“31. გასაუბრებები და სხვა შეკრებები წევრებთან“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).
“31. გასაუბრებები და სხვა შეკრებები წევრებთან“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან
31.
გასაუბრებები და სხვა შეკრებები წევრებთან
31.0
შესავალი
იესო ქრისტე ხშირად ემსახურებოდა სხვებს, სათითაოდ (იხ.მაგ, იოანე 4:5-26; 3 ნეფი 17:21). მას უყვარს ღვთის ყოველი შვილი. ის მათ ინდივიდუალურად ეხმარება.
ეს თავი დაეხმარება ყველა ხელმძღვანელს, რომელსაც უწევს წევრებთან ინდივიდუალურად შეხვედრა.
31.1
სახელმძღვანელო პრინციპები
31.1.1
სულიერად მომზადება
სულიერად მოემზადეთ ლოცვის, წმინდა წერილის შესწავლისა და მართალი ცხოვრების მეშვეობით. მოუსმინეთ სულიწმინდის ჩურჩულს.
31.2.1
დაეხმარეთ წევრს, იგრძნოს ღვთის სიყვარული
როცა წევრი თქვენთან გასაუბრებაზე მოდის ან პირად გამოწვევაში დახმარების მისაღებად, ხშირად მას ყველაზე მეტად იმის ცოდნა სჭირდება, რომ მამაზეციერს ის უყვარს.
წმინდა წერილი და უკანასკნელ დღეთა წმინდანების სიტყვები იწვევენ სულიწმინდას და ასწავლიან წმინდა დოქტრინას. გამოიყენეთ ისინი შთაგონებისა და გამხნევების და არა დაგმობის, ძალდატანებისა და შეშინების მიზნით (იხ. ლუკა 9:56).
31.3.1
დაეხმარეთ წევრს, დაეყრდნოს მხსნელის ძალას
შეაგულიანეთ წევრი, მიმართოს უფალს. დაეხმარეთ მას, დაეყრდნოს მის ძალას, ნუგეშსა და გამოსყიდვას.
31.4.1
დაეხმარეთ წევრს, უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნოს თავი
ყოველთვის მიეცით წევრს შესაძლებლობა, მოიწვიოს გასაუბრებაზე ან შეხვედრაზე მისთვის სასურველი სხვა პიროვნებაც. საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან, ბავშვთან ან მოზარდთან შეხვედრისას დარწმუნდით, რომ მშობელი ან სხვა ზრდასრული ადამიანიც იმყოფება შეხვედრაზე. მას შეუძლია, უშუალოდ შეხვედრას დაესწროს ან კარის მიღმა დაელოდოს, წევრის სურვილის თანახმად.
წევრის ნებართვის გარეშე ნურავის ნუ გაუზიარებთ კონფიდენციალურ ინფორმაციას - ნურც მეუღლეს და ნურც ეკლესიის სხვა ხელმძღვანელს.
31.5.1
დასვით შთამაგონებელი კითხვები და ყურადღებით მოისმინეთ
წევრთან შეხვედრისას დასვით ისეთი შეკითხვები, რომლებიც დაგეხმარებათ, გაერკვიოთ მის სიტუაიაში.
წევრის საუბრისას ყურადღებით უსმინეთ მას.
31.6.1
წაახალისეთ თვითუზრუნველყოფა
წევრებისადმი სიყვარულის გამო, შესაძლოა გაგიჩნდეთ სურვილი, დაუყოვნებლივ შესთავაზოთ მათ პრობლემის მოგვარება. თუმცა, თქვენ უფრო დალოცავთ მათ, თუკი დაეხმარებით, თავად იპოვოს გამოსავალი და მიიღოს გადაწყვეტილება (იხ. მოძღვრება და აღთქმები 9:8).
31.7.1
მხარი დაუჭირეთ მონანიების მცდელობას
მხოლოდ ეპისკოპოსს ან პალოს პრეზიდენტს შეუძლია, დაეხმაროს პიროვნებას სერიოზული ცოდვის გამოსწორებაში. ზოგიერთი მათგანი ჩამოთვლილია 32.6-ში. თუ წევრმა ჩაიდინა რომელიმე ამ ცოდვებიდან, იგი დაუყოვნებლივ უნდა შეხვდეს ეპისკოპოსს ან პალოს პრეზიდენტს.
31.8.1
სათანადოდ უპასუხეთ ძალადობას
ძალადობა დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით. სერიოზულად მოეკიდეთ შეტყობინებებს ძალადობის შესახებ. თუ შეიტყვეთ, რომ ვინმე ძალადობის მსხვერპლი გახდა, შეატყობინეთ ძალადობის შესახებ სამოქალაქო ხელისუფლებას და გაიარეთ კონსულტაცია ეპისკოპოსთან. ძალადობის შესახებ შეტყობინების და მასზე რეაგირების მითითებები იხ. 38.6.2.
