წმინდა წერილი
იდეები წმინდა წერილის პირადი შესწავლის გაუმჯობესებისთვის


„იდეები წმინდა წერილის პირადი შესწავლის გაუმჯობესებისთვის“, იდეები წმინდა წერილის შესწავლისთვის (2021)

„იდეები წმინდა წერილის პირადი შესწავლის გაუმჯობესებისთვის“, იდეები წმინდა წერილის შესწავლისთვის

გამოსახულება
ქალი წმინდა წერილის შესწავლისას

იდეები წმინდა წერილის პირადი შესწავლის გაუმჯობესებისთვის

რამდენიმე მარტივი ხერხი იმისთვის, რომ გააღრმავოთ ღვთის სიტყვის შესწავლა წმინდა წერილიდან.

ილოცეთ შთაგონებისთვის

წმინდა წერილი მოიცავს ღვთის სიტყვას. მისი შესწავლისას სთხოვეთ მამაზეციერს, წინ გაგიძღვეთ და მიიღეთ მისი სული, რომელიც დაგეხმარებათ წმინდა წერილის წვდომაში.

ეძიეთ ჭეშმარიტება იესო ქრისტეს შესახებ

წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ყოველივე მოწმობს ქრისტეზე (იხ. 2 ნეფი 11:4; მოსე 6:63), ასე რომ, ეძიეთ იგი მოვლენებში, ისტორიებში და წმინდა წერილის სწავლებებში. მონიშნეთ ან ყურადღება მიაქციეთ იმ მუხლებს, რომლებიც ასწავლიან მხსნელის შესახებ და იმას, როგორ ვიაროთ მის კვალზე.

ეძიეთ შთამბეჭდავი სიტყვები და ფრაზები

შეიძლება შენიშნოთ, რომ გარკვეული სიტყვები და ფრაზები წმინდა წერილიდან ახდენენ თქვენზე ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს სპეციალურად თქვენთვის იყო დაწერილი. ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს ისინი პირადად თქვენ გეხება და ახდენენ თქვენს მოტივაციას. მონიშნეთ ისინი წმინდა წერილში ან გააკეთეთ ჩანაწერები სასწავლო დღიურში.

ეძიეთ სახარების ჭეშმარიტება

ზოგჯერ სახარების ჭეშმარიტებანი (რასაც ხშირად უწოდებენ დოქტრინას ან პრინციპს) პირდაპირ არის გადმოცემული, ზოგჯერ კი მაგალითისა ან გარკვეული ამბის გადმოცემის სახით. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „სახარების რა ჭეშმარიტებანი ისწავლება ამ მუხლებში“?

მოუსმინეთ სულიწმინდას

მიაქციეთ ყურადღება თქვენს აზრებსა და გრძნობებს, გინდაც ისინი არ იყოს დაკავშირებული იმასთან, რასაც კითხულობთ. ეს შეიძლება იყოს ის გრძნობები, რაც მამაზეციერს სურს, შეისწავლოთ და იგრძნოთ.

გამოსახულება
ქალი წმინდა წერილის შესწავლისას 2

მოარგეთ წმინდა წერილი თქვენს ცხოვრებას

როგორ ეხება სწავლებები და ამბები, რომლებსაც კითხულობთ, თქვენს ცხოვრებას? მაგალითად, შეიძლება ჰკითხოთ საკუთარ თავს: „რა შემთხვევები მქონდა, რომლებიც მსგავსია იმისა, რასაც ვკითხულობ“? ან „როგორ შემიძლია, წმინდა წერილში აღწერილ პიროვნების მაგალითს მივბაძო“?

