სახელმძღვანელოები და მოწოდებები
37. სპეციალიზირებული პალოები, მეურვეობები და სამრევლოები


“37. სპეციალიზებული პალოები, მეურვეობები და სამრევლოები“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023)

“37. სპეციალიზებული პალოები, მეურვეობები და სამრევლოები“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან.

ადამიანები გარეთ სადილობენ

37.

სპეციალიზირებული პალოები, მეურვეობები და სამრევლოები

37.0

შესავალი

პალოს პრეზიდენტს შეუძლია შესთავაზოს სპეციალიზებული პალოების, მეურვეობებისა და სამრევლოების შექმნა წევრების მსახურებისთვის.

37.1

ენობრივი მეურვეობები და სამრევლოები

პალოს პრეზიდენტს შეუძლია შესთავაზოს ენობრივი მეურვეობების ან სამრევლოების შექმნა პალოს წევრებისთვის, რომლებიც (1) არ საუბრობენ ადგილობრივ ენაზე ან (2) საუბრობენ ჟესტურ ენაზე.

37.7

ჯგუფები პალოებში, მისიებში და რეგიონებში

„ჯგუფი“ ეწოდება წევრების მცირე რაოდენობას, რომელიც იკრიბება ეპისკოპოსის, მრევლის პრეზიდენტის ან მისიის პრეზიდენტის მეთვალყურეობის ქვეშ. პალოს ან მისიის პრეზიდენტს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს ჯგუფის შექმნას შემდეგ გარემოებებში:

  • პოტენციური წევრებისთვის მეურვეობაში ან მრევლში შესახვედრად მოგზაურობა რთულია.

  • წევრთა მცირე ჯგუფი საუბრობს მრევლისა ან მეურვეობისგან განსხვავებულ ენაზე.

  • სამხედრო წევრებს საუკეთესოდ ემსახურებიან ჯგუფებში.

ჯგუფში უნდა იყოს სულ მცირე ორი წევრი. ერთ-ერთი უნდა იყოს აარონის ან მელქიცედეკის მღვდლობის ღირსეული მატარებელი პირი.

პალოებში, ჯგუფის შესაქმნელად და მასზე მეთვალყურეობის მიზნით პალოს პრეზიდენტი ნიშნავს ეპისკოპოსს ან მრევლის პრეზიდენტს. მისიაში, ჯგუფის შესაქმნელად და მეთვალყურეობის მიზნით, მისიის პრეზიდენტი ნიშნავს მრევლის პრეზიდენტს.

პალოს პრეზიდენტი, მისიის პრეზიდენტი, ეპისკოპოსი ან მრევლის პრეზიდენტი იხმობს ჯგუფის ხელმძღვანელს და ხელდასხმით ნიშნავს მას ამ პოზიციაზე. ჯგუფის ხელმძღვანელი აწყობს და ატარებს ჯგუფის შეკრებებს, მათ შორის ზიარებას.

ჯგუფის ხელმძღვანელს არ აქვს მღვდლობის გასაღებები და მას არ ქვს უფლებამოსილება:

  • მიიღოს მეათედი და შემოწირულობები.

  • დამოძღვროს წევრები მძიმე ცოდვების გამო.

  • დააწესოს ფორმალური ან არაფორმალური შეზღუდვები წევრობაზე.

  • შეასრულოს სხვა ვალდებულებები, რომლებისთვისაც საჭიროა მღვდლობის გასაღებები.

როგორც წესი, ჯგუფები იყენებენ ძირითადი ერთეულის პროგრამას.

ჯგუფის წევრობის ჩანაწერები ინახება იმ მეურვეობაში ან მრევლში, რომლის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება ეს ჯგუფი.

ეკლესიის სათავო ოფისი არ ანიჭებს ჯგუფს ერთეულის ნომერს.