“2. ცალკეული პირებისა და ოჯახების მხარდაჭერა ხსნისა და ამაღლების საქმეში“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).
“2. ცალკეული პირებისა და ოჯახების მხარდაჭერა“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან.
2.
ცალკეული პირებისა და ოჯახების მხარდაჭერა ხსნისა და ამაღლების საქმეში
2.0
შესავალი
თქვენ, როგორც იესო ქრისტეს ეკლესიის ხელმძღვანელი, მხარს უჭერთ ცალკეულ პირებსა და ოჯახებს, ხსნისა და ამაღლების საქმის შესრულებაში (იხ. 1.2). ამ საქმის საბოლოო მიზანია, დაეხმაროს ღვთის ყოველ შვილს, მიიღონ მარადიული სიცოცხლის კურთხევები და სიხარულის სისრულე.
ხსხნისა და ამაღლების საქმის დიდი ნაწილი ოჯახის მეშვეობით სრულდება. ყველა ეკლესიის წევრისთვის ამ საქმის შუაგული ოჯახშია.
2.1
ოჯახის როლი ღვთის გეგმაში
მამაზეციერის გეგმის ნაწილი იყო დედამიწაზე ოჯახების შექმნა. მისი ჩანაფიქრის თანახმად ოჯახი ბედნიერების მომტანი უნდა იყოს. ოჯახი გვაძლევს სწავლის, ზრდის, მსახურების, მონანიებისა და მიტევების საშუალებას. მას შეუძლია დაგვეხმაროს მარადიული ცხოვრებისთვის მზადებაში.
ღვთის მარადიული ცხოვრების დაპირება გულისხმობს მარადიულ ქორწინებას, შვილებს და მარადიული ცხოვრების ყველა სხვა კურთხევას. ეს დაპირება ეხება მათაც, ვინც ამჟამად არ არის დაქორწინებული ან ვისაც არ ჰყავს ოჯახი ეკლესიაში.
2.1.1
მარადიული ოჯახები
მარადიული ოჯახები იქმნება ეკლესიის წევრების მიერ აღთქმების დადებისას, როცა ისინი იღებენ ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულებებს ტაძარში. მარადიული ოჯახის კურთხევები სრულდება, როცა წევრები იცავენ ამ მცნებებს და ინანიებენ, როცა შეცდომას უშვებენ. ეკლესიის ხელმძღვანელები ეხმარებიან წევრებს ამ წეს-ჩვეულებების მიღებაში და დადებული აღთქმების პატივისცემაში.
მარადიული ოჯახების შექმნის დამატებითი ასპექტია ტაძარში წეს-ჩვეულების შესრულება, რაც მისცემს წევრებს თავიანთ გარდაცვლილ წინაპრებთან ჩაბეჭდვის საშუალებას.
2.1.2
ცოლი და ქმარი
ქორწინება მამაკაცსა და ქალს შორის ღმერთმა დააწესა (იხ. მოძღვრება და აღთქმები 49:-15). ცოლი და ქმარი ერთად იღწვიან მარადიული სიცოცხლის მოსაპოვებლად (იხ. 1 კორინთელთა 11:11).
მარადიული სიცოცხლის მოპოვების ერთ-ერთი მოთხოვნაა, ქალმა და მამაკაცმა დადონ ცელესტიალური ქორწინების აღთქმა (იხ. მოძღვრება და აღთქმები 131:1-4). წყვილი დებს ამ აღთქმას, როცა ტაძარში იღებს ქორწინების ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულებას. ეს აღთქმა არის მარადიული ოჯახის საფუძველი. მისი ერთგულებით ქორწინება მარად გრძელდება.
ცოლ-ქმრული ფიზიკური სიახლოვე უნდა იყოს ლამაზი და წმინდა. ღმერთმა დააწესა ეს ურთიერთობა შვილების შექმნის, ასევე ცოლსა და ქმარს შორის სიყვარულის გამოხატვის მიზნით. სინაზე და პატივისცემა - და არა ეგოიზმი - უნდა მართავდეს მათ ინტიმურ ურთიერთობას.
ღმერთმა გვიბრძანა, რომ სექსუალური ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის ქორწინებით უნდა შემოიფარგლებოდეს.
