სახელმძღვანელოები და მოწოდებები
3. მღვდლობის პრინციპები


“3. მღვდლობის პრინციპები“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).

“3. მღვდლობის პრინციპები“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან

ტაძართან მოსეირნე ოჯახე

3.

მღვდლობის პრინციპები

3.0

შესავალი

მღვდლობა არის ღმერთის უფლებამოსილება და ძალა. მღვდლობის მეშვეობით მამაზეციერი „აღასრულ[ებს] ადამიანის უკვდავება[ს] და მარადიულ სიცოცხლე[ს]“ (მოსე 1:39). ღმერთი უბოძებს თავის ვაჟებსა და ასულებს ძალასა და უფლებამოსილებას დედამიწაზე, რათა ისინი დაეხმარონ მას ამ საქმის შესრულებაში (იხ. თავი 1).

3.2

მღვდლობის კურთხევები

აღთქმებისა და მღვდლობის წეს-ჩვეულებების მეშვეობით ღმერთის დიადი კურთხევები ყოველი მისი შვილისთვის ხელმისაწვდომი ხდება. ეს კურთხევები მოიცავს შემდეგს:

  • უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში ნათლობა და გაწევრიანება.

  • სულიწმიდის ძღვენი.

  • ზიარების მიღება.

  • საეკლესიო მოწოდებები და დავალებებში მსახურების ძალა და უფლებამოსილება.

  • პატრიარქის კურთხევის მიღება და მღვდლობის სხვა კურთხევები: განკურნების, ნუგეშისცემისა და მითითების.

  • ტაძარში ღვთის ძალით შემოსვა.

  • ოჯახის წევრებთან სამარადისოდ ჩაბეჭდვა.

  • მარადიული ცხოვრების დაპირება.

3.3

მელქიცედეკისა და აარონის მღვდლობა

ეკლესიაში მღვდლობა ორი ნაწილისგან შედგება: მელქიცედეკის მღვდლობა და აარონის მღვდლობა (იხ. მოძღვრება და აღთქმები 107:1).

3.3.1

მელქიცედეკის მღვდლობა

მელქიცედეკის მღვდლობა არის „ღვთის ძის წესის შესაბამისი წმინდა მღვდლობა“ (მოძღვრება და აღთქმები 107:3). ეს არის ძალა, რომლითაც ღვთის ძენი და ასულნი შეძლებენ დაემსგავსონ უფალს (იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:19-21; 132:19-20).

ამ უფლებამოსილების მეშვეობით ეკლესიის ხელმძღვანელები მართავენ ეკლესიის სასულიერო საქმეს (იხ. მოძღვრება და აღთქმები 107:18).

(იხ. მოძღვრება და აღთქმები 107:8,10; იხ. ასევე თავი 6 ამ სახელმძღვანელოში). ეპისკოპოსი არის მეურვეობის თავმჯდომარე მღვდელმთავარი (იხ. მოძღვრება და აღთქმები 107:17; იხ. ასევე თავი 7 ამ სახელმძღვანელოში).

ინფორმაცია მელქიცედეკის მღვდლობის პასუხისმგებლობისა და მასში წოდებების შესახებ იხ. 8.1.

3.3.2

აარონის მღვდლობა

აარონის მღვდლობა არის „დანართი … მელქიცედეკის მღვდლობისა“ (მოძღვრება და აღთქმები 107:14). იგი მოიცავს:

  • ანგელოზთა მსახურების გასაღებებს.

  • სახარების მონანიების გასაღებებს.

  • წეს-ჩვეულებების შესრულების, მათ შორის ცოდვათა მისატევებლად ნათლობას.

(იხ. მოძღვრება და აღთქმები 13:1-13; 84:26–27; 107:20.)

ეპისკოპოსი არის აარონის მღვდლობის პრეზიდენტი მეურვეობაში (იხ. მოძღვრება და აღთქმები 107:15).

ინფორმაცია აარონის მღვდლობის პასუხისმგებლობისა და მასში წოდებების შესახებ იხ. 10.1.3.

3.4

მღვდლობის უფლებამოსილება

მღვდლობის უფლებამოსილება არის უფლება, წარადგენდე ღმერთს და მოქმედებდე მისი სახელით. ეკლესიაში მღვდლობის უფლებამოსილება ხორციელდება მღვდლობის გასაღებების მფლობელ პირთა ხელმძღვანელობით.

3.4.1

მღვდლობის გასაღებები

მღვდლობის გასაღებები არის უფლებამოსილება, წარმართო მღვდლობის გამოყენება ღვთის შვილებისთვის.

3.4.1.1

მღვდლობის გასაღებების მფლობელები.

უფალმა ყოველ მოციქულს გადასცა დედამიწაზე ღვთის სასუფევლის ყველა გასაღები. უფროსი ცოცხალი მოციქული, ეკლესიის პრეზიდენტი, არის ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე, რომელსაც აქვს მღვდლობის ყველა გასაღების გამოყენების უფლებამოსილება (იხ. მოძღვრება და აღთქმები 81:1–2; 107:64–67, 91–92; 132:7).

