სახელმძღვანელოები და მოწოდებები
17. სახარების სწავლება


“17. სახარების სწავლება“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).

“17. სახარების სწავლება“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან

დედა ასწავლის თავის ვაჟს

17.

სახარების სწავლება

ჩვენ ვასწავლით სახარებას, რათა დავეხმაროთ ადამიანებს, გააძლიერეონ რწმნენა ზეციურ მამასა და იესო ქრისტეში.

17.1

ქრისტეს მსგავსად სწავლების პრინციპები

სახარების სწავლებისას მასწავლებლები, მშობლები და ხელმძღვანელები ბაძავენ იესო ქრისტეს მაგალითს ანუ ოსტატ მასწავლებელს.

ხელმძღვანელები უზიარებენ მასწავლებლებს თავიანთ ორგანიზაციებში ქრისტეს მსგავსად სწავლების შემდეგ პრინციპებს: ეს პრინციპები უფრო დეტალურად ახსნილია მხსნელის მსგავსად სწავლება.

3:45

17.1.1

გიყვარდეთ ისინი, ვისაც ასწავლით

ყოველივე, რასაც მხსნელი აკეთებს, მისი სიყვარულის გამოხატვაა (იხ. 2 ნეფი 26:24).

3:19

17.1.2

სულიწმიდით სწავლება

მასწავლებლები ეძიებენ სულიწმინდის მითითებებს გაკვეთილისთვის მზადებისა და სწავლების დროს და ისინი ცდილობენ, ყოველდღე ღირსნი იყვნენ მისი გავლენისა.

3:47

17.1.3

ასწავლეთ დოქტრინა

მხსნელის მაგალითის მიბაძვისას მასწავლებლები ახდენენ ფოკუსირებას სახარების აუცილებელ, ხსნის ჭეშმარიტებაზე. ისინი ასწავლიან წმინდა წერილის, უკანასკნელ დღეთა წინასწარმეტყველების სწავლებებისა და დამტკიცებული სასწავლო მასალების გამოყენებით.

3:33

17.1.4

მოუწოდეთ გულმოდგინე სწავლისკენ

მასწავლებლები აგულიანებენ წევრებს, საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა სწავლის პროცესზე.

17.2

ოჯახზე ორიენტირებული სახარების სწავლა და სწავლება

ეკლესიის ხელმძღვანელები და მასწავლებლები ხელს უწყობენ და მხარს უჭერენ ოჯახზე ორიენტირებულ სახარების სწავლებასა და სწავლას.

ხელმძღვანელები და მასწავლებლები აგულიანებენ წევრებს, ეძიონ საკუთარი შთაგონება სახარების სწავლისა და სწავლების შესახებ. მათი მთავარი რესურსები უნდა იყოს წმინდა წერილი და გენერალური კონფერენციის გზავნილები.

3:35

17.3

ხელმძღვანელების პასუხისმგებლობა

  • მხსენლის მსგავსად სახარების სწავლებითა და სწავლით მაგალითის ჩვენება.

  • უზრუნველყოფა იმისა, რომ მათ ორგანიზაციებში სწავლება აძლიერებს რწმენას და დოქტრინალურად სწორია.

  • მასწავლებლებისთვის მათ ორგანიზაციებში მუდმივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

17.4

მასწავლებელთა საბჭოს შეკრებები

მასწავლებელთა საბჭოს შეკრებებზე მასწავლებლები ერთად თათბირობენ ქრისტეს მსგავსად სწავლების პრინციპების შესახებ. ისინი ასევე თათბირობენ იმაზე, თუ როგორ გააუმჯობესონ სახარების შესწავლა და სწავლება. ისინი იყენებენ სახელმძღვანელოს მხსნელის მსგავსად სწავლება .

მასწავლებელთა საბჭო ტარდება კვარტალურად 50 წუთიანი გაკვეთილის დროს, კვირას.

6:7