“22. მიწიერი საჭიროებების უზრუნველყოფა და თვითუზრუნველყოფის გაძლიერება“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023)
“22. მიწიერი საჭიროებების უზრუნველყოფა და თვითუზრუნველყოფის გაძლიერება“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან
22.
მიწიერი საჭიროებების უზრუნველყოფა და თვითუზრუნველყოფის გაძლიერება
22.0
შესავალი
ეკლესიის წევრები დებენ აღთქმას, რომ „მზად [არიან] ატარო[ნ] ერთმანეთის ტვირთი, … იგლოვო[ნ] მათთან ერთად, ვინც გლოვობს … და ანუგეშოთ ისინი, რომლებსაც სჭირდებათ ნუგეში“ (მოსია 18:8–9).
ეკლესიის წევრებს ურჩევენ, ბეჯითი მუშაობითა და უფლის დახმარებით გააძლიერონ საკუთარი თვითუზრუნველყოფა. თვითუზრუნველყოფა არის საკუთარი თავისთვისა და ოჯახისთვის სულიერი და მიწიერი საჭიროებების უზრუნველყოფის უნარი, ვალდებულება და ძალისხმევა.
ინდივიდუალური და ოჯახური ძალისხმევა
22.1
თვითუზრუნველყოფის გაძლიერება
უფლის დახმარებით წევრები შემდეგნაირად აძლიერებენ საკუთარ თვითუზრუნველყოფას:
-
სულიერი, ფიზიკური და ემოციური ძალის განვითარება.
-
განათლების მიღება და დასაქმება.
-
მიწიერი მზაობის გაუმჯობესება.
22.1.4
მიწიერი მზაობა
წმინდა წერილი გვასწავლის მზადყოფნის აუცილებლობის შესახებ (იხ. ეზეკიელი 38:7; მოძღვრება და აღთქმები 38:30). წევრებს ურჩევენ მოემზადონ, რათა შეძლონ საკუთარ თავზე, ოჯახებზე და სხვა ადამოანებზე ზრუნვა, როცა ამის საჭიროება იქნება.
წევრები აუმჯობესებენ ფინანსურ მზაობას:
-
მეათედისა და შემოწირულობების გადახდით (იხ. მალაქია 3:8-12).
-
შეძლებისდაგვარად ვალის თავიდან აცილებით.
-
ბიუჯეტის ფარგლებში მომზადებითა და ცხოვრებით.
-
მომავლისთვის თანხის დაზოგვით.
-
განათლების მიღება, რომელიც დაეხმარება მათ, უზრუნველყონ საკუთარი თავისა და ოჯახის საჭიროებები (იხ. 22.3.3).
მზაობა ასევე მოიცავს საგანგებო სიტუაციებში ძირითად საჭიროებებზე ზრუნვის გეგმის შემუშავებას. წევრებს ურჩევენ, იქონიონ საკვების, წყლისა და სხვა აუცილებელი ნივთების მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარაგი.
22.2
მიწიერი და ემოციური საჭიროებების მქონე პირებზე მზრუნველობა
უფლის მოწაფეებს ასწავლიან „ერთმანეთის სიყვარულსა და სამსახურს“ და „დაეხმარ[ონ] მათ, ვისაც … დახმარება სჭირდება“ (მოსია 4:15-16). წევრები ცდილობენ, ყველას მხსნელის თვალით უყურონ, მათი განსაკუთრებულობისა და საჭიროების გათვალისწინებით. ეს საჭიროებები შესაძლოა მოიცავდეს საკვებს, ტანსაცმელს, საცხოვრებელს, სამსახურს, ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას.
22.2.1
უფლის საცავი
ყველა რესურსს, რომელზედაც ეკლესიას ხელი მიუწვდება საჭიროებების მქონეთა დასახმარებლად, უფლის საცავი ეწოდება (იხ. მოძღვრება და აღთქმები 82:18-19). ეს მოიცავს წევრთა მიერ შეთავაზებულ დროს, ნიჭს, თანაგრძნობას, მასალებს და ფინანსურ რესურსებს გაჭირვებულთა დასახმარებლად.
უფლის საცავი არსებობს ყოველ მეურვეობასა და პალოში. ხელმძღვანელებს ხშირად შეუძლიათ ცალკეული პირებისა და ოჯახების დახმარება პალოსა და მეურვეობის წევრების ცოდნის, უნარებისა და მსახურების გამოყენებით.
