2013
სიტყვა მერყევ მისიონერს
თებერვალი 2013


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება, თებერვალი 2013

სიტყვა მერყევ მისიონერს

გამოსახულება
პრეზიდენტი დიტერ ფ. უხთდორფი

იესო ქრისტეს მოწაფეებს ყოველთვის ეკისრებოდათ ვალდებულება- გააცნონ სახარება მსოფლიოს (იხ. მარკოზი 16:15–16). მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ძალიან ძნელია ამოიღო ხმა და ესაუბრო რწმენაზე მათ, ვინც ჩვენს ირგვლივ იმყოფებიან. იმ დროს, როცა ეკლესიის ზოგიერთ წევრს აქვს ბუნებრივი ნიჭი-ესაუბროს სხვებს რელიგიაზე, სხვები ცოტათი მერყეობენ ან უხერხულად გრძნობენ თავს, ზოგჯერ რცხვენიათ ან საერთოდ ეშინიათ ამის გაკეთება.

ნება მიბოძეთ შემოვიტანო ოთხი წინადადება, რომელიც შესასრულებლად ძალიან ადვილია და იმავ დროს პასუხობს მაცხოვრის დავალებას -ვუქადაგოთ სახარება „ყოველ არსებას“ (მოძღვრება და აღთქმები 58:64).

იყავი სინათლე

ჩემს ერთ-ერთ საყვარელ გამონათქვამს ხშირად უკავშირებენ წმ. ფრანციზ ასიზელის ნათქვამს: „მუდამ იქადაგეთ სახარება და თუ საჭიროა, გამოიყენეთ სიტყვები“.1 ამ გამონათქვამში ნაგულისხმებია ის, რომ ხშირად ყველაზე ძლევამოსილი ქადაგებები უსიტყვოა.

თუ ჩვენ პატიოსნება გაგვაჩნია და ჩვენი სტანდარტების მიმდევრულად ვცხოვრობთ, ხალხი ამჩნევს ამას. როცა ჩვენ სიხარულსა და ბედნიერებას ვასხივებთ, ისინი ამას კიდევ უფრო ამჩნევენ.

ყველას უნდა იყოს ბედნიერი. როცა ჩვენ, ეკლესიის წევრები, სახარების შუქს ვასხივებთ, ხალხი ხედავს ჩვენს ბედნიერებას და გრძნობს, რომ ჩვენი ცხოვრება ღვთის სიყვარულითაა სავსე. მათ უნდათ იცოდნენ ამის მიზეზი. მათ სურთ ამ საიდუმლოს გაგება.

ეს მათ უბიძგებს ისეთი კითხვების დასმისკენ, როგორიცაა: „რატომ ხარ ასეთი ბედნიერი“? ან „რატომ გაქვს ყოველთვის ასეთი დადებითი განწყობა“? ამ კითხვებზე პასუხები, ხომ პირდაპირ გადადის საუბარში იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების შესახებ.

იყავით მოსაუბრე ადამიანი

რელიგიის საკითხის წამოჭრა, განსაკუთრებით ჩვენი მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების წრეში, შესაძლოა რთულ და საშიშ საქმედ მოგვეჩვენოს, თუმცა სულაც არ არის აუცილებელი ეს ასე იყოს. ყოველდღიურ ურთიერთობაში სულიერ გამოცდილებებსა ან საეკლესიო ღონისძიებებზე საუბარი შესაძლოა ძალიან ადვილი და სასიამოვნო იყოს, თუ ჩვენ ამას ცოტა გაბედულად და საღი აზროვნებით მივუდგებით.

ჩემი მეუღლე, ჰარიეტი, ამის მშვენიერი მაგალითია. როცა გერმანიაში ვცხოვრობდით, ის ყოველთვის პოულობდა იმის საშუალებას, რომ მეგობრებთან და ნაცნობებთან საუბრისას საეკლესიო თემებზე დაეწყო ლაპარაკი. მაგალითად, ვინმე რომ შეეკითხებოდა, როგორ გაატარა მან კვირა, იგი უპასუხებდა: „ამ კვირა დღეს ჩვენ ეკლესიაში შთამბეჭდავი გამოცდილება მივიღეთ! 16 წლის ბიჭი შესანიშნავად გამოვიდა სიტყვით თემაზე ‘სუფთა ცხოვრებით ცხოვრება’. მან 200 კაცის წინაშე ილაპარაკა“. ან, „მე გავიგე 90 წლის ქალბატონის შესახებ, რომელმაც 500 გადასაფარებელი მოქსოვა და გადასცა ისინი ეკლესიის ჰუმანიტარულ პროგრამას, რათა მთელ მსოფლიოში გაჭირვებულებისთვის გადაეგ ზავნათ ისინი“.

უმეტეს შემთხვევაში ადამიანები ამით ინტერესდებიან და უნდათ მეტი შეიტყონ. ისინი კითხვებს სვამენ. ეს კი მოგცემთ საშუალებას ისაუბროთ სახარებაზე ბუნებრივად, დამაჯერებლად და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე.

ინტერნეტისა და მედიას გამოგონებით ამ თემაზე საუბარი ბევრად უფრო გაადვილდა. ჩვენ მხოლოდ გამბედაობა გვჭირდება, სხვა არაფერი.

იყავით აღვსილნი მადლით

სამწუხაროდ ძალიან ადვილია ვინმეს არ დაეთანხმო. ძალიან ხშირად ჩვენ ვკამათობთ, ვაკნინებთ რაიმეს მნიშვნელობას ან განვიკითხავთ. როცა ვბრაზობთ, ვუხეშობთ, ან გულს ვტკენთ ადამიანებს, ყველაზე ნაკლებად მაშინ უჩნდებათ მათ სურვილი რაიმე გაიგონ ჩვენს შესახებ. არავინ არ იცის, რამდენმა ადამიანმა ან მიატოვა ეკლესია, ან არ გახდა ეკლესიის წევრი მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმემ, რაღაც ისეთი თქვა, რომ აწყენინა ან გული ატკინა.

