“4. ხელმძღვანელობა და საბჭოები იესო ქრისტეს ეკლესიაში“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).
“4. 4. ხელმძღვანელობა და საბჭოები იესო ქრისტეს ეკლესიაში“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან
4.
ხელმძღვანელობა და საბჭოები იესო ქრისტეს ეკლესიაში
4.0
შესავალი
უფლის უფლებამოსილმა პირებმა თქვენ შთაგონებით მოგიწოდეს ეკლესიის ხელმძღვანელის პოზიციაზე. თქვენ გაქვთ პრივილეგია, დაეხმაროთ მამაზეციერს „აღასრულ[ოს] ადამიანის უკვდავება და მარადიულ სიცოცხლეს“ (მოსე 1:39).
4.2
ხელმძღვანელობის პრინციპები ეკლესიაში
მხსნელმა, მიწიერი მსახურების ჟამს, დაგვიტოვა თავის ეკლესიაში ხელმძღვანელობის მაგალითი. მისი მთავარი მიზანი იყო - აღასრულოს მამაზეციერის ნება და დაეხმაროს სხვებს მისი სახარების წვდომაში და მისი მიხედვით ცხოვრებაში (იხ. იოანე 5:30; მოსე 15:7).
ეძიეთ უფლის ხელმძღვანელობა, რათა დაგეხმაროთ თქვენი მოწოდების ვალდებულებების შესწავლაში და შესრულებაში.
4.2.1
სულიერად მომზადება
იესო სულიერად მოემზადა მიწიერი მსახურებისთვის (იხ. ლუკა4:1-2). თქვენ ასევე სულიერად ემზადებით მამაზეციერთან დაახლოებისთვის ლოცვით, წმინდა წერილების შესწავლით და მისი მცნებების მორჩილებით.
ეძიეთ გამოცხადება, რათა გაიგოთ იმ ადამიანების საჭიროებები, რომლებსაც ხელმძღვანელობთ და როგორ შეასრულოთ ის საქმე, რომელზეც ღმერთმა მოგიწოდათ.
უფალი დაპირდა სულიერი ძღვენების მინიჭება მათ, ვინც მათ ეძიებს (იხ. მოძღვრება და აღთქმები 46:8).
4.2.2
ემსახურეთ ღვთის ყოველ შვილს
გიყვარდეთ ადამიანები, რომლებსაც ემსახურებით, ისე როგორც ამას იესო აკეთებდა. ილოცეთ „მთელი გულის ძალით“, რათა აღივსოთ უფლის სიყვარულით (მორონი 7:48).
დაეხმარეთ ინდივიდუალურ პირებს, გააღრმაონ მოქცევა და გააძლიერონ რწმენა ზეციურ მამასა და იესო ქრისტეში. მომდევნო წეს-ჩვეულების მიღების შემდეგ დაეხმარეთ მათ, მოემზადონ აღთქმების დასადებად. შეაგულიანეთ ისინი, დაიცვან მათ მიერ დადებული აღთქმები და მიიღონ მონანიების კურთხევაბი.
4.2.3
ასწავლეთ იესო ქრისტეს სახარება
ყოველი ხელმძღვანელი მასწავლებელია. ეცადეთ, მიბაძოთ ქრისტეს მაგალითს, როგორც მასწავლებელი (იხ. თავი 17; მხსნელის მსგავსად სწავლება). თქვენი სიტყვებისა და ქმედებების მეშვეობით ასწავლეთ იესო ქრისტეს დოქტრინა და მისი სახარების პრინციპები (იხ. 3 ნეფი 11:32-33; მოძღვრება და აღთქმები 42:12-14).
ასწავლეთ წმინდა წერილიდან და უკანსკნელ დღეთა წმინდანთა სიტყვებიდან (იხ. მოძღვრება და აღთქმები 52:9).
თუ თქვენ მოგიწოდეს ან დაგნიშნეს საეკლესიო შეხვედრის ან ღონისძიების თავმჯდომარედ, დარწმუნდით იმაში, რომ სწავლება აღმზრდელობის ხასიათს ატარებს და დოქტრინალურად ზუსტია (იხ. მოძღვრება და აღთქმები 50:21-23).
