2013
მეგობართან გაზიარება
თებერვალი 2013


ახალგაზრდები

მეგობართან გაზიარება

ერთხელ, როცა სემინარიის გაკვეთილისთვის ვემზადებოდი, მე შესანიშნავი და განსაკუთრებული შთაბეჭდილება მივიღე. როცა მეორე დღეს გაკვეთილს ვკითხულობდი, სკოლის მეგობრის სახე დავინახე და ძალიან ძლიერი გრძნობა გამიჩნდა, რომ მისთვის საკუთარი მოწმობა უნდა გამეზიარებინა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოსახვა ძალიან ცხადი იყო, მე მეშინოდა. ვშიშობდი, რომ მეგობარი ხელს მკრავდე, განსაკუთრებით იმის გამო, რომ იმ გოგოს არაფერი ეტყობოდა საიმისო, რომ მოინდომებდა ეკლესის წევრობას.

მე გამახსენდა ახალგაზრდა ქალების გენერალური პრეზიდენტობის, და მერი ნ. ქუქის, გამოსვლა, სადაც მან მოგვიწოდა სიბეჯითისა და მამაცობისაკენ.1 მე მინდოდა ასეთი ვყოფილიყავი, ამიტომაც იმ გოგოს წერილი მივწერე, სადაც დავამოწმე ეკლესიის ჭეშმარიტება და მორმონის წიგნისადმი ჩემი სიყვარული. მეორე დღეს მე მას მორმონის წიგნი და ჩემი წერილი ჩუმად ჩანთაში ჩავუდე.

ჩემდა გასაკვირად, გოგონა სახარების მიმართ ძალიან მგრძობიარე აღმოჩნდა. დაწყებული იმ დღიდან, ის მიყვებოდა, თუ რა შეისწავლა მორმონის წიგნიდან. რამოდენიმე კვირის შემდეგ მე მას მისიონერები გავაცანი. ძალიან მალე მან სულიწმინდისგან დასტური მიიღო, რომ რასაც ის სწავლობდა, ჭეშმარიტება იყო. მისიონერებიც და მეც ვტიროდით, როცა ის თავის გრძნობებზე გვიყვებოდა. ჩემი მეგობარი მალე მოინათლა. მისი მშობლები გაკვირებულნი იყვნენ მასში მომხდარი ცვლილებებით.

მე ისეთი ბედნიერი ვარ, რომ შევძელი შიშის დაძლევა და მეგობრის ცხოვრებაში სახარების შემოტანა.

შენიშვნა

  1. იხ. მერი ნ. ქუქი, „“Never, Never, Never Give Up!” Liahona, მაისი, 2010წ, 117–19.