22.2.2
მარხვისა და მარხვის შემოწირულობის კანონი
უფალმა დააწესა მარხვისა და მარხვის შემოწირულობის კანონი, რათა დალოცოს თავისი ხალხი და უზრუნველყოს გასაჭირში მყოფი ადამიანების დახმარება. წევრები უახლოვდებიან უფალს და სულიერად ძლიერდებიან, როცა მარხვის კანონის მიხედვით ცხოვრობენ. (იხ. ესაია 58:6-12; მალაქია 3:8-12).
მარხვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. თუმცა წევრები, როგორც წესი, თვის პირველ კვირას იცავენ მარხვას. მარხვა გულისხმობს:
-
ლოცვას
-
24 საათის განმავლობაში საკვებისა და სასმელის გარეშე ყოფნას (თუ ფიზიკურად ეს შესაძლებელია)
-
მარხვის გულუხვი შემოწირულობის გაღებას
მარხვის შემოწირულობა გამოიყენება გასაჭირში მყოფი ადამიანების დასახმარებლად. როცა წევრები მარხულობენ, მათი მარხვის შემოწირულობა, სულ მცირე, გამოტოვებული საკვების საფასურს შეადგენს.
წევრებს შეუძლიათ, გადასცენ მარხვის შემოწირულობა და შევსებული „მარხვისა და სხვა შემოწირულობების ფორმა“ ეპისკოპოსს ან მის ერთ-ერთ რჩეველს. ზოგიერთ ადგილებში შესაძლებელია ონლაინ შემოწირულობები-ს განხორციელება.
ხელმძღვანელების ძალისხმევა
22.3
თვითუზრუნველყოფის გაძლიერებისა და მზრუნველობის ნიმუში გასაჭირში მყოფთათვის
22.3.1
გასაჭირში მყოფი ადამიანების მოძიება
ეპისკოპოსს ავალია წმინდა ვალდებულება, გამოავლინოს გასაწირში მყოფი ადამიანები და იზრუნოს მათზე (იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:112). სხვა პიროვნებები, რომლებსაც აკისრიათ ეპისკოპოსის დახმარება ამ ვალდებულების შესრულებაში:
-
მზრუნველი დები და ძმები.
-
მოწყალების საზოგადოების და უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობები.
-
ეპისკოპოსის მრჩევლები.
-
მეურვეობის საბჭოს სხვა წევრები.
22.3.2
დაეხმარეთ წევრებს, შეაფასონ და დააკმაყოფილონ მოკლევადიანი საჭიროებები
წევრები ცდილობენ, დააკმაყოფილონ თავიანთი ძირითადი საჭიროებები საკუთარი ძალებითა და ნათესავების დახმარებით. როცა ეს საკმარისი არ არის, წევრებს შესაძლოა დასჭირდეთ დახმარება სხვა წყაროებიდან, როგორიცაა:
-
სახელმწიფო და თემის რესურსები (იხ. 22.12).
-
ეკლესიის დახმარება.
ეკლესიის დახმარება შეიძლება მოიცავდეს მოკლევადიანი საჭიროებების უზრუნველყოფას, როგორიცაა საკვები, ჰიგიენის საშუალებები, ტანსაცმელი, საცხოვრებელი და სხვა ძირითადი საჭიროებები. ამ საჭიროებებისთვის ეპისკოპოსებს შეუძლიათ მარხვის შემოწირულობების გამოყენება. იქ, სადაც შესაძლებელია ეპისკოპოსის შეკვეთის გამოყენება, იგი იყენებს მას საკვებისა და სხვა ძირითადი საჭიროებების უზრუნველსაყოფად (იხ. „ეპისკოპოსთა შეკვეთები და განკარგულებები“ ხელმძღვანელთა და კლერკთა რესურსები (ხ.კ.რ)).
22.3.3
დაეხმარეთ წევრებს გრძელვადიანი თვითუზრუნველყოფის შექმნაში
შესაძლოა წევრებს დასჭირდეთ მუდმივი მხარდაჭერა გრძელვადიან გამოწვევებთან ბრძოლაში. განათლება, პროფესიული მომზადება ან სხვა რესურსები დაეხმარება მათ თვითუზრუნველყოფის გაძლიერებაში და გრძელვადიანი საჭიროებების დაკმაყოფილებაში.