31.2
გასაუბრებები
31.2.1
გასაუბრების მიზნები
ზოგადად, ეკლესიის ხელმძღვანელები ატარებენ წევრებთან გასაუბრებას, რათა დაადგინონ:
-
არიან თუ არა ისინი მზად, მიიღონ მონაწილეობა წეს-ჩვეულებაში.
-
დადგა თუ არა დრო, მიიღონ მოწოდება ეკლესიაში.
31.2.2
გასაუბრების ტიპები
|
ვინ უნდა ატარებდეს გასაუბრებას |
გასაუბრების მიზანი |
|---|---|
ვინ უნდა ატარებდეს გასაუბრებას მხოლოდ ეპისკოპოსი | გასაუბრების მიზანი
|
ვინ უნდა ატარებდეს გასაუბრებას ეპისკოპოსი ან კონსულტანტი, რომელსაც იგი დანიშნავს | გასაუბრების მიზანი
|
31.2.3
ნათლობისა და წევრად დამტკიცების გასაუბრებები
31.2.3.1
ბავშვები, რომლებიც ჩანაწერებში ფიგურირებენ
თავის მეურვეობაში 8 წლის ასაკის ბავშვების (რომლებიც ჩანაწერში ფიგურირებენ) ნათლობის გასაღებებს ფლობს ეპისკოპოსი. ამ მიზნით იგი ან დანიშნული მრჩეველი ატარებს ნათლობის გასაუბრებას შემდეგი პირებისთვის:
-
8 წლის ასაკის ბავშვები, რომლებიც ჩანაწერებში ფიგურირებენ.
-
8 წლის ასაკის ბავშვები, რომლებიც ჩანაწერებში არ ფიგურირებენ, მაგრამ ჰყავთ ეკლესიის წევრი მშობელი ან მეურვე.
-
9 წლის და და 9 წლის ზემოთ ასაკის წევრები, რომელთა ნათლობა დაგვიანდა გონებრივი დარღვევების გამო.
გასაუბრებისას ეპისკოპოსობის წევრი რწმუნდება, რომ ბავშვს ესმის ნათლობის მიზანი (იხ. 2 ნეფი 31:5-20). იგი ასევე რწმუნდება, რომ ბავშვს ესმის ნათლობის აღთქმა და იგი იღებს მისი მიხედვით ცხოვრების ვალდებულებას (იხ. მოსია 18:8-10). მას არ სჭირდება კონკრეტული შეკითხვების სიის გამოყენება. ეს არ არის ღირსების დადგენის გასაუბრება, რადგან „პატარა ბავშვებს არ სჭირდებათ მონანიება“ (მორონი 8:11).
31.2.3.2
რწმენაზე მოქცეულები
მოქცეულთა ნათლობის გასაღებებს ფლობს მისიის პრეზიდენტი. ამ მიზნით სრული დროის მისიონერი ატარებს გასაუბრებას:
-
9 წლის და 9 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის, რომლებიც არ ყოფილან მონათლულები და წევრად დამტკიცებულნი. იხ. 31.2.3.1 გამონაკლისი: გონებრივი პრობლემების მქონე პირები.
-
8 წლის და იმის ზემოთ ასაკის ბავშვები, რომლების მშობლები არ არიან ეკლესიის წევრები.
-
8 წლის და იმის ზემოთ ასაკის ბავშვები, რომლების მშობელი ინათლება და წევრად უნდა დამტკიცდეს.
31.2.4
აარონის მღვდლობაში წოდებაზე კურთხევის მიღების გასაუბრება
მეტი ინფორმაცია იხილეთ 18.10.2.
31.2.5
სატაძრო რეკომენდაციის გასაუბრება
ტაძარი არის უფლის სახლი. ტაძარში შესვლა და იქ წეს-ჩვეულებებში მონაწილეობის მიღება წმინდა პრივილეგიაა. ეს პრივილეგია ეძლევა მათ, ვინც სულიერად არის მომზადებული და ცდილობს იცხოვროს უფლის სტანდარტებით, როგორც ეს განსაზღვრულია უფლებამოსილი სამღვდელოების ხელმძღვანელების მიერ.
ამ გადაწყვეტილების მისაღებად სამღვდელოების ხელმძღვანელი ატარებს წევრთან გასაუბრებას. იგი იყენებს წ.კ. რ -ში მოცემულ შეკითხვებს (იხ, ასევე მითითებები 26.3-ში).
31.2.6
მელქიცედეკის მღვდლობაში წოდებაზე კურთხევის მიღების გასაუბრება
მელქიცედეკის მღვდლობის გადმოცემის გასაღებების მფლობელი არის პალოს პრეზიდენტი. ის ასევე ფლობს უხუცესისა და მღვდელმთავრის წოდებებზე კურთხევის გასაღებებს.
