სახელმძღვანელოები და მოწოდებები
1. ღმერთის გეგმა და თქვენი როლი ხსნისა და ამაღლების საქმეში


“1. „ღმერთის გეგმა და თქვენი როლი ხსნისა და ამაღლების საქმეში“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).

“1. ხსნისა და ამაღლების საქმე“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან.

მამაკაცი სახლს აშენებს

1.

ღმერთის გეგმა და თქვენი როლი ხსნისა და ამაღლების საქმეში

1.0

შესავალი

თქვენ მოგიწოდეს მსახურებაზე უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში. მადლობას გიხდით მსახურებისთვის. ერთგული მსახურებით თქვენ დალოცავთ ადამიანების ცხოვრებას და თავადაც მიიღებთ სიხარულს.

ეს სახელმძღვანელო დაგეხმარებათ, ისწავლოთ ქრისტესმიერი მსახურების პრინციპები და გაერკვიოთ თქვენს ვალდებულებებში. ყველაზე ეფექტურად იმუშავებთ მაშინ, როცა ეკლესიაში თქვენს მსახურებას შეუთანხმებთ მამა ღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, საქმეს.

1.1

ღმერთის ბედნიერების გეგმა

მამაზეციერმა უზრუნველყო ბედნიერების გეგმა, რათა მოეცა ჩვენთვის ყველა მისი კურთხევით ტკბობის საშუალება. მისი საქმე და ბრწყინვალებაა „აღ[ასრულოს] ადამიანის უკვდავება და მარადიული სიცოცხლე“ (მოსე 1:39).

იესო ქრისტე ღვთის გეგმის ცენტრალური ნაწილია. მამაზეციერმა, ჩვენ მიმართ უსასრულო სიყვარულის გამო, გამოაგზავნა თავისი ძე, რათა მისი გამომსყიდველი მსხვერპლის მეშვეობით გამოვესყიდეთ ცოდვისა და სიკვდილისგან (იხ. იოანე 3:16). იესო ქრისტემ, თავისი გამოსყიდვის მეშვეობით, უზრუნველყო, რომ ყოველი ჩვენგანი, რომელიც დედამიწაზე დაიბადებოდა, აღდგებოდა და მიიღებდა უკვდავებას. მისი გამოსყიდვა ასევე შესაძლებელს ხდის, განვიწმინდოთ ცოდვისგან და შევიცვალოთ გული, რათა ჩვენც შევძლოთ მარადიული სიცოცხლისა და სიხარულის სისავსის მიღება.

მარადიული სიცოცხლის მისაღებად ჩვენ უნდა „მოვიდეთ ქრისტესთან და გავხდეთ მასში სრულყოფილნი“ (მორონი 10:32).

1.2

ხსნისა და ამაღლების საქმე

როცა ჩვენ მოვედით ქრისტესთან და სხვებსაც ვეხმარებით ამაში, ჩვენ ამით ხსნისა და ამაღლების საქმეში ვიღებთ მონაწილეობას. ამ საქმეს წინ უძღვება ორი დიდი მცნება - გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი (იხ. მათე 22:37-39).

ხსნისა და ამაღლების საქმე ფოკუსირებას ახდენს ოთხ ღვთიურ ვალდებულებაზე.

ეს სახელმძღვანელო დაგეხმარებათ გაერკვიოთ ღვთის საქმის ამ ოთხ ასპექტში. ამ ასპექტების შესრულებისას სულიწმიდა გაგიძღვებათ წინ (იხ. 2 ნეფი 32:5).

1.2.1

იესო ქრისტეს სახარების მიხედვით ცხოვრება

იესო ქრისტეს სახარების მიხედვით ცხოვრება გულისხმობს:

  • ქრისტესადმი რწმენის გამოვლენას, ყოველდღიურ მონანიებას, ხსნისა და ამაღლების წეს-ჩვეულებების მიღებისას ღმერთთან აღთქმების დადებას და ამ აღთქმების დაცვით ბოლომდე გაძლებას (იხ. 3.5.1).

