ლიახონა
დახმარება სრულყოფილი წყაროდან
თებერვალი, 2025


ყოველთვიური გზავნილი, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, თებერვალი, 2025

დახმარება სრულყოფილი წყაროდან

არ აქვს მნიშვნელობა, რა ბრძოლის წინაშე დგახართ, იესო ქრისტე დაგეხმარებათ, როცა მას მიმართავთ.

იესო ქრისტე

შაბლონი, ჟანეტ ბურუპის მიერ

ამა თუ იმ დროს, ერთხელ მაინც, ჩვენ ყველას გვჭირდება მცირე დახმარება. ზოგჯერ დიდი დახმარებაც კი. სიმართლე ისაა, რომ ცხოვრება ჩვეულებრივ ბევრად უკეთესად მიდის, როცა ცდილობ, რომ ის მარტომ არ გაიარო.

იესო ქრისტე არის თქვენი დახმარების, იმედისა და ძალის სრულყოფილი წყარო. მას ასევე შეუძლია დაგეხმაროთ უკეთესობისკენ შეცვლაში — შესაძლოა ისეთი გზითაც კი, როგორიც არ გეგონათ შესაძლებელი.

გულის შეცვლა

გილოციათ ოდესმე, რომ ღმერთს თქვენი მტრების გული მოელბო? თუ ასეა, თქვენ კარგ საზოგადოებაში ხართ (იხილეთ 3 ნეფი 12:44; მორონი 7:48). მაშინაც კი, თუ თქვენ არ გყავთ მტრები მორმონის წიგნის გაგებით (შეიარაღებული და თავდასხმისთვის მზად მტრები), თქვენ ალბათ გილოციათ, რომ ღმერთს მოელბო მათი გულები, ვინც კარგად არ გექცეოდათ.

მაგრამ გიფიქრიათ ოდესმე, გელოცათ და ღმერთისთვის გეთხოვათ თქვენი გულის მოლბობა? შესაძლოა, გიჭირთ ვინმეს პატიება. ან განაგრძობთ მოთმინების დაკარგვას, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ გსურთ. ან გსურთ მეტი სიკეთე იგრძნოთ თქვენი და-ძმების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ზოგჯერ გაღიზიანებენ.

„[იესო ქრისტე] შეგიცვლით გულს და ცხოვრებას. ნელ-ნელა გაიზრდებით და დაემსგავსებით უფალს. თქვენი აღთქმის კავშირი მასთან მოგიტანთ უფრო დიდ წვდომას მის ძალაზე“ (ახალგაზრდების გასაძლიერებლად: არჩევანის გაკეთების გზამკვლევი [2022], 8).

განა, ეს დიდებული დაპირება არ არის? არ აქვს მნიშვნელობა, რას ებრძვით, თუნდაც საკუთარ გულს, იესო ქრისტეს შეუძლია, დაგეხმაროთ. როგორ შეგიძლიათ მიმართოთ მას დღეს?

ბიჭი