სახელმძღვანელოები და მოწოდებები
26. სატაძრო რეკომენდაცია


“26. სატაძრო რეკომენდაცია“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).

“26. სატაძრო რეკომენდაცია“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან

ეპისკოპოსი ესაუბრება მამაკაცს

26.

სატაძრო რეკომენდაცია

26.0

შესავალი

ტაძარში შესვლა წმინდა პრივილეგიაა. მეურვეობისა და პალოს ხელმძღვანელები მოუწოდებენ ყველა წევრს, იყვნენ ღირსნი და იქონიონ მოქმედი სატაძრო რეკომენდაცია მაშინაც კი, როცა ტაძართან ახლოს არ ცხოვრობენ.

ეკლესიის ხელმძღვანელები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველა, ვინც ტაძარში შედის, ამის ღირსია (იხ. ფსალმუნი 24:3-5).

ტაძარში შესასვლელად წევრს უნდა ჰქონდეს სატაძრო რეკომენდაცია.

იმ შემთხვევაში, თუ ეპისკოპოსს აქვს სატაძრო რეკომენდაციასთან დაკავშირებული შეკითხვები, რომლებზედაც მან პასუხი ამ თავში ვერ იპოვა, მან პალოს პრეზიდენტთან უნდა გაიაროს კონსულტაცია. პალოს პრეზიდენტს შეუძლია პირველი პრეზიდენტობის ოფისს დაუსვას შეკითხები.

26.1

სატაძრო რეკომენდაციის ტიპები

არსებობს სამი ტიპის რეკომენდაცია:

  1. სატაძრო რეკომენდაცია წევრებისთის, რომლებსაც არ გაუვლიათ შემოსვის წეს-ჩვეულება. ეს რეკომენდაცია გაიცემა იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან შემოსილნი და უნდა ჩაიბეჭდონ მშობლებთან ან მიიღონ მონაწილეობა ჩანაცვლებით ნათლობებსა და წევრად დამტკიცების წეს-ჩვეულებებში. ეს რეკომენდაციები გაიცემა ხელმძღვანელთა და კლერკთა რესურსების (LCR)-ს მეშვეობით. მეტი ინფორმაცია იხილეთ 26.4.

  2. სატაძრო რეკომენდაცია ცოცხალთა წეს-ჩვეულებებისთვის. ეს რეკომენდაციები განკუთვნილია წევრებისთვის, რომლებმაც უნდა გაიარონ შემოსვის წეს-ჩვეულება ან ჩაიბეჭდონ მეუღლესთან. რეკომენდაცია ცოცხალთა წეს-ჩვეულებებისთვის მიმაგრებულია ჩვეულებრივ სატაძრო რეკომენდაციაზე შემოსილი წევრებისთვის (აღწერილია ქვემოთ).

  3. სატაძრო რეკომენდაცია წევრებისთის, რომლებმაც გაიარეს შემოსვის წეს-ჩვეულება. ეს რეკომენდაცია გაიცემა უკვე შემოსილ წევრებზე. ის გაიცემა ხ.კ. რ-ს მეშვეობით. ამ რეკომენდაციით წევრს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ყველა სატაძრო წეს-ჩვეულებაში გარდაცვლილთათვის. ის ასევე გამოიყენება, როცა შემოსილი წევრი ჩაიბეჭდება ცოცხალ ან გარდაცვლილ მშობლებთან ან შვილებთან. მეტი ინფორმაცია იხილეთ 26.3.

26.2

სატაძრო რეკომენდაციის უსაფრთხოება

26.2.1

სამღვდელოების ხელმძღვანელები უზრუნველყოფენ სატაძრო რეკომენდაციის უსაფრთხოებას

სამღვდელოების ხელმძღვანელები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ სატაძრო რეკომენდაციების წიგნაკზე, გულდასმით უნდა უფრთხილდებოდნენ მათ.

სამღვდელოების ხელმძღვანელები ასევე რწმუნდებიან, რომ პირებს შესაფერისი უფლებამოსილების გარეშე არ აქვთ წვდომა სატაძრო რეკომენდაციის ინფორმაციაზე ხ.კ.რ.-ში.

