წმინდა წერილი
მორონი 2


თავი 2

იესომ თორმეტ ნეფიელ მოწაფეს უბოძა სულიწმინდის ძღვენის მინიჭების ძალაუფლება. დაახლოებით 401–421 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 ქრისტეს სიტყვები, რომლებიც მან თავის მოწაფეებს უთხრა, იმ თორმეტს, რომლებიც ამოირჩია, დაასხა რა მათ ხელი –

2 და მიმართა მათ სახელებით და უთხრა: თქვენ მიმართავთ მამას ჩემი სახელით, მხურვალე ლოცვისას; და მას შემდეგ, რაც ამას გააკეთებთ, გექნებათ ძალაუფლება – ვისაც დაასხამთ ხელს, უბოძებთ სულიწმინდას; და ჩემი სახელით უბოძებთ მას, ვინაიდან ასე იქცევიან ჩემი მოციქულები.

3 ახლა, ქრისტემ უთხრა მათ ეს სიტყვები თავისი პირველი გამოცხადების ჟამს; და შეკრებილმა ბრბომ ეს ვერ გაიგო, მაგრამ მისმა მოწაფეებმა გაიგეს; და ყოველს, რომელსაც მან ხელი დაასხა, სულიწმინდა მოეფინა.

ამობეჭდვა