ცოლი და ქმარი თანასწორნი არიან ღმერთის თვალში. ერთი მეორეზე არ უნდა დომინირებდეს. ისინი გადაწყვეტილებებს ერთობლივად უნდა იღებდნენ, სიყვარულით და ორივეს სრული მონაწილეობით.
2.1.3
მშობლები და შვილები
უკანასკნელი დღეების წინასწარმეტყველები გვასწავლიან, რომ „ღმერთის მცნება მისი შვილებისათვის: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, კვლავ ძალაშია“ („ოჯახი; მოწოდება მსოფლიოს“, იხ. ასევე მოძღვრება და აღთქმები 49:16-17).
მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ერთად ქმნის შვილების აღზრდისთვის საუკეთესო გარემოს. ინდივიდუალურმა გარემოებებმა შეიძლება ხელი შეუშალოს მშობლებს შვილების ერთობლივ აღზრდაში. თუმცა, უფალი დალოცავს მათ, როცა ისინი დახმარებას ეძიებენ და ეცდებიან დაიცვან მასთან დადებული აღთქმები.
მშობლებს აკისრიათ ძალზედ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, დაეხმარონ შვილებს მარადიული ცხოვრების კურთხევის მიღების მომზადებაში. ისინი ასწავლიან შვილებს, უყვარდეთ ღმერთი და ემსახურონ მას და ასევე სხვა ადამიანებს (იხ. მათე 22:36-40).
„მამებმა უნდა უხელმძღვანელონ თავიანთ ოჯახებს სიყვარულით და სამართლიანად, ისინი პასუხისმგებლები არიან თავიანთი ოჯახის დაცვაზე და ცხოვრებისეული საჭიროებების უზრუნველყოფაზე“ („ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“). როცა ოჯახში არ არის ქმარი ანუ მამა, ოჯახის უფროსი დედა ხდება.
ოჯახის უფროსობა არის პასუხისმგებლობა, დაეხმაროს ოჯახის წევრებს, დაბრუნდნენ ღვთის გარემოცვაში. ეს ხდება თვინიერებით, სითბოთი და წმინდა სიყვარულით მსახურებითა და სწავლებით, იესო ქრისტეს მაგალითის მიბაძვით (იხ. მათე 20-26-28). ოჯახის უფროსობა გულისხმობს პასუხისმგებლობას რეგულარულ ოჯახურ ლოცვაზე, სახარების სწავლებაზე და ღვთისმსახურების სხვა ასპექტებზე. მშობლები ერთობლივად მუშაობენ თავიანთი ვალდებულებების შესრულებაზე.
„დედების უმთავრესი მოვალეობა არის შვილების აღზრდა“ („ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“). აღზრდა ნიშნავს საზრდოობას, სწავლებასა და მხარდაჭერას, მხსნელის მაგალითის მიბაძვას (იხ. 3 ნეფი 10:4). დედა, მეუღლესთან ერთად, ეხმარება ოჯახს სახარების ჭეშმარიტების სწავლაში, ასევე მამაზეციერისა და იესო ქრისტეს მიმართ რწმენის განვითარებაში. ერთად ისინი ოჯახში სიყვარილის გარემოს ქმნიან.
„ამ წმინდა მოწოდებით მამები და დედები ვალდებულები არიან ერთნაირად, თანაბრად გაინაწილონ ვალდებულებები და დაეხმარონ ერთმანეთს“ („ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“). ისინი ლოცვით ერთად თათბირობენ და ეძიებენ რჩევას უფლისგან. ისინი იღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებებს სიყვარულით, ორივეს სრული მონაწილეობით.
2.2
ხსნისა და ამაღლების საქმე ოჯახში
პირველმა პრეზიდენტობამ განაცხადა: „ოჯახი არის სამართლიანი ცხოვრების საფუძველი“ (პირველი პრეზიდენტობის წერილი, 11 თებერვალიი, 1999 წ).
წევრების მიერ ოჯახში ხსნისა და ამაღლების სამუშაოს შესრულების მხარდასაჭერად ეკლესიის ხელმძღვანელები მოუწოდებენ მათ, შექმნან ოჯახი, სადაც სულიწმიდა იმყოფება. ისინი ასევე აგულიანებენ წევრებს, პატივი სცენ კვირა დღეს, შეისწავლონ სახლში სახარება და ყოველ კვირას ჩაატარონ ოჯახური საღამო.
