სახელმძღვანელოები და მოწოდებები
24. მისიონერული რეკომენდაციები და მსახურება


“24. მისიონერული რეკომენდაციები და მსახურება“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).

“24. მისიონერული რეკომენდაციები და მსახურება“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან..

ფეხით მოსიარულე მისიონერები

24.

მისიონერული რეკომენდაციები და მსახურება

24.0

შესავალი

ძველად უფალმა დაავალა ისრაელის შეკრება „ყველა ხალხ[ში], მო[ენათლათ] ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით“.მათე 28:19; იხ. ასევე მუხლი 20). უფალმა ამ უკანასკნელ დღეებშიც განაახლა ეს დავალება (იხ. მოძღვრება და აღთქმები 39:11; 68:6-8; 112:28–30).

ემსახურო უფალს მისიონერის როლში წმინდა პრივილეგიაა. ამას მოაქვს მარადიული დალოცვები თავად პიროვნებისთვის და მათთვის, ვისაც ის ემსახურება (იხ. მოძღვრება და აღთქმები 18:14–16).

უფალი სთხოვს ყოველ ღირსეულ, უნარიან ახალგაზრდა მამაკაცს, მოემზადოს და იმსახუროს მისიაში.

უფალს ასევე ახარებს ღირსეული, უნარიანი ახალგაზრდა ქალების მისიაში მსახურების სურვილი.

უფროსი ასაკის მისიონერები ასევე საჭირონი არიან და მათაც აგულიანებენ, მოემზადონ მსახურებისთვის.

24.1

მოწოდება მსახურებისთვის

მისიონერები წარადგენენ უფალს და ისინი შესაფერისი უფლებამოსილების მქონე პირებმა უნდა მოიხმონ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 42:11; რწმენის ისმბოლოები 1:5). მისიაში მსახურების მოწოდება, როგორც წესი, მოდის ეკლესიის პრეზიდენტისგან. უფროსი ასაკის მსახურების მისიონერებისთვის, მოწოდება მოდის პალოს პრეზიდენტისგან.

24.2

მისიონერული დავალებები

მოწოდება მისიონერულ მსახურებაზე მოიცავს კონკრეტულ დავალებას. ეს დავალებები დიდად განსხვავდება ერთანეთისგან.

24.2.1

ახალგაზრდა მასწავლებელი მისიონერები

ახალგაზრდა მისიონერებს მეტწილად ევალებათ სახლიდან შორს სახარების სწავლება. მოციქულები გამოცხადების მეშვეობით იღებენ ამ დავალებებს. ეს მისიონერები მისიის პრეზიდენტის მეთვალყურეობის ქვეშ მსახურობენ.

24.2.2

მსახურების ახალგაზრდა მისიონერები

ზოგიერთი ახალგაზრდა მისიონერი იღებს დავალებას, იმსახუროს ადგილობრივ ეკლესიაში და თემში. ეს დავალებები ეძლევა მოციქულებს გამოცხადების მეშვეობით მათთვის, ვისი გარემოება საუკეთესოდ შეეფერება მსახურების მისიას (იხ. 24.3.3).

24.2.3

უფროსი ასაკის მისიონერები

ყველა უფროსი ასაკის მისიონერს აგულიანებენ, იპოვონ დაინტერესებული ადამიანები, ასწავლონ მათ და დაეხმარონ ნათლობისთვის მზადებაში. უფროსი ასაკის მისიონერებს ასევე შესაძლოა დაევალოთ:

  • წევრების, რეგიონისა და ადგილობრივი ხელმძღვანელების მხარდაჭერა.

  • ეკლესიის განყოფილებებისა და ობიექტების მხარდაჭერა.

  • საქველმოქმედო ორგანიზაციების მხარდაჭერა.

ახალგაზრდებისგან განსხვავებით, უფროსი ასაკის მისიონერებს არ მოეთხოვებათ იმუშაონ იმდენივე საათი, ჩაატარონ ყველა ღონისძიება და დააკმაყოფილონ ყოველგვარი მოლოდინი.

დავალებები უფროსი ასაკის მისიონერებისთვის ეძლევათ მოციქულებს გამოცხადების მეშვეობით. კანდიდატებს შეუძლიათ გამოხატონ დავალებისადმი უპირატესობა, თუმცა მზად უნდა იყვნენ, მიიღონ ნებისმიერი დავალება.

