სახელმძღვანელოები და მოწოდებები
9. მოწყალების საზოგადოება


“9. მოწყალების საზოგადოება“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).

“9. მოწყალების საზოგადოება“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან

ქალები სწავლობენ წმინდა წერილს

9.

მოწყალების საზოგადოება

9.1

მიზანი და ორგანიზაცია

9.1.1

მიზანი

წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი ასწავლიდა, რომ მოწყალების საზოგადოების მიზანია სულების ხსნა და ტანჯვის შემსუბუქება.

მოწყალების საზოგადოების დევიზია „სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელთა 13:8).

9.2.1

მოწყალების საზოგადოების წევრობა

ახალგაზრდა ქალს შეუძლია მოწყალების საზოგადოების დასწრება 18 წლის ასაკიდან. 19 წლის ასაკისთვის ანუ უნივერსიტეტში სწავლის ან მისიაში მსახურების მიზნით მშობლიური სახლის მიტოვებისას მან მოწყალების საზოგადოებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

18 წლამდე დაქორწინებული ქალები ასევე მოწყალების საზოგადოების წევრები არიან.

9.2

ხსნისა და ამაღლების საქმეში მონაწილეობის მიღება

3:31

9.2.1

იესო ქრისტეს სახარების მიხედვით ცხოვრება

9.2.1.2

სახარების სწავლება მოწყალების საზოგადოების შეხვედრებზე

შეკრებები ტარდება თვის მეორე და მეოთხე კვირას. მათი ხანგრძლივობაა 50 წთ. ამ შეკრებებს გეგმავს მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობა. შეხვედრას უძღვება პრეზიდენტობის წევრი.

მოწყალების საზოგადოების შეხვედრები ფოკუსირებულია ერთ ან ორ გამოსვლაზე ბოლო გენერალური კონფერენციიდან.

9.2.1.3

ღონისძიებები

მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობას შეუძლია დაგეგმოს ღონისძიებები. ღონისძიებების უმრავლესობა ტარდება ნებისმიერ დღეს, კვირისა და ორშაბათის საღამოს გარდა.

9.2.2

გასაჭირში მყოფ ადამიანებზე ზრუნვა

2:46

9.2.2.1

მზრუნველობა

დები იღებენ მზრუნველობის დავალებებს მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობისგან. მეტი ინფორმაცია იხილეთ თავი 21.

9.2.2.2

მოკლევადიანი საჭიროებები

მზრუნველი დები ცდილობენ გაიგონ და დააკმაყოფილონ იმ პირთა საჭიროებები, ვისაც ემსახურებიან. წევრებს შეიძლება გაუჩნდეთ მოკლევადიანი საჭიროებები ავადმყოფობის, მშობიარობის, გარდაცვალების, სამსახურის დაკარგვის ან სხვა გარემოებების გამო.

საჭიროებისას მზრუნველი დები სთხოვენ დახმარებას მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობას.

9.2.2.3

გრძელვადიანი საჭიროებები და თვითუზრუნველყოფა

ეპისკოპოსის მითითებით უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობები ეხმარებიან წევრებს გრძელვადიანი საჭიროებების დაკმაყოფილებისა და თვითუზრუნველყოფის მიღწევაში.

მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტი, უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტი ან სხვა ხელმძღვანელი ეხმარებიან პიროვნებას ან ოჯახს თვითუზრუნველყოფის გეგმისშედგენაში.

9.2.2.4

მეურვეობის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში

მეურვეობის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მოწყალების საზოგადოებისა და უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობები ანუგეშებენ ახლობლებს და სთავაზობენ დახმარებას. ეპისკოპოსის ხელმძღვანელობით ისინი ეხმარებიან დაკრძალვაში.

მეტი ინფორმაცია იხილეთ 38.5.8.

9.3.2

მოიპატიჟეთ ყველა, მიიღონ სახარება

მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტი ნიშნავს პრეზიდენტობის წევრს, რომელიც უნდა დაეხმაროს მეურვეობაში წევრთა მისიონერული საქმის გაძღოლაში. იგი მუშაობს უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობასთან ამ ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით (იხ. 23.5.1).

9.4.2

სამარადისოდ ოჯახების გაერთიანება

მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტი ნიშნავს პრეზიდენტობის წევრს, რომელიც უნდა დაეხმაროს მეურვეობაში სატაძრო და ოჯახური ისტორიის საქმის გაძღოლაში. იგი მუშაობს უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობასთან ამ ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით (იხ. 25.2.2).

