სახელმძღვანელოები და მოწოდებები
20. ღონისძიებები


“20. ღონისძიებები“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023)

“20. ღონისძიებები“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან

ახალგაზრდა ქალი წყლის ბლასტერით

20.

ღონისძიებები

20.1

მიზნები

ეკლესიის ღონისძიებები მიმართულია იმაზე, რომ ეკლესიის წევრები და სხვა ადამიანები გახდნენ „წმიდათა თანამოქალაქენი“ (ეფესელთა 2:19). ღონისძიებების მიზნები შეიძლება მოიცავდეს:

  • იესო ქრისტეში რწემენის გაძლიერება.

  • გართობის უზრუნველყოფა და ერთიანობისთვის ხელის შეწყობა.

  • პიროვნული ზრდისთვის შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

  • ცალკეული პირებისა და ოჯახების გაძლიერება.

  • წევრების დახმარება ხსნისა და ამაღლების საქმეში მონაწილეობის მისაღებად (იხ. 1,2).

20.2

ღონისძიებების დაგეგმვა

ღონისძიების დაგეგმამდე ხელმძღვანელები განიხილავენ წევრთა სულიერ და მიწიერ საჭიროებებს. ხელმძღვანელები ეძიებენ სულიწმინდის მითითებას როცა იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა ტიპის ღონისძიება შეეფერება ამ საჭიროებებს.

20.2.1

ღონისძიებების დაგეგმვის პასუხისმგებლობა

მეურვეობის ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს რომელიმე ქვემოთ აღნიშნული ხერხით, გამომდინარე ადგილობრივი საჭიროებიდან:

  • მეურვეობის საბჭოს შეუძლია ამ დაგეგმარების ზედამხედველობა.

  • მეურვეობის საბჭოს შეუძლია დანიშნოს კონკრეტული ორგანიზაციები, ერთი ან მეტი ღონისძიების დაგეგმვის დახმარების მიზნით.

  • საჭიროებისას და სადაც საკმარისი წევრებია, ეპისკოპოსმა შეიძლება მოაწყოს მეურვეობის ღონისძიებების კომიტეტი.

მეტი ინფორმაცია მეურვეობის ახალგაზრდების ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ იხ. 10.2.1.3 და 11.2.1.3.

20.2.2

მოიწვიეთ ყველა მონაწილეობის მისაღებად

ისინი, ვინც გეგმავენ ღონისძიებებს, უნდა გაითვალისწინონ ყველა კატეგორია, განსაკუთრებით ახალი წევრები, ნაკლებად აქტიური წევრები, ახალგაზრდები, მარტოხელა ზრდასრულები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვა რწმენის ადამიანები.

ღონისძიებები არ უნდა იქცეს ტვირთად ხელმძღვანელებისთვისა და წევრებისთვის.

20.2.3

სტანდარტები

ეკლესიის ღონისძიებები უნდა იყოს სულის ასამაღლებელი და ხაზს უსვამდეს ყოველივეს, რაც არის „კეთილი, მშვენიერი, და ღირსეული“ (რწმენის სიმბოლოები 1:13). ღონისძიებები არ უნდა მოიცავდეს იმას, რაც ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას.

20.2.6

ღონისძიებების დაფინანსება

ღონისძიებების უმრავლესობა უნდა იყოს უბრალო, არ უნდა მოითხოვდეს დიდ თანხებს ან საერთოდ არ უნდა მოითხოვდეს თანხებს. ნებისმიერი ხარჯი წინასწარ უნდა დაამტკიცოს ეპისკოპოსმა ან პალოს პრეზიდენტობამ.

წევრები, როგორც წესი, არაფერს არ იხდიან ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. წესები და მითითებები ღონისძიებების დაფინანსებასთან დაკავშირებით იხილეთ 20.6-ში.

20.4

ახალგაზრდების კონფერენცია

დაწყებული იმ წლის იანვრიდან, როცა ახალგაზრდა ქალი ან მამაკაცი 14 წლის ხდება, მას იწვევენ ახალგაზრდების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. ახალგაზრდების კონფერენციები ჩვეულებრივ ტარდება წელიწადში ერთხელ, მეურვეობის ან პალოს დონეზე. მათი ჩატარება ასევე შესაძლებელია მულტიპალოს ან რეგიონის დონეზე. იმ წელს, როდესაც ახალგაზრდები ესწრებიან ა.გ. კონფერენციას, პალო და მრევლი არ ატარებს ახალგაზრდების კონფერენციას.

