სახელმძღვანელოები და მოწოდებები
6. პალოს ხელმძღვანელობა


“6. პალოს ხელმძღვანელობა“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).

“6. პალოს ხელმძღვანელობა“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან

ხელმძღვანელი ესაუბრება ოჯახს

6.

პალოს ხელმძღვანელობა

6,1

პალოს მიზნები

ესაია აღწერს უკანასკნელ დღეთა სიონს როგორც კარავს ან ტაბერნაკალს, რომლის უსაფრთხოებას პალოები უზრუნველყოფს (იხ. ესაია 33:20; 54:2).

უფალმა დააარსა პალოები თავისი ხალხის „ერთად [შესაკრებად] და ამაქვეყნისგან „თავდასაცავად და თავშესაფრად“ (მოძღვრება და აღთქმები 115:6).

6,2

პალოს პრეზიდენტი

პალოს პრეზიდენტი ფლობს მღვდლობის გასაღებებს, რათა უხელმძღვანელოს ეკლესიის საქმეს პალოებში (იხ. 3.4.1). იგი მრჩევლებთან ერთად ქმნის პალოს პრეზიდენტობას. ისინი სიყვარულით ზრუნავენ პალოს წევრებზე, ეხმარებიან მათ, გახდნენ იესო ქრისტეს ჭემარიტი მიმდევრები.

პალოს პრეზიდენტს აკისრია ოთხი ძირითადი პასუხისმგებლობა:

  1. იგი არის პალოს თავმჯდომარე მღვდელმთავარი.

  2. იგი უძღვება ხსნისა და ამაღლების საქმეს პალოში.

  3. იგი არის ზოგადი მოსამართლე.

  4. მას ევალება ჩანაწერები, ფინანსები და კერძო საკუთრება.

6.3

განსხვავება რაიონის პრეზიდენტებისა და პალოს პრეზიდენტების უფლებამოსილების შორის

ყოველ ოლქში, ოლქის პრეზიდენტის პოზიციაზე მოიხმობენ მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელ პირს. იგი მსახურობს პალოს პრეზიდენტის მსგავსად, შემდეგი განსხვავებით:

  • ის არ არის მღვდელმთავართა ქვორუმის პრეზიდენტი. ასეთი ქვორუმები ორგანიზებულია მხოლოდ პალოებში.

  • მისიის პრეზიდენტის თანხმობით ოლქის პრეზიდენტს შეუძლია გაესაუბროს ძმას, მისი უხუცესად კურთხევის მიზნით. ოლქის პრეზიდენტს ან ვინმეს მისი ხელმძღვანელობით ასევე შეუძლია (1) წარადგინოს კონკრეტული ძმის კანდიდატურა მხარდასაჭერად და (2) შეასრულოს ხელდასხმა (იხ. 18.10.1.3, 18.10.3და 18.10.4). თუმცა ოლქის პრეზიდენტს არ შეუძლია პატრიარქის, მღვდელმთავრისა ან ეპისკოპოსის კურთხევა.

  • მისიის პრეზიდენტის თანხმობით ოლქის პრეზიდენტს შეუძლია, ხელდასხმით დანიშნოს მრევლის პრეზიდენტი (იხ. 18.11).

  • იგი არ ათავისუფლებს სრული დროის მისიონერებს.

  • იგი არ ატარებს გასაუბრებას სატაძრო რეკომენდაციების მისაღებად და არ აწერს ხელს სატაძრო რეკომენდაციას (იხ. 26.3.1).

  • ის, მისიის პრეზიდენტის უფლებამოსილების გარეშე, არ იწვევს წევრთა საბჭოს.

6.5

უმაღლესი საბჭო

პალოს პრეზიდენტობა, პალოს უმაღლესი საბჭოს შესაქმნელად, იწვევს 12 მღვდელმთავარს (იხ. მოძღვრება და აღთქმები 102:1; 124:131).

6.5.1

წარმოადგენენ პალოს პრეზიდენტობას

ყოველი პალოს მეურვეობაში, პალოს პრეზიდენტობა ნიშნავს უმაღლესი საბჭოს მრჩეველს.

პალოს პრეზიდენტობა ასევე ნიშნავს უმაღლესი საბჭოს მრჩეველს პალოს ყოველ უხუცესთა ქვორუმში.

პალოს პრეზიდენტობამ შეიძლება დაავალოს უმაღლესი საბჭოს მრჩევლებს, მოამზადონ შემდეგი ადამიანები სატაძრო, ოჯახური ისტორიისა და მისიონერული სამუშაოს შესასრულებლად:

  • უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობა

  • მეურვეობის მისიის ხელმძღვანელები

  • მეურვეობის ტაძრისა და ოჯახური ისტორიის ხელმძღვანელები

6.7

პალოს ორგანიზაციები

პალოს მოწყალების საზოგადოება, ახალგაზრდა ქალები, დაწყებითი საზოგადოება, საკვირაო სკოლა და ახალგაზრდა მამაკაცების ორგანიზაციები - ყველას ხელმძღვანელობს პრეზიდენტი. ეს პრეზიდენტები მსახურობენ პალოს პრეზიდენტობის ხელმძღვანელობით.

ამ ხელმძღვანელების მთავარი პასუხისმგებლობაა, დაეხმარონ პალოს პრეზიდენტობას, ასევე განასწავლონ და მხარი დაუჭირონ მეურვეობის ორგანიზციების პრეზიდენტობებს.

6.7.1

პალოს მოწყალების საზოგადოება, ახალგაზრდა ქალები, დაწყებითი საზოგადოება და საკვირაო სკოლის პრეზიდენტობები

ამ პრეზიდენტობების წევრებს გააჩნიათ შემდეგი პასუხისმგებლობა:

  • პალოს საბჭოში მსახურება (მხოლოდ პრეზიდენტები).

  • ახლად მოწოდებული მეურვეობის ორგანიზაციების პრეზიდენტობებისთვის მოვალეობების გაცნობა.

  • ყოველთვის მხარდაჭერისა და მითითებების შეთავაზება. რეგულარულად ესაუბრეთ მეურვეობის ორგანიზაციების პრეზიდენტობებს, რათა შეიტყოთ მათი საჭიროებები, განიხილოთ წევრების საჭიროებები, რომლებსაც ისინი ეხმარებიან და გადასცეთ ინფორმაცია პალოს პრეზიდენტობისგან.

  • პალოს ხელმძღვანელთა შეკრებების დროს მიეცით მითითებები მეურვეობის ორგანიზაციების პრეზიდენტობებს (იხ. 29.3.4).

6.7.2

პალოს ახალგაზრდა მამაკაცების პრეზიდენტობა

პალოს ახალგაზრდა მამაკაცების პრეზიდენტობას გააჩნია შემდეგი ვალდებულებები:

  • იყავით ეპისკოპოსობის ინფორმაციის წყარო მათ მიერ აარონის სამღვდელოების ძმების მიმართ პასუხისმგებლობის შესრულებაში.

  • იმსახურეთ პალოს ახალგაზრდების ხელმძღვანელების კომიტეტში (იხ. 29.3.10).

  • პალოს პრეზიდენტობის მითითებით დაგეგმეთ პალოს აარონის სამღვდელოების ღონისძიებები და ბანაკები და მოახდინეთ ამ ღონისძიებების კოორდინირება.