ეკლესიის პრეზიდენტის მითითებით, სამღვდელოების ხელმძღვანელებს ეძლევათ მათ პასუხისმგებლობის სფეროში თავმჯდომარეობის გასაღებები. ამ ხელმძღვანელთა შორის არიან:

  • პალოსა და ოლქის პრეზიდენტები.

  • ეპისკოპოსები და მრევლის პრეზიდენტები.

  • მელქიცედეკისა და აარონის ქვორუმის პრეზიდენტები.

  • ტაძრის პრეზიდენტები.

  • მისიის პრეზიდენტები და მისიონერთა მომზადების ცენტრის პრეზიდენტები.

ეს ხელმძღვანელები იღებენ მღვდლობის გასაღებებს, როცა მათ ხელდასხმით ნიშნავენ მოწოდებაზე.

მღვდლობის გასაღებები არ ეძლევა სხვებს, მათ შორის ადგილობრივი სამღვდელოების ხელმძღვანელებს ან ეკლესიის ორგანიზაციების პრეზიდენტებს. ეკლესიის ორგანიზაციების პრეზიდენტები თავმჯდომარეობენ მღვდლობის გასაღებების მფლობელთა ხელმძღვანელობის ქვეშ (იხ. 4.2.4).

3.4.1.2

უფლის საქმის წესრიგი

მღვდლობის გასაღებები არის იმისთვის, რომ ხსნისა და ამაღლების საქმე თავისი წესითა და რიგით სრულდებოდეს (იხ. მოძღვრება და აღთქმები 42:11; 132:8). მღვდლობის გასაღებების მფლობელნი ხელმძღვანელობენ უფლის საქმეს თავიანთი პასუხისმგებლობის სფეროში. ეს თავმჯდომარე უფლებამოსილება ვრცელდება ხელმძღვანელის მოწოდების კონკრეტულ პასუხისმგებლობაზე. როცა სამღვდელოების ხელმძღვანელები თავისუფლდებიან მოწოდებებისგან, ისინი აღარ ფლობენ ამ გასაღებებს.

3.4.2

მღვდლობის დამტკიცება და კურთხევა

მღვდლობის გასაღებების მფლობელთა ხელმძღვანელობით, ეკლესიის ღირსეულ წევრებს გადაეცემა აარონისა და მელქიცედეკის მღვდლობა (იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:14-17). მას შემდეგ, რაც პიროვნებას გადასცემენ მღვდლობას, მას აკურთხებენ ამ მღვდლობის წოდებაზე - უხუცესის ან დიაკვანის. მღვდლობის მატარებელი პირი იყენებს მღვდლობას ამ წოდების ვალდებულებებისა და უფლებების თანახმად (იხ. მოძღვრება და აღთქმები 107:99).

მღვდლობის დამტკიცებისა და კურთხევის შესახებ მეტი ინფორმაცია იხ. 8.1.1 და 18.10.

3.4.3

მღვდლობის უფლებამოსილების გადაცემა ეკლესიაში მსახურებისთვის

3.4.3.1

ხელდასხმით დანიშვნა

როცა ქალები და მამაკაცები ხელდასხმით ინიშნებიან მსახურებაზე მათ მიერ, ვინც ფლობს მღვდლობის გასაღებებს, მათ ეძლევა უფლებამოსილება ღმერთისგან, იმოქმედონ ამ მოწოდებაში. ამ მოწოდებიდან განთავისუფლების შემდეგ მათ აღარ აქვთ ეს უფლებამოსილება.

ხელდასხმით მსახურებაზე დანიშნულ ყოველ წევრს ეძლევა ღვთიური უფლებამოსილება და ვალდებულება, იმოქმედონ თავიანთ მოწოდებაში. მაგალითად:

  • ქალს, რომელიც მოიხმეს და ეპისკოპოსის მიერ ხელდასხმით დანიშნეს მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტად, მიეცა მოწყალების საზოგადოების საქმის ხელმძღვანელობის უფლებამოსილება მეურვეობაში.

ყოველი მოხმობილი და ხელდასხმით დანიშნული პირი მსახურობს თავიანთ ზემდგომი თავმჯდომარე პირების მეთვალყურეობის ქვეშ (იხ. 3.4.1.2).

3.4.3.2

დავალება

ეკლესიის თავმჯდომარე ხელმძღვანელებს შეუძლიათ უფლებამოსილების გადაცემა დავალების სახით. როცა ქალები და მამაკაცები იღებენ ამ დავალებებს, მათ ეძლევათ უფლებამოსილება ღმერთისგან, იმოქმედონ ამ მოწოდებაში. მაგალითად:

  • მაგალითად: პირველი პრეზიდენტობა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმი გადასცემენ უფლებამოსილებას სამოცდაათთა ქვორუმს, რომელსაც ევალება რეგიონების მართვა და პალოს კონფერენციებზე თავმჯდომარეობა.

