სახელმძღვანელოები და მოწოდებები
27. სატაძრო წეს-ჩვეულებები ცოცხალთათვის


“27. სატაძრო წეს-ჩვეულებები ცოცხალთათვის“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).

“27. სატაძრო წეს-ჩვეულებები ცოცხალთათვის“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან

ნეფე და პატარძალი

27.

სატაძრო წეს-ჩვეულებები ცოცხალთათვის

27.0

შესავალი

ტაძარი არის უფლის სახლი. ის მიგვითითებს ჩვენს მხსნელზე, იესო ქრისტეზე. ტაძრებში ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას წმინდა წეს-ჩვეულებებში და ვდებთ აღთქმებს მამაზეციერთან, რაც გვაკავშირებს მასთან და ჩვენს მხსნელთან. ეს აღთქმები და წეს-ჩვეულებები გვამზადებს მამაზეციერის გარემოცვაში დასაბრუნებლად და სამარადისოდ ოჯახებთან ჩასაბეჭდად.

სატაძრო წეს-ჩვეულებებში „გამოვლინდება ღვთისმოსაობის ძალა“. (მოძღვრება და აღთქმები 84:20).

სატაძრო აღთქმები და წეს-ჩვეულებები წმინდაა. სატაძრო აღთქმებთან დაკავშირებული სიმბოლოები არ უნდა განიხილოს ტაძრის მიღმა. არც ტაძარში განხილული წმინდა ინფორმაცია უნდა განვიხილოთ. თუმცა, შეგვიძლია განვიხილოთ სატაძრო აღთქმებისა და წეს-ჩვეულებების ძირითადი დანიშნულება და დოქტრინა და სულიერი გრძნობები, რომლებიც ტაძარში გვაქვს.

მეურვეობის და პალოს ხელმძღვანელები განიხილავენ ამ თავში მოცემულ ინფორმაციას წევრებთან, რომლებიც ემზადებიან ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულების მისაღებად.

27.1

სატაძრო წეს-ჩვეულებების მიღება

27.1.1

სატაძრო წეს-ჩვეულებების მიღებისთვის მომზადება

წევრები სულიერად უნდა მოემზადონ სატაძრო წეს-ჩვეულებების მიღებისთვის, აღთქმების დადებისთვის და მათ მიმართ პატივისცემის გამოხატვისთვის.

მშობლებს აკისრიათ ძალზედ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, დაეხმარონ შვილებს სატაძრო წეს-ჩვეულებების მიღებაში. პალოსა და მეურვეობის ხელმძღვანელები, მზრუნველი დები და ძმები და მათი ნათესავები მხარს უჭერენ მშობლებს ამ საქმეში.

რესურსები, რომლებიც დაეხმარება წევრებს სატაძრო წეს-ჩვეულებების მისაღებად მომზადებაში, ხელმისაწვდომია აქ temples.ChurchofJesusChrist.org.

წევრებს, რომლებიც ემზადებიან საკუთარი შემოსვისთვის ან მეუღლესთან ჩაბეჭდვისთვის აგულიანებენ, გაიარონ ტაძარში შესვლისთვის მოსამზადებელი კურსი (იხ. 25.2.8).

27.1.3

ფიზიკური შეზღუდვების მქონე წევრები

ფიზიკური შეზღუდვების მქონე ღირსეულ წევრებს შეუძლიათ ყველა სატაძრო წეს-ჩვეულების მიღება. ასეთ წევრებს აგულიანებენ, დაესწრონ ტაძარს იმავე სქესის მქონე შემოსილ ნათესავებთან ან მეგობრებთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ მათი დახმარება. თუ წევრებს არ შეუძლიათ ოჯახის წევრთან ან მეგობართან მოსვლა, მათ წინასწარ უნდა დარეკონ ტაძარში და გაარკვიონ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ შემთხვევაში.

27.1.4

მთარგმნელის ან თარჯიმნის დახმარება

თუ წევრებს ესაჭიროებათ თარჯიმნის ან მთარგმნელის დახმარება, ისინი წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ ტაძარს რათა გაარკვიონ, არის თუ არა ამის საშუალება.

27.1.5

ტაძრისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი

ტაძარში შესვლისას წევრებს უნდა ეცვათ ტანსაცმელი, რომლითაც ისინი ზიარებას ესწრებიან.

ინფორმაცია სატაძრო ქორწინებისთვის ან ჩაბეჭდვისთვის ტანსაცმელის შესახებ იხ. 27.3.2.6 -ში.

