Doctrine and Covenants 2025
31 მარტი–6 აპრილი: „იესო ქრისტე შეკრებს თავის ხალხს“: მოძღვრება და აღთქმები 29


„31 მარტი–6 აპრილი: „იესო ქრისტე შეკრებს თავის ხალხს“: მოძღვრება და აღთქმები 29“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„მოძღვრება და აღთქმები 29“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

იესო ქრისტე გარშემორტყმული მორწმუნეთა მიერ

31 მარტი–6 აპრილი: „იესო ქრისტე შეკრებს თავის ხალხს“

მოძღვრება და აღთქმები 29

მიუხედავად იმისა, რომ იესო ქრისტეს ეკლესია 1830 წელს ჩამოყალიბდა, სახარების მრავალი ჭეშმარიტების გამოცხადება კიდევ წინ ელოდათ და ეკლესიის თავდაპირველ რამდენიმე წევრს კითხვები აწუხებდათ. მათ მორმონის წიგნში წაკითხული ჰქონდათ წინასწარმეტყველებები ისრაელის შეკრებისა და სიონის აშენების შესახებ. (იხილე 3 ნეფი 21). ეს როგორ უნდა მომხდარიყო? ჰაირამ პეიჯმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გამოცხადებები მიიღო, კიდევ უფრო გააღვივა წევრების ცნობისმოყვარეობა (იხილე მოძღვრება და აღთქმები 28). სხვა ადამიანებს აინტერესებდათ ადამისა და ევას დაცემისა და სულიერი სიკვდილის საკითხი. უფალი დადებითად შეხვდა ამ კითხვებს 1830 წელს და იგი დღესაც მიესალმება ჩვენს შეკითხვებს. „რწმენით რაც არ უნდა მთხოვოთ“, - უთხრა მან წმინდანებს, „იქნებით რა ჩემი მცნებების შესაბამისად, ერთსულოვანნი ლოცვაში, თქვენ მიიღებთ ამას“ (მოძღვრება და აღთქმები 29:6). და მართლაც, როგორც მოძღვრებით მდიდარი გამოცხადება მოძღვრება და აღთქმები 29 -ში გვიჩვენებს, ჩვენს კითხვებზე უფალი ხანდახან იმაზე მეტი სიმართლისა და ცოდნის მოცემით გვპასუხობს, ვიდრე ჩვენ ვითხოვეთ.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

მოძღვრება და აღთქმები 29

ზეციურ მამას აქვს გეგმა თავისი შვილების ხსნისთვის.

მოძღვრება და აღთქმები 29 გვასწავლის მრავალ ჭეშმარიტებას შენთვის გამიზნული ღვთის გეგმის შესახებ. კითხვისას ეძიე ჭეშმარიტება მისი გეგმის შემდეგი თითოეული ნაწილის შესახებ:

რას მიხვდი აქედან? თუ შენ ეს დაგეხმარება, შეგიძლია ჩაწერო ეს სურათებთან მოცემულ სივრცეში ამ მონახაზის ბოლოს. როგორ გავლენას ახდენს ეს ჭეშმარიტება შენს ცხოვრებაზე?

ასევე იხილე Topics and Questions [თემები და კითხვები], „Plan of Salvation [ხსნის გეგმა]“, სახარების ბიბლიოთეკა.

მოდით ჩემთან

დეტალი Come Unto Me [მოდით ჩემთან], ავტორი: ჯენედი ფეიჯი

მოძღვრება და აღთქმები 29:1–28

სემინარიის ხატულა
იესო ქრისტე მომიწოდებს მე, შევკრიბო მისი ხალხი მის მეორედ მოსვლამდე.

იესო ქრისტე საუბრობს თავისი ხალხის შეკრებაზე, „ვითარცა კრუხი წიწილებს ფრთების ქვეშ“ (მოძღვრება და აღთქმები 29:2). ეს შედარება რას გასწავლის იესო ქრისტეს შესახებ? დამატებით რა ფიქრები და შთაბეჭდილებები გექმნება კრუხისა და წიწილების ილუსტრაციის შესწავლისას ამ მონახაზში? იფიქრე, როგორ იგრძენი, რომ იესო ქრისტე გკრებდა და გიცავდა.