თვითუზრუნველყოფის გეგმა ეხმარება წევრებს მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენაში. ეს ასევე ეხმარება მათ სასარგებლო რესურსების გამოვლენაში. ეს გეგმა უნდა გამოყენებულ იქნეს ყოველთვის, როცა ეკლესიის დახმარება განიხილება.
22.3.4
ემოციური საჭიროებების მქონე პირებზე მზრუნველობა
მრავალ წევრს აქვს ემოციებთან დაკავშირებული გამოწვევები. მზრუნველ დებსა და ძმებს, ასევე მეურვეობის ხელმძღვანელებს, შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ წევრთა ამ სირთულეებთან დაკავშირებულ დახმარების საკითხებში.
22.4
ეკლესიის მიერ დახმარების გაწევის პრინციპები
უფლის დახმარებით წევრები ეძიებენ, უზრუნველყონ საკუთარი და ოჯახის საჭიროებები.
ეკლესიის დახმარება გულისხმობს წევრების დამოუკიდებლობის და არა დამოკიდებულების შექმნას. ნებისმიერი დახმარება უნდა აძლიერებდეს წევრთა თვითუზრუნველყოფისკენ მისწრაფების სურვილს.
22.4.1
პირადი და ოჯახური ვალდებულების წახალისება
ხელმძღვანელები ასწავლიან, რომ ცალკეული პირებისა და ოჯახების მთავარი ვალდებულებაა საკუთარი თავის მიწიერი, ამოციური და სულიერი კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
ეკლესიის დახმარების გაწევამდე ეპისკოპოსი (ან სხვა ხელმძღვანელი ან წევრი, რომელსაც ეს დაავალეს) წევრებთან ერთად განიხილავს, თუ რა რესურსებს იყენებენ ისინი მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
22.4.2
აუცილებელი მიწიერი საჭიროებებისთვის დახმარების გაწევა
ეკლესიის დახმარების მიზანია აუცილებელი საჭიროებების დროებითი დაკმაყოფილება იმ პერიოდში, როცა წევრი ცდილობს თვითუზრუნველყოფის მიღწევას.
ეპისოპოსებმა უნდა გამოიჩინონ კარგი განსჯის უნარი და ეძიონ სულიერი ხელმძღვანელობა, როდესაც განიხილავენ გაწეული დახმარების ოდენობასა და ხანგრძლივობას. მათ უნდა გამოიჩინონ თანამგრძნობა და გულუხვობა, თუმცა იმავდროულად არ უნდა ქმნიდნენ დახმარებაზე დამოკიდებულებას.
22.4.3
ნაღდი ფულის სანაცვლოდ რესურსებით ან მომსახურებით უზრუნველყოფა
თუკი შესაძლებელია, ეპისკოპოსი თავს არიდებს ფულად დახმარებას. ფულის ნაცვლად მან უნდა გამოიყენოს მარხვის შემოწირულობანი ან ეპისკოპოსის შეკვეთა წევრთა სურსათითა ან მომსახურებით უზრუნველყოფისთვის. ამ შემთხვევაში წევრები შეძლებენ, გამოიყენონ საკუთარი ფინანსები სხვა საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
როცა ეს საკმარისი არ არის, აუცილებელი გადასახადების დასაფარად ეპისკოპოსს შეუძლია მარხვის შემოწირულობების გამოყენება (იხ. 22.5.2).
22.4.4
შესთავაზეთ სამუშაო ან მსახურების შესაძლებლობები
ეპისკოპოსები იწვევნ მათ, ვინც იღებს დახმარებას, შესაძლებლობების ფარგლებში იმუშაონ ან იმსახურონ. ეს დაეხმარება წევრებს, შეინარჩუნონ ღირსების გრძნობა. ეს ასევე ზრდის მათ თვითუზრუნველყოფის უნარს.
22.4.5
ინფორმაცია ეკლესიის დახმარების შესახებ უნდა იყოს კონფიდენციალური
ეპისკოპოსი და მეურვეობის სხვა ხელმძღვანელები კონფიდენციალურად ინახავენ ნებისმიერ ინფორმაციას იმ წევრების შესახებ, რომელნიც იღებენ დახმარებას. ეს დაეხმარება წევრებს, შეინარჩუნონ ღირსების გრძნობა და კონფიდენციალურობა.
