სახელმძღვანელოები და მოწოდებები
8. უხუცესთა ქვორუმი


“8. უხუცესთა ქვორუმი“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).

“8. უხუცესთა ქვორუმი“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან

მამაკაცები საუბრობენ

8.

უხუცესთა ქვორუმი

8.1

მიზანი და ორგანიზაცია

8.1.1

მიზანი

18 წლის და 18 წელზე უფროსი ასაკის ღირსეულმა მამაკაცებმა შეიძლება მიიღონ მელქიცედეკის მღვდლობა და ხელდასხმულ იქნენ უხუცესის წოდებაზე. ამ წოდებაზე ხელდასხმული ადამიანი დებს წმინდა აღთქმას, რომ დაეხმარება ღმერთს მისი საქმის შესრულებაში (იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:33-44).

8.2.1

უხუცესთა ქვორუმის წევრობა

ყოველ მეურვეობას ჰყავს უხუცესთა ქვორუმი. მასში შედიან შემდეგი კატეგორიის ძმები:

  • მეურვეობის ყველა უხუცესი.

  • მეურვეობის ყველა პოტენციური უხუცესი (იხ. 8.4).

  • ყველა მღვდელმთავარი მეურვეობაში, გარდა მათი, რომლებიც ამჟამად მსახურობენ პალოს პრეზიდენტობაში, ეპისკოპოსობაში, უმაღლეს საბჭოში ან პატრიარქის წოდებაში.

ახალგაზრდა მამაკაცს შეუძლია უხუცესთა ქვორუმის შეკრებებზე დასწრება 18 წლის ასაკიდან, თუნდაც ჯერ არ ჰქონდეს უხუცესად მსახურების კურთხევა. 19 წლის ასაკისთვის ანუ უნივერსიტეტში სწავლის ან მისიაში მსახურების მიზნით მშობლიური სახლის მიტოვებისას მან უნდა მიიღოს კურთხევა უხუცესის წოდებაზე (თუკი ამის ღირსია).

18 წლამდე დაქორწინებული მამაკაცები არიან პოტენციური უხუცესები, აგრეთვე უხუცესთა ქვორუმის წევრები.

8.2

ხსნის საქმეში და ამაღლებაში მონაწილეობის მიღება

3:31

8.2.1

იესო ქრისტეს სახარების მიხედვით ცხოვრება

8.2.1.2

სახარების სწავლა ქვორუმის შეხვედრებზე

შეკრებები ტარდება თვის მეორე და მეოთხე კვირას. მათი ხანგრძლივობაა 50 წთ. ამ შეკრებებს გეგმავს უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობა. შეხვედრას უძღვება პრეზიდენტობის წევრი.

ქვორუმის შეხვედრები ფოკუსირებულია ერთ ან ორ გამოსვლაზე ბოლო გენერალური კონფერენციიდან.

8.2.1.3

ღონისძიებები

უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობას შეუძლია დაგეგმოს ღონისძიებები. ღონისძიებების უმრავლესობა ტარდება საღამოობით, კვირისა და ორშაბათის გარდა.

8.2.2

გასაჭირში მყოფ ადამიანებზე ზრუნვა

2:46

8.2.2.1

მზრუნველობა

უხუცესთა ქვორუმის წევრები ქვორუმის პრეზიდენტობისგან იღებენ მზრუნველობის დავალებებს. მეტი ინფორმაცია იხილეთ თავი 21.

8.2.2.2

მოკლევადიანი საჭიროებები

მზრუნველი ძმები ცდილობენ გაიგონ და დააკმაყოფილონ იმ პირთა საჭიროებები, ვისაც ემსახურებიან. წევრებს შეიძლება გაუჩნდეთ მოკლევადიანი საჭიროებები ავადმყოფობის, მშობიარობის, გარდაცვალების, სამსახურის დაკარგვის ან სხვა გარემოებების გამო.

საჭიროებისას მზრუნველი ძმები სთხოვენ დახმარებას უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობას.

8.2.2.3

გრძელვადიანი საჭიროებები და თვითუზრუნველყოფა

ეპისკოპოსის მითითებით, უხუცესთა ქვორუმი და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობები ეხმარებიან წევრებს გრძელვადიანი საჭიროებების დაკმაყოფილებასა და თვითუზრუნველყოფის მიღწევაში.

უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტი, მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტი ან სხვა ხელმძღვანელი ეხმარება პიროვნებას ან ოჯახს თვითუზრუნველყოფის გეგმისშედგენაში. მზრუნველ ძმებსა და დებს ასევე შეუძლიათ დახმარების გაწევა გეგმის შედგენაში.

8.2.2.4

მეურვეობის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში

მეურვეობის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში უხუცესთა ქვორუმი და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობები ანუგეშებენ ახლობლებს და სთავაზობენ დახმარებას. ეპისკოპოსის ხელმძღვანელობით ისინი ეხმარებიან დაკრძალვაში.

მეტი ინფორმაცია იხილეთ 38.5.8.

8.2.3

მოიპატიჟეთ ყველა, მიიღონ სახარება

უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტი ნიშნავს პრეზიდენტობის წევრს, რომელიც უნდა დაეხმაროს მეურვეობაში წევრთა მისიონერული საქმის გაძღოლაში. იგი მუშაობს მოწყალების საზოგადოების მიერ დანიშნულ წევრებთან ამ ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით.