24.2.4

უფროსი ასაკის მსახურების მისიონერები

საკუთარ მეურვეობაში ან პალოში მოწოდების გარდა, წევრებს შეუძლიათ ემსახურონ უფალს უფროსი ასაკის მისიონერების როლში. ამ მისიონერების მსახურება ეკლესიის დეპარტამენტებში, ობიექტებსა და მისიებში ფასდაუდებელია (იხ. 24.7.1). ისინი შინ რჩებიან.

უფროსი ასაკის მისიონერებს მოწოდებაზე მოიხმობს პალოს პრეზიდენტი. ისინი მისი მეთვალყურეობის ქვეშ მსახურობენ. მათ მიერ ყოველკვირეული მსახურების საათები დამოკიდებულია მათ შესაძლებლობებზე, მათ რეგიონში მსახურების შესაძლებლობებზე და რეგიონის პრეზიდენტობის მითითებებზე.

24.2.5

მისიონერული დავალებების მოკლე მიმოხილვა

შემდეგ ცხრილში მოყვანილია მისიონერული დავალებების ტიპები.

ახალგაზრდა მასწავლებელი მისიონერი
(იხ. 24.2.1)

მსახურების ახალგაზრდა მისიონერი
(იხ. 24.2.2)

უფროსი ასაკის მისიონერი
(იხ. 24.2.3)

უფროსი ასაკის მსახურების მისიონერი
(იხ. 24.2.4)

მოიხმობს

ახალგაზრდა მასწავლებელი მისიონერი
(იხ. 24.2.1)

ეკლესიის პრეზიდენტი

მსახურების ახალგაზრდა მისიონერი
(იხ. 24.2.2)

ეკლესიის პრეზიდენტი

უფროსი ასაკის მისიონერი
(იხ. 24.2.3)

ეკლესიის პრეზიდენტი

უფროსი ასაკის მსახურების მისიონერი
(იხ. 24.2.4)

პალოს პრეზიდენტი

ინიშნება:

ახალგაზრდა მასწავლებელი მისიონერი
(იხ. 24.2.1)

მოციქულის მიერ

მსახურების ახალგაზრდა მისიონერი
(იხ. 24.2.2)

მოციქულის მიერ

უფროსი ასაკის მისიონერი
(იხ. 24.2.3)

მოციქულის მიერ

უფროსი ასაკის მსახურების მისიონერი
(იხ. 24.2.4)

პალოს პრეზიდენტის მიერ

ხელდასხმით ინიშნება

ახალგაზრდა მასწავლებელი მისიონერი
(იხ. 24.2.1)

პალოს პრეზიდენტის მიერ

მსახურების ახალგაზრდა მისიონერი
(იხ. 24.2.2)

პალოს პრეზიდენტის მიერ

უფროსი ასაკის მისიონერი
(იხ. 24.2.3)

პალოს პრეზიდენტის მიერ

უფროსი ასაკის მსახურების მისიონერი
(იხ. 24.2.4)

პალოს პრეზიდენტის ან მრჩევლის მიერ

ცხოვრობს

ახალგაზრდა მასწავლებელი მისიონერი
(იხ. 24.2.1)

სახლიდან შორს

მსახურების ახალგაზრდა მისიონერი
(იხ. 24.2.2)

სახლში

უფროსი ასაკის მისიონერი
(იხ. 24.2.3)

სახლიდან შორს ან სახლში

უფროსი ასაკის მსახურების მისიონერი
(იხ. 24.2.4)

სახლში

ეკლესიის ხელმძღვანელები

ახალგაზრდა მასწავლებელი მისიონერი
(იხ. 24.2.1)

მისიის პრეზიდენტი ან ისტორიული ადგილის პრეზიდენტი

მსახურების ახალგაზრდა მისიონერი
(იხ. 24.2.2)

პალოს პრეზიდენტი

უფროსი ასაკის მისიონერი
(იხ. 24.2.3)

მისიის, ტაძრის ან ისტორიული ადგილის ან რეგიონის პრეზიდენტი

უფროსი ასაკის მსახურების მისიონერი
(იხ. 24.2.4)

პალოს პრეზიდენტი

ანგარიშს აბარებს

ახალგაზრდა მასწავლებელი მისიონერი
(იხ. 24.2.1)