38.5 -ში მოცემულია ინფორმაცია შემდეგი საკითხების შესახებ:

  • ტანსაცმელი, რომელიც გვაცვია შემოსვის ან ჩაბეჭდვის დროს.

  • ცერემონიალებისთვის განკუთვნილი სატაძრო ტანსაცმელისა და სამოსის მიღება, ტარება და მოვლა.

27.1.6

ბავშვის მოვლა

ტაძრის ტერიტორიაზე ყოფნისას ბავშვები უნდა იმყოფებოდნენ ზრდასრული ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ. ტაძრის მუშაკებს შეუძლიათ ბავშვების ზედამხედველობა მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ ისინი უნდა ჩაიბეჭდონ მშობლებთან.

  • თუ ისინი ესწრებიან თავიანთი ცოცხალი დედმამიშვილების, ნახევარი დების ან ძმების ან დედინაცვალის/მამინაცვალის შვილების მშობლებთან ჩაბეჭდვას

27.1.7

წევრებთან შეხვედრა მას შემდეგ, რაც ისინი მიიღებენ სატაძრო წეს-ჩვეულებებს

სატაძრო წეს-ჩვეულებების მიღების შემდეგ წევრებს ხშირად უჩნდებათ შეკითხვები. ოჯახის შემოსილ წევრებს, ეპისკოპოსს ან მეურვეობის სხვა ხელმძღვანელებს, ასევე მზრუნველ დებსა და ძმებს შეუძლიათ შეხვდნენ წევრებს და ესაუბრონ მათ მიღებული სატაძრო გამოცდილების შესახებ.

კითხვებზე პასუხების რესურსები ხელმისაწვდომია აქ temples.ChurchofJesusChrist.org.

27.2

შემოსვა

სიტყვა შემოსვა ნიშნავს „ძღვენი“. სატაძრო შემოსვა არის ღვთის ძღვენი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომლის მეშვეობითაც იგი აკურთხებს თავის შვილებს. სატაძრო შემოსვის მეშვეობით წევრები იღებენ რამდენიმე ძღვენს, მათ შორის:

  • უფლის მიზნებისა და სწავლებების უფრო ღრმა ცოდნას.

  • ძალას, შეასრულონ ყოველივე, რაც მამაზეციერს სურს თავისი შვილებისგან.

  • უფლისთვის, თავიანთი ოჯახებისთვისა და სხვებისთვის მსახურებისას ღვთიურ მითითებებს.

  • გაძლიერებულ იმედს, ნუგეშსა და სიმშვიდეს.

ამ კურთხევების აღსრულება დამოკიდებულია იესო ქრისტეს სახარების ერთგულებაზე.

შემოსვა შედგება ორი ნაწილისგან. პირველ ნაწილში პიროვნება მიიღებს მოსამზადებელ წეს-ჩვეულებას, რომელსაც ეწოდება საწყისი. საწყისი ასევე ცნობილია, როგორც განბანვა და ზეთისცხება (იხ. გამოსვლა 29:4-9). ეს მოიცავს განსაკუთრებულ კურთხევებს, რომლებიც ეხება პიროვნების ღვთიურ მემკვიდრეობასა და პოტენციალს.

საწყისი წეს-ჩვეულებების დროს წევრს ეძლევა სატაძრო სამოსელის ტარების უფლებამოსილება. სამოსელი წარმოადგენს პიროვნების პირად ურთიერთობას ღმერთთან და ტაძარში დადებული აღთქმის დაცვის ვალდებულებას. როცა წევრები თავიანთი აღთქმების ერთგულნი არიან და მთელი ცხოვრების განმავლობაში სათანადოდ ატარებენ სამოსელს, იგი იცავს მათ. ინფორმაცია სამოსელის ტარებისა და მოვლის შესახებ იხილეთ 38.5.5.

შემოსვის მეორე ნაწილში ისწავლება ხსნის გეგმა, მათ შორის შექმნა, ადამისა და ევას დაცემა, იესო ქრისტეს გამოსყიდვა, განდგომა და აღდგენა. წევრებს აგრეთვე ეძლევათ მითითებები, თუ როგორ დაბრუნდნენ უფლის გარემოცვაში.

შემოსვისას წევრებს იწვევენ, დადონ წმინდა აღთქმები შემდეგი წესების დაცვით:

  • იცხოვრონ მორჩილების კანონის მიხედვით და ეცადონ, დაიცვან მამაზეციერის მცნებები.

