“19. მუსიკა“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).
“19. მუსიკა“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან
19.
მუსიკა
19.1
მუსიკის მიზანი ეკლესიაში
წმინდა მუსიკა ზრდის რწმენას იესო ქრისტეში. იგი იწვევს სულიწმიდას და ასწავლის დოქტრინას. ის ასევე ქმნის მოწიწების გრძნობას, აერთიანებს წევრებს და უზრუნველყოფს მამაზეციერისა და იესო ქრისტეს თაყვანისცემის საშუალებას.
19.2
მუსიკა ოჯახში
უფალი, თავისი წინასწარმეტყველების საშუალებით, აგულიანებს ცალკეულ პირებსა და ოჯახებს, გამოიყენონ ყოველდღიურ ცხოვრებაში სულის ასამაღლებელი მუსიკა.
საეკლესიო მუსიკის ჩაწერა შესაძლებელია შემდეგი წყაროებიდან:
-
აპლიკაცია წმინდა მუსიკა
-
სახარების ბიბლიოთეკის აპლიკაცია
-
CD დისკები store.ChurchofJesusChrist.org
19.3
მუსიკა საეკლესიო შეხვედრებზე
19.3.1
მუსიკის შერჩევა საეკლესიო შეხვედრებისთვის
მეურვეობისა და პალოს მუსიკის კოორდინატორები მუშაობენ სამღვდელოების ხელმძღვანელებთან, რათა დაგეგმონ მუსიკა ღვთისმსახურებისთვის. ისინი ირჩევენ მუსიკას, რომელიც აძლიერებს შეკრებებზე ღვთისმსახურების სულს.
19.3.2
მუსიკა ზიარების შეკრებაზე
მუსიკა ზიარების შეკრებაზე მოიცავს მრევლის მიერ საგალობლების შესრულებას შეკრებების გახსნისას და დასრულებისას, ასევე ზიარების დაწყებამდე. ზაირების საგალობელი უნდა ეხებოდეს უშუალოდ ზიარებას ან მხსნელის მსხვერპლს.
წევრების შეკრების პროცესში ისმის პრელუდია. დასკვნითი ლოცვის შემდეგ ისევ ასრულებენ მუსიკალურ ნომერს, როცა წევრები იშლებიან.
ზიარების შეკრებაზე ასევე შეიძლება დამატებითი საგალობლის შესრულება - მაგალითად, ორ გამომსვლელს შორის.
19.3.3
მუსიკა კლასებში და მეურვეობის სხვა შეკრებებზე
ხელმძღვანელები აგულიანებენ წევრებს, სწავლების გასაძლიერებლად გამოიყენონ საგალობლები და სხვა წმინდა მუსიკა.
19.3.6
მუსიკალური ინსტრუმენტები
ცოცხალი შესრულება, როგორც წესი, გამოიყენება საეკლესიო შეხვედრებზე გახსნის, დახურვის დროს და როგორც საგალობლის აკომპანემენტი. ორგანი და პიანინო სტანდარტული ინსტრუმენტებია, რომლებიც გამოიყენება ამ დროს, თუკი არის ამის შესაძლებლობა და თუ წევრებს შეუძლიათ დაკვრა. შესაძლოა ეპისკოპოსობამ ნება დართოს სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაზე მრევლის აკომპანემენტისთვის, გახსნითი, დასკვნითი და სხვა მუსიკალური ნომრებისთვის.
თუ პიანინო, ორგანი ან პიანისტი არ არის, შესაძლებელია ჩაწერილი მუსიკის გამოყენება 19.2).
19.3.7
გუნდი
19.3.7.1
მეურვეობის გუნდი
სადაც საკმარისი წევრებია, მეურვეობებს შეუძლიათ შექმნან გუნდი, რომელიც რეგულარულად იმღერებს ზიარების შეკრებაზე.
მეურვეობის გუნდის გარდა ეკლესიის შეკრებებზე შეიძლება იმღერონ ოჯახებმა, ქალების, მამაკაცების, ახალგაზრდების ან ბავშვების ჯგუფებმა.
19.4
მუსიკის ხელმძღვანელობა მეურვეობაში
19.4.1
ეპისკოპოსობა
მეურვეობის მუსიკაზე პასუხისმგებელია ეპისკოპოსი. მას შეუძლია ეს პასუხისმგებლობა დააკისროს ერთ-ერთ თავის მრჩეველს.
19.4.2
მეურვეობის მუსიკის კოორდინატორი
მეურვეობის მუსიკის კოორდინატორი მსახურობს ეპისკოპოსის ზედამხედველობის ქვეშ. ამ დას ან ძმას ეკისრება შემდეგი პასუხისმგებლობა:
-
იყოს ეპისკოპოსობისა და მეურვეობის სხვა ხელმძღვანელებისთვის რესურსი მუსიკის საკითხებში.
-
იმუშაოს ეპისკოპოსობასთან ზიარების შეკრებისთვის მუსიკალური ნომრების შესარჩევად (იხ. 19.3.1 და 19.3.2).
-
ეპისკოპოსობის მოთხოვნით გაუწიოს წევრებს რეკომენდაცია, იმსახურონ მეურვეობის მუსიკალურ მოწოდებებში. გაარკვიონ ისინი, ვინც მსახურობენ ამ მოწოდებებში, შესთავაზონ მათ მხარდაჭერა, მითითებები და საჭიროებისამებრ, ტრენინგი.
19.4.3
დამატებითი მოწოდებები
ეპისკოპოსობას შეუძლია მოიხმოს წევრები შემდეგ მოწოდებებში მსახურებისთვის.
19.4.3.1
მეურვეობის დირიჟორი
დირიჟორი უძღვება მეურვეობის საგალობლებს ზიარების შეკრებაზე და სხვა შეკრებებზე, თუ იქნება ამის მოთხოვნა.
19.4.3.2
მეურვეობის პიანისტი
მეურვეობის პიანისტი უზრუნველყოფს გახსნით და დახურვის მუსიკას, ასევე ზიარების დროს საგალობლების აკომპანემენტს და სხვა მეურვეობის შეკრებებზეც, მოთხოვნის შემთხვევაში.
19.7
დამატებითი მითითებები და წესები
19.7.2
სამლოცველოს ინსტრუმენტების გამოყენება სავარჯიშოდ, კერძო გაკვეთილებისა და სოლო კონცეტებისთვის
როდესაც არ არსებობს გონივრული ალტერნატივა, სამღვდელოების ხელმძღვანელებს შეუძლიათ გასცენ ნებართვა სამლოცველოს პიანინოსა და ორგანის გამოყენება სავარჯიშოდ, კერძო გაკვეთილების ჩასატარებლად და სოლო კონცერტების ჩასატარებლად, სადაც ერთეულების წევრები არიან ჩართულნი.