მეურვეობის ახალგაზრდების კონფერენციები იგეგმება და ტარდება მეურვეობის ახალგაზრდების საბჭოს მიერ, ეპისკოპოსობის ხელმძღვანელობით (იხ. 29.2.6). მეურვეობის ახალგაზრდების კონფერენციის გეგმებისთვის თანხმობა ეპისკოპოსობამ უნდა მიიღოს პალოს პრეზიდენტობისგან.

ხელმძღვანელები და ახალგაზრდები, ახალგაზრდების კონფერენციის დაგეგმვისას, უნდა ითვალისწინებდნენ ამ თავში მოცემულ წესებსა და შემდეგ მითითებებს:

  • კონფერენციის თემისთვის შესაძლოა ეკლესიის ახალგაზრდების ყოველწლიური თემატიკის გამოყენება.

  • დაგეგმეთ თემატიკასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

  • ყველა გამომსვლელი და ღონისძიება შეათანხმეთ ეპისკოპოსთან ან პალოს პრეზიდენტთან.

  • დარწმუნდით, რომ ყოველთვის უზრუნველყოფილი იქნება ზრდასრულების შესაფერისი ზედამხედველობა (იხ. 20.7.1).

20.5

ღონისძიებების შერჩევისა და დაგეგმვის წესები და მითითებები

20.5.1

კომერციული ან პოლიტიკური ღონისძიებები

დაუშვებელია კომერციული ან პოლიტიკური ხასიათის ღონისიებების ჩატარება (იხ. 35.5.2).

20.5.2

მუსიკა და ცეკვა

ყველა ცეკვაში ჩაცმულობა, ვარცხნილობა, განათება, ცეკვის სტილი, ტექსტი და მუსიკა ხელს უნდა უწყობდეს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც უფლის სული შეიძლებს დასადგურებას.

20.5.3

ორშაბათის საღამო

წევრებს აგულიანებენ, ჩაატარონ ოჯახური ღონისძიებები ორშაბათს ან სხვა დროს. არცერთი საეკლესიო ღონისძიება, შეკრება ან ნათლობა არ უნდა ტარდებოდეს ორშბათს საღამოს 6 საათის შემდეგ.

20.5.5

ღონისძიებები ღამის თევით

ეკლესიის ღამის ღონისძიეებები ახალგაზრდა მამაკაცებისა და ახალგაზრდა ქალების გაერთიანებული ჯგუფებისთვის უნდა დამტკიცდეს ეპისკოპოსისა და პალოს პრეზიდენტის მიერ. იგივე ეხება ღონისძიებებს დასაოჯახებელი ქალებისა და მამაკაცებისთვის.

ღამის ღონისძიებები ეკლესიის სამლოცველოებში ან ეკლესიის ტერიტორიაზე არ არის მიზანშეწონილი.

20.5.8

კვირადღის დაცვა

კვირას არ უნდა ტარდებოდეს არანაირი ბანაკები, სპორტული ან დასასვენებელი ღონისძიებები. არც ახალგაზრდული და სხვა ჯგუფები არ უნდა მიემგზავრებოდნენ ბანაკში ან ბრუნდებოდნენ ბანაკიდან ან ახალგაზრდული კონფერენციიდან კვირა დღეს.

20.5.10

ტაძრის ვიზიტები

ტაძრის ვიზიტების ორგანიზება ხდება მეურვეობის ან პალოს დონეზე, გამოყოფილი სატაძრო რაიონის ფარგლებში.

20.6

ღონისძიებების დაფინანსების წესები და მითითებები

20.6.1

ღონისძიებები, რომლებიც ფინანსდება მეურვეობის ან პალოს ფონდიდან

ყველა ღონისძიებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს მეურვეობის ან პალოს ბიუჯეტი. შესაძლო გამონაკლისები ჩამოთვლილია 20.6.2.

20.6.2

ახალგაზრდული ბანაკების დაფინანსება

თუ მეურვეობის ან პალოს ბიუჯეტს არ აქვს საკმარისი თანხები ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებისთვის, ხელმძღვანელებს შეუძლიათ სთხოვონ მონაწილეებს, ნაწილობრივად ან მთლიანად დაფარონ ხარჯები:

  • ერთი ყოველწლიური აარონის სამღვდელოების გაფართოებული ბანაკი ან მსგავსი ღონისძიება.

  • ერთი ყოველწლიური ახალგაზრდა ქალების გაფართოებული ბანაკი ან მსგავსი ღონისძიება.