  • დაიცვან მსხვერპლის კანონი, რაც ნიშნავს უფლის საქმის მხარდასაჭერად მსხვერპლის გაღებას და მოდრეკილი გულითა და მომნანიებელი სულით მონანიებას.

  • დაიცვან იესო ქრისტეს სახარების კანონი, რომელიც არის უმაღლესი კანონი, რომელსაც ის დედამიწაზე ყოფნისას ასწავლიდა.

  • დაიცვან უბიწოების კანონი, რომლის თანახმადაც წევრს აქვს სქესობრივი ურთიერთობა მხოლოდ კანონიერ მეუღლესთან, ღვთის კანონის თანახმად.

  • იცავს მიძღვნის კანონს, რაც ნიშნავს, რომ წევრები წირავენ დროს, ნიჭს და ყოველივეს, რითაც უფალმა ისინი დააჯილდოვა, იესო ქრისტეს ეკლესიის ასაშენებლად.

ამის ნაცვლად მამაზეციერი ჰპირდება მათ, ვინც ტაძრის აღთქმების ერთგული დარჩება, რომ ისინი მიიღებენ „ძალას ზეციდან“ (მოძღვრება და აღთქმები 38:32, 38; იხ. ასევე ლუკა 24:49; მოძღვრება და აღთქმები 43:16).

27.2.1

ვის შეუძლია სატაძრო შემოსვის მიღება

ეკლესიის ყველა ზრდასრულ წევრს პასუხისმგებლობის ასაკში იწვევენ, მოემზადონ და მიიღონ სატაძრო შემოსვა. ყველა საჭირო წინამდებარე წეს-ჩვეულება უნდა ჩატარდეს და ჩაიწეროს წევრების მიერ წეს-ჩვეულებების მიღებამდე (იხ. 26.3.1).

27.2.1.1

ახლად მონათლული წევრები

ღირსეულ ზრდასრულ ახალ წევრებს შეუძლიათ, მიიღონ სატაძრო შემოსვა წევრად დამტკიცებიდან სულ მცირე ერთი წლის შემდეგ.

27.2.1.2

წევრები, რომლების მეუღლე არ არის შემოსილი

ღირსეულ წევრს, რომლის მეუღლე არ არის შემოსილი, შეუძლია მიიღოს შემოსვა, შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

  • მეუღლე, რომელიც არ არის ტაძარში შემოსილი, აძლევს მეუღლეს შემოსვის თანხმობას.

  • წევრი, ეპისკოპოსი და პალოს პრეზიდენტი დარწმუნებულები არიან, რომ სატაძრო აღთქმებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა არ შექმნის პრობლემას ოჯახში.

ეს პირობები მოქმედებს მიუხედავად იმისა, არის მეუღლე ეკლესიის წევრი თუ არა.

27.2.1.3

წევრები გონებრივი შეზღუდვებით?

გონებრივი შეზღუდვების მქონე წევრებს შეუძლიათ მიიღონ შემოსვა, თუ:

  • მათ მიიღეს ყველა საჭირო წინამდებარე წეს-ჩვეულება (იხ. 26.3.1).

  • მათ აქვთ ინტელექტუალური უნარი გაიგონ, დადონ და დაიცვან აღთქმები.

ეპისკოპოსი თათბირობს წევრთან და საჭიროებისას, მის მშობლებთან. ის ასევე ეძიებს სულიწმინდის მითითებებს. შესაძლოა მან გაიაროს კონსულტაცია პალოს პრეზიდენტთან.

27.2.2

შემოსვის მიღებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება

შემოსვის მიღება პირადი საქმეა და უნდა ლოცვით იქნეს მიღებული. შემოსვა არის ძალისა და გამოცხადების კურთხევა ყველასთვის, ვინც მის მისაღებად ემზადება. წევრებს შეუძლიათ მიიღონ შემოსვის მიღების გადაწყვეტილება, თუკი ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

  • ისინი მინიმუმ 18 წლის ასაკის არიან.

  • მათ დაამთავრეს ან აღარ დადიან მაღალ კლასებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ან მსგავს დაწესებულებაში.

  • მათი წევრად დამტკიცებიდან ერთი წელი გავიდა.

  • მათ სურთ მიიღონ და პატივი სცენ სატაძრო აღთქმებს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

წევრებმა, რომლებმაც მიიღეს მისიის მოწოდება ან ემზადებიან ტაძარში ჩაბეჭდვისთვის, უნდა მიიღონ შემოსვა.

