2010
ჩემი საკუთარი მორმონის წიგნი.
სექტემბერი 2010


ახალგაზრდები.

ჩემი საკუთარი მორმონის წიგნი.

2005 წ. აგვისტოს, როდესაც პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ (1910–2008) მიმართა ეკლესიის წევრებს თხოვნით, წლის ბოლომდე წაეკითხათ მორმონის წიგნი, მე სიტყვა მივეცი საკუთარ თავს, რომ წავიკითხავდი მთლიან წიგნს. ჩემთვის ცნობილი იყო ამ წიგნის შინაარსი, მაგრამ თვითონ წიგნი თავიდან ბოლომდე წაკითხული არ მქონდა. მე გადავწყვიტე ამ დაპირების შესრულება.

მე მასწავლეს წმინდა წერილების ცხოვრებაში გამოყენება და მათი გათავისება. ასე, რომ კითხვისას ყოველი გვერდის მთავარ აზრს ვაყალიბებდი და წიგნის კიდეებზე ვწერდი. ამავე დროს ხაზს ვუსვამდი იმ სიტყვებსა და ფრაზებს, რომლებიც მეორდებოდა, რათა მათი მნიშვნელობა გამომეყო.

წმინდა წერილებში ნახსენები სახელების გვერდით ჩემს სახელს ვწერდი. ამით ჩემს თავს ვახსენებდი, რომ სხვებისთვის მიმართული ღმერთის სიტყვა, ასევე შეიძლება ჩემთვისაც იყოს მიმართული. მაგ, 2 ნეფი 2:28 ჩავწერე ჩემი სახელი: „და ახლა, ჰილარი, იპოვე დიდებული შუამავალი და შეისმინე მისი დიადი მცნებები.” რაც უფრო მეტად ვითავისებდი მორმონის წიგნს, მით უფრო მეტად ამაღლებულ სიხარულს მანიჭებდა ამ წიგნის ყოველდღიური კითხვა.

ყოველდღიურმა კითხვამ ჩემი ლოცვები უფრო გულწრფელი და პირადული გახადა. ასევე მე შევძელი მთელი ყურადღების გაკვეთილებზე გადატანა და მივყვებოდი სული წმინდის კარნახს, სხვებთან მეგობრული ურთიერთობის დასამყარებლად. წელიწადის ბოლო დღეს მე დავამთავრე მორმინის წიგნის კითხვა.

ზუსტად, მაშინ აღვიქვი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მორმონის მთლიანი წიგნის წაკითხვა, სხვა წმინდა წერილებთან ერთად და მე კვლავაც არა ერთხელ წავიკითხავ მათ.