  • უფლებამოსილება გადაეცემა ეკლესიის წევრებს, რათა იმსახურონ მზრუნველი დისა ან ძმის როლში.

უფლებამოსილება, რომელიც გადაეცემა დავალების ფარგლებში, შემოიფარგლება კონკრეტული პასუხისმგებლობითა და დავალების ხანგრძლივობით.

3.4.4

მღვდლობის უფლებამოსილების სამართლიანი გამოყენება

ეს უფლაბამოსილება გამოიყენება მხოლოდ სამართლიანობით (იხ. მოძღვრება და აღთქმები 121:36). ის უნდა განხორციელდეს დარწმუნებით, სულგრძელობით, სიმშვიდითა და თვინიერებით და პირუთვნელი სიყვარულით (იხ. მოძღვრება და აღთქმები 121:41-42).

მღვდლობის უფლებამოსილებით ძალდატანება უნდა გამოირიცხოს. იგი არ გამოიყენება ეგოისტური მიზნებისთვის.

3.5

მღვდლობის ძალა

მღვდლობის ძალა არის ძალა, რომლითაც ღმერთი აკურთხებს თავის შვილებს. ღმერთის მღვდლობის ძალა ვრცელდება ეკლესიის ყველა წევრზე - ქალსა თუ მამაკაცზე, თუ ისინი იცავენ მასთან დადებულ აღთქმებს. წევრები დებენ ამ აღთქმებს მღვდლობის წეს-ჩვეულებების მიღებისთანავე. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:19–20.)

მღვდლობის ძალის კურთხევები, რომლების მიღება შეუძლიათ წევრებს:

  • ხელმძღვანელობის მიღება ცხოვრებაში.

  • ოჯახის წევრებისთვის და სხვებისთვის მსახურების შთაგონება.

  • გამოწვევების ატანისა და დაძლევის ძალა.

  • სულიწმიდის ძღვენი, შესაძლებლობების განსადიდებლად.

  • გამოცხადება, რომელიც გაუმხელს, როგორ შეასრულონ საქმე, რომელზედაც ისინი აკურთხეს, ხელდასხმით დანიშნეს ან რომლის შესრულებაც დაავალეს.

  • დახმარებასა და ძალას იმისთვის, რომ უფრო მეტად დაემსგავსონ იესო ქრისტესა და მამაზეციერს.

3.5.1

აღთქმები

აღთქმა არის წმინდა დაპირება ღმერთსა და მის შვილებს შორის. ღმერთი აძლევს აღთქმის პირობებს, მისი შვილები კი ამ პირობების დაცვაზე თანხმობას აცხადებენ. ღმერთი ჰპირდება, რომ დალოცავს თავის შვილებს, როცა ისინი აღთქმას აღასრულებენ.

ვინც ბოლომდე გაუძლებს ამ აღთქმების დაცვას, მიიღებს მარადიულ სიცოცხლეს (იხ. 2 ნეფი 31:17–20; მოძღვრება და აღთქმები 14:7

მშობლები, ეკლესიის ხელმძღვანელები და სხვები ეხმარებიან ინდივიდუალურ პირებს, სახარების წეს-ჩვეულებების მიღებისას მოემზადონ აღთქმების დასადებად. ისინი რწმუნდებიან, რომ პიროვნებას ესმის აღთქმა, რომელიც მან უნდა დადოს. აღთქის დადების შემდეგ პიროვნებას ეხმარებიან, დაიცვას იგი (იხ. მოსია 18:1-11, 23-26.)

3.5.2

წეს-ჩვეულებები

წეს-ჩვეულება არის წმინდა ქმედება, რომელსაც ასრულებენ მღვდლობის უფლებასმოსილებით.

მრავალ წეს-ჩვეულებაში ცალკეული პირები ღმერთთან აღთქმას დებენ. მაგ: ნათლობა, ზიარება, შემოსვა და ქორწინების ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულება.

ხსნისა და ამაღლების წეს-ჩვეულებები აუცილებელია მარადიული ცხოვრებისთვის. მეტი ინფორმაცია იხილეთ 18.1.

3.6

მღვდლობა და ოჯახი

ეკლესიის წევრები, რომლებიც იცავენ აღთქმებს - ქალები, მამაკაცები და ბავშვები - კურთხეულნი არიან ღმერთის მღვდლობის ძალით ოჯახში, საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების გასაძლიერებლად (იხ. 3.5). ეს ძალა დაეხმარება წევრებს ღვთის საქმის შესრულებაში და ამაღლებაში, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე ოჯახთან (იხ. 2.2).

მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელ მამაკაცებს შეუძლიათ, აკურთხონ ოჯახის წევრები მითითბების მიღების, განკურნებისა და ნუგეშის მიღების მიზნით. საჭიროებისას ეკლესიის წევრებს შეუძლიათ ეძიონ ეს კურთხევები ნათესავებისგან, მზრუნველი ძმებისგან ან ეკლესიის ადგილობრივი ხელმძღვანელებისგან.