ეპისკოპოსმა და პალოს პრეზიდენტმა, შემოსვისთვის სატაძრო რეკომენდაციას გაცემამდე, უნდა იგრძნოს, რომ ადამიანი მზად არის გაიგოს და დაიცვას ტაძრის წმინდა აღთქმები. ეს უფლება განისაზღვრება ინდივიდუალურად ყოველი ადამიანისთვის.

27.2.3

შემოსვისთვის მზადება და დაგეგმვა

27.2.3.1

რეკომენდაციის მიღება ცოცხალთა წეს-ჩვეულებებისთვის.

წევრმა უნდა მიიღოს რეკომენდაცია ცოცხალთათვის წეს-ჩვეულებების შესასრულებლად, ტაძარში შესასვლელად და შემოსვის მისაღებად. ინფორმაცია ამ რეკომენდაციების შესახებ იხ. 26.5.1.

27.2.3.2

ტაძართან დაკავშირება

წევრები, რომლებიც აპირებენ სატაძრო შემოსვას, წინასწარ უნდა დაუკავშირდენ ტაძარს, რათა დანიშნონ ამ წეს-ჩვეულების ჩატარების დრო.

27.2.3.3

შემოსვის მიმღებთა თანმხლებნი

წევრებს, რომლებიც იღებენ შემოსვას შეუძლიათ, თანმხლების როლში მოიწვიონ იმავე სქესის შემოსილი წევრი, რომელიც დაეხმარება მათ შემოსვის სესის დროს. თანმხლებს უნდა ჰქონდეს მოქმედი სატაძრო რეკომენდაცია. ტაძარს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია თანმხლების უზრუნველყოფა.

27.3

ცოლისა და ქმრის ჩაბეჭდვა

სატაძრო ჩაბეჭდვა აკავშირებს ცოლსა და ქმარს ამასოფლისთვის და სამარადისოდ. ისინი მიიღებენ ამ კურთხევებს, თუ ტაძარში დადებული აღთქმების ერთგულნი იქნებიან. ამ წეს-ჩვეულების მეშვეობით მათი შვილები ასევე გახდებიან მარადიული ოჯახის წევრები.

ეკლესიის ხელმძღვანელები აგულიანებენ წევრებს, მოემზადონ ტაძარში დაქორწინებისა და ჩაბეჭდვისთვის. იქ, სადაც სატაძრო ქორწინებას კანონიერად არ აღიარებენ, უფლებამოსილ ეკლესიის ხელმძღვანელებს ან სხვებს შეუძლიათ სამოქალაქო ქორწინების ჩატარება, რომელსაც მოჰყვება ტაძარში ჩაბეჭდვა (იხ. 38.3). ამ ნიმუშით მოქმედება ასევე შესაძლებელია მაშინ, როცა სატაძრო ქორწინებამ შეიძლება გამოიწვიოს მშობლების ან ოჯახის უახლოესი წევრების წყენა, რადგან ისინი ვერ დაესწრებიან სატაძრო ცერემონიალს.

27.3.1

ვისთვის არის შესაძლებელი ტაძარში ჩაბეჭდვა

ეკლესიის ყველა დასაოჯახებელ წევრს პასუხისმგებლობის ასაკში იწვევენ, მოემზადონ ტაძარში ჩაბეჭდვისთვის. სამოქალაქო ქორწინებაში მყოფ პირებს აგულიანებენ, რაც შეიძლება მალე ჩაიბეჭდონ ტაძარში ამჟამისთვისა და მარადისობისთვის (როცა ამისთვის იქნებიან მზად). წევრები ჩაბეჭდვამდე უნდა შეიმოსონ (იხ. 27.2).

ტაძარში ჩაბეჭდილი წყვილები უნდა იმყოფებოდნენ (1) სამოქალაქო ქორწინებაში ან (2) დაქორწინდნენ და ჩაიბეჭდონ იმავე სატაძრო ცერემონიალში. იხ. 27.3.2.

27.3.1.2

წევრები გონებრივი შეზღუდვებით

გონებრივი შეზღუდვების მქონე წევრებს შეუძლიათ ჩაიბეჭდონ მეუღლესთან ან საქმროსთან/საცოლესთან თუ:

  • მათ მიიღეს ყველა საჭირო წინა წეს-ჩვეულება, მათ შორის შემოსვა (იხ. 27.2.1.3).

  • მათ აქვთ ინტელექტუალური უნარი გაიგონ, დადონ და დაიცვან აღთქმები.

