წმინდა წერილი
რატომ უნდა ვისწავლოთ წმინდა წერილები?


„რატომ უნდა ვისწავლოთ წმინდა წერილები“? იდეები წმინდა წერილის შესწავლისთვის (2021)

„რატომ უნდა ვისწავლოთ წმინდა წერილები“? იდეები წმინდა წერილის შესწავლისთვის

გამოსახულება
ქრისტე წარადგენს ზიარებას ნეფიელთა შორის; ავტორი: ანდრიუ ბოსლი

რატომ უნდა ვისწავლოთ წმინდა წერილები?

როცა ბეჯითად ვსწავლობთ წმინდა წერილს, ჩვენ უფრო ვუახლოვდებით იესო ქრისტეს და უკეთ გვესმის მისი სახარება და გამომსყიდველი მსხვერპლი. წინასწარმეტყველმა ნეფიმ ასე შეგვაგულიანა:

ამიტომ, თქვენ წინ უნდა მიისწრაფოდეთ, სიმტკიცით ქრისტეში, იმედის სრულყოფილი ნათელით და ღმერთისა და ყოველი ადამიანისადმი სიყვარულით. ამიტომ, თუ თქვენ წინ მიისწრაფით, ქრისტეს სიტყვით ინადიმებთ და გაუძლებთ ბოლომდე, აჰა, ასე ამბობს მამა: თქვენ გექნებათ მარადიული სიცოცხლე“. (2 ნეფი 31:20).

გამოსახულება
ოჯახი კითხულობს წმინდა წერილს

ეს სწავლებები წმინდა წერილიდან დაგვეხმარება, დავუბრუნდეთ მამაზეციერს. ჩვენმა უკანასკნელი დღეების წინასწარმეტყველებმა გვთხოვეს, რეგულარულად გვესწავლა წმინდა წერილები პირადად, და სადაც შესაძლოა, ოჯახთან ერთად. მათ მოგვიწვიეს, გვესწავლა წმინდა წერილში მოცემულ მაგალითებზე და მოგვერგო სწავლებები და წმინდა წერილში აღწერილი სიტუაციები ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაზე, როგორც ნეფიმ გვირჩია 1 ნეფი 19:23. როგორც ძველი დროის, ისე თანამედროვე წინასწარმეტყველები გვიწვევენ, შევისწავლოთ წმინდა წერილი და „ვინადიმოთ ქრისტეს სიტყვით“ (2 ნეფი 32:3).

გამოსახულება
მამაკაცი კითხულობს წმინდა წერილს

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა ასევე გვასწავლა მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება წმინდა წერილით „ნადიმის“ შესახებ:

„ინადიმო იმაზე მეტია, ვიდრე დააგემოვნო. ინადიმო ნიშნავს დატკბე. ჩვენ ვტკბებით წმინდა წერილით, როცა ვსწავლობთ მას სასიამოვნო აღმოჩენებისა და ერთგული მორჩილების სულით. როცა ქრისტეს სიტყვებით ვნადიმობთ, ისინი აღიბეჭდება „ჩვენი გულის ხორციელ ფიცრებზე“ [2 კორინთელთა 3:3]. ისინი ხდება ჩვენი ბუნების განუყრელი ნაწილი“ („Living by Scriptural Guidance“, Ensign Nov. 2000, 17).

როცა ჩვენ თანმიმდევრულად ვიღებთ მონაწილეობას წმინდა წერილის პირად და ოჯახურ შესწავლაში, ჩვენ და ჩვენი ოჯახები იღებენ მითითებებს, დაცვას, მათ წინ უძღვებიან და ძალას ანიჭებენ ცხოვრების მრავალი სირთულის დასაძლევად.