2010-2019
ზიარება შეიძლება დაგვეხმაროს გავხდეთ წმინდანი
2016 წ. ოქტომბერი


ზიარება შეიძლება დაგვეხმაროს გავხდეთ წმინდანი

განიხილეთ ხუთი ხერხი, რომლითაც შეგიძლიათ გაზარდოთ ზიარების მიღების წმინდა წეს-ჩვეულების ჩვეულებრივი გავლენა და ძალა.

ჩემი ბავშვობის ზიარების შეკრების ერთ-ერთი ყველაზე პირველი მოგონება დაკავშირებულია ჩვენს სახლთან, ავსტრალიაში, ვარნამბულში. ჩვენი მრევლი შედგებოდა 10–15 კაცისგან და მამას, მღვდობის მატარებელი სამი პირიდან ერთ-ერთს, რეგულარულად ჰქონდა ზიარების კურთხევის საშუალება. მე მახსოვს ის გრძნობა, რომელიც მქონდა, როცა იგი თავმდაბლობითა და სიფრთხილით კითხულობდა ზიარების დალოცვას. შხირად ხმა უკანკალებდა, როცა იგი სულიწმინდას გრძნობდა. ზოგჯერ მას პაუზის გაკეთება ესაჭიროებოდა, რათა ემოციებს გამკლავებოდა, სანამ ლოცვას დაასრულებდა.

მე, ხუთი წლის ბავშვს, სრულად არ მესმოდა ის, რაც ხდებოდა ან ითქმებოდა; თუმცა, მე ვიცოდი, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა. მე ვგრძნობდი სულიწმინდის მშვიდ და დამაჯერებელ გავლენას, რადგან მამაჩემი ჩვენთვის მხსნელის სიყვარულს წარმოადგენდა.

მხსნელი გვასწავლიდა: „ამას ყოველთვის გააკეთებთ მათთვის, ვინც მოინანია და მოინათლა ჩემი სახელით; და ეს უნდა მოახდინოთ, რათა გახსოვდეთ ჩემი სისხლი, რომელიც დავღვარე თქვენთვის, რათა იყოთ მოწმენი მამასთამ, რომ ყოველთვის გახსოვართ. და თუ ყოველთვის გახსოვართ, ჩემი სული იქნება თქვენთან“. (3 ნეფი18:11).

მე გიწვევთ ყველას, განიხილოთ ხუთი ხერხი, რომლითაც შეგიძლიათ გაზარდოთ ზიარების მიღების წმინდა წეს-ჩვეულების ჩვეულებრივი გავლენა და ძალა.

1. წინასწარ მოემზადეთ

ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ზიარებისთვის მომზადება დიდი ხნით ზიარების შეკრების დაწყებამდე. შაბათი კარგი დროა იმისთვის, რომ განიხილოთ ჩვენი სულიერი წინსვლა და მომზადება.

გამოსახულება
საკვირაო მზადება

მიწიერი ცხოვრება არის ჩვენი მამაზეციერის დამსგავსების გზაზე მოგზაურობის აუცილებელი ძღვენი. იგი აუცილებლად მოიცავს გამოცდებსა და სირთულეებს, რომლებიც გვაძლევენ ზრდის საშუალებას. მეფე ბენიამინი გვასწავლიდა, რომ „ჩვეულებრივი ადამიანი ღმერთის მტერია, ... და ყოველთვის იქნება, აწ და მარადის, თუკი არ მიილტვის სულიწმინდისკენ და არ გადადებს გვერდზე ჩვეულებრივ ადამიანს და არ გახდება წმინდანი უფალ იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით“. (მოსია 3:19). ზიარებაში მონაწილეობის მიღება გვაძლევს საშუალებას უფრო მოვმართოთ გული და სული ღმერთისკენ.

მზადების პროცესში, ჩვენ მოდრეკილი გულით ვამჟღავნებთ მადლიერებას ქრისტეს გამოსყიდვის მიმართ, ვინანიებთ შეცდომებსა და ნაკლოვანებეს და ვთხოვთ მამას, დაგვეხმაროს ჩვენს ხანგრძლივ მოგზაურობაში მასზე დამსგავსების გზაზე. შემდეგ შეგვიძლია ველოდოთ შესაძლებლობას, რომელსაც გვაძლევს ზიარება, რათა გვახსოვდეს მისი მსხვერპლი და განვაახლოთ ჩვენი ვალდებულება ყოველი დადებული აღთქმის მიმართ.

2. მოდით ადრე

ჩვენ მიერ ზიარების აღქმა გაღრმავდება, თუ მოვალთ შეხვედრამდე დიდი ხნით ადრე და პრელუდიის დროს ვიფიქრებთ.

