2010
წმინდა წერილების დამოუკიდებელი შესწავლით მამაღმერთში და იესო ქრისტეში რწმენის განმტკიცება
მარტი 2010


შინა მასწავლებლის მოწოდება, მარტი 2010

წმინდა წერილების დამოუკიდებელი შესწავლით მამაღმერთში და იესო ქრისტეში რწმენის განმტკიცება

ასწავლეთ ეს წმინდა წერილები და ციტატები ან საჭიროებისამებრ სხვა პრინციპები, რომლებიც დალოცავენ იმ დებს, ვისთანაც სტუმრად მიდიხართ. გაუზიარეთ თქვენი დამოწმება მოძღვრებაზე. გაკვეთილის დროს, სთხოვეთ, რომ მათაც გაგიზიარონ თუ რა იგრძნეს და ისწავლეს.

„როდესაც ახლად გათხოვილი ვიყავი, … მე დამპატიჟეს, სამეურვეოს შვების საზოგადოების დებისათვის, მიძღვნილ სადილზე, სადაც დაპატიჟებულნი იყვნენ ის დები რომლებსაც წაკითხული ჰქონდათ მორმონის ან ეკლესიის ისტორიის პატარა წიგნი. იმ დროს იშვიათად, ვკითხულობდი წმინდა წერილებს და მანამდე, მე უკვე წაკითხული მქონდა ეკლესიის ისტორიის პატარა წიგნი, რადგან ამას უფრო ნაკლები დრო სჭირდებოდა და ამიტომაც დამპატიჟეს სადილზე. როდესაც შუადღისას ვსაუზმობდი შემექმნა ძლიერი შეგრძნება, რომ მიუხედავად იმისა ჩემს მიერ წაკითხული ეკლესიის ისტორიის წიგნი კარგი იყო მე აუცილებლად უნდა წამეკითხა მორმონის წიგნი. სულიწმინდა მკარნახობდა, რომ შემეცვალა ჩემი მიდგომა წმინდა წერილების კითხვის მიმართ. იმ დღიდან მოყოლებული, მე დავიწყე მორმონის წიგნის კითხვა და მეტი არასდროს აღარ გავჩერებულვარ.… ვინაიდან მე დავიწყე ყოველდღიურად წმინდა წერილების კითხვა, მე ვისწავლე ბევრად უფრო მეტი ჩემს მამაზეციერზე, მის ძეზე, იესო ქრისტეზე და კიდევ რა უნდა გავაკეთო, რომ გავხდე მათნაირი.…

„… ყოველ ქალს შეუძლია იყოს სახარების მოძღვრების მასწავლებელი საკუთარ სახლში, ასევე ყოველ დას ეკლესიაში, როგორც წინამძღვარს და მასწავლებელს სჭირდება სახარების ცოდნა. თუ ჯერ არ გამოგიმუშავებიათ ჩვევა, რომ ყოველდღიურად შეისწავლოთ წმინდა წერილები, დაიწყეთ ეხლა და ნუ შეყოვნდებით იმისათვის, რომ მოემზადოთ თქვენი ამქვეყნიური და მარადიული ცხოვრების ვალდებულებებისათვის.”1

ჯულია ბ. ბეიქი, ხსნის საზოგადოების გენერალური პრეზიდენტი.

„წმინდა წერილების სწავლა დაეხმარება ჩვენი პირადი და ჩვენი ოჯახის წევრების დამოწმებას. დღეს, ჩვენი ბავშვები, იზრდებიან გარემოცვაში სადაც გვესმის მოწოდებები, იმისაკენ, რომ უარყონ ის რაც სწორია, ამ მსოფლიოს სიამტკბილობის სანაცვლოდ. სანამ მათ არ ექნებათ იესო ქრისტეს სახარების მყარი საძირკველი, ჭეშმარიტების დამოწმება და გადაწყვეტილება იცხოვრონ უბიწოდ, ისინი იქნებიან ამ ზეგავლენისადმი დამთმობნი. ეს არის ჩვენი ვალდებულება რომ განვამტკიცოთ და დავიცვათ ისინი.”2

პრეზიდენტი თომას ს. მონსონი.

„ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი დები იყვნენ წმინდა წერილების მოწაფეები.… თქვენ გჭირდებათ მისი მარადიული ჭეშმარიტებების გაცნობიერება, თქვენი პირადი და თქვენი ბავშვების კეთილდღეობისათვის, ასევე თქვენი შვილების თქვენგან განათლების მიღების მიზნისათვის და ყველასი ვინც იქნება თქვენს გარემოცვაში.”3

„ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ოჯახები დალოცვილები იყვნენ წმინდა წერილების მცოდნე დებით — დაოჯახებული ან თუნდაც მარტოხელა, ახალგაზრდა ან მოხუცი, დაქვრივებული ან მეუღლით.… გახდით წმინდა წერილების შემსწავლელები — არა სხვების საძაგებლად არამედ მათ ასამაღლებლად!”4

პრეზიდენტი სპენსერ ვ. ქიმბალი (1895–1985).

შენიშვნები

  1. ჯულია ბ. ბეიქი, „ჩემი სული განათდა წმინდა წერილებში,” Liahona, მაისი 2004, 107–9.

  2. თომას ს. მონსონი „სამი მიზანი რომელიც გაგიძღვება წინ,” Liahona, ნოემბერი. 2007, 118.

  3. სპენსერ ვ. ქიმბალი, „დების პრივილეგიები და პასუხისმგებლობები,” Ensign, ნოემბერი. 1978, 102.

  4. სპენსერ ვ. ქიმბალი, „უბიწო ქალის როლი,” Ensign, ნოემბერი. 1979, 102.

შინამასწავლებლის დასახმარებლად

სასწავლებლად სტუმრობის დროს, უპასუხეთ დასმულ შეკითხვებზე და გაუზიარეთ წმინდა წერილების განმარტებები. გაუზიარეთ თქვენი დამოწმება, წმინდა წერილების შესწავლით თუ როგორ განმტკიცდა თქვენი რწმენა. შეეკითხეთ დას, ვისაც სტუმრობთ, რომ მანაც გაგიზიაროთ თუ როგორ განამტკიცა წმინდა წერილების შესწავლამ მისი ოჯახი.

პირადი მომზადება

იოანე 5:39

2 ტიმოთე 3:14–17

2 ნეფი 9:50–51; 31:20; 32:3–5

მოძღვრება და აღთქმები 138:1–11