წმინდა წერილი
იდეები სახარების ბიბლიოთეკის აპლიკაციის გამოყენებისთვის


„იდეები სახარების ბიბლიოთეკის აპლიკაციის გამოყენებისთვის“, იდეები წმინდა წერილის შესწავლისთვის (2021)

„იდეები სახარების ბიბლიოთეკის აპლიკაციის გამოყენებისთვის“, იდეები წმინდა წერილის შესწავლისთვის

გამოსახულება
ქალი და ბავშვი უყურებენ პლანშეტს

იდეები სახარების ბიბლიოთეკის აპლიკაციის გამოყენებისთვის

მოისმინეთ

წმინდა წერილის შესწავლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ჩანაწერების მოსმენა. თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება სახლში ან თითქმის ნებისმიერ ადგილას. ასევე შეგიძლიათ, მოისმინოთ იგი სხვადასხვა სიჩქარითა და სხვადასხვა ენებზე.

ისწავლეთ თემების მიხედვით

თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წმინდა წერილი მოცემულ თემაზე ძიების ფუნქციის გამოყენებით და შემდეგ ძიების შედეგეების გაცხრილვით. შეგიძლიათ, ასევე გამოიყენოთ პუბლიკაციები სახარების თემები -დან, რაც გიჩვენებთ ძირითად მინიშნებებს მოცემულ თემაზე.

თემების მიხედვით

შეგიძლიათ, დაალაგოთ შინაარსი თემებად, „თეგები“-სა და „რვეულები“-ს გამოყენებით. ეს თემები შეიძლება იყოს გამოსადეგი, როცა ემზადებით სიტყვით გამოსვლისთვის ან გაკვეთილის ჩასატარებლად.

გამოყოფა

შეგიძლიათ, გამოყოთ ან მონიშნოთ წმინდა წერილში ნაწყვეტები და შემდეგ შეარჩიოთ მათთვის სტილი. სტილი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ფერების, ტექსტის გამოყოფისა ან გახაზვის კომბინაცია.

შექმენით ბმულები

თქვენ შეგიძლიათ, შექმნათ ბმულები წმინდა წერილის, გენერალური კონფერენციის გზავნილებისა და სხვა შინაარსის შორის. ეს დაგეხმარებათ, დაიმახსოვროთ და სწრაფად მოძებნოთ თქვენ მიერ შექმნილი კავშირები.

მოძებნეთ განმარტებები

თქვენ შეგიძლიათ, ადვილად მოძებნოთ სიტყვის განმარტება წმინდა წერილში „განმარტების“ ღილაკზე დაჭერით.

გამოიყენეთ სანიშნეები და სქრინები

თქვენ შეგიძლიათ, მალევე დაუბრუნდეთ არჩეულ შინაარსს სანიშნეების გამოყენებით, რათა დაიმახსოვროთ კონკრეტული ადგილები ან სქრინები. სანიშნეების გამოყენებით თქვენ შეძლებთ, ერთდროულად გახსნათ სხვადასხვა თავები და შინაარსი.

შეადგინეთ ცხრილი

თქვენ შეგიძლიათ, შექმნათ სწავლის გეგმა, რაც დაგეხმარებათ წმინდა წერილის შესწავლის წინსვლის დადგენაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ, დააყენოთ შემახსენებლები, რაც დაგეხმარებათ სასწავლო გეგმის შესრულებაში. ცხრილი დაგეხმარებათ მოდი და გამომყევი -ს ცხრილთან თანხვედრაში მოყვანაში ან მორმონის წიგნის პირად შესწავლაში.