გამოსახულება
მოდით ადრე, ზიარების დაწყებამდე

პრეზიდენტი ბოიდ კ. პაკერი გვასწავლიდა: „პრელუდია, რომელსაც მოწიწებით ასრულებენ, სულის საკვებია. იგი იწვევს შთაგონებას“. 1 „ეს არ არის“, პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონის თქმით, „საუბრის ან გზავნილების გადაგზავნის დრო, არამედ არის ლოცვისეული გააზრების პერიოდი, როცა ხელმძღვანელები და წევრები სულიერად ემზადებიან ზიარებისთვის“. 2

3. იმღერეთ და ისწავლეთ ზიარების ჰიმნის სიტყვებიდან

ზიარების ჰიმნი არის ზიარების შეკრების აუცილებელი, მნიშვნელოვანი ნაწილი. მუსიკა აღამაღლებს ჩვენს აზრებსა და გრძნობებს. ზიარების ჰიმნს აქვს უფრო დიდი გავლენა, როცა ჩვენ ვახდენთ ფოკუსირებას სიტყვებზე და ძლიერ დოქტრინაზე, რომელსაც ვსწავლობთ. ჩვენ ბევრს ვსწავლობთ სიტყვებიდან „დაჟეჟილი, გატეხილი, ჩვენთვის დამტვრეული“, 3 „მოდით გვახსოვდეს და ვიყოთ დარწმუნებულნი იმაში, რომ ჩვენი გულები და ხელები სუფთა და წმინდაა“ 4 და „სად ხვდებიან ერთმანეთს ღვთიურ ჰარმონიაში სამართალი, სიყვარული და წყალობა“!5

გამოსახულება
იმღერეთ ჰიმნები და ჩაწვდით შინაარსს
გამოსახულება
მოახდინეთ ფოკუსირება ჰიმნების სიტყვებზე

როცა სიმბოლოების მიღებამდე ვმღერით ჰიმნს, სიტყვები შეიძლება გახდეს ჩვენი აღთქმის ვალდებულება. მაგალითად: „გვიყვარხარ, უფალო; ჩვენი გულები სავსეა. ჩვენ ვივლით შენი გზით“.6

4. სულიერად მიიღეთ მონაწილეობა ზიარების ლოცვებში. (იხ. მორონი 4–5)

იმის ნაცვლად, რომ არ მოვუსმინოთ ნაცნობ სიტყვებს ზიარების ლოცვიდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ და უფრო მეტი ვიგრძნოთ, როცა სულიერად მივიღებთ მონაწილეობას ვალდებულებებისა და მასთან დაკავშირებული დალოცვების განხილვით, რაც ამ წმინდა ლოცვებშია.

გამოსახულება
პურის დალოცვა

პური და წყალი ჩვენი სულებისთვისაა ნაკურთხი. ისინი გვახსენებს მხსნელის მსხვერპლს და რომ მას შეუძლია დაგვეხმაროს, გავხდეთ წმინდანი.

ლოცვები გვიხსნის, რომ ჩვენ ვიღებთ პურს ძის სხეულის მოსაგონებლად, რომელიც მან გამოსყიდვის სახით შეწირა ყოველივე ჩვენგანის აღდგომისთვის, და ვსვამთ წყალს, მისი ძის სისხლის მოსაგონებლად, რომელიც მან დაღვარა ჩვენთვის, რათა გამოგვისყიდოს მონანიების პირობით.

ლოცვები გვაცნობს აღთქმებს ფრაზით: „რომ ისინი მზად არიან“ (მორონი 4:3). ეს ფრაზა ამდენ პოტენციალს მოიცავს ჩვენთვის! ვართ მზად ვიმსახუროთ და მონაწილეობა მივიღოთ? ვართ მზად შევიცვალოთ? ვართ მზად გავუმკლავდეთ სისუსტეს? ვართ მზად მივწვდეთ სხვებს და დავლოცოთ ისინი? ვართ მზად ვენდოთ მხსნელს?

როცა დაპირებები ჩამოყალიბდა და მივიღეთ ზიარება, ჩვენ გულში ვადასტურებთ, რომ მზად ვართ:

  • ავიღოთ საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელი.

  • ვეცადოთ, დავიცვათ მისი ყოველი მცნება.

  • ყოველთვის გვახსოვდეს იგო.

ლოცვა სრულდება ამაღლებული მოწვევითა და დაპირებით: „რომ მისი სული ყოველთვის იყოს მათთან“ ( მორონი 4:3).

პავლემ დაწერა: „სულიწმინდის ნაყოფი არის სიყვარული, სიხარული, სიმშვიდე, მოთმინება, სირბილე, სიკეთე, რწმენა, თავმდაბლობა და ზომიერება“. (გალატელთა 5:22–23). თუ აღთქმებს დავიცავთ, ლამაზი დალოცვები და ძღვენი იქნება ხელმისაწვდომი ჩვენთვის.

5. იფიქრეთ მასზე და გახსოვდეთ იგი, როცა ზიარების სიმბოლოებს არიგებენ

მოწიწების მომენტები, როცა სამღვდელოება არიგებს ზიარებას, შეიძლება გახდეს ჩვენთვის წმინდა.

