2010
ჩვენი მოზარდი თაობის აღზრდა-განათლების პასუხისმგებლობა
სექტემბერი 2010


შინა მასწავლებლის მოწოდება, სექტემბერი 2010

ჩვენი მოზარდი თაობის აღზრდა-განათლების პასუხისმგებლობა

შეისწავლეთ ეს მასალა და საჭიროებისამებრ განიხილეთ ის დებთან, ვისაც სტუმრობთ. დაუსვით შეკითხვები, რათა შესძლოთ თქვენი დების განმტკიცება და ასევე იმისათვის, რომ მოწყალების საზოგადოება გახდეს თქვენი ცხოვრების აქტიური ნაწილი.

გამოსახულება

რწმენა • ოჯახი • მოწყალება.

წმინდა წერილებიდან

იგავები 22:6; ეფისელთა 6:4; ენოსი 1:1; ალმა 53:20–21; 56:47; 57:27

აღზრდა-განათლების გარეშე, ჩვენს მოზარდ თაობას შესაძლოა შეექმნას ისეთივე საშიშროება, როგორც ეს აღწერილია მოსია 26. ახალგაზრდობის უმეტესობამ, არ ირწმუნა მამა-პაპათა ტრადიციები და სამუდამოდ გამოეყო თავის რჯულს. ჩვენს მოზარდ თაობას შესაძლოა ზუსტად ასევე აებნას გზა, თუკი ისინი ვერ გააცნობიერებენ თავიანთ როლს მამა ზეციერის გეგმიდან.

ასე, რომ რით იქნება დაცული ჩვენი მოზარდი თაობა? ეკლესიაში ჩვენ მათ, თავის გადარჩენის საფუძვლებს ვასწავლით, ეს საფუძვლები კი ოჯახის საფუძვლებია, ის საფუძვლები, რომლებიც დაეხმარება ჩვენს მოზარდ თაობას, როგორც ოჯახის შექმნაში, განსწავლაში, ასევე მათ წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების მომზადებაში—შემდგომ ეს თაობა, თვითონ აღზრდის მომდევნო თაობას და ა.შ.

ჩვენ, როგორც მშობლები, ხელმძღვანელები და ეკლესიის წევრები, ვამზადებთ ამ თაობას აბრამის კურთხევის მისაღებად, ტაძარში შესასვლელად. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ იმაში, რომ ნათლად გავაგებინოთ მათ ოჯახზე მოწოდების მოძღვრების ძირითადი აზრები. ჩვენ დედობისა და მამობის მარადიული როლი და პასუხისმგებლობა გვაკისრია. ყოველი ჩვენთაგანი მამაზეციერის წინაშე მის გეგმაში ქალის ან კაცის როლის შესრულებაზეა პასუხისმგებელი.

ჩვენი მოძღვრების ზიარება ნებისმიერ გარემოშია შესაძლებელი. ჩვენ უნდა პატივისცემით მოვიხსენიოთ ქორწინება და ოჯახი. მოზარდი თაობა ჩვენს მაგალითზე აღივსება, ურყევი იმედით და ცოდნით—არა მხოლოდ იმ სიტყვების გამო, რასაც ჩვენ წარმოვთქვამთ, არამედ იმ ოჯახური განცდებითა და გრძნობებით, რასაც ჩვენ ვამჟღავნებთ მათთან ურთიერთობაში.

ჯული ბ. ბექი, მოწყალების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტი.

ჩვენი ისტორიიდან

თავის, 1995 წ. 23 სექტემბრის მიმართვაში მოწყალების საზოგადოების დების მიმართ პრეზიდენტ გორდონ ბ. ჰინკლიმ თქვა: ,,სამყარო, რომელშიდაც ჩვენ ვცხოვრობთ, წარმოადგენს ღირებულებათა ცვალებადობის მშფოთვარე ასპარეზს. გამაყრუებელი შეძახილები მოგვმართავენ ჩვენ, რათა გადავაბიჯოთ ხან ერთ და ხან მეორე, დიდი ხნის წინათ ჩამოყალიბებულ მორალურ პრინციპებს.”1 მაშინ პრეზიდენტ ჰინკლიმ წარუდგინა დებს, ეკლესიის წევრებს და ამგვარად, საბოლოო ჯამში, ყოველ ადამიანს, „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს.”

მომდევნო წლების განმავლობაში ეს წინასწარმეტყველური დოკუმენტი ბევრ სხვადასხვა ენაზე გადაითარგმნა და მიეწოდა მსოფლიოს ლიდერებს. იგი ამ დოკუმენტით, თხოვნით მიმართავს მოქალაქეებსა და მსოფლიო ლიდერებს, „რათა ჩაატარონ ყველა საჭირო ღონისძიება, რომელიც მხარს დაუჭერს და გააძლიერებს ოჯახს, როგორც საზოგადოების ძირითად შემადგენელ ნაწილს.”2

ეს მოწოდება გახდა უკანასკნელი დღეების წმინდანთა ოჯახის მიმართ რწმენის ძირითადი მტკიცებულება, ისეთი, რომელსაც უნდა ჩავეჭიდოთ და ვიცოდეთ, რომ მის რჩევა-დარიგებების შესაბამისად ცხოვრება განამტკიცებს ჩვენს ოჯახებსა და კერიას.

შენიშვნები:

  1. გორდონ ბ. ჰინკლი, “Stand Strong against the Wiles of the World,” Ensign, 1995 წ. ნოემბერი, გვ. 99.

  2. იხილეთ „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს,” Liahona, 2004 წ. ოქტომბერი, გვ. 49.

რა შემიძლია გავაკეთო?

  1. როგორ შემიძლია დავეხმარო მე ჩემს დებს, მიმართვა, „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს” გამოყენებაში მოზარდი თაობის აღსაზრდელად? იფიქრეთ თქვენი მეურვეობის, მრევლის, ოჯახის ან საზოგადოების წევრებზე და ყოველივე იმ ადამიანზე, ვისაც სჭირდება თქვენი ყურადღება და სიყვარული.

  2. როგორ უნდა აღვზარდო მოზარდი თაობა? იფიქრეთ თქვენი მეურვეობის, მრევლის, ოჯახის ან საზოგადოების წევრებზე და ყოველივე იმ ადამიანზე, ვისაც სჭირდება თქვენი ყურადღება და სიყვარული.