  • ერთი ყოველწლიური ერთდღიანი ბანაკი ან მსგავსი ღონისძიება დაწყებითი საზოგადოების ბავშვებისთვის 8-დან 11 წლამდე.

ყოველწლიურ ბანაკთან დაკავშირებული ხარჯები ან მოგზაურობა არ უნდა იყოს გადაჭარბებული. პირადი სახსრების ნაკლებობის გამო წევრმა არ უნდა თქვას უარი ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე.

20.6.3

ა.გ. კონფერენციების დაფინანსება

არ არის გამორიცხული, რომ ახალგაზრდას სთხოვონ წვლილის შეტანა ახალგაზრდების გასაძლიერებლად (ა.გ.) კონფერენიციის დასასწრებად. თუ ამ გადასახადის გამო ახალგაზრდა ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას, ეპისკოპოსს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გადაიხადოს ეს თანხა მეურვეობის ბიუჯეტიდან. იხილეთ FSY.ChurchofJesusChrist.org.

20.6.5

თანხების შეგროვების ღონისძიებები

პალოსა და მეურვეობის ღონისძიებების ხარჯები, როგორც წესი, იფარება ბიუჯეტიდან. თუმცა, პალოს პრეზიდენტს ან ეპისკოპოსს შეუძლია, წელიწადში ერთხელ, გასცეს თანხების შეგროვების ღონისძიების ჩატარების ნებართვა მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი მიზნით:

  • 20.6.2-ში ჩამოთვლილი ღონისძიებების ხარჯების დასაფარად.

  • ყოველწლიური ბანაკებისთვის საჭირო აღჭურვილობის საყიდლად.

20.7

უსაფრთხოების წესები და ღონისძიებებთან დაკავშირებული მითითებები

20.7.1

ზრდასრულთა ზედამხედველობა

ეკლესიის ყველა ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებიან ბავშვები და ახალგაზრდები, უნდა იმყოფებოდეს სულ მცირე ორი ზრდასრული ადამიანი. გამომდინარე ჯგუფის ზომიდან, ღონისძიების საჭირო უნარებიდან და სხვა ფაქტორებიდან, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი ზრდასრული ადამიანების ღონისძიებაზე ყოფნა. მშობლების დახმარება მისასალმებელია.

ყველამ, ვინც ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობს, უნდა გაიაროს ბავშვთა და მოზარდთა დაცვის ტრენინგი. იხილეთ ProtectingChildren.ChurchofJesusChrist.org.

20.7.2

ახალგაზრდების ღონისძიებებში მონაწილეობისთვის დადგენილი ასაკი

ახალგაზრდას, მშობლების ნებართვით, შეუძლია ღამის თევით ბანაკში დარჩენა იმ წლის იანვრიდან, როცა მას 12 წელი უსრულდება. ცეკვის, ახალგაზრდების კონფერენციისა და „ა.გ.“ კონფერენციის დასწრება შესაძლებელია იმ წლის იანვრიდან, როდესაც მათ 14 წელი უსრულდებათ.

20.7.4

მშობლების ნებართვა

ბავშვებსა და ახალგაზრდებს, მშობლების ან მეურვეების ნებართვის გარეშე, ეკრძალებათ საეკლესიო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. საეკლესიო ღონისძიებებისთვის, რომლებიც მოითხოვს ღამის თევას, ხანგრძლივ მოგზაურობას ან ჩვეულებრივზე მაღალ რისკს, საჭიროა წერილობითი თანხმობა.

მშობლები და მეურვეები ამ თანხმობას აძლევენ ნებართვისა და სამედიცინო დასკვნის ფორმა-ზე ხელმოწერით.

20.7.5

შეტყობინება ძალადობის შესახებ

ეკლესიის ღონისძიების დროს მომხდარი ძალადობის ფაქტი უნდა შეატყობინოთ სამოქალაქო ხელისუფლებას. უმალვე შეატყობინეთ ეპისკოპოსს. მითითებები წევრებს იხ. 38.6.2.7. მითითებები ეპისკოპოსებს იხ. 38.6.2.1.

