“21. მზრუნველობა“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023)
“21. მზრუნველობა“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან
21.
მზრუნველობა
21.0
შესავალი
მზრუნველობა ნიშნავს, ემსახურო სხვებს მხსნელის მსგავსად (იხ. მათე 20:26–28).
უფალს სურს, ეკლესიის ყველა წევრმა მიიღოს ასეთი ზრუნვა. ამ მიზნით, მღვდლობის მატარებელი პირები მიმაგრებულები არიან ყოველი წევრის ოჯახთან როგორც მზრუნველი ძმები. მზრუნველი და მიმაგრებულია ყოველ ზრდასრულ დასთან.
21.1
მზრუნველი დებისა და ძმების ვალდებულებები
მზრუნველ დებსა და ძმებს აკისრიათ შემდეგი პასუხისმგებლობა მათზე მიმაგრებული ცალკეული პირებისა და ოჯახების მიმართ:
-
გააძლიერონ მათი რწმენა ზეციურ მამასა და იესო ქრისტეში.
-
დაეხმარონ მათ, წეს-ჩვეულებების მიღებისას დადონ და დაიცვან წმინდა აღთქმები ღმერთთან.
-
ამოიცნონ საჭიროებები და უზრუნველყონ ქრისტეს მსგავსი სიყვარული, ზრუნვა და მსახურება.
-
დაეხმარონ, გახდნენ სულიერად და მიწიერად თვითუზრუნველყოფილნი.
21.2
მზრუნველობის ორგანიზება
21,2.1
დავალებების მიცემა
უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობები ლოცვით განიხილავენ დავალებებს მზრუნველი დებისა და ძმებისთვის. ისინი, როგორც წესი, ამ დავალებისთვის ირჩევენ ორ დას ან ორ ძმას. ისინი ეძიებენ ეპისკოპოსის თანხმობას მზრუნველი წყვილის დამტკიცებისთვის და დავალების მისაღებად.
შეუღლებული წყილი შეიძლება დაინიშნოს ცალკეულ პირზე ან ოჯახზე მზრუნველობისთვის.
მზრუნველ დებსა და ძმებს არ მოიხმობენ, არ უჭერენ მხარს და არ აკურთხებენ ხელდასხმით.
21.2.2
მზრუნველობის დავალებები ახალგაზრდებს
ახალგაზრდა ქალს შეუძლია, იმსახუროს როგორც მოწყალების საზოგადოების დის მზრუნველი მეწყვილე, როცა მას ეს შეუძლია და სურვილი აქვს. მას შეუძლია დაიწყოს მსახურება მას შემდეგ, რაც 14 წლის გახდება.
ახალგაზრდა მამაკაცი მსახურობს მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელი პირის მეწყვილედ, როცა მას აკურთხებენ მასწავლებლის ან მღვდლის წოდებაზე.
21.3
მზრუნველობასთან დაკავშირებული გასაუბრებები
უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტი და მისი მრჩევლები უტარებენ გასაუბრებას მზრუნველ ძმებს. მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტი და მისი მრჩევლები უტარებენ გასაუბრებას მზრუნველ დებს.
ასეთი გასაუბრებები ტარდება სულ მცირე კვარტალში ერთხელ.
მათი მიზანია:
-
ითათბირონ დანიშნული ცალკეული პირებისა ან ოჯახების ძალაზე, საჭიროებებზე და გამოწვევებზე.
-
საჭიროების შემთხვევაში განიხილონ, როგორ დაეხმარონ პიროვნებას წეს-ჩვეულებების მიღებაში.
-
განიხილეთ უხუცესთა ქვორუმის, მოწყალების საზოგადოების, მეურვეობის საბჭოსა და სხვების ჩართულობა დახმარების მიზნით.
-
ასწავლეთ და შეაგულიანეთ მზრუნველი დები და ძმები.
21.4
მზრუნველობის ძალისხმევის კოორდინირება
მოწყალების საზოგადოებისა და უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობები სულ მცირე კვარტალურად იკრიბებიან ერთად. ისინი განიხილავენ, რა შეიტყვეს მზრუნველობის გასაუბრებებიდან (იხ. 21.3). ისინი ასევე ახდენენ მზრუნველობის დავალებების კოორდინირებას.
ერთეულებში რამდენიმე აქტიური წევრით, მოწყალების საზოგადოებამ და უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობებმა შეიძლება გადაწყვიტონ, არ დაუნიშნონ ზოგიერთ წევრებს მზრუნველი დები და ძმები.