“10. აარონის მღვდლობის ქვორუმები“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).
“10. აარონის მღვდლობის ქვორუმები“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან
10.
აარონის მღვდლობის ქვორუმები
10.1
მიზანი და ორგანიზაცია
10.1.1
მიზანი
ქვორუმის მიზანია დაეხმაროს მღვდლობის მატარებელ პირებს, ერთად იმუშაონ ხსნისა და ამაღლების საქმის შესასრულებლად.
10.1.2
აარონის მღვდლობის ქვორუმის თემატიკა
„მე ვარ ღვთის საყვარელი ძე და მას ჩემთვის აქვს საქმე.
„მთელი ჩემი გულით, ძალით, გონებით და ღონით მეყვარება ღმერთი, დავიცავ ჩემს აღთქმებს და გამოვიყენებ მის მღვდლობას სხვების დასახმარებლად, დაწყებული ჩემი სახლიდან.
„როცა ყოველდღე ვცდილობ ვიმსახურო, რწმენა გამოვავლინო, მოვინანიო და უკეთესი პიროვნება გავხდე, მე გავხდები სატაძრო კურთხევებისა და სახარების მარადიული სიხარულის მიღების ღირსი.
„მოვემზადები იმისთვის, რომ გავხდე ბეჯითი მისიონერი, ერთგული მეუღლე და მოსიყვარულე მამა და ყოველივე ამას მოვახერხებ იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეობით.
„მოვიპატიჟებ ყველას, მოვიდნენ ქრისტესთან და მიიღონ მისი გამოსყიდვის კურთხევები და ამით მოვამზადებ სამყაროს მხსნელის დაბრუნებისთვის.
10.1.3
ქვორუმები
10.1.3.1
დიაკვანთა ქვორუმი
ახალგაზრდა მამაკაცები უერთდებიან დიაკვანთა ქვორუმს იმ წლის იანვრიდან, როდესაც მათ 12 წელი უსრულდებათ. ამ დროს მათ ასევე შეუძლიათ დიაკვნის წოდებაზე კურთხევის მიღება, თუკი ისინი ამისთვის მზად და ღირსნი არიან.
დიაკვნის ვალდებულებები აღწერილია მოძღვრება და აღთქმები 20:57-59; 84:111. სხვა ვალდებულებათა შორის არის ზიარების დარიგება და ეპისკოპოსისთვის დახმარების გაწევა „ამქვეყნიურ ყოველთა საქმეთა მართვა[ში]“ (მოძღვრება და აღთქმები 107:68).
10.1.3.2
მასწავლებელთა ქვორუმი
ახალგაზრდა მამაკაცები უერთდებიან მასწავლებელთა ქვორუმს იმ წლის იანვრიდან, როდესაც მათ 14 წელი უსრულდებათ. ამ დროს მათ ასევე შეუძლიათ მასწავლებლის წოდებაზე კურთხევის მიღება, თუკი ისინი ამისთვის მზად და ღირსნი არიან.
მასწავლებლებს იგივე ვალდებულებები აქვთ, რაც დიაკვნებს. ისინიც მონაწილეობენ ზიარების მიღებაში და მსახურობენ მზრუნველი ძმების როლში. დამატებითი ვალდებულებები აღწერილია მოძღვრება და აღთქმები 20:53-59; 84:111.
10.1.3.3
მღვდელთა ქვორუმი
ახალგაზრდა მამაკაცები უერთდებიან მღვდლობის ქვორუმს იმ წლის იანვრიდან, როდესაც მათ 16 წელი უსრულდებათ. ამ დროს მათ ასევე შეუძლიათ მღვდლის წოდებაზე კურთხევის მიღება, თუკი ისინი ამისთვის მზად და ღირსნი არიან.
მღვდლებს იგივე ვალდებულებები აქვთ, რაც დიაკვნებსა და მასწავლებლებს. დამატებითი ვალდებულებები აღწერილია მოძღვრება და აღთქმები 20:46-52, 73-79.
10.1.4
მღვდლობის გასაღებები
მეტი ინფორმაცია ამ გასაღებების შესახებ იხ. 3.4.1.
10.1.5
ქვორუმების მორგება ადგილობრივ საჭიროებებზე
მეურვეობაში ან მრევლში რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცით, შესაძლებელია აარონის მღვდლობის ქვორუმების ერთად შეკრება მითითბების მისაღებად და ღონისძიებების ჩასატარებლად.
