2013
რწმენით მართულნი
ივლისი 2013


ახალგაზრდები

რწმენით მართულნი

ავტორი ცხოვრობს ჩრდილო კაროლინაში, აშშ.

არასდროს არ დამავიწყდება აშშ-ს ნებრასკას შტატში უინთერ ქუორთერის მიწაზე სიარული, სადაც წლების წინ პიონერები ცხოვრობდნენ. ამ მიწაზე ისეთი სიწმინდე იგრძნობოდა, თითქოს იგი ღია ცის ქვეშ მდებარე ტაძარი იყო.

თვალები ცრემლებით ამევსო და მხედველობა დამებინდა. მე დავინახე ქანდაკება, თუმცა კონტურებს ვერ ვარჩევდი. როცა ცრემლები მოვიწმინდე, დავინახე ქალი და მამაკაცი, მწუხარე სახეებით. კარგად რომ დავაკვირდი, დავინახე ჩვილი, რომელიც მათ წინაშე გათხრილ საფლავში იწვა.

ამ ხედვამ მრავალი ემოციით ამავსო: სევდა, გაბრაზება, მადლიერება, სიხარული. მე მინდოდა წმინდანებისგან ჩამომეცილებინა მათ მიერ გადატანილი ტკივილი, მაგრამ ამავე დროს მათი მადლიერი ვიყავი იმისათვის, რა მსხვერპლიც გაიღეს მათ სახარებისთვის .

უინთერ ქუორთერსში მიღებული გამოცდილება დამეხმარა გამეგო, რომ მამაზეციერი თავის შვილებს აძლევს სახარებას და აძლევს მათ თავისუფალი არჩევანის საშუალებას. ამ ჩვილის მშობლებს შეეძლოთ უფრო იოლი გზის არჩევა. წინასწარმეტყველის დაჯერება და სახარებით ცხოვრება მოითხოვდა ამ პიონერებისგან კვლავ წინ სვლას მაშინაც კი, როცა შვილი დამარხეს. მაგრამ მათ გააკეთეს არჩევანი — გულში ჩაიკრან სახარება და მიიღონ ამასთან დაკავშირებული სირთულეებიც. მე გავაცნობიერე, რომ სახარებისადმი წმინდანების ერთგულება და წინ სვლის გადაწყვეტილება რწმენითა და იმედით მიმართული იყო — კაშკაშა მომავლის იმედი და რწმენა იმისა, რომ უფალი მათ იცნობდა და მათ ტკივილს შეამსუქებდა.