20.7.6

უსაფრთხოების ზომები, უბედურ შემთხვევებზე რეაგირება და უბედური შემთხვევის შესახებ შეტყობინება

20.7.6.1

უსაფრთხოების ზომები

ხელმძღვანელები და მონაწილეები გულდასმით აფასებენ ღონისძიებებს ტრავმის ან ავადმყოფობის მინიმალური რისკის უზრუნველსაყოფად. ღონისძიებები ასევე უნდა მოიცავდეს ქონების დაზიანების მინიმალურ რისკს. ღონისძიებების დროს ხელმძღვანელები ყველა ღონეს ხმარობენ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

20.7.6.2

უბედურ შემთხვევაზე რეაგირება

თუ უბედური შემთხვევა ან დაზიანება მოხდა ეკლესიის შენობაში ან საეკლესიო ღონისძიების დროს, ხელმძღვანელები იცავენ შემდეგ მითითებებს, თუკი ეს შესაძლებელია:

  • პირველი დახმარების გაწევა. თუ პიროვნებას ესაჭიროება დამატებითი სამედიცინო დახმარება, დაუკავშირდით სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ასევე დაუკავშირდით მშობელს, მეურვეს ან სხვა ახლო ნათესავს და ეპისკოპოსს ან პალოს პრეზიდენტს.

  • ვინმეს დაკარგვის ან გარდაცვალების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ადგილობრივ სამართალდამცავებს.

  • უზრუნველყავით ემოციური მხარდაჭერა.

  • ნუ წაახალისებთ იურიდიულ ქმედებებს და ნურც ხელს შეუშლით მათ. ნუ აიღებთ ვალდებულებებს ეკლესიის სახელით.

  • შეაგროვეთ და შეინახეთ მოწმეების სახელები, მათი საკონტაქტო ინფორმაცია, მომხდარის ანგარიშები და ფოტოები.

  • შეატყობინეთ უბედური შემთხვევის შესახებ (იხ. 20.7.6.3).

20.7.6.3

უბედური შემთხვევის შესახებ შეტყობინება

შემდეგი სიტუაციები უნდა შეატყობინოთ ონლაინ მისამართზე incidents.ChurchofJesusChrist.org:

  • უბედური შემთხვევა ან დაზიანება მოხდა ეკლესიის შენობაში ან საეკლესიო ღონისძიების დროს.

  • პიროვნება, რომელიც მონაწილეობდა საეკლესიო ღონისძიებაში, დაიკარგა.

  • საეკლესიო ღონისძიების დროს დაზიანდა პირადი, საზოგადოებრივი ან ეკლესიის საკუთრება.

  • სამართლებრივი ქმედება ემუქრება ან მოსალოდნელია:

თუ ღონისძიების დროს მოხდა სერიოზული დაზიანება, ფატალური შემთხვევა ან ადამიანის გაუჩინარება, პალოს პრეზიდენტი, ეპისკოპოსი ან წევრი დაუყოვნებლივ ატყობინებს რეგიონალურ ოფისს.

20.7.6.4

დაზღვევა და შეკითხვები

თუ დაზიანება მოხდა საეკლესიო ღონისძიების დროს, ხელმძღვანელები განსაზღვრავენ, მოქმედებს თუ არა ამ შემთხვევაში საეკლესიო ღონისძიებების სამედიცინო დახმარების პროგრამა.

ზოგიერთ შემთხვევაში, პალოს პრეზიდენტს ან ეპისკოპოსს შეიძლება ჰქონდეს შეკითხვები უსაფრთხოების საკითხებთან ან ეკლესიის წინააღმდეგ პრეტენზიებთან დაკავშირებით. პალოს პრეზიდენტი (ან ეპისკოპოსი მისი ხელმძღვანელობით) ასეთ საკითხებს გადაამისამართებს რისკის მართვის განყოფილებაში ან რეგიონალურ ოფისში.

20.7.7

მოგზაურობა

ეკლესიის ღონისძიებასთან დაკავშირებული მგზავრობა უნდა დაამტკიცოს ეპისკოპოსმა ან პალოს პრეზიდენტმა. ეს მგზავრობა არ უნდა იქცეს წევრებისთვის ტვირთად. დიდ მანძილზე მგზავრობა ღონისძიებების ჩასატარებლად არ არის რეკომენდირებული.

როდესაც ეს შესაძლებელია, საეკლესიო ჯგუფებმა შორ მანძილზე მოგზაურობისთვის უნდა გამოიყენონ კომერციული ტრანსპორტი. ის უნდა იყოს ლიცენზირებული და დაზღვეული.

როდესაც საეკლესიო ჯგუფები მოგზაურობენ პირადი მანქანებით, თითოეული ავტომობილი უნდა იყოს უსაფრთხო სამუშაო მდგომარეობაში. ყველამ უნდა გაიკეთოს ღვედი. ყველა მძღოლი უნდა იყოს პასუხისმგებლობიანი, შესაფერისი მართვის მოწმობით.