2.2.3
ოჯახში სახარების შესწავლა და სწავლა
სახარების სწავლება და სწავლა ოჯახზე ორიენტირებულია და ეკლესია მას მხარს უჭერს. ეკლესიის ხელმძღვანელები აგულიანებენ ყველა წევრს, ისწავლონ სახარება სახლში კვირა დღეს და მთელი კვირის განმავლობაში.
წმინდა წერილის შესწავლა, როგორც ეს გაწერილია მოდი და გამომყევი - ცალკეული პირებისა და ოჯახებისთვის გახლავთ ოჯახში სახარების შესწავლის კურსი.
2.2.4
ოჯახური საღამო და სხვა ღონისძიებები
უკანასკნელ დღეთა წინასწარმეტყველებმა ურჩიეს ეკლესიის წევრებს, ყოველ კვირას ჩაატარონ ოჯახური საღამო. ეს არის სახარების შესწავლის, დამოწმებების გაძლიერების, ერთობის დამყარებისა და ერთმანეთით ტკბობის წმინდა დრო, როგორც ცალკეული პირებისთვის, ისე ოჯახებისთვის.
ოჯახური საღამო შეგიძლიათ ჩაატაროთ ოჯახის წევრებისთვის ხელსაყრელ დროს. მისი ჩატარება შესაძლებელია შაბათს ან სხვა დღესა და დროს. ოჯახური საღამო მოიცავს შემდეგს:
-
სახარების სწავლებასა და მითითებები (სურვილისამებრ შესაძლებელია მოდი და გამომყევი -ს მასალების გამოყენება).
-
მსახურება.
-
საგალობლებისა და დაწყებითი საზოგადოების სიმღერების შესრულება ან დაკვრა (იხ. თავი 19).
-
ოჯახის წევრების მხარდაჭერა ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარება-ში.
-
ოჯახური თათბირი მიზნების დასახვის, პრობლემების გადაწყეტისა და განრიგების კოორდინაციის მიზნით.
-
გასართობი ღონისძიებები.
მარტოხელა წევრებსა და სხვებს შეუძლიათ საკვირაო ღვთისმსახურების გარდა, ჯგუფებად შეიკრიბონ სხვა დღეებში, რათა მონაწილეობა მიიღონ ოჯახურ საღამოში და გააძლიერონ ერთმანეთი სახარების სწავლების მეშვეობით.
2.2.5
ცალკეული პირების მხარდაჭერა
ეკლესიის ხელმძღვანელები ეხმარებიან წევრებს, რომლებსაც ოჯახის მხარდაჭერა აკლიათ.
ხელმძღვანელები ეხმარებიან ამ წევრებსა და მათ ოჯახებს, დამეგობრდნენ, მიიღონ ჯანსაღი სოციალური გამოცდილება და იქონიონ სულიერი ზრდის საშუალება.
2.3
ეკლესიასა და ოჯახს შორის ურთიერთობა
ხსნისა და ამაღლების საქმის შუაგული ოჯახშია და ეკლესია მას მხარს უჭერს. ოჯახსა და ეკლესიას შორის ურთიერთობებში გამოიყენება შემდეგი პრინციპები.
-
ხელმძღვანელები და მასწავლებლები ღრმა პატივისცემას გამოხატავენ მშობლების როლის მიმართ და ეხმარებიან მათ.
-
ზოგიერთი საეკლესიო შეხვედრა აუცილებელია ყოველ მრევლსა თუ მეურვეობაში. მათ შორის არის ზიარების შეკრება, კვირაობით ჩატარებული გაკვეთილები და ქვორუმის შეხვედრები. მრავალი სხვა შეკრება, ღონისძიება და პროგრამა არ არის აუცილებელი.
-
საეკლესიო მსახურება და მონაწილეობა მოითხოვს გარკვეულ მსხვერპლს. უფალი დალოცავს წევრებს ეკლესიაში მათი მსახურებისა და გაღებული მსხვერპლის თანახმად. თუმცა, საეკლესიო მსახურებისთვის დათმობილი დრო არ უნდა აკნინებდეს წევრების უნარს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობები სახლში, სამსახურში და სხვა ადგილებში.