მუსიკა
მე წავალ, სადაც შენ მიხმობ


46

მე წავალ, სადაც შენ მიხმობ

გაბედულად

1. ღმერთო, გამგზავნე მწვერვალებზე,

აბობოქრებულ ზღვაში,

სისხლის უკანასკნელ წვეთამდე

თავს გავწირავ ბრძოლაში.

როცა ჩამესმის სულიწმინდის

ხმა, რომელიც მე მიხმობს,

პასუხი ჩემი არ დაყოვნებს:

„მე წავალ, სადაც შენ მიხმობ.“

[Chorus]

ღმერთო, მე წავალ, სადაც შენ მიხმობ,

თუნდ მწვერვალებზე, თუნდაც ზღვაში,

ღმერთო, ვიქნები, როგორიც გინდა,

მე ვიტყვი, რაც შენ გაქვს გულში.

2. არის მრავალი თბილი სიტყვა,

რასაც გვასწავლის ქრისტე,

რათა გასაჭირის ჟამს ვუთხრათ,

ვუშველოთ, ჩვენ, ცოდვილებს.

ო, მხსნელო ჩვენო, გამიძეხი

ბნელ, უდაბურ მხარეში,

მე კი შენს ნათქვამს გავიმეორებ:

„მე ვიტყვი, რაც შენ გავქს გულში.“

[Chorus]

ღმერთო, მე წავალ, სადაც შენ მიხმობ,

თუნდ მწვერვალებზე, თუნდაც ზღვაში,

ღმერთო, ვიქნები, როგორიც გინდა,

მე ვიტყვი, რაც შენ გაქვს გულში.

3. არს ამქვეყნად წყნარი ადგილი,

სადაც ყოველი ხარობს,

იქ შემიძლია ვემსახურო,

მეუფე გავახარო,

ღმერთო, შენ გიძღვნი ჩემს სიცოცხლეს

და მეყვარები მუდამ.

გულწრფელად შენ დაგემორჩილები,

„ვიქნები, როგორც შენ გინდა.“

[Chorus]

ღმერთო, მე წავალ, სადაც შენ მიხმობ,

თუნდ მწვერვალებზე, თუნდაც ზღვაში,

ღმერთო, ვიქნები, როგორიც გინდა,

მე ვიტყვი, რაც შენ გაქვს გულში.

სიტყვები: მერი ბრაუნი, 1856–1918

მუსიკა: ქერი ე. რაუნსეფელი, 1861–1930

1 Nephi 3:7

Doctrine and Covenants 4:2