მისიის პრეზიდენტს ან ისტორიული ადგილის პრეზიდენტს

მსახურების ახალგაზრდა მისიონერი
(იხ. 24.2.2)

მსახურების მისიის ხელმძღვანელს

უფროსი ასაკის მისიონერი
(იხ. 24.2.3)

მისიის, ტაძრის ან ისტორიული ადგილის პრეზიდენტს; რეგიონის პრეზიდენტს; ვიზიტორთა ცენტრის დირექტორს ან ეკლესიის დეპარტამენტის ან ობიექტების მენეჯერს

უფროსი ასაკის მსახურების მისიონერი
(იხ. 24.2.4)

მსახურების დავალებების მენეჯერი

ასაკობრივი ზღვარი

ახალგაზრდა მასწავლებელი მისიონერი
(იხ. 24.2.1)

18-25 (მამაკაცები)
19-29 (ქალები)

მსახურების ახალგაზრდა მისიონერი
(იხ. 24.2.2)

18-25 (მამაკაცები)
19-29 (ქალები)

უფროსი ასაკის მისიონერი
(იხ. 24.2.3)

40 წლის ან მეტის, თუ დაოჯახებულია ან დასაოჯახებელი დაა

უფროსი ასაკის მსახურების მისიონერი
(იხ. 24.2.4)

26 წლის და მას ზემოთ

24.3

მისიაში მსახურებისთვის მომზადება და შესაფერისი კვალიფიკაცია

პოტენცურ მისიონერებს აგულიანებენ, იმსახურონ მისიაში უფლისა და მისი შვილებისადმი სიყვარულის გამო. ისინი უნდა გაეცნონ მისიონერული რეკომენდაციის გასაუბრების შეკითხვები-ს.

24.3.1

იესო ქრისტეზე მოქცევა

მომავალი მისიონერები ცდილობენ, გააძლიერონ იესო ქრისტესა და მის აღდგენილ სახარებაზე მოქცევა.

24.3.2

ღირსების სტანდარტების დაკმაყოფილება

მომავალი მისიონერები ცდილობენ, იყვნენ ღირსნი სულიწმინდის თანამგზავრობისა. ეს საჭიროა ეფექტური მისიონერული მსახურებისთვის (იხ. მოძღვრება და აღთქმები 42:13-14).

24.3.2.1

მონანიება

მონანიება მოითხოვს ქრისტეში რწმენის გამოვლენას, ჭეშმარიტ განზრახვას და მცნებების დაცვას. მონანიება მოითხოვს ცოდვის აღიარებას და მის მიტოვებას. მძიმე ცოდვის შემთხვევაში მონანიება მოითხოვს ეპისკოპოოსთან ან პალოს პრეზიდენტთან ცოდვის აღიარებას.

პიროვნებას, რომელმაც მოინანია, მიეტევება და იესო ქრისტეს გამოსყიდვისა და მადლის მეშვეობით იგი განიწმინდება. უფალს ეს ცოდვა აღარ ეხსომება. (იხ. ესაია 43:25; იაკობი 6:5; ალმა 34:15-17; ჰელამანი 5:10-11; მოძღვრება და აღთქმები 58:42-43. იხ. ასევე 32.1 ამ სახელმძღვანელოში).

მისიაში წასვლის კანდიდატმა მძიმე ცოდვები უნდა მოინანიოს პალოს პრეზიდენტის მიერ მისი რეკომედაციის წარდგენამდე (იხ. 32.6; იხ. ასევე 24.4.4). მონანიების პროცესი მოიცავს საკმარის დროს იმისთვის, რომ ადამიანმა მართალი ცხოვრების გზით აჩვენოს, რომ მან ცოდვების მისატევებლად ქრისტეს სული მიიღო.

24.3.3

ფიზიკური, მენტალური და ემოციური ჯანმრთელობა

მისიონერული საქმე რთულია. ახალგაზრდა მასწავლებელი მისიონერი უნდა იყოს საქმის ერთგული და ფიზიკურად, გონებრივად და ემოციურად შეეძლოს სრული მისიონერული განრიგით მუშაობა.