მოძღვრება და აღთქმები 29:1–11, კითხვისას ყურადღება მიაქციეთ:

  • ვის შეკრებენ.

  • რას ნიშნავს ქრისტესთან „შეკრება“.

  • რატომ ვიკრიბებით მასთან.

იმსჯელე, რატომ გსურს, სხვა ადამიანებიც შეიკრიბონ იესო ქრისტესთან. რა შთაგაგონებს, რომ დახმარება გაუწიო სხვებს?

შეგიძლია, დაუსვა საკუთარ თავს იგივე კითხვები, როდესაც კითხულობ, ან უსმენ საგალობელს შეკრების შესახებ. როგორ ფიქრობ, რას გასწავლის უფალი შეკრების საქმის შესახებ?

2:40

A Witness of God

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა თქვა: „ახლა ყველა ერში მიმდინარეობს შეკრება. უფალმა ბრძანა სიონის დაფუძნება თითოეულ ქვეყანაში, სადაც მისი ნებით წმინდანები დაიბადნენ და უბოძა მათ ეროვნება“ (“The Gathering of Scattered Israel,” Liahona, ნოემბერი 2006, 81). როგორ გვეხმარება ასეთი სახით შეკრება, „მზად [ვიყოთ] ყოველივეში“ მხსნელის მეორედ მოსვლისთვის? (მუხლი 8; იხილე ასევე მუხლები 14–28).

ასევე იხილე რასელ მ. ნელსონისა და ვენდი უ. ნელსონის “Hope of Israel” (worldwide youth devotional, ივნისი 3, 2018), სახარების ბიბლიოთეკა; Topics and Questions, “Gathering of Israel,” სახარების ბიბლიოთეკა.

მოძღვრება და აღთქმები 29:31–35

„ჩემთვის ყოველივე ეს არის სულიერი“.

მოძღვრება და აღთქმები 29:31–35 შესწავლისას ჰკითხე საკუთარ თავს, „რა გაგებით არის ყველა მცნება სულიერი?“ შენ შეიძლება ჩამოთვალო რამდენიმე მცნება და გაითვალისწინო თითოეულ მათგანთან დაკავშირებული სულიერი ჭეშმარიტება.

იმის ცოდნა, რომ „ყოველივე ეს არის სულიერი“ როგორ გავლენას ახდენს იმაზე, შენ როგორ უყურებ ღმერთის მცნებებს? იფიქრე საკუთარ ცხოვრებაში სხვა ასპექტების სულიერ მნიშვნელობაზე ან დანიშნულებაზე.

ასევე იხილე 2 ნეფი 9:39.

იყავი ფოკუსირებული ქრისტეზე. „სახარების თითოეული საკითხი არის შესაძლებლობა, ასწავლოთ და ისწავლოთ ქრისტეს შესახებ“ (Teaching in the Savior’s Way, 6). რას სწავლობ მის თვისებებზე, მის როლსა და მაგალითზე, როდესაც კითხულობ მოძღვრება და აღთქმები 29?

მოძღვრება და აღთქმები 29:36–50

იესო ქრისტე გვიხსნის დაცემისგან.

როგორ შეიძლება, გამოიყენო მოძღვრება და აღთქმები 29:36–50 იმის ასახსნელად, თუ რატომ გვჭირდება იესო ქრისტეს საშუალებით გამოსყიდვა?

ადამისა და ევას დაცემამ მოიტანა სიკვდილი და ცოდვა ამ სამყაროში, მაგრამ ამან ასევე მოამზადა ქრისტეს მეშვეობით გამოსყიდვისა და სიხარულის გზა. ამ ფიქრით, წაიკითხე მუხლები 39–43 და მოინიშნე სიტყვები და ფრაზები, რომლებიც მოგიტანენ სიხარულს. რა არის შენთვის შთამბეჭდავი ადამისა და ევას სიტყვებში დაცემის შესახებ მოსე 5:10–12?

ასევე იხილე “Why We Need a Savior” (ვიდეო), სახარების ბიბლიოთეკა.

2:15

Why We Need a Savior

ბავშვთა განყოფილების ხატულა 02

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

მოძღვრება და აღთქმები 29

ზეციურ მამას აქვს გეგმა თავისი შვილების ხსნისთვის.

