„7–13 აპრილი: „აიმაღლეთ ხმა … რათა გამოაცხადოთ ჩემი სახარება“: მოძღვრება და აღთქმები 30–36“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„მოძღვრება და აღთქმები 30–36“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
7–13 აპრილი: „აიმაღლეთ ხმა … რათა გამოაცხადოთ ჩემი სახარება“
მოძღვრება და აღთქმები 30–36
პარლი პ. პრატი ეკლესიაში ერთი თვის გაწევრიანებული იყო, როდესაც სახარების საქადაგებლად ის „უდაბნოში“ მოიხმეს (მოძღვრება და აღთქმები 32:2). თომას ბ. მარში კი თვეზე ნაკლების, როდესაც მას უთხრეს: „შენი მისიის საათი დადგა“ (მოძღვრება და აღთქმები 31:3). ორსონ პრატი, ედვარდ პარტრიჯი და ბევრი სხვა, მათ მსგავსად ახალმონათლულნი იყვნენ, როდესაც მისიაში მოიხმეს. იქნებ ეს კანონზომიერება დღეს გაკვეთილად გამოგვადგეს: თუ იცი იმდენი, რომ აღდგენილი სახარება ნათლობით მიიღო, მაშინ საკმარისი იცი იმისთვის, რომ ის სხვებს გაუზიარო. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის გვწადია, სახარების ცოდნა გავაღრმაოთ, მაგრამ უფალს არასდროს უყოყმანია „გაუნათლებლებ[ისთვის]“ მოეწოდებინა, ექადაგათ მისი სიტყვა (მოძღვრება და აღთქმები 35:13). ფაქტობრივად, ის ყველას მოუწოდებს: „ბაგე გახსნა და იქადაგო ჩემი სახარება“ (მოძღვრება და აღთქმები 30:5). და ჩვენ ამას საუკეთესოდ ვაკეთებთ არა ჩვენი სიბრძნითა და გამოცდილებით, არამედ „სულის ძალით“ (მოძღვრება და აღთქმები 35:13).
ასევე იხ. “The Faith and Fall of Thomas Marsh,” “Ezra Thayer: From Skeptic to Believer,” “Orson Pratt’s Call to Serve,” Revelations in Context-ში, 54–69.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
მე მომიხმეს, იესო ქრისტეს მოწმე ვიყო.
მიუხედავად იმისა, შენ გაქვს თუ არა მისიონერობის ოფიციალური მოწოდება, შენ შეგიძლია „ყოველთვის, ყველაფერში და ყველგან“ იესო ქრისტეს მოწმე იყო (მოსია 18:9). მოძღვრება და აღთქმები 30–36სწავლისას ჩაიწერე ის შესაძლებლობები, რომლებიც სახარების სხვებისთვის გასაზიარებლად შეიძლება, გამოიყენო. შენ შეგიძლია, ერთ ფურცელზე ჩამოწერო ის, რასაც უფალი შენგან მოითხოვს და მეორეზე ის, თუ რას აღგითქვამს უფალი მისი სახარების სხვებისთვის გაზიარებისთვის (მაგალითად, იხილე მოძღვრება და აღთქმები 30:8; 31:3–5; 32:1, 5; 35:13–15, 24). ასევე შეგიძლია მოიძიო პრინციპები, რომლებიც სახარების სხვებისთვის გაზიარებაში დაგეხმარება. რა შთაგაგონებს, აუწყო „სასიხარულო ამბებ[ი] დიდი ბედნიერებისა“? (მოძღვრება და აღთქმები 31:3).
უხუცესი გარი ე. სტივენსონი ასწავლიდა, რომ სახარების გაცხადება „შესაძლებელია მარტივი, ადვილად გასაგები პრინციპების სწავლებით, რომლებსაც ყოველ ჩვენგანს ბავშვობიდან ასწავლიან: შეიყვარე, გაუზიარე და მოიწვიე.“ („შეიყვარე, გაუზიარე, მოიწვიე“, Liahona, მაისი 2022, 85). მისი გზავნილის სწავლა შეგიძლია მაშინ, როდესაც ფიქრობ ნაცნობებზე, მეგობრებსა და ოჯახზე. რას ფიქრობ, როგორ შეგიძლია მათ გაუზიარო, „რაც იესო ქრისტეს სახარებაში მო[გ]წონს“? რა გზით შეგიძლია მოუწოდო მათ „მოდი და ნახე“, „მოდი და იმსახურე“ და „მოდი და დარჩი“? როდესაც მღერი ან უსმენ „მე წავალ, სადაც შენ მიხმობ“ (საგალობლები, გვ. 46) ან ამის მსგავს საგალობელს, შეიძლება ჰკითხო საკუთარ თავს, „რა სურს უფალს, რომ ვთქვა და ვიყო, რათა მისი სახარება გავაზიარო?“
Inviting All to Come unto Christ: Sharing the Gospel
მოძღვრება და აღთქმები 31:1–2, 5–6, 9, 13
უფალს შეუძლია დამეხმაროს საოჯახო ურთიერთობებში.