ეპისკოპოსი თათბირობს წევრთან და მის მეუღლესთან, საცოლესთან ან საქმროსთან. ის ასევე ეძიებს სულიწმინდის მითითებას. მას შეუძლია გაიაროს კონსულტაცია პალოს პრეზიდენტთან.

27.3.2

სატაძრო ქორწინებისა ან ჩაბეჭდვის დაგეგმვა და დაჯავშნა

27.3.2.1

ცოცხალთა წეს-ჩვეულებებისთვის რეკომენდაციის მიღება

მეუღლესთან ჩასაბეჭდად წევრმა უნდა მიიღოს რეკომენდაცია ცოცხალთათვის წეს-ჩვეულებების შესასრულებლად. ინფორმაცია ამ რეკომენდაციების შესახებ იხ. 26.3.

27.3.2.2

ტაძართან დაკავშირება

წევრები, რომლებიც აპირებენ მეუღლესთან ქორწინებას ან ჩაბეჭდვას, ამ წეს-ჩვეულებების დასაჯავშნად წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ ტაძარს.

27.3.2.3

ქორწინების მოწმობის მიღება

დაქორწინებამდე წყვილმა უნდა მიიღოს კანონიერი ქორწინების მოწმობა, რომელიც მოქმედია იქ, სადაც ქორწინება ტარდება. თუ წყვილი ერთსა და იმავე ცერემონიალის დროს დაქორწინებას და ჩაბეჭდვას აპირებს, მათ ტაძარში უნდა წარადგინონ მოქმედი ქორწინების მოწმობა.

თუ წყვილი სამოქალაქო ქორწინების შემდეგ აპირებს ჩაბეჭდვას, მას არ სჭირდება ქორწინების მოწმობის მოწმობის მიტანა ტაძარში. ამის ნაცვლად, ჩანაწერის გადამოწმების პროცესისთვის ისინი აწვდიან თავიანთი სამოქალაქო ქორწინების თარიღსა და ადგილს.

27.3.2.4

ნეფესა და პატარძლის თანმხლებნი

შემოსილ დას შეუძლია თანხმლების როლში ეხმარებოდეს პატარძალს გასახდელში. შემოსილ ძმას შეუძლია იგივე გააკეთოს ნეფისთვის. თანმხლებს უნდა ჰქონდეს მოქმედი სატაძრო რეკომენდაცია. ტაძარს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია თანმხლების უზრუნველყოფა.

27.3.2.5

ვინ ატარებს სატაძრო ქორწინებას ან ჩაბეჭდვას

სატაძრო ქორწინება ან ჩაბეჭდვა, როგორც წესი, სრულდება ჩამბეჭდველის მიერ, რომელიც ინიშნება იმ ტაძარში, სადაც წყვილი აპირებს დაქორწინებას ან ჩაბეჭდვას. სატაძრო ქორწინება ან ჩაბეჭდვა, როგორც წესი, სრულდება ჩამბეჭდველის მიერ, რომელიც ინიშნება იმ ტაძარში, სადაც წყვილი აპირებს დაქორწინებას ან ჩაბეჭდვას.

27.3.2.6

სატაძრო ქორწინებისთვის ან ჩაბეჭდვისთვის შესაფერისი ტანსაცმელი

პატარძლის კაბა. კაბა, რომლითაც პატარძალი შედის ტაძარში, უნდა იყოს თეთრი, სადა (როგორც ქსოვილი ისე ფასონი) და გადატვირთული მორთულობის გარეშე. ის ასევე უნდა ფარავდეს სატაძრო სამოსელს. თხელი ქსოვილი უნდა იყოს სარჩულით.

პატარძლის კაბა უნდა შეესაბამებოდეს სხვა კაბებს ტაძარში, ამიტომ უნდა იყოს გრძელი ან სამი მეოთხედი სიგრძის სახელოებით. კაბა არ უნდა იყოს შლეიფით, თუ მისი მოხსნა ან ზემოთ აწევა და დამაგრება არ არის შესაძლებელი.

ტაძარს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია კაბის უზრუნველყოფა.

ნეფის ტანისამოსი. ნეფეს, ჩაბეჭდვის ან ქორწინების ცერემონიალის დროს, აცვია ჩვეულებრივი სატაძრო ტანისამოსი (იხ. 38.5.1 და 38.5.2).

