მუსიკა
ტკბილი საქმეა


13

ტკბილი საქმეა

ფიცხლად

1. ტკბილი საქმეა, ღმერთო,

შენი სახელის დიდება.

მარადჟამს შენი სიყვარული,

მადლობის წირვა, სიმღერა.

2. ტკბილია დილა შაბათის,

გული სამღერად მზად არის,

დარდი მე ვერას დამაკლებს,

უფლისთვის ლოცვას აღვავლენ.

3. სული ზეიმობს, იხარებს,

როდესაც ვუმზერ ღვთის საქმეს.

წმინდა მისი სიტყვები,

დიდება მარად ღვთის სახელს.

4. რა დიდ სიხარულს ვგრძნობ მე.

ბედნიერებას, სიმშვიდეს,

როცა დრო მოახლოვდება

ზეცაში ღმერთან ცხოვრების.

5. ცოდვა ვეღარ მოვა ჩემთან,

აღარც ეშმაკს მოესვლება,

ეჭვები ვერას დამაკლებს,

სიმშვიდე დაისადგურებს.

6. ზეცაში ღმერთი გაგვანდობს

სიბრძნეს, რის ცოდნაც მეწადა,

და ძლიერებას მიბოძებს,

სიკეთე ვთესო ქვეყნადა.

სიტყვები: ისააკ უათსი, 1674–1748

მუსიკა: ჯონ ჯ. მაკლილანი, 1874–1925

Psalm 92:1–5

Enos 1:27