1830-იან წლებში ბევრ ოჯახს აწუხებდა იგივე პრობლემები, რასაც დღევანდელი ოჯახები უპირისპირდებიან. რა რჩევა და დაპირებები მისცა უფალმა თომას ბ. მარშს მისი ოჯახის შესახებ მოძღვრება და აღთქმები 31-ში? (განსაკუთრებით იხილე მუხლები 1–2, 5–6, 9, 13). როგორ შეიძლება, მისი სიტყვები დაგეხმაროს შენს საოჯახო ურთიერთობებში?
მოძღვრება და აღთქმები 32–33;35
უფალი მამზადებს იმ საქმისათვის, რომელიც მას სურს, რომ გავაკეთო.
იმ ადამიანთა ცხოვრების სწავლა, რომლებიც მოხსენებულია მოძღვრება და აღთქმები 32–33; 35 -ში შეიძლება, დაგეხმაროს ამოიცნო, როგორ გამზადებს უფალი თავისი საქმის შესასრულებლად. მაგალითად, პარლი პ. პრატისა და სიდნეი რიგდონის ურთიერთობის შესახებ შეგიძლია წაიკითხო „აღდგენის ხმები: პირველმოქცეულნი“. როგორ აკურთხა ამ ურთიერთობამ ღმერთის შვილები? (იხილე მოძღვრება და აღთქმები 35).
აი, კიდევ ერთი მაგალითი: ეზრა თეიერმა დაწერა, რომ მას თავის ნათლობამდე ცოტა ხნით ადრე ჰქონდა ხილვა, რომელშიც „ვიღაც კაცი მოვიდა, მომიტანა ქაღალდის გრაგნილი და საყვირი და მითხრა, რომ დამეკვრა. მე მივუგე, რომ ცხოვრებაში არ დამიკრავს. მან კი მითხრა, შენ შეგიძლია დაკვრა, სცადე. … საკრავმა გამოსცა უმშვენიერესი ხმა, რაც კი ოდესმე გამეგონა“ („გამოცხადება, ოქტომბერი 1830-B, Revelation Book 1“, ისტორიული შესავალი, josephsmithpapers.org). როდესაც ჯოზეფ სმითმა მოგვიანებით მიიღო გამოცხადება ეზრა თეიერისა და ნორტროპ სვიტის შესახებ, რომელიც ახლა ჩაწერილია როგორც მოძღვრება და აღთქმები 33, ეზრამ ეს გამოცხადება განმარტა როგორც ქაღალდის გრაგნილი მის ხილვაში. როგორ ამზადებდა უფალი ეზრას მისიისთვის, რომელიც მან მას დააკისრა მოძღვრება და აღთქმები 33:1–13-ში?
რა დამადასტურებელ ცნობას ხედავ, რომ უფლის ხელი ერია ეკლესიის პირველი წევრების ცხოვრებაში? ვინ გამოაჩინა უფალმა შენს ცხოვრებაში, რათა დაგხმარებოდა, მოსულიყავი ქრისტესთან? როგორ გამზადებს ის, რათა შენი ერთგულებით, სიყვარულით ან მოწოდების მეშვეობით დალოცო სხვები?
ასევე იხილე “A Mission to the Lamanites,” Revelations in Context-ში, 45–49.
მოძღვრება და აღთქმები 33:12–18
თუ მე ჩემს ცხოვრებას მხსნელის სახარებაზე ავაგებ, არ დავეცემი.