  • იესო ქრისტეს სახარების სწავლებას და მის მიხედვით სახლში და ეკლესიაში ცხოვრებას.

  • სულიერ და მიწიერ თვითუზრუნველყოფას (საკუთარი თავისთვისა და ოჯახისთვის).

1.2.2

გასაჭირში მყოფ ადამიანებზე ზრუნვა

გასაჭირში მყოფ ადამიანებზე ზრუნვა მოიცავს:

  • ცალკეული პირებისთვის, ოჯახებისთვისა და თემებში მსხურებას.

  • გასაჭირში მყოფთათვის რესურსების გაზიარებას, მათ შორის ეკლესიის დახმარების.

  • სხვების დახმარებას თვითუზრუნველყოფის მიღწევაში.

1.2.3

მოვიწვიოთ ყველა, მიიღონ სახარება

მოვიწვიოთ ყველა, მიიღონ სახარება გულისხმობს:

  • მისიონერულ საქმეში მონაწილეობის მიღებას და მისიონერის როლში მსახურებას.

  • ახალი და დაბრუნებული ეკლესიის წევრების წინსვლაში დახმარებას აღთქმის გზაზე.

1.2.4

სამარადისოდ ოჯახების გაერთიანება

სამარადისოდ ოჯახების გაერთიანება გულისხმობს:

  • სატაძრო წეს-ჩვეულებების მიღებისას აღთქმების დადებას.

  • ჩვენი გარდაცვლილი წინაპრების აღმოჩენას და მათთვის ტაძარში წეს-ჩვეულებების ჩატარებას, რათა შეძლონ ღმერთთან აღთქმების დადება.

  • ტაძარში რეგულარულად სიარულს, სადაც ეს შესაძლებელია, ღვთის თაყვანისცემისა და მისი შვილებისთვის წეს-ჩვეულებების ჩატარების მიზნით.

1.3

ეკლესიის მიზანი

იესო ქრისტემ დააარსა თავისი ეკლესია, რათა ცალკეულ პირებსა და ოჯახებს შეძლებოდათ ხსნისა და ამაღლების საქმის შესრულება (იხ. ეფესელთა 4:11-13; იხ. ასევე 2.2 ამ სახელმძღვანელოში). ამ ღვთიური მიზნის შესასრულებლად ეკლესია და მისი ხელმძღვანელები უზრუნველყოფენ:

  • მღვდლობის უფლებამოსილებასა და გასაღებებს.

  • აღთქმებსა და წეს-ჩვეულებებს.

  • წინასწარმეტყველურ მითითებებს.

  • წმინდა წერილებს.

  • სახარების სწავლისა და სწავლების მხარდაჭერას.

  • მსახურებისა და ხელმძღვანელობის საშუალებებს.

  • წმინდანთა თემს.

1.3.1

მღვდლობის უფლებამოსილება და გასაღებები

მღვდლობის მეშვეობით ღმერთი ასრულებს ხსნისა და ამაღლების საქმეს. წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს აღუდგინეს მღვდლობის უფლებამოსილება და გასაღებები, რაც საჭირო იყო დედამიწაზე ღვთის საქმის წარმართვისთვის (იხ. მოძღვრება და აღთქმები 110:11-16; 112:30). ამ გასაღებებს დღეს ფლობენ ეკლესიის ხელმძღვანელები. ისინი იხმობენ სხვებს და ანიჭებენ მათ უფლებამოსილებას, დაეხმარონ ღვთის საქმის შესრულებაში (იხ. მოძღვრება და აღთქმები 107:8, 65-67).

1.3.2

აღთქმები და წეს-ჩვეულებები

იესო ქრისტემ დააარსა თავისი ეკლესია, რათა ცალკეულ პირებსა და ოჯახებს შეძლებოდათ ხსნისა და ამაღლების საქმის შესრულება, როგორიცაა ნათლობა (იხ. იოანე 3:5; იხ. ასევე თავი 18 ამ სახელმძღვანელოში). ეს აღთქმები და წეს-ჩვეულებები აუცილებელია ჩვენთვის, რათა უფრო მეტად დავემსგავსოთ ღმერთს და დავბრუნდეთ მის გარემოცვაში (იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:19-22).

