2010
არავინ არ არის სრულყოფილი
მარტი 2010


ახალგაზრდები

არავინ არ არის სრულყოფილი

მე ყოველთვის მინდოდა რომ ვყოფილიყავი როგორც ნეფი: ძალიან მორჩილი, უკიდურესად ერთგული და ღრმად სულიერი. ჩემ თვალში ნეფი იყო სიკეთის საუკეთესო მაგალითი. არც თუ ისე ბევრი რამ მიტაცებდა ისე როგორც ფიქრი იმაზე რომ როდესაც გავიზრდებოდი ვყოფილიყავი როგორც ის — ან დასაწყისისთვის მისი სიძლიერს ნაწილი მაინც, რომ მქონოდა.

ერთ დღეს მე მქონდა პატარა კრიზისი, რაც გამოწვეული იყო შეუსაბამობის შეგრძნების გამო. მე მქონდა უზარმაზარი ამბიციები და უამრავი მიზნები. მაგრამ თითქოს, არც არაფერი არ გამომდიოდა. უიმედო ცხარე ცრემლებით ჩემს გრძნობებზე მოვუყევი მამაჩემს. ის სწრაფად ადგა მივიდა წიგნების თაროსთან და იქიდან აიღო მისი მორმონის წიგნი. სიტყვის უთქმელად მან ის გადაშალა 2 ნეფი 4 და დაიწყო მე-17 ლექსის კითხვა.

ტანში ჟრუანტელმა დამიარა როდესაც ვუსმენდი ამ ძალით აღსავსე სიტყვებს: „ო, უვარგისი კაცი, რომელიც ვარ მე!” ფიქრებში გამიელვა. როგორ შეეძლო ნეფის, ჩემს სამაგალითო გმირს ეთქვა რომ ის იყო „უვარგისი”? თუ ის იყო უვარგისი, მაშინ მე ვინ ვარ?

კვლავ დამიარა ტანში ჟრუანტელმა, როდესაც მამაჩემმა წამიკითხა ლექსი 28: „გამოიღვიძე სულო ჩემო! მეტი აღარ შესცოდო.” ვიგრძენი თითქოს მოიწმინდა ჩემი მოღრუბლული ცასავით გონება და თითქოს სითბოთი სავსე მზემ გამოანათა ცისფერ ლაჟვარდში. ასე შეიძლება ავღწერო თუ როგორ გამინათა ამ ლექსმა სული. წმინდა წერილების რამოდენიმე ლექსს თუ აღუვსია ჩემი გული ასეთი იმედით, შთაგონებით და სიხარულით ისე როგორც გააკეთა ამ ლექსმა.

30-ე ლექსში, ნეფიმ სთქვა ზუსტად ის რასაც ვფიქრობდი, ოღონდ უფრო მჭევრმეტყველი სიტყვებით: „ღმერთო, შენ ხარ ჩემი ხსნის კლდე და ჩემი სული გაბედნიერდება შენით.” ამ ლექსმა უფალის ნაზი სიყვარულისათვის და მოწყალებისათვის მომიტანა სიმშვიდე და მადლიერების გრძნობა.

მამაჩემმა დახურა წიგნი და ამიხსნა, რომ ამ ლექსებს ხანდახან უწოდებენ ნეფის ფსალმუნს. შემდეგ მან წყნარად განმიმარტა, რომ დედამიწაზე ყველაზე დიდებული ადამიანებიც კი არ არიან სრულყოფილნი და ამ ადამიანებმაც უნდა სცნონ თავიანთი არასრულყოფილებანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იქნებიან ქედმაღალნი და ამიტომ ვერ იქნებოდნენ დიდებულნი.

მე მესმოდა. მხოლოდ იმიტომ, რომ მე მქონდა სისუსტეები, არ ნიშნავდა, რომ არ შემეძლო ვყოფილიყავი როგორც ნეფი. ჩემი სისუსტეების დანახვამ უფრო დამაახლოვა ნეფის მაგალითამდე. ნეფი არა მარტო იმიტომ იყო დიდებული, რომ ის იყო მორჩილი და ერთგული, ასევე იმიტომაც, რომ ის იყო თავმდაბალი და მზად იყო ეღიარებინა მის მიერ ჩადენილი შეცდომები.

ამის შემთხვევის შემდეგ, მე დავაფასე ნეფის ეს სიტყვები. ყოველთვის როდესაც მათ ვკითხულობ, ვგრძნობ იგივენაირ გრძნობებს და სიხარულს როგორიც პირველად წაკითხვისას ვიგრძენი. ეს ლექსები მიმღერიან რომ მე ვარ ღმერთის ასული, იმაზე მეტის შემძლე თუ ოდესმე მე თვითონ წარმოვიდგენდი. მე ვიცი რომ თუ მე ვიქნები ერთგული და შეუპოვრად წინ ვივლი, მელის ენით აუწერელი კურთხევები