2013
დღეს მსოფლიოს სჭირდება პიონერები
ივლისი 2013


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება, ივლისი 2013

დღეს მსოფლიოს სჭირდება პიონერები

გამოსახულება
პრეზიდენტი თომას ს. მონსონი

მრავალთათვის პიონერების გადასახლება 1847 წ. ნავუში, კირტლანდში, შორეულ დასავლეთსა ან ნიუ-იორკში კი არა, არამედ უფრო შორეულ ინგლისში, შოტლანდიაში,სკანდინავიაში ან გერმანიაში დაიწყო. პატარა ბავშვებს კარგად არ ესმოდათ ის მამოძრავებელი რწმენა, რომელიც მოტივაციას აძლევდა მათ მშობლებს დაეტოვებინათ ოჯახი, მეგობრები, კომფორტი და უსაფრთხოება.

პატარას შეეძლო ეკითხა: „დედიკო, რატომ მივდივართ სახლიდან? სად მივდივართ?“

„წამოდი, ძვირფასო; ჩვენ სიონში მივდივართ, ჩვენი ღმერთის ქალაქში.“

სახლის უსაფრთხოებასა და სიონის დაპირებას შორის ძლიერი ატლანტიის ოკეანის მრისხანე და არასანდო წყლები იდგა. ვინ დაითვლის, რამდენჯერ შეუკუმშა შიშმა გული ადამიანებს ამ სახიფათო მოგზაურობის დროს? სულიწმინდის ჩურჩულის კარნახით, უბრალო,თუმცა მყარ რწმენაზე დაყრდნობით, პიონერი წმინდანები მიენდნენ ღმერთს და გზას გაუდგნენ.

მათ, როგორც იქნა, მიაღწიეს ნავუს, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ კვლავ გზაზე გაჭირვების წინაშე აღმოჩნდნენ. ნავუდან სოლთ ლეიქ სითიმდე მიმავალ გზაზე საფლავები ქვის სალბითა ან ლოდით აღინიშნებოდა. ამის ფასად დაუჯდათ პიონერებს ეს მოგზაურობა. მათი სხეულები სიმშვიდეში დაიკრძალნენ, მათი სახელები კი მარადისობაში ცოცხლობენ.

დაღლილი ხარები ტვირთს ზიდავდნენ, ურიკების ბორბლები ჭრიალებდნენ, მამაცი ადამიანები შრომობდნენ, ომის ბარაბნების ხმა ისმოდა, კოიოტები ღმუოდნენ, მაგრამ რწმენით შთაგონებულნი და ქარიშხლით აჩქარებული პიონერები აგრძელებდნენ სვლას. ისინი ხშირად მღეროდნენ:

მოდით, მოდით, წმინდანებო, ნუ შეგეშინდებათ ნურც შრომისა და ნურც ტვირთის;

სიხარულით გაიკაფეთ გზა.

თუნდაც მძიმე მოგეჩვენოთ ეს მოგზაურობა,

მადლიერებით აღივსება შენი დღე. …

ყველაფერი კარგადაა! ყველაფერი კარგადაა!1

ამ პიონერებს ახსოვდათ უფლის სიტყვები: „ჩემი ხალხი უნდა გამოიცადოს ყველაფერში, რათა მოემზადოს ჩემს მიერ მათთვის მომზადებული დიდების მისაღებად, დიახ, სიონის დიდების მისაღებადაც კი.“2

დრო ამკრთალებს მოგონებებს და ამცირებს ჩვენს მადლიერებას მათ მიმართ, ვინც ტკივილის გზაზე დადიოდა და უკან იტოვებდნენ ცრემლით მორწყული უსახელო საფლავების ბილიკებს. მაგრამ დღევანდელ სირთულეებზე რა ვთქვათ? განა არა გვაქვს ქვიანი გზები გასავლელი, ან უსწორმასწორო კლდეები დასალაშქრი, უფსკრულები გადასალახავი, ბილიკები გასავლელი, მდინარეები გადასავლელი? ან არსებობს ამჟამად იმ პიონერი სულისთვის იმის საჭიროება, რომ გაგვარიდოს იმ საშიშროებებს, რომელნიც გვემუქრებიან იმით, რომ გვშთანთქონ და სიონის კეთილდღეობისკენ წაგვიყვანონ?