1.3.3

წინასწარმეტყველური მითითებები

თავისი რჩეული წინასწარმეტყველების მეშვეობით ღმერთი აცხადებს ჭეშმარიტებას და აძლევს შთაგონებულ ხელმძღვანელობასა და გაფრთხილებებს (იხ. ამოსი 3:7; მოძღვრება და აღთქმები 1:4). ეს მითითება გვეხმარება დავადგეთ მარადიული ცხოვერბისკენ მიმავალ გზას და დავრჩეთ მასზე.

1.3.4

წმინდა წერილები

უფლის წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მითითებით ეკლესია უზრუნველყოფს და ინახავს ღვთის სიტყვას იმ სახით, რა სახითაც ის წმინდა წერილშია. წმინდა წერილი მოწმობს ქრისტეზე, გვასწავლის სახარებას და გვეხმარება უფლის რწმენის გამოვლენაში (იხ. იაკობი 7:10-11; ჰელამანი 15:7).

1.3.5

სახარების სწავლაში და სწავლებაში მხარდაჭერა

ეკლესია მხარს უჭერს ცალკეულ პირებსა და ოჯახებს მათ პასუხისმგებლობაში, შეისწავლონ სახარების ჭეშმარიტებანი და ასწავლონ ეს ჭეშმარიტება ოჯახის წევრებსა და სხვა ადამიანებს (იხ. მოძღვრება და აღთქმები 88:77-78,118; იხ. ასევე 2.2.3 ამ სახელმძღვანელოში).

1.3.6

მსახურებისა და ხელმძღვანელობის საშუალებები.

ეკლესიაში მოწოდებებისა და დავალებების მეშვეობით ღმერთი აძლევს წევრებს მსახურებისა და ხელმძღვანელობის საშუალებებს. ეკლესიის სტრუქტურა უზრუნველყოფს გასაჭირში მყოფ წევრებზე ზრუნვას და სხვებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას (იხ. მოსია 18:27-29).

1.3.7

წმინდანთა თემი

ეკლესიის წევრები, როგორც წმინდანთა თემი, რეგულარულად იკრიბებიან, რათა თაყვანი სცენ უფალს და ზიარების მიღების მეშვეობით გაიხსენონ მხსნელი (იხ. მორონი 6:4-6; მოძღვრება და აღთქმები 20:77). წევრები ასევე ზრუნავენ ერთმანეთზე და მზრუნველობას უწევენ ერთმანეთს (იხ. ეფესელთა 2:19).

1.4

თქვენი როლი ღვთის საქმეში

თქვენ, როგორც ეკლესიის ხელმძღვანელი, მოგიხმეს, ასწავლოთ და მხარი დაუჭიროთ მათ, ვისაც ემსახურებით, რადგან ისინი ჩართულნი არიან ხსნისა და ამაღლების საქმეში (იხ. 1.2). თქვენ გეკისრებათ ვალდებულება, შეასრულოთ თქვენი მოწოდება და „[ასწავლოთ] … ღვთის სიტყვ[ა] მთელი სიბეჯითით“ (იაკობი 1:19). უფალთან მის ვენახში მუშაობა დიდ სიხარულს მოგიტანთ (იხ. იაკობი 5:70-72).

როცა კარგად გვესმის ღვთის საქმე ან ის, რის გაკეთებას გთავაზობთ იგი და მისი ეკლესიის მიზანი, ეს გვეხმარება ქრისტესთან სულების მიყვანანის ძალისხმევაზე ფოკუსირებაში.

ხშირად მიმართეთ პრინციპებს ამ თავში. ლოცვით ეძიეთ შეიტყოთ, როგორ დაეხმაროთ ღვთის მიზნის გამოვლენაში იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვისაც ემსახურებით. ღმერთი წინ წაგიძღვებათ სულიწმინდის კარნახით.