26.2.3

რეკომენდაცია დაიკარგა ან მოიპარეს

ეპისკოპოსი სთხოვს წევრებს, შეატყობინონ მას რაც შეიძლება მალე, თუ მათი რეკომენდაცია დაიკარგა ან მოიპარეს. ეპისკოპოსი, დანიშნულ მრჩეველთან ან კლერკთან ერთად, რაც შეიძლება მალე აუქმებს რეკომენდაციას ხ.კ.რ -ს გამოყენებით. თუ ეს სისტემა მიუწვდომელია, ეპისკოპოსი რეკომენდაციის გასაუქმებლად უკავშირედება ტაძრის ოფისს.

26.2.4

რეკომენდაციის მფლობელნი, რომელნიც არ ცხოვრობენ ღირსების სტანდარტებით

თუ ეპისკოპოსი დაადგენს, რომ წევრი მოქმედი რეკომენდაციით არ ცხოვრობს ღირსების სტანდარტების მიხედვით (იხ. 26.3), ის მოითხოვს წევრისგან რეკომენდაციის დაბრუნებას. რეკომენდაციის გასაუქმებლად ის იყენებს ხ.კ.რ -ს. თუ ეს სისტემა მიუწვდომელია, რეკომენდაციის გასაუქმებლად ეპისკოპოსი უკავშირდება ტაძრის ოფისს.

26.3

სატაძრო რეკომენდაციის გაცემის ზოგადი მითითებები

სამღვდელოების ხელმძღვანელებმა რეკომენდაცია უნდა გასცენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წევრი სათანადოდ უპასუხებს სატაძრო რეკომენდაციის კითხვებს.

სატაძრო რეკომენდაციის გასაუბრება არ უნდა იყოს ნაჩქარევი. გასაუბრება უნდა იყოს პირადი. თუმცა, პიროვნებას შეუძლია სხვა ზრდასრული პირის მოწვევა გასაუბრებაზე.

სამღვდელოების ხელმძღვანელები არაფერს არ უნდა ამატებდნენ სატაძრო რეკომენდაციების წიგნაკში მოცემულ მოთხოვნებს. არც რომელიმე მოთხოვნის ამოღება უნდა ხდებოდეს.

პალოში სატაძრო რეკომენდაციის გაცემის შემდეგ ხდება მისი ხ.კ.რ -ში გააქტიურება პალოს პრეზიდენტობის წევრის ან პალოს კლერკის მიერ. ოლქებში რეკომენდაციას ააქტიურებენ მისიის პრეზიდენტობის წევრები ან მისიის კლერკები. რეკომენდაციები ჩანაცვლებითი ნათლობებისთვის და წევრად დამტკიცებისთვის აქტიურდება ეპისკოპოსობის წევრის ან მრევლის პრეზიდნეტის მიერ მათი ამობეჭდვის შემდეგ.

26.3.1

სატაძრო რეკომენდაციის გასაუბრება მეურვეობისა და სამრევლოების წევრებისთვის

სატაძრო რეკომენდაციის გასაუბრებას მეურვეობაში ატარებს ეპისკოპოსი ან დანიშნული მრჩეველი. ისინი გასცემენ რეკომენდაციას ღირსეულ წევრებს. მრევლში სატაძრო რეკომენდაციის გასაუბრების ჩატარება და რეკომენდაციის გაცემა შეუძლია მხოლოდ მრევლის პრეზიდენტს.

მეურვეობაში ეპისკოპოსი პირადად უტარებს გასაუბრებას მათ, ვინც:

  • შემოსვის წეს-ჩვეულება უნდა მიიღოს (იხ. 27.1 და 27.2).

  • მეუღლესთან ჩაიბეჭდოს (იხ. 27.3).

გადაუდებელ შემთხვევაში, როცა ეპისკოპოსი მიუწვდომელია, მას შეუძლია უფლება მისცეს თავის ერთ-ერთ მრჩეველს, ჩაატაროს ეს გასაუბრებები.

ზემოთ აღწერილი რომელიმე სიტუაციისთვის რეკომენდაციის გაცემამდე ეპისკოპოსი განიხილავს წევრის ჩანაწერს რათა დარწმუნდეს, რომ ის არ შეიცავს ჩანაწერს ეკლესიის წევრობის შეზღუდვის შესახებ. წევრებისთვის, რომლებიც იღებენ შემოსვის ან მეუღლესთან ჩაბეჭდვის რეკომენდაციას, ის ასევე უნდა დარწმუნდეს, რომ:

  • პიროვნების ნათლობა და წევრად დამტკიცება ჩაწერილია წევრობის ჩანაწერში.

