“25. სატაძრო და ოჯახური ისტორიის საქმე მეურვეობაში და პალოში“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).
“25. სატაძრო და ოჯახური ისტორიის საქმე მეურვეობაში და პალოში“ ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან
25.
სატაძრო და ოჯახური ისტორიის საქმე მეურვეობაში და პალოში
25.0
შესავალი
სატაძრო და ოჯახური ისტორიის საქმე არის სამარადისოდ ოჯახების გაერთიანებისა და ჩაბეჭდვის საშუალება (იხ. მათე 16:19). ეს საქმე მოიცავს:
-
სატაძრო წეს-ჩვეულებების მიღებისას აღთქმების დადება (იხ. ესაია 55:3; მოძღვრება და აღთქმები 84:19–23).
-
ჩვენი გარდაცვლილი წინაპრების აღმოჩენა და მათთვის ტაძარში წეს-ჩვეულებების შესრულება, რათა მათ შეძლონ ღმერთთან აღთქმების დადება (იხ. მალაქია 4:5–6; 1 კორინთელთა 15:29; მოძღვრება და აღთქმები 128:15–18).
-
ტაძარში რეგულარულად სიარული, სადაც ეს შესაძლებელია, ღვთის თაყვანისცემისა და მისი შვილებისთვის წეს-ჩვეულებების შესრულების მიზნით (იხ. ლუკა 24:52–53; მოძღვრება და აღთქმები 109:13–14).
მეტი ინფორმაცია იხილეთ „ტაძრები’ და „ოჯახური ისტორია“ (სახარების თემები, topics.ChurchofJesusChrist.org).
25.1
წევრთა და ხელმძღვანელთა მონაწილეობა სატაძრო და ოჯახური ისტორიის საქმეში
ეკლესიის წევრებს აქვთ ოჯახების სამარადისოდ გაერთიანების პრივილეგია და ვალდებულება. წეს-ჩვეულებების შესრულების დროს ისინი ემზადებიან აღთქმების დადებისა და დაცვისთვის.
ეკლესიის წევრებს აგულიანებენ, დაადგინონ გარდაცვლილი ნათესავები, რომლებსაც არ მიუღიათ ხსნისა და ამაღლების წეს-ჩვეულებები. შემდეგ წევრები ამ ნათესავების სახელზე წეს-ჩვეულებებს ასრულებენ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 128:18). სულების სამყაროში გარდაცვლილებს აქვთ არჩევანი - მათ შეუძლიათ მათთვის ჩატარებული წეს-ჩვეულებების მიღება ან უარყოფა.
25.1.1
ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ტაძრის დასწრებასთან დაკავშირებით
წევრები თავად წყვეტენ, სად და რამდენად ხშირად იარონ ტაძარში. ხელმძღვანელები არ ადგენენ ტაძრის დასწრების კვოტებს ან ანგარიშგების სისტემებს.
25.2
სატაძრო და ოჯახური ისტორიის საქმის ორგანიზება მეურვეობაში
25.2.1
ეპისკოპოსობა
ეპისკოპოსობა, უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობებთან ერთად, ახდენს მათ მიერ მეურვეობაში სატაძრო და ოჯახური ისტორიის ძალისხმევის კოორდინირებას. ეს ხელმძღვანელები რეგულარულად თათბირობენ.
ეპისკოპოსობას ასევე გააჩნია შემდგი ვალდებულებები მეურვეობაში სატაძრო და ოჯახური ისტორიის საქმესთან მიმართებით:
-
უზრუნველყოს ეკლესიაში დოქტრინის, სატაძრო კურთხევებისა და ოჯახური ისტორიის საქმის სწავლება.
-
უზრუნველყოს მეურვეობის საბჭოზე და მეურვეობის ახალგაზრდების საბჭოებზე სატაძრო და ოჯახური ისტორიის საქმის კოორდინირება.
-
ტაძარში შესვლისთვის მომზადების ფონდის გამოყენების ნებართვის მიცემა (იხ. 22.6.8).
-
სატაძრო რეკომენდაციის გაცემა (იხ. 26.3.26).
25.2.2
უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობები
უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობები ხელმძღვანელობენ მეურვეობაში ყოველდღიურ სატაძრო და ოჯახური ისტორიის ძალისხმევას (იხ. 8.2.4 და 9.2.4). ისინი, ეპისკოპოსის კოორდინირებით, მეურვეობის საბჭოსთან ერთად ხელმძღვანელობენ ამ მცდელობას.