24.4.3

ფინანსები

24.3.4.1

სახლიდან შორს მომსახურე ახალგაზრდა მისიონერების დაფინანსება

ახალგაზრდა კანდიდატებმა, რომლებიც მომზადებულნი არიან თავიანთი შესაძლებლობების შესაბამისად, არ უნდა გადადონ მსახურება ფინანსური მიზეზების გამო. მათ, ვისაც ფინანსური დახმარება სჭირდებათ სავალდებულო შენატანის შესასრულებლად, შეუძლიათ მიიღონ ის ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან.

თუ საჭიროება დარჩება, ეპისკოპოსმა ან პალოს პრეზიდენტმა შესაძლოა სთხოვოს მრევლის ან პალოს წევრებს, წვლილი შეიტანონ მეურვეობის მისიონერულ ფონდში.

ამ მიზნისთვის დაუშვებელია ადგილობრივი ბიუჯეტისა და მარხვის შემოწირულობის ფონდის გამოყენება.

ყოველთვიური შენატანის ვალდებულება. ახალგაზრდა მასწავლებელ მისიონერებსა და მათ ოჯახებს ყოველთვიურად შეაქვთ კონკრეტული თანხა მისიონერული პროგრამის ხარჯების დასაფარად.

შენატანი კეთდება მეურვეობის მისიონერულ ფონდში. ეპისკოპოსი ამოწმებს თანხებს ყოველთვიურ შემოტანას. ყოველთვიური ოდენობის მეტი თანხების წინსწრებით შეტანა არ უნდა ხდებოდეს. წინასწარ შეტანილი თანხა არ უბრუნდება ოჯახს, თუ მისიონერი შინ დროზე ადრე ბრუნდება.

ადგილობრივი ხარჯები. მისია ყოველ თვე ურიცხავს ახალგაზრდა მისიონერებს კვებისთვის, ტრანსპოსრტირებისთვის და სხვა აუცილებელი ხარჯებისთვის საჭირო თანხებს. ეს სახსრები წმინდაა. მისიონერები იყენებენ მათ მხოლოდ მისიასთან დაკავშირებული მიზნებისთვის. ისინი არ უნდა გამოიყენებოდეს პირადი ხარჯებისთვის ან იზოგებოდეს ან ეგზავნებოდეს ოჯახს. მისიონერები უბრუნებენ მისიას ნებისმიერ თანხას, რომელიც მათ არ დასჭირდათ.

სხვა ხარჯების დასაფარად მისიონერები იყენებენ პირად თანხებს. ეს პირადი ხარჯები მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი. (იხ. იესო ქრისტეს მოწაფეთა მისიონერული სტანდარტები, 4.8.)

24.3.4.2

სახლიდან შორს მომსახურე უფროსი ასაკის მისიონერების დაფინანსება

ყოველთვიური შენატანის ვალდებულება. სახლიდან შორს მომსახურე უფროსი ასაკის მისიონერების ყოველთვიურად შეაქვთ თანხა მისიონერულ ფონდში. ამ შენატანებით იფარება საცხოვრებლისა და გადაადგილების საშუალების ხარჯები.

ეპისკოპოსი ამოწმებს თანხების ყოველთვიურ შეტანას. ყოველთვიური ოდენობის მეტი თანხების წინსწრებით შეტანა არ უნდა ხდებოდეს.

დამატებითი ხარჯები. ყოველთვიური შენატანების ვალდებულების გარდა, რომელიც ეხმარება საცხოვრებლისა და მანქანის ხარჯების დაფარვას, უფროსი ასაკის მისიონერებმა სრულად უნდა დაფარონ ყველა სხვა ხარჯი, საკვების ჩათვლით.

24.3.4.3

შინ მომსახურე მისიონერების დაფინანსება

შინ მომსახურე მისიონერებს აკისრიათ ფინანსური ხარჯების სრული პასუხისმგებლობა.

24.3.4.4

სამედიცინო დაზღვევა და ხარჯები

ყველა მისიონერს ურჩევენ შეინარჩუნონ არსებული სამედიცინო დაზღვევა, თუკი ეს შესაძლებელია, ახალგაზრდა მასწავლებელი მისიონერების ჩათვლით.