გამოსახულება
Passing the bread

როცა არიგებენ პურს, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ეს, როგორც ის ფაქტი, რომ მხსნელმა, თავის სიყვარულის საბოლოო საფეხურზე, აიღო „თავის თავზე სიკვდილი, რათა გაეწყვიტა სიკვდილის ჯაჭვები, რომლებიც ბოჭავდა მის ხალხს“. ( ალმა 7:12).

შეიძლება გვახსოვდეს აღდგომის დიდებული დალოცვა, რომ „მოვა ყველასთან, ... შებოჭილთან და თავისუფალთან, ქალთან და კაცთან, მართალთან და ბოროტთან; და არც ერთი თმა მათი თავიდან არ დაიკარგება; და ყველაფერი აღდგება თავის სრულყოფილ ფორმაში“. ( ალმა 11:44).

გამოსახულება
წყლის ჩამოტარება

როცა წყალს არიგებენ, ჩვენ შეგვიძლია მხსნელის ვედრება გავიხსენოთ:

“აჰა, მე, ღმერთმა, გადავიტანე ყოველივე ეს ყველასათვის, რათა ისინი, ვინც მოინანიებენ, არ იტანჯონ; ...

„ამ ტანჯვამ თავად მე, ღმერთი, ყოველთა შორის დიადი, მაიძულა მეკანკალა ტკივილისგან და სისხლი წამომივიდა ყოველი ფორიდან და ვიტანჯებოდი როგორც სულით, ისე ხორცით და ვთხოვე, არ შემესვა მწარე ფიალა“ (მოძღვრება და აღთქმები 19:16, 18).

ჩვენ გვახსოვს, რომ მან საკუთარ თავზე აიღო ჩვენი უძლურებანი, რათა შიგნეული მისი აღვსილიყო წყალობით, ხორცის მიხედვით, რათა სცოდნოდა ხორცის მიხედვით, როგორ დახმარებოდა თავის ხალხს მათი უძლურებათა მიხედვით“. ( ალმა 7:12).

როცა განვიხილავთ ჩვენს ზიარების გამოცდილებას, შეიძლება ვკითხოთ საკუთარ თავს:

  • ამ კვირაში რას მოვიმოქმედებ იმისთვის, რომ უკეთ მოვემზადო ზიარებისთვის?

  • შემიძლია მეტი წვლილი შევიტანო მოწიწებაში და გამოცხადებაში, რაც თან ახლავს ზიარების შეკრების დასაწყისს?

  • რა დოქტრინა ისწავლებოდა ზიარების ჰიმნში?

  • რა გავიგონე და ვიგრძენი, როცა ზიარების ლოცვებს ვუსმენდი?

  • რას ვფიქრობდი, როცა ზიარება ჩამოატარეს?

უხუცესი დევიდ ა. ბედნარი გვასწავლიდა: „ზიარების წეს-ჩვეულება არის წმინდა და განმეორებადი მოწვევა გულწრფელი მონანიებისკენ და სულიერი აღორძინებისკენ. ზიარების მიღების აქტი, როგორც ასეთი, არ გვაშორებს ცოდვას. მაგრამ როცა შეგნებულად ვემზადებით და მონაწილეობას ვიღებთ ამ წმინდა წეს-ჩვეულებაში, მოდრეკილი გულითა და მომნანიებელი სულით, მაშინ ჩვენია დაპირება, რომ სულიწმინდა ყოველთვის იქნება ჩვენთან. და სულიწმინდის, როგორც ჩვენი მარადიული თანამგზავრის, განწმენდი ძალით, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მივიღოთ ცოდვათა მიტევება“. 7

მე ვმოწმობ უამრავ დალოცვაზე, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენთვის, როცა გავზრდით ჩვენს მზადებასა და სულიერ მონაწილეობას ზიარების წეს-ჩვეულებაში. მე ვმოწმობ, რომ ეს დალოცვები ხელმისაწვდომია ჩვენთვის ჩვენი მამაზეციერის სიყვარულისა და მისი საყვარელი ძის, იესო ქრისტეს, უსაზღვრო გამოსყიდვის გამო. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. ბოიდ კ. პაკერი, “Personal Revelation: The Gift, the Test, and the Promise,” Ensign, Nov. 1994, 61.

  2. რასელ მ. ნელსონი, “Worshiping at Sacrament Meeting,” Liahona, Aug. 2004, 13.

  3. “Jesus of Nazareth, Savior and King,” საგალობლები, no. 181.

  4. “While of These Emblems We Partake,” საგალობლები, no. 173.

  5. “რა დიდია ღვთის სიყვარული, რა ბრძნულია ღვთის სიტყვა,” საგალობლები, no. 195.

  6. “As Now We Take the Sacrament,” საგალობლები, no. 169.

  7. დევიდ ა. ბედნარი, “Always Retain a Remission of Your Sins,” Liahona, May 2016, 61–62.