ამ ხელმძღვანელებს აქვთ შემდეგი ვალდებულებები:
-
ეხმარებიან წევრებს ამ წეს-ჩვეულებების მიღებაში და სატაძრო წეს-ჩვეულებების დადებაში.
-
აგულიანებენ წევრებს, დაესწრონ ღვთისმსახურებას ტაძარში რაც შეიძლება ხშირად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
-
აგულიანებენ წევრებს, მოიძიონ წინაპრები და ჩაატარონ მათთვის სატაძრო წეს-ჩვეულებები.
-
ხელმძღვანელობენ მეურვეობის სატაძრო და ოჯახური ისტორიის ლიდერის საქმეს. თუ ამ ხელმძღვანელს არ მოიხმობენ, ამ როლს უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობა ასრულებს (იხ. 25.2.3).
უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტი და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტი ნიშნავენ პრეზიდენტობის წევრს, რომელიც დაეხმარება მეურვეობაში სატაძრო და ოჯახური ისტორიის საქმის გაძღოლაში. ამ ორი პრეზიდენტობის წევრი ერთად მუშაობს. ისინი ესწრებიან მეურვეობის სატაძრო და ოჯახური ისტორიის საკოორდინაციო შეხვედრებს (იხ. 25.2.7).
25.2.3
მეურვეობის ტაძრისა და ოჯახური ისტორიის ხელმძღვანელი
ეპისკოპოსობა თათბირობს პალოს პრეზიდენტთან რათა დაადგინოს, მოიხმოს თუ არა მეურვეობის სატაძრო და ოჯახური ისტორიის ხელმძღვანელი. ეს უნდა იყოს მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელი პირი.
მეურვეობის სატაძრო და ოჯახური ისტორიის ხელმძღვანელი მხარს უჭერს უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობებს მათი სატაძრო და ოჯახური ისტორიის ვალდებულებების შესრულებაში. მას ასევე აკისრიათ შემდეგი პასუხისმგებლობა:
-
უხელმძღვანელოს მეურვეობის სატაძრო და ოჯახური ისტორიის საკოორდინაციო შეხვედრებს (იხ. 25.2.7).
-
განასწავლოს მეურვეობის სატაძრო და ოჯახური ისტორიის კონსულტანტები. მოახდინოს მათი ძალისხმევის კოორდინაცია, რათა დაეხმაროს წევრებს სატაძრო და ოჯახური იტსორიის საქმის კოორდინირებაში.
-
იმუშაოს მეურვეობის მისიის ლიდერებთან და მისიონერებთან, რათა დაეხმმაროს მათ, ვინც სწავლობს სახარებას, ახალ წევრებს, დაბრუნებულ წევრებს კი - ჩაერთონ სატაძრო და ოჯახური ისტორიის საქმეში.
25.2.4
მეურვეობის ტაძრისა და ოჯახური ისტორიის კონსულტანტები
მეურვეობის ტაძრისა და ოჯახური ისტორიის კონსულტანტები მსახურობენ მეურვეობის ტაძრისა და ოჯახური ისტორიის ხელმძღვანელის ან უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობის ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც ამ როლს ითავსებს. ეპისკოპოსობა მოიხმობს ამ წევრებს მსახურებისთვის. შესაძლებელია ზრდასრულებისა და ახალგაზრდების მოხმობაც.
კონსულტანტებს აკისრიათ შემდეგი პასუხისმგებლობა:
-
დაეხმარონ წევრებს, განიცადონ მათი წინაპრების აღმოჩენისა და მათთვის წეს-ჩვეულებების შესრულების სიხარული.
-
დაეხმარონ წევრებს ამ წეს-ჩვეულებების მიღებაში და სატაძრო წეს-ჩვეულებების დადებაში.
-
მიიღონ მონაწილეობა სატაძრო და ოჯახური ისტორიის საკოორდინაციო შეხვედრებში (იხ. 25.2.7).
25.2.7
მეურვეობის სატაძრო და ოჯახური ისტორიის საკოორდინაციო შეხვედრები
მოკლე არაოფიციალური მეურვეობის სატაძრო და ოჯახური ისტორიის საკოორდინაციო შეხვედრები იმართება რეგულარულად. თუ მეურვეობის ტაძრისა და ოჯახური ისტორიის ხელმძღვანელი მოიხმეს, ამ შეხვედრებს ის უნდა ატარებდეს. სხვა შემთხვევაში ამ როლს ითავსებს უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობა.
მოწვეულთა შორის არიან:
-
უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობების დანიშნული წევრები.
-
სამღვდელოების ქვორუმის ასისტენტი.