შინ მომსახურე მისიონერებმა უნდა თავად დაფარონ სამედიცინო და სხვა ტიპის დაზღვევის საფასური. სახლიდან შორს მომსახურე უფროსი ასაკის მისიონერებმა ასევე თავად უნდა დაფარონ ეს ხარჯები. უფროსი ასაკის მისიონერებს, რომლებიც იმსახურებენ უცხო ქვეყანაში, შეძლებენ ამ დაზღვევის მიღებას უფროსი ასაკის მსახურების სამედიცინო პროგრამა.

24.3.5

ოჯახის წევრებისა და ხელმძღვანელების როლი მისიონერების მომზადებაში

ოჯახის წევრები, ეპისკოპოსები და სხვა ხელმძღვანელები ეხმარებიან ახალგაზრდებს მისიისთვის მზადებაში.

ოჯახის წევრები და ხელმძღვანელები აგულიანებენ მისიაში წასვლის ყველა კანდიდატს, შეისწავლონ:

  • მორმონის წიგნი და სხვა წმინდა წერილი.

  • იქადაგე ჩემი სახარება.

  • ტექნიკური საშუალებების გამოყენების უსაფრთხოება.

ოჯახის წევრები და ხელმძღვანელები ეხმარებიან მისიაში წასვლის ყველა კანდიდატს, დაიცვან მისიონერული სტანდარტები. ისინი აგულიანებენ კანდიდატებს, შეისწავლონ მისიონერული სტანდარტების სახელმძღვანელოები, რომლებიც ეხება მათ სავარაუდო დავალებას:

  • ახალგაზრდა მასწავლებელი მისიონერი: იესო ქრისტეს მოწაფეთა მისიონერული სტანდარტები

24.4

მისიონერიბისთვის რეკომენდაციის გაწევა

24.4.1

ჯანმრთელობის შეფასება

ყველა კანდიდატს მოეთხოვება, გაიაროს სამედიცინო დათვალიერება, რათა პროფესიონალებმა შეაფასონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

24.4.2

გასაუბრებები და რეკომენდაციის ფორმები

ეპისკპოსი და პალოს პრეზიდენტი თითოეულ კანდიდატთან ატარებენ საფუძვლიან, სულიერ და ასამაღლებელ გასაუბრებას. ისინი იყენებენ მისიონერული რეკომენდაციის გასაუბრების შეკითხვები.

ეპისკოპოსი და პალოს პრეზიდენტი ასევე განიხილავენ ინფორმაციას ღირსებისა და ჯანმრთელობის მზადყოფნის სტანდარტების შესახებ მისიონერთა ონლაინ რეკომენდაციის სისტემა-ში. ეპისკოპოსი და პალოს პრეზიდენტი არ ამატებენ დასაშვებობის არანაირ სტანდარტებს. არც გასაუბრების შეკითხვებს ცვლიან.

თუ ეპისკოპოსს და პალოს პრეზიდენტს აქვთ კონკრეტული ეჭვი კანდიდატის ღირსების სტანდარტებთან ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებით, ისინი ერთმანეთთან და პიროვნებასთან ერთად თათბირობენ. ახალგაზრდა კანდიდატის ნებართვით ისინი ასევე თათბირობენ მის მშობლებთან. ეპისკოპოსი და პალოს პრეზიდენტი არ წარადგენენ რეკომენდაციას, სანამ პიროვნება არ მოინანიებს მძიმე ცოდვებს (იხ. 24.3.2.1). გამომდინარე ადამიანის ფიზიკური, გონებრივი ან ემოციური ჯანმრთელობიდან, მათ შეუძლიათ განიხილონ მსახურების მისიონერად დანიშვნის შესაძლებლობა.

გადაუდებელ შემთხვევაში, როცა ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი მიუწვდომელია, მას შეუძლია, ამ გასაუბრებების ჩატარების ნება თავის ერთ-ერთ მრჩეველს დართოს.

ოლქებში, მისიის კანდიდატებთან გასაუბრებებს და მათთვის რეკომენდაციის გაწევას ახდენენ მისიის პრეზიდენტი ან დანიშნული მრჩეველი ოლქის პრეზიდენტი ამ გასაუბრებებს არ ატარებს.