10.2
ხსნისა და ამაღლების საქმეში მონაწილეობის მიღება
10.2.1
იესო ქრისტეს სახარების მიხედვით ცხოვრება
10.2.1.2
სახარების შესწავლა
ქვორუმის შეკრებები ტარდება თვის მეორე და მეოთხე კვირას. მათი ხანგრძლივობაა 50 წთ. პრეზიდენტობის ქვორუმის წევრი (ან ეპისკოპოსის ერთ-ერთი ასისტენტი სამღვდელოების ქვორუმიდან) უძღვება შეკრებას. ის ხელმძღვანელობს ქვორუმს თემის ზეპირად გადმოცემაში და ისინი ერთად თათბირობენ დავალებების, მოვალეობებისა და სხვა საკითხების შესახებ.
შემდეგ ქვორუმის წევრი ან ზრდასრული ხელმძღვანელი უძღვება სახარების მითითებებეს.
10.2.1.3
მსახურება და ღონისძიებები
მსახურება და ღონისძიებები უნდა აძლიერებდეს დამოწმებებს, ოჯახებს, ქვორუმის ერთობას და უნდა უზრუნველყოფდეს სხვების დალოცვის საშუალებებს.
ზოგიერთი მსახურება და ღონისძიება უნდა მოიცავდეს როგორც ახალგაზრდა მამაკაცებს ისე ქალებს, განსაკუთრებით როცა საქე ეხება უფროსი ასაკის ახალგაზრდებს.
ყოველწლიური ღონისძიებები. ახალგაზრდა მამაკაცებს, გარდა ახალგაზრდების რეგულარული ღონისძიებებისა, შეუძლიათ ყოველწლიურად მიიღონ მონაწილეობა შემდეგ ღონისძიებებში:
-
აარონის მღვდლობის ქვორუმის ბანაკი (იხ. აარონის მღვდლობის ქვორუმის ბანაკის გზამკვლევი).
-
მეურვეობის ან პალოს ახალგაზრდების კონფერენცია ან კონფერენცია ახალგაზრდების გასაძლიერებლად (ა.გ.).
10.2.1.4
პირადი განვითარება
თავიანთ მცდელობებში დაემსგავსონ მხსნელს, ახალგაზრდებს იწვევენ, დასახონ მიზნები სულიერი, სოციალური, ფიზიკური და ინტელექტუალური ზრდისთვის (იხ. ლუკა 2:52).
მეტი ინფორმაცია იხილეთ ChildrenandYouth.ChurchofJesusChrist.org.
10.2.2
გასაჭირში მყოფ ადამიანებზე ზრუნვა
აარონის მღვდლობის მატარებელნი ეხმარებიან ეპისკოპოსებს „ამქვეყნიურ ყოველთა საქმეთა მართვა[ში]“ (მოძღვრება და აღთქმები 107:68). მათ უნდა ჰქონდეთ მსახურების რეგულარული შესაძლებლობები ოჯახში და ოჯახთან ერთად, ახალგაზრდების ღონისძიებების დროს და დამოუკიდებლად.
10.2.2.1
მზრუნველობა
აარონის მღვდლობის მატარებელნი იღებენ მზრუნველობის დავალებებს იმ წლის იანვრიდან, როდესაც მათ 14 წელი უსრულდებათ. მეტი ინფორმაცია იხილეთ თავი 21.
10.2.3
მოიპატიჟეთ ყველა, მიიღონ სახარება
აარონის მღვდლობის მატარებელ პირებს აკისრიათ ვალდებულება, „მოუხმონ ყველას ქრისტესთან მისვლა“ (მოძღვრება და აღთქმები 20:59).
მშობლები და ხელმძღვანელები აგულიანებენ ახალგაზრდა მამაკაცებს, მოემზადონ სრული დროის მისიაში მსახურებისთვის და ცხოვრების მანძილზე სახარების გაზიარებისთვის.
10.2.4
სამარადისოდ ოჯახების გაერთიანება
აარონის მღვდლობის მატარებელ პირებს შეუძლიათ სამარადისოდ გააძლიერონ ოჯახები მრავალი გზით.
-
მშობლების პატივისცემით და ქრისტესმიერი ცხოვრებით თავიანთ ოჯახებში სხვებისთვის მაგალითის ჩვენება.
-
სატაძრო წეს-ჩვეულებების, მათ შორის მარადიული ქორწინებისთვის, მომზადება.
-
წინაპრების დადგენა, რომლებსაც ესაჭიროებათ სატაძრო წეს-ჩვეულებები (იხ. FamilySearch.org).
-
გარდაცვლილთათვის ნათლობაში და წევრად დამტკიცებაში მონაწილეობა - სადაც კი შესაძლებელი იქნება.
10.3
ეპისკოპოსობა
ეპისკოპოსის უპირველესი პასუხისმგებლობაა მეურვეობის ახალგაზრდა მამაკაცებსა და ქალებზე ზრუნვა. ის ეცნობა მათ სახელებს და ოჯახურ პირობებს. ის რეგულარულად ესწრება მათ ღონისძიებებს და საკვირაო შეკრებებს.