2:45

9.3

მოწყალების საზოგადოების ხელმძღვანელები

9.3.1

ეპისკოპოსი

ეპისკოპოსი ყოველთვიურად ატარებს შეხვედრებს მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტთან. ისინი განიხილავენ ხსნისა და ამაღლების საქმეს, მზრუნველი დების მსახურების ჩათვლით.

9.3.2

მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობა

9.3.2.1

მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობის მოხმობა

ეპისკოპოსი მოიხმობს ქალბატონს, იმსახუროს მეურვეობის მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტად. თუ ერთეული საკმაოდ დიდია, იგი უწევს რეკომენდაციას ერთ-ორ ქალბატონს მრჩევლის პოზიციაზე მსახურებისთვის.

პატარა ერთეულებში შესაძლოა არ იყოს ახალგაზრდა ქალები ან დაწყებითი საზოგადოების პრეზიდენტი. ამ ერთეულებში მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტს შეუძლია დაეხმაროს მშობლებს ახალგაზრდებისა და ბავშვების სწავლების დაგეგმვაში.

9.3.2.2

პასუხისმგებლობა

მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტს აკისრია შემდეგი ვალდებულებები: მას ეხმარებიან მრჩევლები.

  • მეურვეობის საბჭოში მსახურება.

  • მოწყალების საზოგადოების ძალისხმევის ხელმძღვანელობა ხსნისა და ამაღლების საქმეში მონაწალიეობის მისაღებად (იხ. თავი 1).

  • მზრუნველი ძმების მსახურების ორგანიზება და მეთვალყურეობა.

  • ეპისკოპოსის ხელმძღვანელობით მეურვეობის ზრდასრულ წევრებთან თათბირი.

    3:12
  • მოწყალების საზოგადოების ძალისხმევის კოორდინირება ახალგაზრდა ზრდასრული დების გაძლიერების მიზნით, როგორც დაქორწინებული, ისე დასაოჯახებელი.

  • წელიწადში მინიმუმ ერთხელ მოწყალების საზოგადოების ყოველ წევრთან შეხვედრა.

  • მოწყალების საზოგადოების ჩანაწერების, ანგარიშებისა და ფინანსების ზედამხედველობა (იხ. LCR.ChurchofJesusChrist.org).

9.3.2.3

პრეზიდენტობის შეკრება

მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობა და მდივანი რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს. ამ შეკრებებს პრეზიდენტი უძღვება. დღის წესრიგი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

  • დებისა და მათი ოჯახების გაძლიერების დაგეგმვა.

  • მისიონერული საქმის, სატაძრო და ოჯახური იტსორიის საქმის კოორდინირება.

  • მეურვეობის საბჭოს შეკრებების დავალებებზე პასუხის გაცემა.

  • მზრუნველობასთან დაკავშირებული გასაუბრებებიდან ინფორმაციის განხილვა.

  • დების კანდიდატურების განხილვა მოწყალების საზოგადოებაში მოწოდებებში და დავალებებზე მსახურებისთვის.

  • მოწყალების საზოგადოების შეკრებების და ღონისძიებების დაგეგმვა.

9.3.3

მდივანი

მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობა რეკომენდაციას უწევს დას, იმსახუროს მეურვეობის მოწყალების საზოგადოების მდივნად.

9.4

ახალგაზრდა ქალებისთვის დახმარების გაწევა მოწყალების საზოგადოებაში მონაწილეობის მისაღებად

მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობა მუშაობს ახალგაზრდა ქალებთან, მათ მშობლებთან და ახალგაზრდა ქალების ხელმძღვანელებთან, რათა დაეხმარონ ქალებს, მოემზადონ მოწყალების საზოგადოებაში მონაწილეობის მისაღებად.

ხელმძღვანელები ასევე ყოველთვის აძლევენ ახალგაზრდა ქალებსა და მოწყალების საზოგადოების დებს ურთიერთობების განვითარების საშუალებას. მზრუნველობის დების როლში ერთად მსახურება არის კავშირების დამყარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხი.

9.6

დამატებითი მითითებები და წესები

9.6.2

წიგნიერება

საჭიროებისას, მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობა მუშაობს ეპისკოპოსთან, უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობასთან და მეურვეობის საბჭოსთან წევრებისთვის წერა-კითხვის შესწავლის საკითხებზე.