2013
სახარების სწავლება და შესწავლა
ივლისი 2013


შინა მასწავლებლის მოწოდება, ივლისი 2013

სახარების სწავლება და შესწავლა

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა, და შესაფერ დროს იმსჯელეთ მასზე თქვენს დებთან, მათთან სტუმრობისას. გამოიყენეთ მოცემული კითხვები, რათა განამტკიცოთ თქვენი დები და გადააქციოთ მოწყალების საზოგადოება თქვენი საკუთარი ცხოვრების აქტიურ ნაწილად.დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი www.reliefsociety.lds.org.

რწმენა • ოჯახი • მოწყალება

იესო ქრისტე იყო უდიდესი მასწავლებელი. მან მაგალითი დაგვიტოვა, როცა „ასწავლიდა ქალებს ერთად შეკრებილთაც და თითოეულსაც, ქუჩაში და ზღვისპირას, ჭასთან და მათთან სახლებში. ის უჩვენებდა მათ სიყვარულს და სიკეთეს და კურნავდა მათ და მათ ოჯახის წევრებს.“1

იგი მართასა და მარიამს ასწავლიდა და „მოიწვია ისინი, მისი მოწაფენი გამხდარიყვნენ და ეგემათ ხსნა, ეს უკეთესი წილი’, [ლუკა 10:42] რომელიც არასდროს არ წაერთმეოდა მათ.“2

ჩვენს უკანასკნელი დღეების წმინდა წერილებში უფალმა გვიბრძანა ვასწავლოთ ერთმანეთს სასუფევლის მოძღვრება ( იხ.მოძღვრება და აღთქმები 88:77). მოძღვრების სწავლებისა და შესწავლის შესახებ დაწყებითი საზოგადოების გენერალური პრეზიდენტობის მეორე მრჩეველმა, ჩერილ ა. ესპლინმა თქვა: „სახარების მოძღვრების სრული გაგების პროცესი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება და იგი ყალიბდება ‘სტრიქონი სტრიქონზე, სწავლება სწავლებაზე, ცოტა აქ და ცოტა იქ’ (2 ნეფი 28:30).”3

სწავლის, მეცადინეობისა და ლოცვის დროს, ჩვენ ვასწავლით სულიწმინდის ძალით, რომელიც მიიტანს ჩვენს გზავნილს „ადამიანთა შვილების გულებამდე“ (2 ნეფი 33:1).

წმინდა წერილებიდან

ალმა 17:2–3; 31:5; მოძღვრება და აღთქმები 42:12–13; 84:85

ჩვენი ისტორიიდან

ჩვენმა წარსულის წინასწარმეტყველებმა გაგვახსენეს, რომ ჩვენ, ქალებს, გვაკისრია მნიშვნელოვანი მასწავლებლის როლი როგორც ოჯახში, ასევე ეკლესიაში. 1979 წ.სექტემბერში, პრეზიდენტმა სპენსერ ვ. კიმბალმა (1895–1985) გვთხოვა გავხდეთ „წმინდა წერილების მოწაფენი“. მან თქვა: „გახდით წმინდა წერილების მოწაფენი — არა სხვების დასამცირებლად, არამედ მათ ასამაღლებლად! და ბოლოს, ვის სჭირდება ყველაზე მეტად სახარების საუნჯე (რომელსაც შეუძლიათ მიმართონ გაჭირვების ჟამს) თუ არა ქალებსა და დედებს, რომლებიც ამდენ ადამიანს აღზრდიან და ასწავლიან ?”4

ჩვენ ყველანი მასწავლებლებიც და მოსწავლენიც ვართ. როცა წმინდა წერილებიდან ან ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვებს ვასწავლით, ამით შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს, მოვიდნენ ქრისტესთან. როცა აზრიანი შეკითხვების დასმით და პასუხების მოსმენით სწავლის პროცესში ვერთობით, შეგვიძლია ვიპოვოთ ის პასუხები, რომლებიც ჩვენს პირად საჭიროებებს პასუხობენ.

რა შემიძლია გავაკეთო?

  1. როგორ ვემზადები იმისთვის, რომ ვიყო უკეთესი მასწავლებელი?

  2. ვუზიარებ ჩემს დამოწმებას დებს, რომლებზეც ვზრუნავ?

შენიშვნები

  1. Daughters in My Kingdom: The History and Work of Relief Society (2011), 3.

  2. Daughters in My Kingdom, 4.

  3. Cheryl A. Esplin, “Teaching Our Children to Understand,” Liahona და Ensign, 2012 წ. მაისი, გვ.12.

  4. სპენსერ ვ. კიმბალი, Daughters in My Kingdom, 50.