4.2.4
სამართლიანი თავმჯდომარეობა
ყოველი თავმჯდომარე მსახურობს მღვდლობის გასაღებების მფლობელის მეთვალყურეობის ქვეშ (იხ. 3.4.1). ეს სტრუქტურა უზრუნველყოფს წესრიგს, ასევე ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის მკაფიო საზღვრებს უფლის საქმის შესრულებაში.
თავმჯდომარეს შეუძლია დროებით მისცეს სხვა პიროვნებას თავმჯდომარეობის დავალება.
ეკლესიის ორგანიზაციაში, შეხვედრაზე ან ღონისძიებაზე თავმჯდომარე ხელმძღვანელი უნდა დარწმუნდეს, რომ უფლის მიზნები სრულდება. ამგვარად ხელმძღვანელი ასრულებს სახარების პრინციპებს, ეკლესიის პოლიტიკას და სულიწმინდის მითითებას.
თავმჯდომარის დავალება ან მოწოდება არ ნიშნავს, რომ ეს პიროვნება სხვებზე უფრო მნიშვნელოვანი ან ფასეულია (იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:109-10).
არ არის მიზანშეწონილი უფლის ეკლესიის რომელიმე ორგანიზაციაში თავმჯდომარეობისკენ სწრაფვა (იხ. მოძღვრება და აღთქმები 121:34-37).
4.2.5
პასუხისმგებლობის დელეგირება და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა
მხსნელმა თავის მოწაფეებს მნიშვნელოვანი დავალებები და პასუხისმგებლობა მისცა (იხ. ლუკა 10:1). მან ასევე მისცა მათ დაკისრებული სამუშაოსთვის ანგარიშის ჩაბარების საშუალება (იხ. ლუკა 9:10).
თქვენ, როგორც ხელმძღვანელს, სხვებისთვის დავალებების მიცემით შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ ზრდაში. ეცადეთ ყველა წევრი ჩართოთ ღვთის საქმის შესრულებაში.
ვალდებულებების გადანაწილება თქვენს მსახურებას უფრო ეფექტურს გახდის. ეძიეთ სულიწმიდის ხელმძღვანელობა, რათა შეიტყოთ, რა ვალდებულებები უნდა გადაანაწილოთ, რათა შეძლოთ ყველაზე მაღალ პრიორიტეტებზე ფოკუსირება.
4.2.6
მოამზადეთ სხვები მასწავლებლობისთვის და ხელმძრვანელობისთვის
ლოცვით განიხილეთ კანდიდატები საეკლესიო მოწოდებებისთვისა და დავალებებისთვის. გახსოვდეთ, უფალი მოამზადებს მათ, ვისაც მოიხმობს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი მზად არიან იმსახურონ, თავმდაბლად ეძიებენ უფლის დახმარებას და ისწრაფვიან ღირსებისკენ.
4.2.7
დაგეგმეთ შეხვედრები, გაკვეთილები და ღონისძიებები კონკრეტული მიზნებით
ეძიეთ სულიწმინდის მითითება ისეთი შეხვედრების, გაკვეთილებისა და ღონისძიებების დაგეგმარებისას, რომლებსაც მკაფიო მიზნები აქვს. ეს მიზნები უნდა აძლიერებდეს ცალკეულ პირებსა და ოჯახებს, აახლოებდეს მათ ქრისტესთან და ეხმარებოდეს ღვთის ხსნისა და ამაღლების საქმის შესრულებაში. (იხ. თავი 1 და2).
4.2.8
თქვენი მცდელობების შეფასება
რეგულარულად გადახედეთ თქვენს პასუხისმგებლობას და სულიერ ზრდას, როგორც ლიდერი. ასევე განიხილეთ იმ პირთა ზრდა, ვისაც ხელმძღვანელობთ.
თქვენი, როგორც ხელმძღვანელის, წარმატება ძირითადად იზომება თვენი ვალდებულებით, დაეხმაროთ ღვთის შვილებს, გახდნენ იესო ქრისტეს ერთგული მოწაფენი. როცა იგრძნობთ სულწმიდის ზემოქმედებას ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ უფალი კმაყოფილია თქვენი ძალისხმევით.