-
ყველაზე ძველი ახალგაზრდა ქალების კლასის პრეზიდენტობის წევრი.
-
ტაძრისა და ოჯახური ისტორიის კონსულტანტები
ამ შეკრებების მიზანია:
-
დაიგეგმოს, როგორ დაეხმარონ მეურვეობის კონკრეტულ წევრებს მათ სატაძრო და ოჯახური იტსორიის საქმეში.
ამ შეხვედრების ჩატარება შესაძლებელია პირადად ან დისტანციურად. კოორდინაცია შესაძლებელია ხდებოდეს სხვაგვარადაც, მაგალითად სატელეფონო ზარით, ტექსტური შეტყობინებებითა და ელ.ფოსტით.
25.2.8
სატაძრო მზადების კურსი
ეპისკოპოსის ხელმძღვანელობით შესაძლოა სატაძრო მზადების კურსის ორგანიზება, რათა დაეხმაროთ წევრებს, სატაძრო წეს-ჩვეულებების მიღების დროს აღთქმების დადებაში. ეს კურსი ტარდება რეგულარული საკვირაო შეკრებებისგან ცალკე, წევრებისთვის მოსახერხებელ დროს. მათი ჩატარება შესაძლებელია სამლოცველოში ან სახლში.
ამ კურსის ორგანიზებისთვის საჭირო გაკვეთილები და მითითებები იხილეთ ზეციდან შემოსილნი: სატაძრო მზადების სემინარის მასწავლებლის სახელმძღვანელო. მონაწილეებს ურიგდებათ წმინდა ტაძარში შესვლისთვის მზადება. პირადი სწავლებისა და გაკვეთილების რესურსები იხ. temples.ChurchofJesusChrist.org.
25.4
ოჯახური ისტორიის რესურსები
25.4.1
ჩემი ოჯახი: ისტორიები, რომლებიც გვაერთიანებს
ჩემი ოჯახი: ისტორიები, რომლებიც გვაერთიანებს ეხმარება ადამიანებს მათი ნათესავებისა და წინაპრების აღმოჩენაში და მათ ისტორიების შეკრებაში. ეს ბუკლეტი ასევე დაეხმარება წევრებს, დაიწყონ ოჯახური სახელების მომზადება სატაძრო წეს-ჩვეულებებისთვის.
ბუკლეტის გადმოტვირთვა შესაძლებელია ChurchofJesusChrist.org. დაბეჭდილი ასლების შეძენა შესაძლებელია store.ChurchofJesusChrist.org.
25.4.2
FamilySearch.org და FamilySearch აპლიკაციები
FamilySearch.org და FamilySearch აპლიკაციაზე ეს დაეხმარება მომხმარებელს:
-
შექმნას ოჯახური ხის კავშირები და ურთიერთობები.
-
აღმოაჩინოს წინაპრები და მათი ისტორიები.
-
გააზიაროს და შეინახოს ოჯახური ამბები, ფოტოები და ისტორია.
-
მოამზადოს გვარები სატაძრო-წეც-ჩვეულებებისთვის.
აპლიკაცია FamilySearch Tree და აპლიკაცია FamilySearch მოგონებები აძლევს ადამიანებს საშუალებას, მობილური ტელეფონიდან მიიღონ მონაწილეობა სატაძრო და ოჯახური ისტორიის საქმეში.
25.5
ტაძარში მომუშავეთა პოზიციაზე რეკომენდაციის გაწევა და მოხმობა
25.5.1
ტაძარში მომუშავეთა პოზიციაზე რეკომენდაციის გაწევა
პოტენციური ტაძარში მომუშავეების გამოვლენა ხდება შემდეგნაირად:
-
ეპისკოპოსის ან მეურვეობის სხვა ხელმძღვანელის მიერ გამოვლენილი წევრები
-
წევრები, რომელნიც ეპისკოპოსს აუწყებენ მსახურების სურვილის შესახებ
-
წევრები, რომლებსაც რეკომენდაცია გაუწია ტაძრის პრეზიდენტმა, ტაძარში მოსიარულემ ან ტაძრის სხვა ხელმძღვანელმა
-
წევრები, რომლებიც ემზადებიან ან ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ მისიონერული მსახურებიდან (იხ. თავი 24)
პოტენციური ტაძარში მომუშავეთა სახელები წარადგინეთ ტაძარში მომუშავეთა რეკომენდაციის იარაღი-ს მეშვეობით. ეს იარაღი ხელმისაწვდომია ეპისკოპოსებისთვის, პალოს პრეზიდენტებისთვისა და ტაძრის პრეზიდენტებისთვის.