იხ. 23.5.1 და 23.5.3.

8.2.4

სამარადისოდ ოჯახების გაერთიანება

უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტი ნიშნავს პრეზიდენტობის წევრს, რომელიც უნდა დაეხმაროს მეურვეობაში სატაძრო და ოჯახური ისტორიის საქმის გაძღოლაში. იგი მუშაობს მოწყალების საზოგადოების მიერ დანიშნულ წევრებთან, ამ ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით.

იხ. 25.2.2.

2:45

8.3

უხუცესთა ქვორუმის ხელმძღვანელები

8.3.1

პალოს პრეზიდენტობა და ეპისკოპოსი

უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტი პასუხს აგებს უშუალოდ პალოს პრეზიდენტობასთან. იგი რეგულარულად ხვდება პრეზიდენტობის წევრს მითითებების მისაღებად და საკუთარ პასუხისმგებლობაზე ანგარიშის ჩასაბარებლად.

უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტი ასევე იღებს მითითებებს ეპისკოპოსისგან, რომელიც არის მეურვეობის თავმჯდომარე პირი. ისინი რეგულარულად ატარებენ შეხვედრებს.

8.3.2

უმაღლესი საბჭოს მრჩეველი

პალოს პრეზიდენტობა ნიშნავს უმაღლესი საბჭოს მრჩეველს, რომელიც არის მათი წარმომადგენელი უხუცესთა ყოველ ქვორუმში. მისი პასუხისმგებლობა გაწერილია 6.5.

8.3.3

უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობა

8.3.3.1

უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობის მოწვევა

ეპისკოპოსთან კონსულტაციის შემდეგ პალოს პრეზიდენტი იწვევს უხუცესს ან მღვდელმთავარს, რათა იმსახუროს უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტად.

თუ ერთეული საკმაოდ დიდია, უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტი რეკომედაციას უწევს ერთ-ორ უხუცესს ან მღვდელმთავარს პალოს პრეზიდენტთან მრჩევლის პოზიციაზე მსახურებისთვის.

8.3.3.2

ვალდებულებები

უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტს აკისრია შემდეგი პასუხისმგებლობა: მას ეხმარებიან მრჩევლები.

  • მეურვეობის საბჭოში მსახურება.

  • ქვორუმის ძალისხმევის ხელმძღვანელობა ხსნისა და ამაღლების საქმეში მონაწილეობის მისაღებად (იხ. თავი 1).

  • მზრუნველი ძმების მსახურების ორგანიზება და დაკვირვება

  • ეპისკოპოსის ხელმძღვანელობით თათბირი მეურვეობის ზრდასრულ წევრებთან.

  • უხუცესთა ქვორუმის ძალისხმევის კოორდინირება ახალგაზრდა ძმების გაძლიერების მიზნით, როგორც დაქორწინებული, ისე დასაოჯახებელი.

  • წელიწადში მინიმუმ ერთხელ ყოველი ქვორუმის წევრთან შეხვედრა.

  • ქვორუმის წევრებისთვის სამღვდელოების მოვალეობების სწავლება (იხ. მოძღვრება და აღთქმები 107:89). ეს მოიცავს მათ განსწავლას - როგორ გამოიყენეონ მღვდლობა წეს-ჩვეულებებში და კურთხევებში.

  • ქვორუმის ჩანაწერების, ანგარიშებისა და ფინანსების ზედამხედველობა (იხ. LCR.ChurchofJesusChrist.org).

8.3.3.3

პრეზიდენტობის შეკრება

უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობა და მდივნები რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს. ამ შეკრებებს უძღვება პრეზიდენტი. პირველი მრჩეველი, რომელიც დაინიშნა ქვორუმისთვის, პერიოდულად ესწრება ქვორუმს.

დღის წესრიგი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

  • ქვორუმის წევრებისა და მათი ოჯახების გაძლიერების დაგეგმვა (პოტენციური უხუცესების ჩათვლით).

  • მისიონერული საქმის, ტაძრისა და ოჯახური ისტორიის საქმის კოორდინირება.

  • მეურვეობის საბჭოს შეკრებების დავალებებზე პასუხის გაცემა.

  • მზრუნველობასთან დაკავშირებული გასაუბრებებიდან ინფორმაციის განხილვა.

  • ძმების კანდიდატურების განხილვა მოწოდებებში და დავალებებზე მსახურებისთვის.

  • ქვორუმის შეკრებების და ღონისძიებების დაგეგმვა.

8.3.4

მდივანი

ეპისკოპოსის თანხმობით, უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობის წევრს შეუძლია მოიწვიოს ქვორუმის წევრი ქვორუმის მდივნის თანამდებობაზე.

8.4

პოტენციური უხუცესებისთვის დახმარების გაწევა მელქიცედეკის მღვდლობის მისაღებად

პოტენციური უხუცესი არის ეკლესიის წევრი, მამაკაცი, რომელსაც არ მიუღია მელქიცედეკის მღვდლობა და (1) არის 19 წლის ან მეტის ან (2) არის 19 წელზე ნაკლები ასაკის და დაქორწინებული.

პოტენციური უხუცესებისთვის დახმარების გაწევა მელქიცედეკის მღვდლობის მისაღებად არის ქვორუმის პრეზიდენტობის უმთავრესი პრიორიტეტი.