4.3
საბჭოები ეკლესიაში
უფალმა დამოძღვრა თავისი ეკლესიის ხელმძღვანელები, ერთად ითათბირონ მისი საქმის შესრულების საკითხებზე (იხ. მოძღვრება და აღთქმები 41:2-3). საბჭოები აძლევს შესაძლებლობას საბჭოს წევრებს, მიიღონ გამოცხადება, როდესაც ისინი ცდილობენ გაიგონ ღვთის შვილების საჭიროებები და დაგეგმონ ამ საჭიროებების დაკმაყოფილება.
4.4
ეფექტური საბჭოების პრინციპები
4.4.1
საბჭოების მიზნები
საბჭოები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ წევრების დახმარებას, მიიღონ წეს-ჩვეულებები და დაიცვან მათთან დაკავშირებული აღთქმები.
4.4.2
საბჭოს შეკრებებისთვის მზადება
პრეზიდენტები და საბჭოები რეგულარულად უნდა იკრიბებოდნენ. ეს ხელმძღვანელები ეძიებენ უფლის მითითებას საბჭოს შეხვედრების დაგეგმარებასთან დაკავშირებით. ისინი ასევე ითვალისწინებენ საბჭოს წევრების აზრს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა იქნეს განხილული.
ხელმძღვანელები წინასწარ აცნობენ წევრებს განხილვის თემებს. საბჭოს წევრები ემზადებიან ამ საკითხებთან დაკავშირებული შთაგონებების გაზიარებისთვის.
4.4.3
განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება
საბჭოს შეხვედრისას ხელმძღვანელი (ან ხელმძღვანელის მიერ დანიშნული პირი) უხსნის განხილვის საკითხს. ხელმძღვანელი შემდეგ აგულიანებს საბჭოს ყველა წევრს, მიიღონ მონაწილეობა დისკუსიაში; ის კითხვებს სვამს და ეძიებს იდეებს.
წევრები უზიარებენ იდეებს და თავაზიანად უსმენენ ერთმანეთს. როდესაც ისინი უფლის ნების შეცნობას ცდილობენ, შთაგონებისა და ერთიანობის სული იმარჯვებს.
შერეულ საბჭოებში ხელმძღვანელები ეძიებენ შთაგონებასა და იდეებს როგორც ქალებისგან, ისე მამაკაცებისგან. ქალებსა და მამაკაცებს ხშირად აქვთ განსხვავებული ხედვა, რაც უზრუნველყოფს საჭირო ბალანსს.
საბჭოს დისკუსიას მართავს ხელმძღვანელი. თუმცა ის მეტწილად უნდა უსმენდეს და ნაკლებად ლაპარაკობდეს.
დისკუსიის შემდეგ ხელმძღვანელს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული მოქმედებების შესახებ ან გადადოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციისა და ხელმძღვანელობის ძიების მიზნით.
4.4.4
ერთობა
საბჭოს წევრები ეძიებენ ერთობას იესო ქრისტეს სურვილებში და მიზნებში. ისინი ცდილობენ ერთობის მიღწევას გადაწყვეტილებებში და დისკუსიებში.
4.4.5
მოქმედება და ანგარიშვალდებულება
საბჭოს წევრები საქმის მეტ ნაწილს ასრულებენ საბჭოს შეხვედრამდე ან საბჭოს შემდეგ. შეხვედრების დროს ისინი ეძიებენ გადაწყვეტილების განხორციელებისთვის გეგმების შემუშავების შთაგონებას. საბჭოს ხელმძღვანელი იწვევს წევრებს, შეასრულონ ამ გეგმებთან დაკავშირებული დავალებები.
საბჭოს წევრები აბარებენ ანგარიშს დავალებების შესახებ. პროგრესი, როგორც წესი, მოითხოვს მუდმივ ყურადღებას და შემდგომ დავალებებს.
4.4.6
კონფიდენციალურობა
ხელმძღვანელები დიდი სიფრთხილით უზიარებენ საბჭოს პირად ინფორმაციას. როგორც წესი, ისინი ამ ინფორმაციის გაზიარების მიზნით წევრისგან თანხმობას იღებენ.
საბჭოს წევრები არ უნდა აზიარებდნენ პირად ინფორმაციას საბჭოს მიღმა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს საბჭოს ხელმძღვანელის დავალების შესასრულებლად არის საჭირო.
ზოგი საკითხი მეტისმეტად სენსიტიურია იმისთვის, რომ საბჭოზე განიხილოს.