  • ძმამ მიიღო მელქიცედეკის მღვდლობა.

პალოში მცხოვრები წევრები, მას შემდეგ რაც გაივლიან გასაუბრებას ეპისკოპოსობის წევრთან ან მრევლის პრეზიდენტთან, პალოს პრეზიდენტობასთან გადიან გასაუბრებას. ოლქში მცხოვრები წევრებისთვის მეორე გასაუბრებას ატარებს მისიის პრეზიდენტობის წევრი. ოლქის პრეზიდენტი არ ატარებს სატაძრო რეკოენდაციის გასაუბრებას, თუკი მას ეს პირველმა პრეზიდენტობამ არ დაავალა.

26.3.2

გასაუბრება სატაძრო რეკომენდაციის მისაღებად წევრებისთვის იზოლირებული ადგილებიდან

ზოგიერთი წევრი ცხოვრობს ისეთ ადგილას, საიდანაც მოგზაურობა პალოს ან მისიის პრეზიდენტობასთან შესახვედრად წარმოადგენს სირთულეს ან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში ტაძრის პრეზიდენტს შეუძლია გაესაუბროს პიროვნებას და ხელი მოაწეროს მის რეკომენდაციას. გასაუბრების ჩატარებამდე მან უნდა მიიღოს დასტური პალოს ან მისიის პრეზიდენტისგან. ასეთ შემთხვევაში წევრს უკვე უნდა ჰქონდეს გავლილი გასაუბრება ეპისკოპოსთან, უფლებამოსილ მრჩეველთან ან მრევლის პრეზიდენტთან და რომელიმეს მათგანის მიერ ხელმოწერილი რეკომენდაცია.

26.4

სატაძრო რეკომენდაციის გაცემა წევრებისთის, რომლებსაც არ გაუვლიათ შემოსვის წეს-ჩვეულება

26.4.1

ზოგადი მითითებები

სატაძრო რეკომენდაცია გაიცემა წევრებზე, რომლებსაც არ გაუვლიათ შემოსვის წეს-ჩვეულება, შემდეგ შემთხვევაში:

  • 11 წლის და უფროსი ასაკის წევრებისთვის, გარდაცვლილთა ნათლობისთვის და წევრად დამტკიცებისთვის. (ახალგაზრდა ქალებსა და მამაკაცებს, რომლებმაც ხელდასხმით მიიღეს კურთხევა, შეუძლიათ სატაძრო რეკომენდაციის მიღება იმ წლის იანვრიდან, როდესაც მათ 12 წელი უსრულდებათ).

  • 8-20 წლის წევრებს, მშობლებთან ჩასაბეჭდად. 8 წლამდე ასაკის ბავშვებს არ ესაჭიროებათ რეკომენდაცია მშობლებთან ჩასაბეჭდად (იხ. 26.4.4).

  • 8-20 წლის წევრებს, მათი ცოცხალი დედმამიშვილების, ნახევარი დების ან ძმების ან დედინაცვალის/მამინაცვალის შვილების მშობლებთან ჩაბეჭდვაზე დასასწრებად.

ადრე შემოსილ წევრებზე ამ ნაწილში ახსნილი რეკომენდაციებიდან არცერთი არ გაიცემა.

თუ ეკლესიის მამრობითი სქესის წევრს ასაკით უკვე შეუძლია მღვდლობის ტარება მან, სატაძრო რეკომენდაციის მიღებამდე, ხელდასხმით უნდა მიიღოს კურთხევა მღვდლობის წოდებაზე.

26.4.2

სატაძრო რეკომენდაცია ახალმონათლული წევრებისთვის.

ეპისკოპოსი ატარებს გასაუბრებაც ახალ წევრებთან, რომლებიც შესაბამისი ასაკის არიან იმისთვის, რომ მიიღონ სატაძრო რეკომენდაცია ჩანაცვლებითი ნათლობებისა და წევრად დამტკიცებისთვის. იგი ამ გასაუბრებებს ატარებს მალევე წევრად დამტკიცების შემდეგ, როგორც წესი ერთი კვირის განმავლობაში (იხ. 26.4.1). ძმებისთვის, ეს გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს, როგორც აარონის მღვდლობის მისაღებად გასაუბრების ნაწილი.

