2013
უფლისკენ მოქცეულნი
თებერვალი 2013


შინა მასწავლებლის მოწოდება, თებერვალი 2013

უფლისკენ მოქცეულნი

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა, და შესაფერ დროს იმსჯელეთ მასზე თქვენს დებთან, მათთან სტუმრობისას. გამოიყენეთ მოცემული კითხვები, რათა განამტკიცოთ თქვენი დები და გადააქციოთ მოწყალების საზოგადოება თქვენი საკუთარი ცხოვრების აქტიურ ნაწილად. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი reliefsociety.lds.org.

გამოსახულება
მოწყალების საზოგადოების ბეჭედი

რწმენა • ოჯახი • მოწყალება

ეკლესიის ახალ დებს, მათ რიცხვში ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც ხდებიან მოწყალების საზოგადოების ნაწილი, მათ, ვინც აქტიურობას დაუბრუნდნენ და ახლად მოქცეულებს სჭირდებათ სტუმრად მოსული მასწავლებლის მეგობრობა და მხარში დგომა. „წევრთა ჩაბმა საქმიანობაში ძალზედ მნიშვნელოვანია ნაკლებად აქტიური წევრების დაბრუნებისა და ახლად მოქცეულების ეკლესიაში დარჩენის და სრული გააქტიურების პროცესში“, – ბრძანა უხუცესმა რასელ ბალარდმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან. „მუდამ იქონიეთ გონებაში ის ხედვა, რომ მოწყალების საზოგადოებას … შეუძლია გახდეს ეკლესიაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი დამეგობრების წყარო. დროულად მიაქციეთ ყურადღება მათ, ვინც სწავლობს და ხელახლა დაბრუნდა ეკლესიაში და თქვენი ორგანიზაციისა და სიყვარულის მეშვეობით მოიყვანოთ ისინი ეკლესიაში.”1

ჩვენ, როგორც მოწყალების საზოგადოების წევრებს, შეგვიძლია დავეხმაროთ ახალ მონათლულებს გაერკვიონ ეკლესიის ძირითად საქმიანობაში, როგორიცაა:

  • სიტყვით გამოსვლა.

  • მოწმობის გაზიარება.

  • მარხვის კანონის დაცვა.

  • მეათედისა და სხვა შემოწირულობების გადახდა.

  • საოჯახო ისტორიის სამუშაოში მონაწილეობის მიღება.

  • გარდაცვლილი წინაპრებისთვის ნათლობისა და წევრად დამტკიცების წეს-ჩვეულებების ჩატარება.

„იმისთვის, რომ ახლად მონათლულმა წევრებმა კომფორტულად იგრძნონ ეკლესიაში თავი, საჭიროა ყურადღებიანი მეგობრები“, – ბრძანა უხუცესმა ბალარდმა.2 ჩვენ ყველას, განსაკუთრებით კი სტუმრად მოსულ მასწავლებლებს, მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა გვაკისრია: დავიმეგობროთ ახლად მონათლული წევრები, რათა დავეხმაროთ მათ გახდნენ მტციედ „მოქცეულნი უფლისკენ“ (ალმა 23:6).

წმინდა წერილებიდან

2 ნეფი 31:19–20; მორონი 6:4

ჩვენი ისტორიიდან

„მონათლულთა უსაზღვრო მზარდი რიცხვით“, – ბრძანა პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ (1910–2008), „ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ უფრო და უფრო მყარი ძალისხმევა, რათა დავეხმაროთ მათ მაშინ, როცა ისინი საკუთარი გზის პოვნის პროცესში იმყოფებიან. ყოველ მათგანს სამი რამ სჭირდება: მეგობარი, ვალდებულება და „ღვთის კეთილი სიტყვით“ აღზრდა ( მორონი 6:4).”3

სტუმრად მოსული მასწავლებლები იმყოფებიან დამხმარეს როლში მათ მიმართ, ვისთანაც სტუმრობენ. ხშირად ყველაფერი მეგობრებით იწყება, ისე, როგორც ეს დაიწყო ახალგაზრდა მოწყალების საზოგადოების დისთვის, რომელიც უფრო ასაკოვანი ქალბატონის სტუმრად მოსული მასწავლებელი იყო. ისინი არ დამეგობრდნენ, სანამ დასუფთავების პროექტში არ მოუწიათ გვერდიგვერდ მუშაობა. ისინი დამეგობრდნენ და როდესაც საუბრობდნენ სტუმრად მოსული მასწავლებლის გზავნილის შესახებ, ისინი ორივე „ღვთის სიტყვის მადლით აღიზარდნენ“.

პრეზიდენტმა ჯოზეფ ფილდინგ სმითმა (1876–1972) ბრძანა, რომ მოწყალების საზოგადოება არის „ღვთის სასუფევლის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი დედამიწაზე და იგი … ეხმარება მის ერთგულ წევრებს, ჩვენი ზეციური მამის სასუფეველში მოიპოვონ მარადიული ცხოვრება“.4

შენიშვნები

  1. მ. რასელ ბალარდი, “Members Are the Key,” Liahona, სექტემბერი 2000, 18.

  2. მ. რასელ ბალარდი, Liahona, სექტემბერი 2000, 17.

  3. გორდონ ბ.ჰინკლი, “Every Convert Is Precious,” Liahona, თებერვალი 1999, 9.

  4. ჯოზეფ ფილდინგ სმითი წიგნიდან Daughters in My Kingdom: The History and Work of Relief Society (2011), 97.

რა შემიძლია გავაკეთო?

  1. ვლოცულობ მე ჩემს დობილზე და ვთხოვ თუ არა სული წმინდას გვიხელმძღვანელოს ჩვენი დებისთვის მსახურების დროს?

  2. როგორ უნდა ვემსახუროთ ყოველ დას, რომელიც გვაბარია ისე, რომ მან გაიგოს, რომ ჩვენ ნამდვილად ვზრუნავთ მასზე?