სტუმრების ტანისამოსი. მათ, ვინც ესწრებიან ქორწინების ან ჩაბეჭდვის ცერემონიას, უნდა ეცვათ იმ სტილის ტანსაცმელი, რომელიც მათ ზიარების შეკრებაზე აცვიათ. დასაშვებია, რომ წევრებს, რომლებიც მოდიან ჩაბეჭდვაზე პირდაპირ შემოსვის სესიიდან, ეცვათ ცერემონიალების ჩასატარებელი სატაძრო სამოსელი.

ყვავილები ქორწინების ან ჩაბეჭდვის ცერემონიალის დროს წყვილებს და მათ სტუმრებს არ უნდა ეკეთოთ ყვავილები.

27.3.2.7

სატაძრო ქორწინების ან ჩაბეჭდვის შემდეგ ბეჭდების გაცვლა

ბეჭდების გაცვლა არ წარმოადგენს ტაძარში ჩაბეჭდვის ცერემონიალის ნაწილს. თუმცა, წყვილებს შეუძლიათ ბეჭდების გაცვლა ჩაბეჭდვის ოთახში, ცერემონიალის შემდეგ. წყვილებმა არ უნდა გაცვალონ ბეჭდები ტაძარში ან ტაძრის ტერიტორიაზე ყოფნისას რომელიმე სხვა დროს ან ადგილას.

წყვილებს, რომლებიც ერთსა და იმავე ცერემონიალის დროს ქორწინდებიან ან ჩაიბეჭდებიან შეუძლიათ, მოგვიანებით გაცვალონ ბეჭდები, რათა ხელი შეუწყონ ოჯახის წევრებს, რომლებიც ვერ ესწრებიან სატაძრო ქორწინებას. გაცვლამ არ უნდა შეცვალოს სატაძრო ქორწინების ან ჩაბეჭდვის ცერემონიის რომელიმე ნაწილი. ტაძარში დაქორწინების ან ჩაბეჭდვის შემდეგ წყვილმა არ უნდა დადოს ფიცი ერთმანეთთან.

წყვილებს სამოქალაქო ქორწინებით შეუძლია, სატაძრო ჩაბეჭდვამდე გაცვალონ ბეჭდები სამოქალაქო ცერემონიალის დროს, ტაძარში ჩაბეჭდვისას ან ორივე ცერემონიალის დროს.

27.3.4

ვის შეუძლია სატაძრო ქორწინების ან ჩაბეჭდვის დასწრება

სატაძრო ქორწინებაზე ან ჩაბეჭდაზე წყვილმა უნდა მოიწვიოს მხოლოდ ოჯახის წევრები და მეგობრები. დასწრების მსურველი პასუხისმგებლობის ასაკის წევრები უნდა იყვნენ შემოსილნი და იქონიონ მოქმედი სატაძრო რეკომენდაცია.

პალოს პრეზიდენტს შეუძლია მისცეს უფლება გონებრივი შეზღუდვების მქონე პირს, რომელიც არ არის მონათლული ან შემოსილი, დაესწროს სატაძრო ქორწინებას ან ცოცხალი დედმამიშვილების ჩაბეჭდვას. პიროვნება:

  • უნდა იყოს სულ მცირე 18 წლის.

  • მოწიწებით ესწრებოდეს ცერემონიალს.

პალოს პრეზიდენტმა უნდა დაწეროს დამადასტურებელი წერილი, რომ პიროვნებას აქვს ჩაბეჭდვის დასწრების უფლება. წერილი წარდგენილ უნდა იქნეს ტაძარში.

27.4

ცოცხალი შვილების მშობლებთან ჩაბეჭდვა

ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ მათი დედის მეუღლესთან ტაძარში ჩაბეჭდვის შემდეგ, ამ ჩაბეჭდვის აღთქმაში იბადებიან. მათ არ სჭირდებათ მშობლებთან ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულების გავლა.

ბავშვებს, რომლებიც არ დაიბადნენ აღთქმაში, შეუძლიათ გახდნენ მარადიული ოჯახის წევრები, თუკი ჩაიბეჭდებიან ბიოლოგიურ ან მშვილებელ მშობლებთან. ეს ბავშვები იმავე კურთხევების ღირსნი არიან, რაც აღთქმაში დაბადებულები.

27.4.2

ტაძართან დაკავშირება

წყვილი, რომელსაც შვილების ჩაბეჭდვა სურს ან შვილები, რომლებსაც გარდაცვლილ მშობლებთან ჩაბეჭდვა სურთ, წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ ტაძარს წეს-ჩვეულების დასაჯავშნად.