად. წინასწარმეტყველმა გამოცხადებაში იხილა და ჩაიწერა ის, რისი დანახვაც თავადაც შეგვიძლია. ნეფიმ თქვა, რომ ჩვენი რიცხვი მრავალი არ იქნება, მაგრამ ერთობლივი სინათლე თვალსაჩინო იქნება.

„და იყო ასე, რომ შევნიშნე ღვთის კრავის ეკლესია და მასში მყოფთა რიცხვი იყო მცირე. ...

„და იყო ასე, რომ მე, ნეფიმ, ვიხილე ღვთის კრავის ძალა, რომელიც ჩამოვიდა კრავის ეკლესიის წმინდანებზე და უფლის აღთქმულ ხალხზე, რომელნიც გაფანტულნი იყვნენ დედამიწის ზურგზე; და ისინი შეიარაღებულნი იყვნენ სიმართლით და ღვთის ძალით, დიდი სიდიადით“.6

ამ წყობაში ჩვენი ვითარებისა და შესაძლებლობების მსგავსი წინასწარმეტყველური განმარტება გაკეთდა მოძღვრება და აღთქმებში:

„თქვენ ჯერ ვერ გაიგეთ, რაოდენ დიდია მამის ხელებში მისი კურთხევები, რომლებიც მოგიმზადათ თქვენ;

„და თქვენ ახლა ვერ აიტანთ ყველაფერს; მიუხედავად ამისა, გამხნევდით, რადგან წინ წაგიძღვებით. თქვენია სასუფეველი და კურთხევები და მარადისობის სიმდიდრენი თქვენ გეკუთვნით.

„და ის, ვინც ყველაფერს იღებს მადლიერებით, განდიდდება; და დედამიწისგან დაემატება მას, დიახ, ასობით, დიახ იმაზე მეტიც კი“. 7

მე ვიგრძენი, რომ ზრდადი მადლიერების ტრანსფორმირება კურთხევებისა და ღვთის სიყვარულისთვის იზრდება ეკლესიაში. როგორც ჩანს, ეკლესიის წევრთა შორის იზრდება მათი რაოდენობა, ვისი რწმენაც უნდა გამოიცადოს და ისინი ღმერთს ევედრებიან, დაეხმაროს მათ, გააგრძელონ ცხოვრება.

მომავალი სავსეა მძიმე განსაცდელებით, როგორც ეს ალმას ხალხისთვის იყო სასტიკი ამულონის დროს, რომელმაც მეტისმეტად მძიმე ტვირთი დაადო მათ ზურგზე:

„და იყო ასე, რომ უფლის ხმა მოვიდა მათთან მათ ტანჯვის დროს: აწიეთ თავი და დამშვიდდით, რადგან ვიცი იმ აღთქმის შესახებ, რომელიც დადეთ ჩემთან; და მე დავდებ ჩემს ხალხთან აღთქმას და ვიხსნი მათ ტყვეობისგან.

„და მე ასევე შევამსუბუქებ თქვენს მხრებზე დადებულ ტვირთს, ისე რომ თქვენ ვერც იგრძნობთ მას ზურგზე, თქვენს ტყვეობაშიც კი; და მოვახდენ ისე, რომ ამის შემდეგ ინებით ჩემი მოწმენი და ზუსტად გეცოდინებათ, რომ მე, უფალი ღმერთი, ვეწვევი ჩემს ხალხს მათი გაჭირვების ჟამს.

„და ახლა, იყო ასე, რომ ალმაზე და მის ძმებზე დადებული ტვირთი შემსუბუქდა; დიახ, უფალმა გააძლიერა ისინი, რომ ადვილად შეძლებოდათ ტვირთის ზიდვა და ისინი მხნედ და მოთმინებით დაემორჩილნენ უფლის ნებას“. 8

მე და თქვენ ვართ მოწმენი იმისა, რომ როცა კი ვიცავდით ჩვენს აღთქმებს ღმერთთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ძნელი იყო, მან შეისმინა ჩვენი მადლიერების ლოცვები იმისთვის, რაც უკვე გააკეთა ჩვენთვის და უპასუხა ჩვენს ლოცვას ბოლომდე გაძლების ძალისთვის. მან არა ერთხელ მოგგვარათ სიმხნევე და ძალა.

შეიძლება თქვენ გაგიჩნდეთ კითხვა: რისი გაკეთება შეგიძლიათ, რათა ამ კვირას იცხოვროთ და თაყვანი სცეთ ღმერთს ისე, რომ გამოავლინოთ მადლიერება და გააძლიეროთ საკუთარი თავი და სხვები იმ განსაცდელებისთვის, რაც მათ წინ ელით.

შეგიძლიათ დაიწყოთ დღს პირადი და ოჯახური ლოცვით და მადლობა შეწიროთ ღმერთს ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა თქვენთვის. თქვენ ასევე შეგიძლიათ ილოცოთ, რათა გაიგოთ, რა სურს უფალს თქვენგან მისთვის და სხვების მსახურებისთვის, ფაქტიურად, თქვენ შეგიძლიათ ილოცოთ, რომ სულიწმინდამ გიკარნახოთ, ვინ არის მარტო ან გაჭირვებაში, ვისთანაც უფალს სურს, რომ მიხვიდეთ.

მე შემიძლია შეგპირდეთ, რომ თქვენ ლოცვებზე პასუხს მიიღებთ და როცა იმოქმედებთ მიღებული პასუხების თანახმად, თქვენ შაბათის დღეში იპოვით სიხარულს, გული კი სიხრულით აგევსებათ.

მე ვმოწმობ, რომ მამა ღმერთი გიცნობთ და მას უყვარხართ. მხსნელმა, უფალმა იესო ქრისტემ, თავი გაწირა თქვენი ცოდვებისთვის, რადგან მას უყვარხართ. მათ, მამამა და ძემ, იციან თქვენი სახელი ზუსტად ისე, როგორც იცოდნენ წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითის სახელი, როცა გამოეცხადნენ მას. მე ვმოწმობ, რომ ეს არის იესო ქრისტეს ეკლესია და რომ იგი პატივს სცემს თქვენ მიერ ღმერთთან დადებულ აღთქმებს. თქვენი არსი შეიცვლება და უფრო დაემსგავსებით მხსნელს. თქვენ ძალა მოგეცემათ ცდუნებების დასაძლევად და ჭეშმარიტების მიმართ ეჭვის გაჩენის საჭინააღმდეგოდ. თქვენ შაბათის დღეში სიხარულს იპოვით. მე ამას გპირდებით იესო ქრისტეს სახელით, ამინ.