დღეს მსოფლიოში იმდენი სიუხეშეა. ინტერნეტში ანონიმურობის გამო ისეთი ადვილი გახდა შხამიანი ან უხამსი სიტყვის თქმა. განა არ უნდა ვიქონიოთ ჩვენ, სიმშვიდით აღსავსე ქრისტეს პოტენციურმა მოწაფეებმა, უფრო მაღალი, ლმობიერი სტანდარტები? წმინდა წერილი გვასწავლის: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ ვის რა პასუხი გასცეთ“ (კოლოსელთა 4:6).

მე მომწონს, როცა ჩვენი სიტყვა მადლით სავსე და მზიანი ცასავით სუფთაა. წარმოიდგინეთ, როგორი გახდებოდა ჩვენი ოჯახები, მეურვეობები, ერები და თვით სამყაროც კი, ამ უბრალო პრინციპის მიღებით?

იყავით აღვსილნი რწმენით

ზოგჯერ ჩვენ საკუთარ თავს ან ზომაზე მეტად ვადანაშაულებთ და ან გადამეტებულად ვაფასებთ, როცა საქმე ეხება სხვების მიერ სახარების მიღებას. მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ უფალი არ ელის ჩვენგან სხვათა მოქცევას.

მოქცევა არა ჩვენი სიტყვებიდან გამომდინარეობს, არამედ სულიწმინდის ზეციური მსახურებიდან. ზოგჯერ ერთი უბრალო ფრაზა ჩვენი მოწმობის ან გამოცდილების შესახებ საკმარისია იმისთვის, რომ ვინმეს გული მოულბო ან გაუღო კარი, რომელში შესვლითაც სულიწმინდის კარნახის წყალობით, ისინი შეძლებენ დიადი ჭეშმარიტების შეცნობას.

პრეზიდენტმა ბრიგამ იანგმა (1801–77) თქვა, რომ მან იცოდა, რომ სახარება ჭეშმარიტებაა მაშინ, როცა „დაინახა ადამიანი, რომელიც არ გამოირჩეოდა, არც მჭერმეტყველობით და არც აუდიტორიის წინაშე ლაპარაკის ნიჭით, რომელსაც შეეძლო ეთქვა მხოლოდ შემდეგი: მე ვიცი სული წმინდის ძალის მეშვეობით, რომ მორმონის წიგნი არის ჭეშმარიტი, რომ ჯოზეფ სმითი არის უფლის წინასწარმეტყველი“. პრეზიდენტმა იანგმა თქვა, რომ როცა მოისმინა ეს მორჩილი მოწმობა, „სულიწმინდამ, რომელიც ამ ადამიანიდან გადმოდიოდა, გამინათა გონება და ჩემს წინაშე გადაიშალა სინათლე, დიდება და უკვდავება“.2

დებო და ძმებო, იქონიეთ რწმენა. უფალს შეუძლია განადიდოს თქვენი სიტყვები და მათ ძალა მისცეთ. ღმერთი სხვების მოქცევას კი არა, უფრო ხმის ამოღებას გთხოვთ. რწმენაში მოქცევა თქვენ კი არა, სულიწმინდასა და მათ, ვინც გისმენთ, ევალებათ.

ეკლესიის ყოველი წევრი მისიონერია

ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ არნახული საშუალებები გვაქვს იმისთვის, რომ სხვებს გავუზიაროთ იესო ქრისტეს სახარების სასიხარულო ამბავი. ყველასთვის, მერყევი მისიონერისთვისაც კი, არსებობს საშუალება მივიღოთ მონაწილეობა ამ დიად საქმეში. თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია, საკუთარი ნიჭისა და ინტერესების გამოყენებით, მხარი დაუჭიროს დიად საქმეს – აავსოს სამყარო სინათლითა და ჭეშმარიტებით. როცა ასე მოვიქცევით, ჩვენ ვიპოვით სიხარულს, რომელიც მოდის მათთან, ვინც საკმარისად ერთგული და გაბედულია იმისთვის, რომ „მუდამ ღვთის მოწმედ იდგეს“. (მოსია 18:9)

შენიშვნები

  1. წმ. ფრანციზ ასიზელი, უილიამ ფეისა და ლინდა ევანსი შეფერდის წიგნში, Share Jesus without Fear (1999), 22.

  2. Teachings of Presidents of the Church: Brigham Young (1997), 67.

ამ მოწოდების სწავლება

სწავლების ერთ-ერთი ეფექტური ხერხია „შეაგულიანო ისინი, ვისაც ასწავლი, დასახონ … მიზნები, რომლებიც დაეხმარება მათ, იცხოვრონ თქვენს მიერ ნასწავლი პრინციპის მიხედვით“ (Teaching, No Greater Call [1999], 159). მოიწვეით ისინი, ვისაც ასწავლით, დაისახონ მიზნად – გაუზიარონ ამ თვეში სახარება ერთ ან მეტ ადამიანს. მშობლებმა შეიძლება მოითათბირონ იმაზე, თუ როგორ გამოიყენონ უფრო პატარა ასაკის შვილების დახმარება. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაეხმაროთ ოჯახის წევრებს კითხვა-პასუხის ნაწილის მომზადებაში ან გაითამაშოთ სიტუაციები, სადაც ჩვეულებრივ საუბარში შასაძლებელია სახარების ხსენება და იფიქროთ იმ საეკლესიო ღონისძიებებზე, სადაც შეგიძლიათ მოიწვიოთ მეგობარი.