22.5
ეკლესიის მიერ დახმარების გაწევის წესები
ეკლესიის ხელმძღვანელები, მარხვის შემოწირულობით ან ეპისკოპოსთა შეკვეთებით საკვებისა და სხვა ძირითადი საჭიროებების უზრუნველსაყოფად, უნდა იცავდნენ ამ თავში ასახულ წესებს.
22.5.1
ეკლესიისგან დახმარების მიმღებთა მიმართ წესები
22.5.1.1
მეურვეობის წევრებისთვის დახმარების გაწევა
ზოგადად, წევრები, რომლებიც ეკლესიისგან დახმარებას იღებენ, უნდა ცხოვრობდნენ მეურვეობის საზღვრებში და იქონიონ წევრობის ჩანაწერი, იმავე მეურვეობაში. დახმარება უნდა გაუწიოთ განურჩევლად იმისა, რეგულარულად ესწრება წევრი საეკლესიო შეხვედრებს თუ არა და იცავს თუ არა ეკლესიის სტანდარტებს.
22.5.1.2
ეპისკოპოსებისა და პალოს პრეზიდენტებისთვის დახმარების გაწევა
მარხვის შემოწირულობების გამოყენებამდე ან საკუთარი ან თავისი ოჯახის საჭიროებებისთვის თანხის გამოყოფამდე საჭიროა პალოს პრეზიდენტისგან წერილობითი თანხმობის მიღება.
22.5.1.4
დახმარების გაწევა მათთვის, ვინც არ არიან ეკლესიის წევრები
პირებს, რომლებიც არ არიან ეკლესიის წევრები, როგორც წესი, დახმარების მისაღებად გადაამისამართებენ ადგილობრივი თემის რესურსებთან. იშვიათად, სულიწმიდის კარნახით, ეპისკოპოსს შეუძლია დაეხმაროს მათ მარხვის შემოწირულობების ფონდიდან ან ეპისკოპოსის შეკვეთებიდან.
22.5.2
მარხვის შემოწირულობის გამოყენების წესები
22.5.2.1
სამედიცინო ან სხვა ტიპის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დახმარება
ეკლესიის თითოეულ რეგიონს აქვს დადგენილი ლიმიტები მარხვის შემოწირულობის გამოყენებისთვის სამედიცინო, სტომატოლოგიური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარჯების დასაფარად.
ინფორმაცია დასამტკიცებელ თანხებზე და მითითებებზე იხილეთ „მარხვის შემოწირულობების გამოყენება სამედიცინო ხარჯების დასაფარად“.
22.5.2.3
მარხვის შემოწირულობების ანაზღაურება
წევრები არ ანაზღაურებენ ეკლესიისგან მიღებულ მარხვის შემოწირულობებს.
22.5.2.4
მეურვეობის მარხვის შემოწირულობების სახარჯი თანხები
ეპისკოპოსებს არ მოეთხოვებათ, შეზღუდონ წევრებისთვის მარხვის შემოწირულობებით დახმარების გაწევა მეურვეობაში შემოწირულობებით შეგროვებული თანხის ოდენობით.
22.5.3
გადახდების განხორციელების პოლიტიკა
თუ შესაძლებელია, გადახდები უნდა განხორციელდეს უშუალოდ იმ ადგილებზე, რომლებიც უზრუნველყოფს საქონელსა და მომსახურებას.
22.5.4
გადახდების პოლიტიკა, რომელიც სარგებელს მოუტანს ეპისკოპოსს ან პალოს პრეზიდენტს
წევრებისთვის მარხვის შემოწირულობებით დახმარების უზრუნველყოფისას ეპისკოპოსს ეკრძალება ამ თანხების გამოყენება საქონლის ან მომსახურების გადასახდელად ისე, რომ მან პირადი სარგებელი მიიღოს.
თუ მარხვის შემოწირულობიდან გადახდა მოუტანს სარგებელს პალოს პრეზიდნტს ან მის ბიზნესს, საჭიროა რეგიონის პრეზიდენტობის თანხმობის მიღება.