26.4.3

სატაძრო რეკომენდაცია მხოლოდ ჩანაცვლებითი ნათლობებისა და წევრად დამტკიცებისთვის

სატაძრო რეკომენდაციები, რომლებიც გაიცემა ჩანაცვლებითი ნათლობისა და წევრად დამტკიცებისთვის, უნდა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ მიზნით.

26.4.4

სატაძრო რეკომენდაცია ცოცხალი შვილების მშობლებთან ჩაბეჭდვისთვის

21 წლის და უფროსი ასაკის წევრებს შეუძლიათ ჩაიბეჭდონ მშობლებთან ან დაესწრონ ჩაბეჭდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან: (1) ტაძარში შემოსილნი და (2) აქვთ მოქმედი სატაძრო რეკომენდაცია.

26.5

სატაძრო რეკომენდაციის გაცემა განსაკუთრებულ ვითარებაში

26.5.1

წევრები, რომლებიც იღებენ საკუთარ სატაძრო შემოსვას

ღირსეული წევრები, რომლებსაც სურთ საკუთარი შემოსვის მიღება, უნდა აკმაყოფილებდნენ ქვემოთ მოცემულ პირობებს:

  • ისინი მინიმუმ 18 წლის არიან.

  • მათ დაამთავრეს ან აღარ დადიან მაღალ კლასებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ან მსგავს დაწესებულებაში.

  • მათი წევრად დამტკიცებიდან გავიდა ერთი წელი.

  • მათ სურთ მიიღონ და პატივი სცენ სატაძრო აღთქმებს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ამის გარდა მამაკაცი, შემოსვის მიღებემდე, უნდა გახდეს მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელი პირი. ინფორმაცია შემოსვის მიღების შესახებ იხილეთ 25.2.8. ინფორმაცია იმის შესახებ, ვის შეუძლია შემოსვის მიღება, იხილეთ 27.2.1.

26.5.3

ახალგაზრდა მისიონერები, რომლებიც ბრუნდებიან სახლიდან შორს მსახურებიდან

მისიის პრეზიდენტი ათარიღებს და ააქტიურებს რეკომენდაციას ისე, რომ მას ვადა ეწურება სამ თვეში შინ დაბრუნების შემდეგ.

ეპისკოპოსი, სამი თვის ვადის ბოლოსკენ, უტარებს დაბრუნებულ მისიონერს გასაუბრებას, რათა დაბრუნებულ მისიონერს ახალი სატაძრო რეკომენდაცია გასცეს.

26.5.4

წევრები, რომლებსაც არ უცხოვრიათ იმავე მეურვეობაში მინიმუმ ერთი წელი

სატაძრო რეკომენდაციის გასაუბრებამდე ეპისკოპოსი ან მისი მრჩეველი უკავშირდება წინა ეპისკოპოსს.

26.5.7

წევრები, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან ტრანსგენდერებად

პალოს პრეზიდენტმა უნდა ითათბიროს რეგიონის პრეზიდენტობასთან ინდივიდუალური სიტუაციების მგრძნობიარობით და ქრისტეს მსგავსი სიყვარულით გასამკლავებლად (იხ. 38.6.23).

26.5.8

წევრები, რომლებმაც მძიმე ცოდვა ჩაიდინეს

წევრმა, რომელმაც მძიმე ცოდვა ჩაიდინა, არ უნდა მიიღოს სატაძრო რეკომენდაცია, სანამ არ მოინანიებს (იხ. 32.6).

26.5.9

წევრები, რომლებსაც აღუდგინეს წევრობა მას შემდეგ, რაც ისინი გარიცხეს ან საკუთარი სურვილით შეწყიტეს წევრობა

26.5.9.1

წევრები, რომლებიც წარსულში არ იყვნენ შემოსილნი

შესაძლოა, ასეთმა წევრებმა ვერ მიიღონ რეკომენდაცია საკუთარი შემოსვისთვის, სანამ მათი ნათლობითა და წევრად დამტკიცებით ეკლესიაში დაბრუნებიდან არ გავა ერთი წელი.

26.5.9.2

წარსულში შემოსილი წევრები

წევრებმა, რომლებიც წარსულში იყნენ შემოსილნი, შეიძლება ვერ მიიღონ სატაძრო რეკომენდაცია, სანამ მათი სატაძრო კურთხევები არ აღდგება კურთხევების აღდგენის წეს-ჩვეულების მეშვეობით.