მუსიკა
მოდით, ერთხმად ვიმღეროთ


4

მოდით, ერთხმად ვიმღეროთ

საზეიმოდ

1. მოდით, ერთხმად ვიმღეროთ ყველამ, ღმერთის შვილებო.

ჟამი მოდის, იხარეთ, იბატონე კვლავ ღმერთო.

შენ მოხვალ და განდევნი სიბოროტეს და ცოდვას,

დაამკვიდრებ მიწაზე სიყვარულს და მშვიდობას.

2. წუთი მოვა, როდესაც მხსნელი მოგვევლინება.

მის ძალით, სიდიადით ბოროტება გაქრება.

ო, რა ჰანგებს ვუმღერებთ ჩვენს მხსნელს, ღმერთს და მეუფეს

შიში არსად იქნება, სიყვარული დარჩება.

3. ყველამ თეთრად მოსილი, მართალი და ნათელი.

ყველა ღმერთს ვევედრებით, სიმღერით და ლოცვებით.

სიყვარული გვამაღლებს, სილამაზე გვამშვენებს,

ღმერთი ცოდვას განდევნის სიყვარული გვამღერებს.

სიტყვები: ჯეიმს ჰ. უოლისი, 1861–1940

მუსიკა: ესპანური მელოდია; ბენჯამინ კარის არანჟირება, 1768–1831

Doctrine and Covenants 133:25, 33, 56

Revelation 7:9–17