პალოს პრეზიდენტობისგან თანხმობის მიღებისას ეპისკოპოსი უტარებს წევრს გასაუბრებას და იყენებს კითხვებს მელქიცედეკის მღვდლობის კურთხევების ჩანაწერები-დან.
31.3
ხელმძღვანელების წევრებთან შესახვედრად დამატებითი შესაძლებლობები
-
წევრმა შესაძლოა მოითხოვოს ეკლესიის ხელმძღვანელთან შეხვედრა, როცა მას ესაჭიროება სულიერი მითითება ან პირადი პრობლებებით არის დამძიმებული.
-
ეპისკოპოსი ან ვინმე, ვისაც იგი დანიშნავს, შეხვდება წევრს, რომელსაც მიწიერი საჭიროებები აქვს (იხ. 22.6).
-
ეპისკოპოსობის წევრი ატარებს შეხვედრას ყოველ 11 წლის ბავშვთან, როცა იგი გადადის დაწყებითი საზოგადოებიდან დიაკვანთა ქვორუმში ან ახალგაზრდა ქალების კლასში.
31.3.1
ახალგაზრდებთან შეხვედრა
ეპისკოპოსი ან მისი ერთ-ერთი მრჩეველი წელიწადში ორჯერ ხვდება ყოველ ახალგაზრდას. მინიმუმ ერთი ასეთი შეხვედრა ყოველწლიურად უნდა ტარდებოდეს ეპისკოპოსთან. იმ წლის დასაწყისში, როცა ახალგაზრდა 16 წლის გახდება, ორივე შეხვედრა წლის განმავლობაში უნდა ჩატარდეს ეპისკოპოსთან, თუკი ეს შესაძლებელი იქნება.
ახალგაზრდა ქალების პრეზიდენტს ასევე აკისრია კონკრეტულ ახალგაზრდა ქალებზე მზრუნველობის ვალდებულება. მას შეუძლია ამის გაკეთება თითოეულ ახალგაზრდა ქალთან ცალ-ცალკე შეხვედრით (ან სხვა ზრდასრული ადამიანის დასწრებით).
31.3.1.2
განსახილველი თემები
ახალგაზრდებთან შეხვედრის ძირითადი მიზანია მამაზეციერისა და იესო ქრისტეს მიმართ ახალგაზრდების რწმენის გაძლიერება და მათი დახმარება - გახდნენ ქრისტეს მიმდევრები. ასეთი შეკრებები უნდა იყოს სულის ამაღლების გამოცდილების მომტანი.
31.3.2
ახალგაზრდა დასაოჯახებელ ზრდასრულებთან შეხვედრა
ეპისკოპოსისთვის დიდ პრიორიტეტს წარმოადგენს მრევლში ახალგაზრდა დასაოჯახებელი ზრდასრულების სულიერი წინსვლა. იგი ან დანიშნული მრჩეველი სულ მცირე წელიწადში ერთხელ ხვდება ყოველ ახალგაზრდა დასაოჯახებელ ზრდასრულს.
31.3.3
წევრებთან შეხვედრა მათი მოწოდებებისა და ვალდებულებების განსახილველად.
პალოს პრეზიდენტობები, ეპისკოპოსები და სხვა ხელმძღვანელები რეგულარულად ინდივიდუალურად ხვდებიან წევრებს, რომლებიც აბარებენ მათ ანგარიშს თავიანთი მოწოდებების შესახებ.
ხელმძღვანელი გამოხატავს მადლიერებას წევრთა მსახურებისთვის და ამხნევებს მსახურს.
31.3.6
პროფესიონალის კონსულტაცია და თერაპია
ეკლესიის ხელმძღვანელებს არ იხმობენ პროფესიონალური რჩევის მიცემის ან თერეპიის მიზნით. ისინი აძლევენ სულიერ დახმარებას, არიან რა ფოკუსირებულნი იესო ქრისტეს გამაძლიერებელ, ნუგეშის მომტან, გამომსყიდველ ძალაზე. ამ მნიშვნელოვანი და შთამაგონებელი დახმარების გარდა ზოგიერთი წევრისთვის შესაძლოა სასარგებლო გახდეს პროფესიონალური დახმარების მიღება, თუკი ეს შესაძლებელი იქნება.
31.4
ვირტუალური შეკრებები წევრებთან
როგორც წესი, ხელმძღვანელები ხვდებიან წევრებს პირადად, რათა გაესაუბრონ და უზრუნველყონ სულიერი დახმარება და მზრუნველობა. თუმცა, გამონაკლისის სახით, მათ შეუძლიათ ვირტუალური შეხვედრების მოწყობაც, როცა ფიზიკურად შეხვედრა არ არის პრაქტიკული.