  • ზეციური მამის გეგმაზე ჩვენთვის, შენთვის და შენი ბავშვებისთვის საუბრის დასაწყებად ილაპარაკეთ იმ დროზე, როდესაც თქვენ რაიმე დაგეგმეთ, მაგალითად, მოგზაურობა ან რაიმე დავალების შესრულება. ასევე შეგიძლია გეგმის მაგალითების გაზიარება, მაგალითად, ღონისძიებებით დატვირთული კალენდრის ან რამის გასაკეთებლად აუცილებელი მითითებების. რატომ არის გეგმები სასარგებლო? შემდეგ შეგიძლია ისაუბრო, რისი მიღწევა შეუძლია ზეციურ მამას და როგორ გვეხმარება მისი გეგმა ამის მიღწევაში.

  • შენ შეგიძლია გამოიყენო ამ მონახაზის ბოლოს წარმოდგენილი სურათები, რათა დაეხმარო შენს ბავშვებს იპოვონ მუხლები მოძღვრება და აღთქმები 29 -ში, რომლებიც ასწავლის ზეციური მამის გეგმის სხვადასხვა ნაწილებს. ასევე შეგიძლია გამოჭრა სურათები და სთხოვო ბავშვებს, დაალაგონ ისინი სწორი თანმიმდევრობით. რატომ ვართ მადლიერი იმის ცოდნის გამო, რომ ზეციურ მამას ჩვენთვის აქვს გეგმა? რა გავლენას ახდენს ამის ცოდნა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე?

მოძღვრება და აღთქმები 29:1–2, 7–8

იესო ქრისტე შეკრებს თავის ხალხს თავის მეორედ მოსვლამდე.

  • ქვემოთ მოცემული ილუსტრაცია კრუხისა, რომელიც კრებს წიწილებს დაეხმარება შენს ბავშვებს მოძღვრება და აღთქმები 29:1–2-ში მოცემული ანალოგიის ვიზუალურად წარმოდგენაში. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ეს მუხლები ერთად და ესაუბროთ ერთმანეთს, როგორ იცავს კრუხი წიწილებს და როგორ არის ეს მაგალითი მსგავსი იმისა, რისი გაკეთება შეუძლია ჩვენთვის მხსნელს.

    1:24

    Chicks and Hens

    დედალი წიწილებით ფრთების ქვეშ

    I Would Gather Thee [მინდა შეგკრიბოთ], ავტორი: ლიზ ლემონ სუინდელი

  • რა შთააგონებს შენს ბავშვებს, მოინდომონ და დაეხმარონ მხსნელს თავისი ხალხის შეკრებაში? იქნებ, უნდათ მოისმინონ იმ ადამიანის გამოცდილების შესახებ, რომელიც ეკლესიაში გაერთიანებით „შეიკრიბა“ მასთან. მაგალითად, ვინ გააცნო შენი ოჯახი იესო ქრისტეს? როგორ დავილოცეთ მხსნელის მოწოდების მიღებით მასთან შევიკრიბოთ? როგორ შეგვიძლია, სხვებს დავეხმაროთ, მასთან შეიკრიბონ?

    3:30

    Video: A Message for Children from President Russell M. Nelson

მოძღვრება და აღთქმები 29:11

იესო ქრისტე ისევ მოვა.

  • მხსნელის მეორედ მოსვლის სურათი (მაგალითად, Gospel Art Book, no. 66) ან სიმღერა დაგეხმარებათ შენ და შენს ბავშვებს, ისაუბროთ მოძღვრება და აღთქმები 29:11-ზე. დაეხმარე ბავშვებს, წმინდა წერილში შენიშნონ ის ფრაზები, რომლებიც დაკავშირებულია სურათთან ან სიმღერასთან. გაუზიარეთ ერთმანეთს, რას გრძნობთ იესო ქრისტეს დედამიწაზე მეორედ მოსვლის შესახებ.

The resurrected Jesus Christ (wearing white robes with a magenta sash) standing above a large gathering of clouds. Christ has His arms partially extended. The wounds in the hands of Christ are visible. Numerous angels (each blowing a trumpet) are gathered on both sides of Christ. A desert landscape is visible below the clouds. The painting depicts the Second coming of Christ. (Acts 1:11)