24.4.4

მათ, ვისაც არ შეუძლია სრული დროის მისიონერებად მსახურება

ზოგჯერ წევრს სურს მისიაში მსახურება, მაგრამ შესაძლოა იგი არ მოიხმონ სრული დროის მისიონერად. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ჯანმრთელობის პრობლემებს, ღირსების სტანდარტებს, სამართალდარღვევებს ან სხვა საკითხებს. პალოს პრეზიდენტს შეუძლია, გაათავისუფლოს პიროვნება სრული დროის მისიაში მსახურებიდან.

24.5

მისიაში მსახურების მოწოდების მიღების შემდეგ

მისიაში ახლად მოწოდებულ მისიონერებს ურჩევენ, მისიის დაწყებამდე წაიკითხონ ან ხელახლა წაიკითხონ მორმონის წიგნი. ისინი ითვალისწინებენ მეფე ბენიამინის რჩევას: „მიხედ[ეთ] საკუთარ თავს და საკუთარ ფიქრებს და საკუთარ სიტყვებს და საკუთარ ქმედებებს“ (მოსია 4:30).

24.5.1

სატაძრო შემოსვა და სატაძრო მსახურება

თუ ახლად მოხმობილ მისიონერს არ მიუღია სატაძრო შემოსვის წეს-ჩვეულება, მან უნდა მიიღოს ის მისიონერული მსახურების დაწყებამდე, სადაც ეს შესაძლებელია (იხ. მოძღვრება და აღთქმები 43:15–16; 105:33). ეს ასევე მოიცავს მსახურების მისიონერებს, თუ ეს შეესაბამება მათ გარემოებას.

ახლად მოხმობილ მისიონერებს, რომლებსაც ჯერ არ გაუვლიათ შემოსვა, მისიის დაწყებამდე შეუძლიათ იმსახურონ სატაძრო წეს-ჩვეულებების მუშაკად (იხ. 25.5).

24.5.2

ზიარების შეკრება

ეპისკოპოსობა იწვევს ახლად მოწვეულ მისიონერბს, მისიის დაწყებამდე სიტყვით გამოვიდნენ ზიარების შეკრებაზე. საუბარია ჩვეულებრივ ზიარების შეკრებაზე. მთელი ყურადღება უნდა ეთმობოდეს ზაირებას და მხსნელს.

24.5.3

მისიონერების ხელდასხმით დანიშვნა

ადგილობრივი პალოს პრეზიდენტი ხელდასხმით ნიშნავს ყოველ მისიონერს, მისი მისიის დაწყების თარიღთან რაც შეიძლება ახლოს. გადაუდებელ შემთხვევაში, როცა პალოს პრეზიდენტი მიუწვდომელია, მას შეუძლია, მისიონერების ხელდასხმით დასანიშნად ნება დართოს თავის ერთ-ერთ მრჩეველს.

მისიის პრეზიდენტი ან მისი ერთ-ერთი მრჩეველი ხელდასხმით მიშნავს მისიონერებს, რომლებიც მის მისიაში ოლქებიდან არიან მოხმობილნი. ოლქის პრეზიდენტი არ ნიშნავს მისიონერებს ხელდასხმით.

ძმამ, რომელიც სახლიდან შორს იმსახურებს, მისიონერად ხელდასხმით დანიშვნამდე მელქიცედეკის მღვდლობა უნდა მიიღოს. ძმა, რომელიც მსახურების მისიონერად იმსახურებს, მელქიცედეკის მღვდლობას უნდა ატარებდეს, თუ ეს შეესაბამება მის გარემოებას.

24.6

სახლიდან შორს მსახურება

24.6.2

ადგილზე ყოფნა

24.6.2.5

ფინანსურ დახმარებასთან, განათლებასთან ან ემიგრაციასთან დაკავშირებული მოთხოვნა

მისიონერებმა და მათმა ოჯახებმა არ უნდა უზრუნველყონ ფინანსური დახმარება მათთვის, ვინც მისიონერების მსახურების ადგილას ცხოვრობს, მათ შორის სწავლასთან დაკავშირებული მხარდაჭერა. მისიონერებმა და მათმა ოჯახებმა არ უნდა დააფინანსონ პირები, რომლებიც ემიგრაციაში აპირებენ გამგზავრებას (იხ. 38.8.19).