22.6
მეურვეობის ხელმძღვანელების როლი
22.6.1
ეპისკოპოსი და მისი მრჩევლები
ეპისკოპოსს აკისრია ღვთიური დავალება - გამოავლინოს გასაჭირში მყოფი ადამიანები და იზრუნოს მათზე (იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:112). იგი თავისი საქმის დიდ ნაწილს ავალებს მოწყალების საზოგადოებას და უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობებს. თუმცა, გარკვეული ვალდბულებების შესრულება მხოლოდ ეპისკოპოსს შეუძლია. მაგალითად, ეპისკოპოსი:
-
ადგენს ნებისმირი მატერიალაური დახმარების ტიპს, თანხასა და ხანგრძლივობას.
-
ამტკიცებს მარხვის შემოწირულობის დახმარებას (იხ. 22.4 და 22.5) და ეპისკოპოსის შეკვეთებს სურსათზე და სხვა ძირითად საჭიროებებზე (იხ. 22.13).
-
პირადად განიხილავს წევრთა თვითუზრუნველყოფის გეგმებს. საჭიროებისას, ავალებს მეურვეობის სხვა წევრებს, თვალყური ადევნონ ამ გეგმების შესრულებას.
ეპისკოპოსს და მის მრჩევლებს აკისრიათ შემდეგი ვალდებულებები:
-
ასწავლონ მიწიერი და ემოციური საჭიროებების მქონე პირთა ზრუნვასთან დაკავშირებული (1) პრინციპებისა და დალოცვების შესახებ და (2) თვითუზრუნველყოფის გაძლიერება (იხ. 22.1).
-
ასწავლონ მარხვის კანონი და შეაგულიანონ წევრები, გაიღონ მარხვის უხვი შემოწირულობა (იხ. 22.2.2).
-
აკონტროლონ მარხვის შემოწირულობის შეკრება და აღნუსხვა (იხ. 34.3.2).
22.6.2
მოწყალების საზოგადოების და უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობები.
ეპისკოპოსის ხელმძღვანელობით მოწყალების საზოგადობისა და უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობები ასრულებენ მთავარ როლს გასაჭირში მყოფ ადამიანებზე ზრუნვაში (იხ. 8.2.2 და 9.2.2). ეს ხელმძღვანელები ასწავლიან მეურვეობის წევრებს:
-
გასაჭირში მყოფთათვის მზრუნველობას.
-
მარხვის კანონის მიხედვით ცხოვრებას.
-
თვითუზრუნველყოფის გაძლიერებას.
-
პირადი და ოჯახური მზაობის ზრდას.
22.6.3
მზრუნველი დები და ძმები.
სულიერი და მიწიერი საჭიროებების დახმარება ხშირად იწყება დებისთვისა და ძმებისთვის მზრუნველობის გაწევით (იხ. 21.1). ისინი, მზრუნვლობის გასაუბრებისას და სხვა დროს, ამცნობენ უხუცესთა ქვორუმს ან მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტებს იმ პირების საჭიროებების შესახებ, ვისაც ისინი ემსახურებიან. კონფიდენციალური საჭიროებების გაზიარება ხდება მხოლოდ ეპისკოპოსთან.
22.7
მეურვეობის საბჭოს როლი
მეურვეობის საბჭოს აქვს მნიშვნელოვანი როლი - დაგეგმოს, როგორ იზრუნოს გაჭირვებულებზე და დაეხმაროს მათ, გახდნენ თვითუზრუნვლყოფილნი (იხ. 4.4). საბჭოს წევრები ამ გეგმებს ადგენენ მზრუნვლობის გასაუბრებებზე და გაჭირვებულებთან პირად კონტაქტებზე დაყრდნობით. წევრთა საჭიროებების განხილვისას საბჭო ანგარიშს უწევს მათ, ვისაც სურთ კონფიდენციალურობის შენარჩუნება.
22.8
მეურვეობის ახალგაზრდული საბჭოს როლი
მეურვეობის ახალგაზრდული საბჭოს ერთ-ერთი მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდებს, გახდნენ იესო ქრისტეს თავდადბული მიმდევრები (იხ. 29.2.6).
ეპისკოპოსის მითითებით მეურვეობის ახალგაზრდული საბჭო გეგმავს თავიანთ მეურვობაში და თემში გასაჭირში მყოფთა პირების მსახურებას.