ეპისკოპოსი არის მღვდლობის ქვორუმების პრეზიდენტი.
ეპისკოპოსობის პირველ მრჩეველს ევალება მასწავლებელთა ქვორუმი. მეორე მრჩეველს ავალია დიაკვანთა ქვორუმი.
ეპისკოპოსობას გააჩნია შემდეგი დამატებითი პასუხისმგებლობა აარონის მღვდლობის ქვორუმთან მიმართებით:
-
წელიწადში მინიმუმ ორჯერ ყოველ ახალგაზრდასთან შეხვედრა (იხ. 31.3.1).
-
ახალგაზრდა მამაკაცებისთვის დახმარების გაწევა მელქიცედეკის მღვდლობის მისაღებად.
-
აარონის მღვდლობის ქვორუმების ჩანაწერების, ანგარიშებისა და ფინანსების ზედამხედველობა.
ქვორუმის მრჩევლები და სპეციალისტები ეხმარებიან ამ ვალდებულებების შესრულებაში, მოთხოვნის შესაბამისად.
10.4
უხუცესთა ქვორუმის ხელმძღვანელები
10.4.1
მოხმობა, მხარდაჭერა და ხელდასხმით დანიშვნა
ეპისკოპოსი მოიხმობს ერთ ან ორ მღვდელს ასისტენტის პოზიციაზე, რომლებიც დაეხმარებიან მას სამღვდლოების ქვორუმების ხელმძღვანელობაში.
ეპისკოპოსობის წევრი მოიხმობს დიაკვნებისა და მასწავლებლების ქვორუმების პრეზიდენტებს. როდესაც აარონის მღვდლობის მქონე საკმარისი პირია მსახურებისთვის, ეს ახალგაზრდა მამაკაცები ლოცვით განიხილავენ ქვორუმის წევრებს, რათა რეკომენდაცია გაუწიონ მათ მრჩევლისა და მდივნის პოზიციაზე.
ამ მოწოდებების გამოცხადების შემდეგ ეპისკოპოსობის წევრი წარადგენს ახალგაზრდების ქვორუმის ხელმძღვანელებს, თავიანთი ქვორუმის შეკრებაზე მხარდასაჭერად. ეპისკოპოსი ხელდასხმით ნიშნავს თავის ასისტენტებს, დიაკვნებს და მასწავლებლების ქვორუმის პრეზიდენტებს. იგი ამტკიცებს მღვდლობის გასაღებებს ქვორუმის პრეზიდენტებზე. მას შეუძლია დანიშნოს თავისი მრჩევლები, რათა მათ ხელდასხმით დანიშნონ პრეზიდენტობის სხვა წევრები და მდივნები.
10.4.2
პასუხისმგებლობა
-
ქვორუმის ძალისხმევის ხელმძღვანელობა ხსნისა და ამაღლების საქმეში მონაწილეობის მისაღებად (იხ. თავი 1).
-
ქვორუმის თითოეული წევრის გაცნობა და მათთვის მსახურება, მათ შორის მათი, ვინც არ ესწრება ქვორუმის შეხვედრებს.
-
მეურვეობის ახალგაზრდების საბჭოში მსახურება (იხ. 10.4.4).
-
ქვორუმის წევრებისთვის სამღვდელოების მოვალეობების სწავლება (იხ. მოძღვრება და აღთქმები 107:85-88).
-
ქვორუმის შეკრებების და ღონისძიებების დაგეგმვა (იხ. 10.2.1.2).
-
ქვორუმის მსახურებისა და ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება (იხ. 10.2.1.3).
10.4.3
ქვორუმის პრეზიდენტობის შეკრება
აარონის მღვდლობის ქვორუმის პრეზიდენტობები რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს. ამ შეკრებებს ქვორუმის პრეზიდენტი უძღვება. ესწრება მინიმუმ ორი ზრდასრული - ეპიკოპოსობის წევრი, მრჩეველი ან სპეციალისტი.
10.4.4
მეურვეობის ახალგაზრდების საბჭო
მეტი ინფორმაცია მეურვეობის ახალგაზრდების საბჭოს შესახებ იხილეთ 29.2.6
10.8
დამატებითი მითითებები და წესები
10.8.1
ახალგაზრდების უსაფრთხოება
როდესაც მოზარდები ურთიერთობენ ახალგაზრდებთან ეკლესიის ტერიტორიაზე, ადგილზე უნდა იმყოფებოდეს სულ მცირე ორი პასუხისმგებელი ზრდასრული.
ყველა ზრდასრულმა, ვინც ახალგაზრდებთან მუშაობს, მხარდაჭერის შემდეგ ერთი თვის პერიოდში უნდა გაიაროს ბაშვებისა და ახალგაზრდების დაცვის ტრენინგი. (ProtectingChildren.ChurchofJesusChrist.org).