დასვით შეკითხვები

სახარების შესახებ შეკითხვების დასმა დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, რა უნდა ისწავლოთ. წმინდა წერილის შესწავლისას შეიძლება კითხვებიც გაგიჩნდეთ. ეს შეკითხვები შეიძლება ეხებოდეს იმას, რას კითხულობთ ან ზოგადად თქვენს ცხოვრებას. დაფიქრდით ამ კითხვებზე და ეძიეთ პასუხები წმინდა წერილის შესწავლის პროცესში. სწავლის ბოლოს ჰკითხეთ ღმერთს, კიდევ რა სურს, რომ შეისწავლოთ და ელოდეთ პასუხებს მომავალი საათისა და დღეების განმავლობაში.

გამოიყენეთ დახმარება წმინდა წერილების შესწავლისთვის

წაკითხული მუხლების მიმართ დამატებითი შთაგონების მისაღებად გამოიყენეთ სქოლიო, Topical Guide, Bible Dictionary, Guide to the Scriptures (scriptures.ChurchofJesusChrist.org), და სხვა დამხმარე საშუალებები.

განიხილეთ წმინდა წერილის შინაარსი

შეგიძლიათ, იპოვოთ მნიშვნელოვანი შთაგონება წმინდა წერილის ამონარიდთან მიმართებაში თუკი განიხილავთ მის შინაარსს - ამონარიდის ვითარებებსა თუ მის გადმოცემას. მაგალითად, როცა გეცოდინებათ იმ ხალხის მრწამსი და ისტორია, რომელსაც წინასწარმეტყველმა მიმართა, თქვენ უკეთ გაიგებთ გზავნილის აზრს.

გამოსახულება
მამაკაცი წმინდა წერილის შესწავლისას

ჩაიწერეთ თქვენი აზრები და გრძნობები

არსებობს უამრავი ხერხი იმისთვის, რომ ჩაიწეროთ შთაბეჭდილებები, რომლებიც გებადებათ სწავლის დროს. მაგალითად, შეგიძლიათ, მონიშნოთ აზრიანი სიტყვა ან ფრაზა და ჩაიწეროთ თქვენი აზრები წმინდა წერილში როგორც შენიშვნა. თქვენ ასევე შეგიძლიათ, აწარმოოთ დღიური იმ შთაგონებების, გრძნობებისა და შთაბეჭდილებების შესახებ, რომლებიც გებადებათ. ან შეგიძლიათ, ჩაიწეროთ კითხვები, რომლებიც გქონდათ სწავლების დაწყებამდე და პასუხები, რომლებამდეც მიხვედით.

შეისწავლეთ უკანასკნელ დღეთა წინასწარმეტყველთა და მოციქულთა სიტყვები

წაიკითხეთ, რა გასწავლეს უკანასკნელი დღეების წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა იმ პრინციპების შესახებ, რომლებსაც პოულობთ წმინდა წერილში. მათი გზავნილები ხელმისაწვდომია „გენერალური კონფერენცია“, „ჟურნალები“ და სხვა კოლექციები სახარების ბიბლიოთეკაში.

წაიკითხეთ წმინდა წერილები

წაიკითხეთ ისტორიები წმინდა წერილიდან, ეძიეთ, გაიგოთ შინაარსი (დრო, ადგილი, მოსაუბრე, მსმენელი). ილუსტრირებული ისტორიები წმინდა წერილიდან ამის შესანიშნავი რესურსია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და იმ წევრებისთვის, რომლებიც ნაკლებად იცნობენ წმინდა წერილს.

გააზიარეთ შთაგონებები

შთაგონების გაზიარება წმინდა წერილიდან არის სხვების სწავლების კარგი ხერხი და გეხმარებათ, განამტკიცოთ იმის წვდომა, რაც წაიკითხეთ.

იცხოვრეთ შესწავლილის მიხედვით

წმინდა წერილის შესწავლას შეუძლია, შთაგვაგონოს და შეგვაცვლევინოს ცხოვრება. უსმინეთ სულიწმინდის კარნახს, რისკენ გიბიძგებთ იგი კითხვის დროს და შემდეგ აიღეთ ვალდებულება, იმოქმედოთ ამ კარნახის მოხედვით.