24.6.2.8

წევრობის ჩანაწერები და მეათედი

მისიონერის მშობლიური მეურვეობა ინახავს მის მისიონერულ ჩანაწერს. მშობლიური მეურვეობა ასევე იწერს მისიონერის მეათედის სტატუსს. მისიონერები არ იხდიან მეათედს მისიის დახმარების ფონდიდან. თუმცა, ისინი იხდიან მეათედს, თუ მათ პირადი შემოსავალი აქვთ.

24.6.3

მისიიდან შინ დაბრუნება

24.6.3.1

შინ თავის დროზე დაბრუნება

მისიონერები და მათი ოჯახის წევრები არ უნდა ითხოვდნენ მისიიდან ვადამდელ გათავისუფლებას ან მსახურების გაგრძელებას პირადი მოხერხებულობისთვის.

ახალგაზრდა მისიონერები მისიიდან პირდაპირ სახლში უნდა ბრუნდებოდნენ. ნებისმიერი სხვა მარშრუტი შეიძლება დამტკიცდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისიონერს თან ახლავს მინიმუმ ერთი მშობელი ან მეურვე.

მისიონერი არ არის განთავისუფლებული მისიიდან, სანამ ის პალოს პრეზიდენტს არ ჩააბარებს ანგარიშს. ამ მომენტამდე მისიონერი იცავს მისიონერის სტანდარტს.

24.6.3.2

შინ ვადამდე ადრე დაბრუნება

ზოგი მისიონერი ვადამდე ადრე თავისუფლდება მისიიდან ჯანმრთელობის, ღირსების დარღვევის ან რომელიმე სხვა მიზეზის გამო. ეპისკოპოსები და პალოს პრეზიდენტები ასეთი დაბრუნებული მისიონერების მიმართ განსაკუთრებულ მხარდაჭერას აცხადებენ. ხელმძღვანელები ეხმარებიან მათ, იმუშაონ ჯანმრთელობის აღდგენაზე ან დაუბრუნდნენ მსახურებას, თუ ეს შესაძლებელია.

24.7

მსახურების მისიები

24.7.1

მსახურების შესაძლებლობების გამოვლენა

ეპისკოპოსი, პალოს პრეზიდენტი და მსახურების მისიონერი ერთად თათბირობენ მსახურების ადგილობრივი შესაძლებლობების აღმოსაჩენად. მსახურების ახალგაზრდა მისიონერებისთვის, მსახურების მისიის ხელმძღვანელი და მისიონერის მშობლები ან მეურვეები მონაწილეობას იღებენ ამ დისკუსიაში.

24.8

მისიონერული მსახურების შემდეგ

24.8.2

მისიიდან განთავისუფლების გასაუბრება

მისიონერებს ანთავისუფლებს პალოს პრეზიდენტი. იგი ატარებს მისიიდან განთავისუფლების გასაუბრებას. ოლქებში მისიონერებს მისიიდან ძირითადად ანთავისუფლებს მისიის პრეზიდენტი ან მისი მრჩეველი.

ამ გასაუბრებისთვის შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს შემდეგი მითითებები.

  • შეაგულიენეთ ისინი, მთელი ცხოვრების მანძილზე გააგრძელო იესო ქრისტეს მოწაფეობა.

  • მიეცით მათ რჩევა, განავითარონ კარგი ჩვევები, რომლებიც მათ მისიაში ყოფნისას შეიძინეს.

  • წაახალისეთ ისინი, განიხილონ მომავალი და მოემზადონ მისთვის, ახალგაზრდა მისიონერებისთვის განათლებისა და დასაქმების ჩათვლით.

  • შეაგულიანეთ ისინი, ყოველთვის იცხოვრონ ისე, რომ სატაძრო რეკომენდაციის ღირსნი იყვნენ.

24.8.4

მოწოდებები

ხელმძღვანელები დაუყოვნებლივ აძლევენ მზრუნველობის დავალებებს და მოწოდებებს ახლახან განთავისუფლებულ მისიონერებს. ეს მოიცავს სატაძრო წეს-ჩვეულებების მუშაკებად მათ განხილვას, თუ ეს მიზანშეწონილია (იხ. 25.5).

24.9

მისიონერული რეკომენდაციებისა და მსახურების რესურსები

24.9.2

ვებგვერდები

  • MissionaryRecommendations.ChurchofJesusChrist.org (ხელმისაწვდომია ადგილობრივი ხელმძღვანელებისა და მისიაში წასვლის კანდიდატებისთვის)