მოძღვრება და აღთქმები 33 მიემართება ეკლესიის ორ ახალ წევრს, ნორტროპ სვიტსა და ეზრა თეიერს. მას შემდეგ, რაც ეს გამოცხადება მიეცა, ნორტროპმა ეკლესია მალევე დატოვა. ეზრა გარკვეული ხანი ერთგულად მსახურობდა, მაგრამ ბოლოს ისიც ჩამოშორდა. ამ ნაწილში მათ შესახებ კითხვამ შეიძლება, დაგაფიქროს, რამდენად მტკიცედ ხარ ნაგები სახარების „კლდეზე“ (მუხლი 13). ამ მუხლებიდან რომელი ჭეშმარიტება შეიძლება დაგეხმაროს, დარჩე მხსნელის ერთგული?
ასევე იხილე ჰელამანი 5:12.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
უფრო მეტად ღმერთისმიერ საქმეებს უნდა დავუთმო ყურადღება, ვიდრე ამქვეყნიურს.
-
შეიძლება, შენი ბავშვებისთვის სახალისო იყოს ერთდროულად ორი დავალების შესრულება, მაგალითად, ოჯახის ყველა წევრის სახელის ჩამოწერისას საყვარელი სიმღერის სიტყვების გამეორება. რატომ არის რთული ორი საქმის ერთად კეთება? შემდეგ შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ მოძღვრება და აღთქმები 30:1–2. რომლებია ის ამქვეყნიური საქმენი, რომელთაც შეიძლება, იესო ქრისტეს და მის სახარებას დაგვაცილონ? როგორ შეიძლება, ის მარად გვახსოვდეს?
მოძღვრება და აღთქმები 33:2–3, 6–10
მე შემიძლია იესო ქრისტეს სახარების სხვებისთვის გაზიარება.
-
რათა დაეხმარო შენს ბავშვებს, გაიგონ მოძღვრება და აღთქმები 33:8–10, მოუწოდე მათ, სცადონ ფრაზის წარმოთქმა დახურული პირით, ხოლო შენ ან სხვა ბავშვებმა ეცადოთ გამოიცნოთ, რას ამბობენ ისინი. წაიკითხე მუხლები 8–10 და სთხოვე მათ, გააღონ პირი ყოველ ჯერზე, როდესაც გაიგონებენ ფრაზას „გახსენით ბაგენი“. რატომ უნდა ჩვენს ზეციურ მამას ბაგენი გავხსნათ და გავუზიაროთ სხვებს სახარება? რა შეგვიძლია ვუთხრათ ჩვენს ოჯახს და მეგობრებს ჩვენს მხსნელსა და მის სახარებაზე?
-
მოძღვრება და აღთქმები 30–34-ში მოცემულ პრინციპებსა და დაპირებებთან დაკავშირებული საკუთარი გამოცდილებები სხვებს გაუზიარეთ. რა ისწავლე შენი მხსნელის და მისი საქმის შესახებ, როცა მას ემსახურე და რა იგრძენი?
სახარების გაზიარების ბევრი გზა არსებობს.
დაპირებული დალოცვების შესახებ დაამოწმე. როდესაც მოუწოდებ ბავშვებს, რომ სახარების პრინციპით იცხოვრონ, შეგიძლია გაუზიარო ღმერთის დაპირებები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ პრინციპით ცხოვრობენ. მაგალითად, დაამოწმე იმ კურთხევებზე, რომელსაც ის ჩვენ გვაძლევს, როდესაც ბაგეს ვხსნით და სხვებს ვუზიარებთ მის სახარებას.
მოძღვრება და აღთქმები 33:12–13
მე შემიძლია ჩემი ცხოვრება იესო ქრისტეს სახარებაზე ავაგო.
-
ბავშვები გაიყვანე გარეთ და აჩვენე მათი სახლის საძირკველი ან ეკლესიის შენობისა და სთხოვე, აღწერონ. რატომ სჭირდება შენობას ძლიერი და მყარი საძირკველი? წაიკითხე მათთან ერთად მოძღვრება და აღთქმები 33:12-13და ერთმანეთს გაუზიარეთ თქვენი გრძნობები, რატომ უნდა უფალს, რომ ჩვენი ცხოვრება მის სახარებაზე ავაშენოთ. რატომ არის „კლდე“ კარგი სიტყვა სახარების აღსაწერად? როგორ უნდა ავაგოთ ჩვენი ცხოვრება სახარების კლდეზე? (ასევე იხილე მათე 7:24–29).