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მორალის სტანდარტები ისევ და ისევ დაეცა. კრიმინალმა იმატა; პატიოსნება წახდა. მრავალნი მარადიულიობის სიხარულს წირავენ წამიერ აღტაცებას. ასე ჩვენ ვკარგავთ სიმშვიდეს.

ჩვენ გვავიწყდება, თუ როგორ ჩინებულად მეფობდნენ ბარბაროსულ სამყაროში ბერძნები და რომაელები და რითი დამთავრდა ეს ტრიუმფი; როგორ მიიყვანა ისინი უძლურებამ და მოდუნებამ ნგრევამდე. და ბოლოს, თავისუფლებაზე მეტად მათ უსაფრთხოება და კომფორტული ცხოვრება უნდოდათ; და მათ დაკარგეს ყოველგვარი კომფორტი, უსაფრთხოება და თავისუფლება.

ნუ მიეცემით სატანას ხიბლს; ამის ნაცვლად მტკიცედ იდექით სიმართლის დასაცავად. სულის დაუკმაყოფილებელი ლტოლვა, პასუხს ვერ გასცემს დაუსრულებელ ბედნიერების ძიებას, ვნებებსა და ნაკლოვანებებს შორის. ნაკლი არასდროს არ მოგვიტანს სიკეთეს. სიძულვილი არასდროს არ ქმნის სიყვარულს. სიმხდალეს არასდროს არ მოაქვს სიმამაცე. ეჭვი არასდროს არ შთააგონებს რწმენას.

ზოგისთვის ძნელია წინ აღუდგეს უგუნურთა დაცინვას და უხამს შენიშვნებს, როდესაც ისინი დასცინიან უმანკოებას, პატიოსნებასა და ღვთის მცნებების მორჩილებას. მაგრამ სამყარო მუდამ აკნინებდა პრინციპების ერთგულებას. როცა ნოე კიდობნის აშენებისთვის რჩევებს იღებდა, უგუნური მაცხოვრებლები მოწმენდილ ცას უყურებდნენ და იცინოდნენ და დასცინოდნენ, სანამ წვიმა არ წამოვიდა.

საჭიროა ამ ძვირფასი გაკვეთილების ისევ და ისევ გამეორება? დრონი იცვლება, მაგრამ ჭეშმარიტება არა. როცა ჩვენ წარსულის გამოცდილებიდან არ ვიღებთ სარგებელს, ჩვენ განწირულნი ვართ იმისთვის, რომ გავიმეოროთ ეს შეცდომები მთელი თავისი გულისტკენით, ტანჯვითა და ტკივილით. განა არა გვაქვს იმდენი სიბრძნე, რომ დავემორჩილოთ ჩვენს უფალს, რომელმაც იცის ყველაფერი დასაბამიდან დასასრულამდე, მას, რომელმაც მოგვიმზადა ხსნის გეგმა, და არა იმ გველს, რომელსაც სძულს მისი მშვენიერება?

ლექსიკონი განმარტავს სიტყვას „პიონერი“ როგორც „ადამიანს, რომელიც სხვებს წინ უძღვის, რათა გაუკაფოს სხვებს გზა.“3 შეგვიძლია რამენაირად მივაღწიოთ იმ სიმამაცესა და მიზნის სიმტკიცეს, რომელიც ახასიათებდა წინა თაობების პიონერებს? შეგვიძლია მე და თქვენ ვიყოთ პიონერები?

მე ვიცი, რომ შეგვიძლია. ო, როგორ სჭირდება დღეს სამყაროს პიონერები!

ამ მოწოდების სწავლება

წმინდა წერილები გვიხსნიან, რომ შინა მასწავლებლების როლია „გაფრთხილება, ახსნა, მოწოდება, სწავლება და ყველას მოპატიჟება ქრისტესთან“ (მოძღვრება და აღთქმები 20:59). მათთან, ვისაც სტუმრობთ, განიხილეთ პრეზიდენტ მონსონის გზავნილში მოცემული გაფრთხილებები და მოპატიჟება. შესაძლოა გაგიჩნდეთ სურვილი განიხილოთ მათთან ერთად, თუ როგორ ამოვიცნოთ და მივსდიოთ მართალ მაგალითებს, თავი ავარიდოთ ტყუილს და ვისწავლოთ სხვათა შეცდომებზე. ჰკითხეთ მათ, ვისაც სტუმრობთ, თუ როგორ შეუძლიათ დღეს იყვნენ პიონერები.